top of page
431866640_1637093980368397_1425046316982322616_n.jpg

ბერსერკების მზიანი მხარე

წარმოიდგინეთ, ნახევრად განათებული დარბაზი, ერთი მართკუთხედი ფორმის, გრძელი მაგიდა, და მეტი არაფერი. მხოლოდ იმპროვიზაცია, სამსახიობო (უნიკალური) შესაძლებლობები, რეჟისურა და პერიოდულად, მონოტონური, პათეტიკური, ირონიული ტექსტები, რეფრენები, ინტერაქცია... საკმარისია თუ არა ყოველივე აღნიშნული იმისთვის, რომ ოთხი საათის განმავლობაში მაყურებელი არ მოადუნო არცერთი წუთი და მუდმივად სპექტაკლის თანამონაწილედ აგრძნობინო თავი?

421820652_429964769557772_1936265742291418582_n.jpg

ქართული თეატრის მომავალი თაობა იტალიური თეატრის წარსულს აცოცხლებს

სპექტაკლის მსვლელობის დროს აშკარად ჩანს რეჟისორის მიერ დადგმული ეპიზოდები და გადაწყვეტები, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მსახიობებს უსაზღვრო თავისუფლება აქვთ მინიჭებული. თითქმის მთელი წარმოდგენა დიდი იმპროვიზაციის შედეგია და საკმაოდ მაღალ ტექნიკურ მომზადებას მოითხოვს. ეს არ არის ფსიქოლოგიური დრამა, სადაც პერსონაჟის ბრაზისა თუ სიხარულის მიზეზებს უნდა მიაგნო. ეს არის კომედია დელ არტე, სადაც მსახიობის მთავარი ამოცანაა ამ ბრაზისა და სიხარულის გამოხატვის ფორმა იპოვოს. ისეთი ფორმა, რომელიც არც თავისთვის და არც მაყურებლისთვის მომაბეზრებელი არ გახდება. 

430114542_827898666032429_4350405791327425788_n.jpg

მითხარი! როგორ თავისუფლდება სული?!

სპექტაკლის ავტორი და მსახიობები წარმოგვიდგენენ სიზმარს, ზმანებას და წარმოდგენის ფინალში მოგვიწოდებენ, რომ გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ, რათა აღვიქვათ რეალობა და არ ვიცხოვროთ ზღაპარში; სამყაროში, სადაც თევზები ადამიანებს ჭამენ (ეს სცენა ერთ-ერთი გამორჩეულია სპექტაკლში, ისე როგორც გიგანტური დეკორატიული თევზია ლამაზი და ბრჭყვიალა). სცენოგრაფიაც სპექტაკლის სტილისტიკაშია გადაწყვეტილი, სცენაზე ვხედავთ გიგანტურ და უტრირებულ ნივთებს, ისე როგორც ჯადოსნურ სამყაროში.

418946176_1126290021739647_2247372809484547934_n.jpg

ჩუმად! ჩუმად! არავინ იტიროს!

სპექტაკლებს დეკორაციაც საკმაოდ განსხვავებული აქვთ, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გიორგი კაშიას იმის საშუალება არ ჰქონია, „თავის ნებაზე“ გაემართა სცენის ვიზუალური მხარე. ამიტომ, მისი სპექტაკლი მწირი, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტებით ყვება ამბავს, მაია დობორჯგინიძე კი, უფრო მდიდრულ ყოფას წარმოგვიდგენს. პიესის მიხედვით, მეორე ვერსია უფრო მისაღებია, მაგრამ თავისთავად დეკორაციით დიდად ვერ მოვიხიბლე.

356635580_6121880847860779_4193593338120498436_n.jpg

ჯაყოს ხიზნები 

სულ ახლახან, ახალგაზრდა რეჟისორმა მაკო კახეთელიძემ ქართველი კლასიკოსის მიხელ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ სცენური ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს.   ამ სპექტაკლის დადგმით, რეჟისორს სურდა, ერთის მხრივ ფსიქოლოგიური თეატრის ტრადიციების გაგრძელება, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდა თაობაში ქართული ლიტერატურის პოპულარობისთვის ხელის შეწყობა.

„თავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფალი სასცენო ხერხებით“

„თავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფალი სასცენო ხერხებით“

გიორგი კაშია საინტერესოდ იყენებს იმ მწირ დეკორაციას, რომლის გამოყენების საშუალებაც ეძლევა. ვგულისხმობ კუბოს, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში კუბოა, მაგრამ მალევე იქცევა ახალგაზრდა ქალბატონების ტკივილის გამოხატვის პედისტალად. შემდეგ სასიყვარულო სარეცლად, სხვებისგან დასამალ ოთახად თუ სხვა. კარგი მიგნებაა წითელი ლაქით დასვრილი თეთრი ნაჭერი, რომელიც სიმბოლურად ქალწულობის დაკარგვას აღნიშნავს, თუმცა აქ ერთგვარ რეციდივთან გვაქვს საქმე, რადგან გიორგი კაშია ამ ხერხს თავის წინა სპექტაკლ „ირინეს ბედნიერებაშიც“ მიმართავს.

401766832_756696376486785_3487670957315890473_n.jpg

რა ხდება? რა ზუზუნია?

ალექს ჩიღვინაძე პიესაში „უხერხემლო“ ქართულ რეალობაში არსებულ პრობლემას წარმოგვიდგენს და თავის პოზიციას საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს. ეს პიესა არაერთხელ დაიდგა ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე. ვეცდები, ამ სპექტაკლის ვანო ხუციშვილისეული დადგმა მიმოვიხილო, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დაიდგა.

image_6483441 (1).JPG

ყოფილების სარეცელი

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 2023 წლის მიწურულს, 18-19 ნოემბერს დრამატურგ ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ყოფილების სარეცელი“ პრემიერა შედგა. სასიხარულოა, რომ სპექტაკლი დაიდგა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს  ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობას.

391718053_736731541816602_6558784157057466895_n.jpg

ხუციშვილმა „უხერხემლო“ მაყურებელი, დაფიქრებულ ჭირისუფლად გვაქცია!

სანამ სპექტაკლსა და მის უდავოდ ნიჭიერ მონაწილეებზე მოვუყვები მკითხველს, ვიტყვი, რომ პიესა 2017 წელს, ალექსი ჩიღვინაძემ თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაწერა. მაშინ რეჟისორი ვანო ხუციშვილი და მწერალი ალექსი ჩიღვინაძე ერთად სწავლობდნენ. რეჟისორმა მაშინვე დადო პირობა (საკუთარ თავთან), რომ ოდესმე მაყურებლის წინაშე „უხერხემლოთი“ წარდგებოდა. როგორც კი ხუციშვილმა, უკვე მრავალჯერ სცენაზე ინტერპრეტირებული „უხერხემლოს“ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე  დადგმა გადაწყვიტა, მწერალთან ერთად იმუშავა და მაყურებლის წინაშე ახალი რედაქციით წარსდგა.

431262956_930926498512545_7871746425065544837_n.jpg

ქალაქის თეატრში - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

ემპათიურობის მისაღწევად თარბამ, ასევე, რეჟისორული ექსპლიკაციის გამართული რეალიზებისთვის რაციონალური სამსახიობო არსენალი, ანუ საშემსრულებლო მასალა (უხეშად რომ ვთქვათ) შეარჩია. რეჟისორმა სამსახიობო არსენალის საშემსრულებლო ხარისხით მიაღწია, პიესის მიხედვით განსაზღვრული ფსიქო-ტიპების ოპტიმალურ დემონსტრირებას.

ლინეინის სილამაზის დედოფალი

ლინეინის სილამაზის დედოფალი    

ქალაქის თეატრში დადგმული დავით თარბას სპექტაკლი იკვლევს ტოქსიკურ დამოკიდებულებას მორინსა და მის მანიპულატორ დედას - მეგის შორის. იზოლირებულ გარემოში განმარტოებით მცხოვრები ურთიერთდამოკიდებულ და საბოლოოდ დესტრუქციულ ურთიერთობაში მყოფი ორი პერსონაჟი კატასტროფისკენ მიექანება.

412174301_10227002244176444_8756258507895214527_n.jpg

ბერიკები თუ „ბერსერკები“?

„მზიანი მხარის“ ბნელი კუთხეები...

ვფიქრობ, ერთი-ორი, ან მაქსიმუმ სამი-ოთხი სიტყვით როგორ შევაფასო ან წარვუდგინო მკითხველს ქალაქის თეატრში გიორგი ჯამბურიას მიერ დადგმული სპექტაკლი „ბერსერკები II - მზიანი მხარე“ და თავში იმდენი ეპითეტი და ზედსართავი სახელი მომდის, რომ ვერაფრით ვართმევ თავს ჩემს მიერვე „შემოგდებულ“ გამოწვევას.

