top of page

ახალციხის (მესხეთის) დრამატული თეატრი

მესხეთის თეატრის ისტორია 1874  წლიდან იწყება. წლების განმავლობაში იგი მრავალჯერ იცვლიდა სტატუსს, ხოლო 1967 წლიდან მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

მესხეთის თეატრი საქართველოს სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი კულტურის კერაა, რომელიც ემსახურება მთლიანად რეგიონის მრავალეროვან მოსახლეობას.  თეატრი ყველა სეზონზე მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტის მქონე რეჟისორების მიერ 6-7 საპრემიერო სპექტაკლს ამზადებს.

მესხეთის თეატრს მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან უმაღლესი ჯილდოები აქვს მიღებული. იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ხშირად მართავდა გასტროლებს როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რასაც დიდი აღიარება და პოპულარობა მოსდევდა.

მესხეთის სახელმწიფო თეატრის უმთავრესი განმასხვავებელი ღირსება მთელი თავისი არსებობის მანძილზე იყო და არის ახალგაზრდული შემართება და ენთუზიაზმი.  დაარსების დღიდან დღემდე თეატრში არ შეწყვეტილა შემოქმედებითი პროცესი. თეატრის რეპერტუარშია როგორც მსოფლიო და ქართული კლასიკური, ისე თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებები.

თეატრი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს ეროვნული დრამატურგიის თეატრალურ ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობს 20-25  წამყვანი თეატრალური კოლექტივები.

bottom of page