ახალციხის თოჯინების თეატრი
1981 წ. ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის ბაზაზე, საქალაქო კულტურის სახლის დირექტორის რუსუდან სისაურის ინიციატივით და ხელშეწყობით მოწვეული იქნა თამაზი ნემსაძე (მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობი) დრამწრის ხელმძღვანელად, რომელმაც კულტურის სახლის თანამშრომლების მონაწილეობით ჩამოაყალიბა თოჯინების წრე. დადგა სამი სპექტაკლი და ასე ჩაეყარა საფუძველი თოჯინების თეატრს ქ. ახალციხეში.
1989 წ. საქალაქო კულტურის სახლის დირექტორის რუსუდან სისაურის მიერ რაიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ქ. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის რეჟისორთან ნოდარ იონათამიშვილთნ მოლაპარაკების შედეგად დაიწყო თეატრის ახალი ეტაპი და 1989 წლიდან 2011 წლამდე ნოდარ იონათამიშვილმა დაუღალავად იშრომა, მან დადგა 27–ზე მეტი სპექტაკლი თეატრის შემდგომი წარმატებისათვის, რასაც სათანადო შედეგიც მოჰყვა.
1990 წ. თეატრს მიენიჭა წოდება საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირთან არსებული თეატრ–სტუდია „ვარძია“.
ამ პერიოდში თეატრს აქვს დიდი წარმატებები შემოქმედებით მუშაობაში, 1990 წ. მონაწილეობდა საქართველოს პირველ რესპუბლიკურ ფესტივალზე, სადაც სახელმწიფო თეატრებთან ერთად საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა და საპატიო დიპლომი დაიმსახურა.
1990 წლის სექტემბერში იყო საგასტროლოდ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. შემდგომში თეატრს მუშაობის ტემპი არ შეუნელებია და საქართველოს ყველა ქალაქში იყო საგასტროლოდ: ქუთაისში, თბილისში, რუსთავში და ასე შემდეგ ასევე მონაწილეობდა 1996 წლის სექტემბრის თვეში ქუთაისის პირველ საერთაშორისო ფესტივალში. აქაც თეატრს საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.
1997 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად სამცხე–ჯავახეთიდან თეატრი საგასტროლოდ იმყოფებოდა სომხეთში ქ. ერევანში, სადაც დიდი წარმატებით გამოვიდა და საქართველოს საელჩოს მადლობაც დაიმსახურა.
1997 წლის 1 სექტემბრიდან თეატრს მიენიჭა „ახალციხის თოჯინების სამხარეო სახელმწიფო თეატრი“–ს წოდება. ამის შემდეგ თოჯინების თეატრის უფრო მეტი ძლისხმევით და მონდომებით შეუდგა მუშაობას. თეატრმა თავისთვზე აიღო ამ მეტად რთულ რეგიონში, არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის განვითარებასა და მეტყველებაზე ზრუნვა.
2003 წლიდან თეატრი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სსიპ ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი“.
2012 წელს თეატრმა შეიცვალა ადგილმდებარეობა გადავიდა ციხე-მუზეუმ „რაბათის“ ტერიტორიაზე სადაც იმყოფებოდა 2017 წლამდე. ფართის სიმცირისა და ადგილმდებარეობის გამო რადგანაც ქალაქის ძირითადი ნაწილისაგან იყო მოშორებული, თატრის ადმინისტრაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა შეთანხმება კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის, თეატრი დაბრუნდა ძველ მისამართზე მ. კოსტავას ქ. № 18-ში.
2013 წლიდან თეატრი გახდა „სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი“.
2013 წლის სექტემბრიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ვახტანგ ქორიძე.
ამ ხნის მანძილზე მოწვეული არის არაერთი საინტერესო რეჟისორი, გადახალისდა თეატრის რეპერტუარი, დაიდგა როგორც ახალი სპექტაკლები ასევე განახლდა და გათანამედროვდა რეპერტუარში არსებული სპექტაკლები.
2017 წელს დასრულდა თეატრისათვის განკუთვნილი შენობის რემონტი, შენობა აღიჭურვა თანამედროვე განათებისა და ხმის აპარატურით.