431373591_705915771703450_8276734620851467900_n.jpg

მსოფლიო ჭირი

რეჟისორი სოსო ნემსაძე ის შემოქმედია, რომელიც გამუდმებით ძიებაშია. თუ მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს გადავხედავ მასში ყოველთვის ნათლადაა გამოხატული რეჟისორის სათქმელი, ის თუ რაზე სურს მას ამ კონკრეტულ მომენტში მაყურებელთან საუბარი, თუნდაც ეს იყო ჟან ბატისტს მოლიერის „დონ ჟუანი“, ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, „მიმძიმს ამაზე საუბარი“ (ენზე გიზატოვა) თუ ბოლო დროს განხორციელებული „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ (ვაჟა გიგაშვილი).

image_6483441 (1).JPG

ხინკლის საუკეთესო რეცეპტი

დრამატურგმა/მწერალმა ერეკლე დეისაძემ ტექსტი 2014 წელს დაწერა ბათუმის მონოპიესების ფესტივალისათვის, რომელიც პირველად რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა დადგა (მსახიობი-თეონა ლეჟავა). ტექსტი მომდევნო ათი წელი ფაქტობრივად მივიწყებული იყო, თანაც მოგეხსენებათ ერეკლე დეისაძეს როგორც მწერალს დიდად არ სწყალობენ და არ ცნობენ, ამ ფაქტს ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ზუსტად ის არის, რომ  დეისაძე თავისი შემოქმედებით მუდმივად ყოველთვის მწარე სიმართლეს საუბრობს. არც უკვე ნახსენები ტექსტი არ არის გამონაკლისი, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული პიესა რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.

429592374_1631637107655029_6352724630251646956_n.jpg

გემრიელად მივირთვით

ერეკლე დეისაძის მონოპიესაში ნარატივი ქართველი, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ქალის გარშემო ვითარდება, რომლის მიზნები და ოცნებები ბანალური და სხვებისგან არაფრით გამორჩეულია. მისთვის მნიშვნელოვანი ოჯახური კერაა, „ქალურ ბედნიერებას“ ქმარ-შვილში, ოჯახზე მზრუნველობაში ხედავს. პერსონაჟის ოცნებებისა და დამახინჯებული ტრადიციების მსხვრევაზე მოგვიანებით გავაგრძელებ.

432923882_720988043550554_2362493855299832411_n.jpg

გემრიელად მიირთვით?

გულზე ხელი დაიდეთ და თქვენთვის თქვით: რამდენჯერ გაგივლიათ ფიქრში, რომ  ერეკლე დეისაძე არასერიოზული მწერალია, რამდენს გიფიქრიათ, რომ ის საერთოდ არ არის მწერალი? დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დღესაც არ აღიქვამთ მას (მისი სკანდალური იმიჯის გამო) და მის შემოქმედებას (მისი პროვოკაციულობის გამო) სერიოზულად. არადა, ახალგაზრდა მწერალი წერს სიმართლეს, პირდაპირ და შეულამაზებლად, მოგვითხრობს ამბებს, რომელიც შეთხზული კი არ არის, არამედ ზედმიწევნით რეალურია და ამას აკეთებს ოსტატურად, ორიგინალური ფორმითა და მხატვრული ხერხებით.

432574246_720988103550548_4525377830141877681_n.jpg

„შესაჭმელი კაცის“ ხორცით დამზადებული ხინკალი გაგისინჯავთ?!

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის განახლებული სივრცეები (მაყურებელთა ფოიე, დარბაზი) საპრემიერო წარმოდგენით, ერეკლე დეისაძის მონოპიესით „გემრიელად მიირთვით“ გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა ლექსო ჩემიამ დადგა. კამერული თეატრის რეაბილიტირებული სივრცე მაყურებლისთვის კომფორტულია, ორიგინალური ექსპოზიცია კი თვალისთვის მიმზიდველი, რომელიც სასიამოვნო განწყობას ქმნის სპექტაკლის წინ. სპექტაკლიც და სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

423542137_920360499878523_1703646789883686858_n_edited.jpg

მსხვერპლი   „დედოფალია“   

თბილისში არსებულ თეატრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უდავოდ „ქალაქის თეატრს’’ უკავია. თეატრის გახსნის/2022/ დღიდან შემოქმედებითმა ჯგუფმა,  მოახერხა საინტერესო თეატრალური პროცესების წარმართვა, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა.

