ჩვენ შესახებ

Theatrelife.ge არის ქართული თეატრის ელექტრონული არქივი, რომელიც შექმნა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა. ვებ გვერდზე განთავსებულია დრამატურგია, ქართველი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების სხვადასხვა წლებში და სხვადასხვა პერიოდიკაში გამოქვეყნებული რეცენზიები, სტატიები, სამეცნიერო შრომები ქართული (და არა მარტო) თეატრის შესახებ. 

ვებ გვერდის ადმინისტრაცია სიამოვნებით მიიღებს მკითხველთა რჩევებს, რეკომენდაციებს და შენიშვნებს პორტალის სრულყოფის მიზნით. ასევე მზად არის გამოაქვეყნოს პროფესიული წერილები თეატრის და მასთან მომიჯნავე ხელოვნების დარგების შესახებ, როგორც ისტორიაში, ისე თეორიასა და კრიტიკაში.

theatrelife.ge (ქართული თეატრის ელექტრონული არქივი) არის დამოუკიდებელი და თავისუფალი პლატმოფრმა თეატრის მკვლევარებისთვის, თეატრის კრიტიკოსებისა და თეატრმცოდნეებისთვის. ავტორთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა, მათ რედაქცია არ იზიარებდეს.

ნებისმიერ ავტორს უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრება მისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე ისე, რომ არ შეურაცხყოს სხვისი უფლებები და ღირსება. 

რედაქცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ავტორთან და განათავსოს მისი ბლოგი პორტალზე, რომელიც არ შეიცავს ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ შინაარს, ან ქვეტექსტს. 

Theatrelife.ge © 2019 ყველა უფლება დაცულია

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენებისას წყაროს მითითება სავალდებულოა

ქართული და უცხოური პიესების კომერციული მიზნით გამოყენება ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი:

ცენტრის მიზანია აწარმოოს მუდმივი კვლევა საქართველოს ყველა მოქმედ თეატრში, შეაგროვოს და გადასცეს ინფორმაცია საქართველოში არსებული თეატრების მდგომარეობის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს; მხარი დაუჭიროს შემოქმედებით ძიებებს კვლევაში. ხელი შეუწყოს დაინტერესებულ პირებს შემოქმედებით საქმიანობაში პრაქტიკული კვლევების განხორციელების საფუძველზე. 

 

ასევე ცენტრის მიზანია უახლესი ქართული დრამატურგიის  და უახლესი ქართული თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების მომზადება და გამოცემა; პერიოდულად მოაწყოს სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები,  სემინარები თანამედროვე ქართული თეატრის შემოქმედებითი, თუ სხვა სახის პრობლემებზე.

თეატრის მოღვაწეთა პროფესიული ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი დონის ამაღლებისათვის მოაწყოს სემინარები, შეხვედრები და სხვა ღონისძიებები. დაეხმაროს და კონსულტაციები გაუწიოს თეატრალურ კოლექტივებს რეპერტუარის ფორმირებაში, ახალი დრამატურგიული ნაწარმოებების მიწოდებასა და მოპოვებაში, თეატრის ცალკეულ მოღვაწეებს სასცენო ნაწარმოების შერჩევაში. დაეხმაროს და განავითაროს სათეატრო კრიტიკა. იზრუნოს ახალი შემოქმედებითი ძალების გამოვლენაზე, ახალგაზრდებთან მუშაობაზე, ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ სრულყოფაში.

ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ქართული თეატრის ინტეგრირება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში; საერთაშორისო პრაქტიკული, თუ თეორიული თანაპროდუქციული კვლევების განხორციელება.

 

გვიპოვეთ https://www.facebook.com/ContemporaryGeorgianTheatreCenter/