ადამიანის თავისუფლება უკიდეგანოა

ადამიანის თავისუფლება უკიდეგანოა

                                   

სოფო ნადიბაიძე                                                                                        

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა ამჯერად „ბერლინერ ანსამბლს“ უმასპინძლა - რეჟისორი ოლივერ რისი, მსახიობი ნიკო ჰოლონიკსი. „ბერლინერი ანსამბლ“ ყოველთვის ეხმაურება სოციალურ, აქტუალურ, საჭირბოროტო პრობლემებს. მთავარი როლის შემსრულებელი ნიკო ჰოლონიკსი (ოსკარ მაცერატი) სცენაზე ორი საათის განმავლობაში მარტოა მაყურებლის წინაშე. მისი ემოციური ფონი უსაზღვროა, ის თეატრის სივრცეს არღვევს, ტემპო-რიტმს არ კარგავს, მაყურებელთან უშუალო კავშირი აქვს. ის მკვეთრად კონტრასტულია რეალობასთან, მისი პროტოტიპი ამოუცნობი და მრავალფეროვანია, ყოველი სცენა ერთიმეორეზე უკეთესია, დინამიკურია და მძაფრი.

 

ოსკარ  მაცერატისთვის სამყარო უკიდეგანოა, ხოლო მის ირგვლივ ადამიანები ამპარტავნები და სასაცილოები. ის თავის ბიოგრაფიას ქვეყნის შიდა კონფლიქტთან აიგივებს (უყალიბდება ფაშისტური აზროვნება). მისი აგრესიული გამოხედვა, თმის ვარცხნილობა, ხალხთან ურთიერთობა, სიარულის მანერა თითქოს  ადოლფ ჰიტლერთან თანხვედრაშია. ის ცდილობს რეალური სამყარო უარყოს და თავისი პროტესტი თუნუქის დოლის მეშვეობით გამოხატოს. ამით ოსკარი თანამედროვე სამყაროში თავს იმკვიდრებს, მისი კომფორტისა და პროტესტის გამოხატვის საშვალებაა. მას არავინ უსმენს, არავინ ეკითხება რჩევას - ეს მისთვის კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ გაბოროტდა სამყაროს მიმართ.                                                                                                

 

თუნუქის დოლს მთელი სპექტაკლის განმავლობაში სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის ხმამაღალი გამოხატულებაა მსახიობის ქვეცნობიერის და ამიტომაც მის მიმართ განსაკუთრებული მეგობრობა და მზრუნველობა აკავშირებს. სპექტაკლის მსვლელობის დროს გამახსენდა კარლ სეიგანის ესე „მკრთალი ლურჯი წერტილი“, რომლის მიხედვით: დედამიწა ძალიან პატარა სცენაა უკიდეგანო სამყაროში. გაიხსენეთ სისხლის მდინარეები, რომლებიც სხვადასხვა გენერლებს, მეფეებსა თუ იმპერატორებს დაუღვრიათ მხოლოდ იმიტომ, რომ დიდების და ტრიუმფის ძიებაში ამ წერტილის პატარა ფრაგმენტზე ბატონობა მოეპოვებინათ. დაფიქრდით, როგორ უნდოდათ და უნდათ მოეკლათ ერთმანეთი, რამდენად მგზნებარენი იყვნენ და არიან ერთმანეთის სიძულვილში”.      ამით პარალელის გავლება მინდოდა იმაზე, რომ ყველაფერ ამას „ეჭქვეშ აყენებს“ „თუნუქის დოლი“.