430773628_420253353723275_235013608170048673_n.jpg

დიდი რაოდენობით ზიზღი და ცოტაოდენი სიყვარული

ტალახიან, ქვა-ღორღიან ციცაბო აღმართზე, ხის კენწეროში, როგორც ზღაპრებში, მიუვალ ადგილას არის სახლი, სადაც ბოროტ დედაბერს (ქეთევან ცხაკაია) დატყვევებული ჰყავს ახალგაზრდა, ლინეინის სილამაზის დედოფალი - მორინი (ანი იმნაძე). პიესის ნარატივი  საბავშვო ანიმაციის გმირის, პრინცესა რაპუნცელის  ისტორიას მოგვაგონებს, რომელიც კოშკში გამოამწყვდიეს და გარე სამყაროს შიში ჩაუნერგეს, როგორც მორინს.

379127348_808378064626651_4160599516361609860_n.jpg

ბათუმს ასლამაზიშვილის შექსპირულმა ქარიშხალმა გადაუარა

„ქარიშხალს“ მაყურებლის მეხსიერებაში კომპოზიტორ კონსტანტინე ეჯიბაშვილის მიერ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი, ნამდვილად საინტერესო და ექსცენტრული მუსიკაც დატოვებს. მხატვრის (გიორგი უსტიაშვილი) ნამუშევარი ლოგიკურად მოდიოდა სპექტაკლის რეჟისორულ გადაწყვეტასთან შესაბამისობაში და ამავდროულად მის მიერვე შექმნილი ორიგინალური კოსტიუმები უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე მსახიობის მიერ განხორციელებული როლი.

რისთვის დაარსდა ქალაქთან ერთად თეატრი_!

ბოლოს როდის იყავით თეატრში?

სიუჟეტი დაბადებისდღის გარშემო ვითარდება - დასაწყისში ჩანს ძველი ჩანაწერები, (შავ-თეთრი) კადრები, სადაც ქალაქის და თეატრის მნიშვნელობაზეა საუბარი. ერთი მხრივ გასაგებია, რომ დაბადების დღეზე პროექცია არ იქნებოდა ჩართული და რეჟისორმა ეს ხერხი დარბაზში მყოფი მაყურებლისკენ მიმართა (ისტორიის ხაზგასასმელად). მაგრამ, მეორე მხრივ, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ჩანაწერის გაშვება, რომელიც სიტუაციურად და სიუჟეტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, მოსაწყენი და არაფრის მომცემია.

423542137_920360499878523_1703646789883686858_n_edited.jpg

პირში მოხლილი სასტიკი რეალობა

აჩიკო შამახიას დეკორაცია „დაქცეული“ ბინის ასოციაციას იწვევს. სამზარეულო-სასადილოს გაჭვარტლული კედლები, სიძველისაგან მონჯღრეული მაგიდა, სკამები, სავარძელი, რადიო, ტელევიზორი, სამზარეულოს ნიჟარა და თაროები. ოთახს, სადაც ადამიანური დრამა გათამაშდება ზევიდან შავი ჭერი ადგას, რომელიც შეიძლება აღიქვა შავი ყორნის ფრთებად, ანდა, ღამურების საბუდებელ ადგილად. მოკლედ გარემო, რომელშიც მოვლენები ვითარდება მაყურებელზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს და ამძაფრებს ამბის დრამატულობას.

426225634_1031332874628914_4014599368868844567_n.jpg

რისთვის დაარსდა ქალაქთან ერთად თეატრი?!

პანდემიის შემდეგ აუდიტორია დაუბრუნდა დარბაზებს, ანშლაგებით მიდის წარმოდგენები. ის თეატრი კი, რომელიც ქალაქთან ერთად დაარსდა, მძიმე სიტუაციაშია. სწორედ კონკრეტული რეგიონის (ჭიათურა) ამ პრობლემაზე დაიწერა პიესა „ქალაქის გული“.

პეტრა2.jpg

სასპენსური „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“

რეჟისორმა დავით მღებრიშვილმა რაინერ ვერნერ ფასბინდერის დრამაში სასპენსის ელემენტები „ჩააქსოვა“. დარბაზში შესვლისთანავე მაყურებელი ხედავს ნახევრადჩაბნელებულ სცენაზე ტახტზე წამოწოლილ პეტრას (ბუბა გოგორიშვილი), რომელიც დარბაზს ზურგს აქცევს. პარალელურად ყურში ჩაგესმის არაჯანსაღი სუნთქვა, გექმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, ან აირწინაღი უკეთია, შესაბამისად, მაყურებელს გაურკვევლობა, შფოთვით აღსავსე მოლოდინი და მოუსვენრობა ეუფლება.

419459761_935065077977276_1860898112356795341_n.jpg

ქალთა ემანსიპაციის შეუძლებლობა პატრიარქარიზმში

ქართულ სცენაზე, ბოლო ათწლეულებში არაერთხელ გვინახავს მაყურებლის ამგვარი გადანაწილება, როცა დამსწრე პუბლიკა უშუალოდ სცენაზეა განთავსებული, რაც შეიძლება ახლო ლოკაციიდან ადევნებს თვალს წარმოდგენას. ამით ავტორები, თითქოს, ყბადაღებულ <მაყურებელთან სიახლოვეს> უსვამენ ხოლმე ხაზს. მაყურებელთან სიახლოვის „გაპრავება“ მაინც რომ მოხდეს, საჭიროა კონცეფციას ჰარმონიულად ერწყმოდეს კონფიგურაციული სტილი, რაც ქართულ რეალობაში აბსოლუტურად ვერ მიღწევად პრაქტიკად ჩამოყალიბდა.
 

1 (452).jpg

ნუ გააღვიძებ ბოროტებას

მაშინ რა არის პოლიტიკაში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე რეჟისორის - ალექსანდრე ქანთარიას მიზანი სპექტაკლის „1902 წელს ბათომში“ დადგმით? ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში რეჟისორმა განაცხადა: „დიქტატორი სამშობიაროში არ იბადება, დიქტატორს ქმნის გარემო“. ბათუმელთა სპექტაკლის ადრესატიც სწორედ საზოგადოებაა, რომელიც მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს და გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღოს საკუთარ თავზე.  

417418116_243716332135825_1580154022839447061_n.jpg

სიკვდილი დამარცხების თუ გამარჯვების ტოლფასია?

„თეატრი სახელოსნო 42“-ში ლევან წულაძის ინტერპრეტაციით დადგმული „ფრეკენ ჟული“ ადამიანურ ღირებულებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობებზე გამახვილებული აქცენტებით, ქალის და კაცის, ქალის და ქალის, მშობლების და შვილების, ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგებით, ტრაგიკულობამდე აყვანილი დრამაა. რეჟისორმა პიესის ტექსტი თითქმის უცვლელად გადაიტანა სცენაზე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კუპიურას.

429661057_7218188811629910_3827375030985620064_n_edited.jpg

ქალაქის გული - თეატრი თუ მაღარო?

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაძემ მორიგი დადგმისთვის გიორგი სიხარულიძე მიიწვია, რომელმაც ნინია სადღობელაშვილის ახალი ტექსტი „ქალაქის გული“ დადგა. ტექსტი, რომელიც საკუთრივ ჭიათურას და ჭიათურის დრამატულ თეატრს ეძღვნება (ქალაქი და თეატრი ერთ წელს დაარსდა) არ გახლავთ რეჟისორისა და დრამატურგისთვის პირველი შემოქმედებითი თანამშრომლობა. ყველაზე წარმატებულ კოლაბორაციად  (არც თუ უსამართლოდ) „ბამბაზიის სამოთხე“ (მესხიშვილის თეატრი) და „ხალდე“ (დმანისის თეატრი) მიიჩნევა.

417465242_413521141063163_6068915094751379176_n.jpg

უნდა გავფრთხილდეთ!

ქართულმა თეატრმა კარგად მოირგო მაკდონას დრამატურგია და ის მისი ორგანული ნაწილი გახდა. ქალაქის თეატრის „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ არ არის ამ პიესის პირველი სცენური ინტერპრეტაცია ქართულ თეატრში (მანამდე იყო დავით ბახტაძის დადგმა მესხიშვილის თეატრში) და არც უკანასკნელი (მალხაზ ასლამაზიშვილი ბათუმის თეატრის დასთან მუშაობს).

429666891_906131874854702_474392801748588152_n.jpg

სპექტაკლი მაყურებლის განაჩენით

რუსთავის თეატრის ამჟამინდელ რეპერტუარში (რომელიც საკმაოდ ჭრელია და მრავალფეროვანი, სხვადასხვა ასაკის და ინტერესების მაყურებელზეა მორგებული) არსებულ სპექტაკლებში ხშირად ვხვდებით ახალგაზრდა მსახიობებს, ახალ კურსდამთავრებულებს და სტუდენტებსაც კი, ისე როგორც სხვადასხვა თაობის მსახიობებს (უხუცესებს, უფროს და შუახნის). სწორედ ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლია გიორგი ქანთარიას „კუნძულის ხეიბარი“, რომელიც მარტინ მაკდონას პიესის „ხეიბარი ინიშმაანის კუნძულიდან“ მიხედვით დადგა.

426053811_405655568684674_715129587281056661_n.jpg

„ბერნარდა ალბას სახლი“

ვცდილობ თავი ავარიდო ხოლმე სტუდენტურ სპექტაკლებზე წერას, რადგან საწყის ეტაპზე მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ ვიდრე კრიტიკა. მათ (მსახიობების) შესრულებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელი და მოსაფრთხილებელია. სტუდენტი რეჟისორის გიორგი კაშიას მიმართ ინტერესი „ირინეს ბედნიერების“ დადგმის შემდეგ გამძაფრდა, მით უფრო, რომ „წინანდლის პრემიის“ ძირითად სამეულში სწორედ ამ სპექტაკლით (რუსთავის თეატრი) აღმოჩნდა. როგორც აღვნიშნე, რადგან პროფესიაში დამწყებ შემოქმედთა გუნდზე უნდა ვისაუბრო, უფრო დელიკატური ვიქნები.

426809577_914238087373981_4848431864508436514_n.jpg

შამანი და მსხვერპლი

რეჟისორმა, ნიკა ჩიკვაიძემ, ეგზისტენციალური ლიტერატურის და აბსურდის თეატრის ელემენტები ერთ კოლბაში მოათავსა და კარგად შეანჯღრია...რას ვგულისხმობ?  იმ ხერხებს რითიც ცდილობს აჩვენოს რიტუალური თეატრი თავისი შამანით და მსხვერპლებით. თეიმურაზი (გენა შონია) და მარგო (ანი ანდღულაძე) მზად არიან ჯაყოს (გიორგი სურმავა) ხიზნობისთვის, მათ კარგად იციან რაც ელით, მაგრამ თანხმდებიან თამაშის წესებს.

407417201_862976195833504_459427094086760213_n.jpg

ველური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი

ნიკა ჩიკვაიძის „ჯაყოს ხიზნები“, ცალსახა მცდელობაა მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანის სცენური ინტერპრეტაციის ტრადიციებისგან გაქცევის. რეჟისორი მისი თაობის კოლეგებისგან სწორედ იმითაც გამოირჩევა, რომ ის კლასიკურ ნაწარმოებს ორიგინალურად, განსხვავებული ხედვით, ნაწარმოებში დასმული პრობლემის თანამედროვე ეპოქასთან მაქსიმალური ასიმილირებით არგებს თანამედროვეობას და სცენას.

407422230_862977869166670_2632811204976756401_n.jpg

ნუთუ დღემდე ჯაყოს ხიზნები ვართ ყველა?!

 „ჯაყოს ხიზნები“ მიხეილ ჯავახიშვილის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.  მწერალი, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კრიზისსა და 20 საუკუნის საზოგადოებრივ-კულტურულ (მენტალურ) მდგომარეობას რომანში საინტერესოდ აღწერს.  „ჯაყოს ხიზნები“ არა ერთ გზის გამხდარა ქართველი რეჟისორების ინტერესის, კვლევის, დაფიქრებისა და ინტერპრეტირების საგანი. სწორედ თუ გინდა გაეცნო ქართველს, რომელსაც ამ ქვეყნად არაფერთან ერთად ყველაფერი გააჩნია მიხეილ ჯავახიშვილის ამ რომანს უნდა მოჰკიდო ხელი და მასთან ერთად შეძლებ იმოგზაურო არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოში (სამწუხაროდ!).

416429863_1383518139220711_6640179336708788358_n.jpg

„მიჯაჭვული პრომეთე“ - ეპიზოდი მეორე

დიდი ანტიკოსის, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ სტურუასეული ინტერპრეტაციის მეორე ეპიზოდში - ადამიანის ზნეობრივი დევალვაციის ერთგვარი კვლევაა გადმოცემული...
რეჟისორი პრაქტიკული კვლევის ანტი-ლატენტურ, ევფემიზმისგან დაცლილ ინტონაციებს გვთავაზობს!

416426255_400769442360823_9152581786244121392_n_edited.png

„დედა“

ყოველთვის დიდია მოლოდინი ფინალური აკორდის, რომელიც შეჯამებას და კულმინაციურ გადაწყვეტას ემსახურება. იმასაც ვიტყვი, რომ ამ ტრილოგიაში „მამამ“ ჩემზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. გამორჩეულად ნააზრევი და საინტერესო სპექტაკლი იყო. არც „ვაჟიშვილი“ განიცდიდა მძიმე ემოციების/მღელვარების დეფიციტს. მესამე ნაწილში კი თითქოს ამ ყველაფრისგან დაიცალა რეჟისორი და წარმოდგენა გააკეთა მარტო იმიტომ, რომ უნდა გაეკეთებინა.

333710511_3086235378349224_2918961683529021114_n.jpg

„კვლევა“, როგორც ლეგიტიმატორი

მოცემულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს გასულ წელს, ისტორიული ქარვასლის შენობაში „ათონელის თეატრის“ ეგიდით წარმოდგენილ სპექტაკლზე - „იულიუს კეისარი“ (უილიამ შექსპირი) დადგმული რეჟისორ გეგა გაგნიძის მიერ, როგორც მედია და სოციალური სივრცით ირკვევა კვლევითი ნამუშევარია - ახალი (არა თეატრალური) სივრცის გამოყენების პერსპექტივით, სადაც მსახიობისა და რეჟისორის ინტერვენცია თავად წარმოშობს კვლევის (?) საჭიროებას.

ვკვდები როგორც ქვეყანა

ვკვდები როგორც ქვეყანა

დარბაზში შესვლისთანავე, ვხედავთ სცენის წინ მდგარ ნახევრად დახრილ, დიდი ზომის ყვითელ ფიცარნაგს (რომელიც არ ახალია როგორც მსოფლიო, ისე ქართული თეატრისთვის) და მასზე მჯდომ მსახიობ მარინა ჯოხაძეს, რომელიც შემდეგ ფრაზას იმეორებს: ‘’Get Out Of Here’’ - რაც ე.წ. მოწოდებად შეიძლება ჩაითვალოს - სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია, თავს უშველე.

416509892_906541127791031_5827936521783670006_n_edited.jpg

ნიკა ლუარსაბიშვილის „ფიროსმანი“

მარჯანიშვილის თეატრის სხვენში 2023 წლის მიწურულის საპრემიერო ჩვენებად წარმოდგენილი „ფიროსმანი", მიმდინარე თეატრალური სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი სპექტაკლია. იგი ნიკა ლუარსაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ 2019 წელს დაარსებული "მოხეტიალე მთვარის თეატრის" მეოთხე ნამუშევარია. მასში თამაშდება უსამართლო წუთისოფლის გაშმაგებულ რიტმში ჩაკარგული თავმდაბალი ინტელიგენტის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის დრამატული ისტორია.

395405325_2617209105098738_7963196432856744111_n.jpg

თანამედროვე და მისტიკური

ქორეოგრაფიული ფენტეზი ოქროს საწმისის მითზე - ასე განსაზღვრეს თავად ავტორებმა თათა თავდიშვილმა და ტატო გელიაშვილმა თავიანთი ახალი სპექტაკლის „AIA“ (აია-კოლხეთის ადრინდელი, უძველესი სახელი) ჟანრი, რომელიც დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე დაიდგა საქართველოს შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობით.

404848768_350861147752944_6741810254006596705_n.jpg

ბერნარდა ალბას სახლი

რთულია შექმნა სცენაზე ის მუხტი, ემოცია, დუენდე რაზეც წერდა ლორკა. ამ ყველაფერს დიდი შრომა და გამოცდილება ჭირდება. ბევრი დეტალია სპექტაკლში, რომელიც გამოვტოვე, რადგან დაუსრულებელ აბსურდულ ძიებამდე მიგვიყვანდა. კარჩაკეტილობა, ძალაუფლება, იერარქია, არშემდგარი სურვილები და ფანტაზიები - არცერთი ხაზი არ ვითარდება სპექტაკლში. ჩვენ ვხედავთ გაბოროტებულ, ჰომოსექსუალ, აგრესიულ ქალებს, რომლებსაც რა სურთ თავადაც არ იციან.

416409564_341100418802728_696167741048966687_n.jpg

გამარჯობა  ჯაყო!..

მიმდინარე სეზონში ქართველმა მაყურებელმა მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ კიდევ ერთი ახალი, უდავოდ საინტერესო ინტერპრეტაცია იხილა. სპექტაკლი ამჯერად ფოთის თეატრის მინიატურულ სცენაზე დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ. ერთმოქმედებიანი წარმოდგენა ძალზე ლაკონურია და თითქმის ერთი ამოსუნთქვით ვეცნობით XXI სააუკუნის თვალთახედვიდან წარმოდგენილ ეროვნულ ტრაგედიას.

415282705_1367172060608359_4874209054870798652_n.jpg

განა ჯაყოს აზნაურობა არ შეჰშვენის?!

ფოთის თეატრში გასული შემოდგომის სეზონზე პოლიკარპე კაკაბაძის  „ყვარყვარე თუთაბერის“ (რეჟისორი-საბა ასლამაზიშვილი),  ზამთრის სეზონზე კი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ (რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე) პრემიერა გაიმართა. როგორც ჩანს ფოთის თეატრმა ინტერესი ეროვნულ კლასიკოს მწერლებზე შეაჩერა და მათ პოპულარიზაციას მიჰყო ხელი.

415127882_851792566694970_2345515723916670364_n.jpg

მითის გადააზრების ხელოვნება პლასტიკაში

რამდენად ჰიპერენერგეტიკული მუხტის მქონე და მიმზიდველია დიმიტრი ალექსიძის სასწავლო თეატრის სცენაზე წარმოდგენილი დამოუკიდებელი პროექტი - ქორეოგრაფიული ფენტეზი „AIA” ოქროს საწმისის მითზე დაფუძნებული, ეს ცალკე სადისკუსიო თემაა, მაგრამ ცალსახად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამდგმელი რეჟისორების, ტატო გელიაშვილისა და თათა თავდიშვილის (რომლებიც ქორეოგრაფის, სცენოგრაფისა და კოსტიუმების მხატვრის ფუნქციასაც ითავსებენ) ნამუშევარი მაღალი დისციპლინური მიდგომით გამოირჩევა, რაც ქორეოგრაფიას ზუსტად ემჩნევა. (იგივე დასტურდება თავდიშვილის კიდევ ერთ ნამუშევარში სტუდენტებთან - სპექტაკლში „ლისისტრატა“).
 

404782813_1028533548449950_351660205116310266_n.jpg

დაბადებიდან-სიკვდილამდე

რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი „კრეპის უკანასკნელი ფირის“ შემდეგ მარჯანიშვილის სხვენში, კვლავ თოჯინურ სპექტაკლს გვთავაზობს, თუმცა სულ სხვა ხელოვანზე და სულ სხვა ინტერპრეტაციით. მისი ინტერესი ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჩერდება. რეჟისორი დაახლოებით ორი წლის მანძილზე მხატვრის ცხოვრების მნიშვნელოვან/უცნობ დეტალებს/ფაქტებს აგროვებს, აერთიანებს და პიესის სახეს აძლევს რაც, წარმოდგენის ხარისხს და წარმატებას ერთგვარად განსაზღვრავს. სპექტაკლში რეჟისორმა შექმნა გარემო,  - ფიროსმანის წარმოსახული სახე გააცოცხლა და ინტერპრეტირებული/რეალობასთან ახლოს მდგომი მისი ცხოვრება გვაჩვენა.

415045172_385194824180004_6618915159948943828_n.jpg

სინათლისა და სიბნელის თანაარსებობა

რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი ორი წლის განმავლობაში ეცნობა თითქმის ყველა პუბლიკაციას ქართულ და უცხოურ ენაზე; გიორგი ლეონიძის, ძმები ზდანევიჩების, ლადო გუდიაშვილის დღიურებიდან შეგროვებულ მასალებს; აპიესებს და რეალობასთან მიახლოებულად გვთავაზობს ბურუსით მოცულ ფიროსმანის ცხოვრებას, რომელიც ჩვენში გარომანტიზებული და ლეგენდასავით შემორჩენილია.

412258007_376855598063051_2376723913403231529_n_edited.jpg

ჩვენ, ჩვენი შვილები და სხვანაირი თეატრი

და ეიფორიის ხანაში (მუხრან მაჭავარიანის 1832 წლის ციკლი რომ უმაღლეს პოეზიად გვესახებოდა) გამოქვეყნდა ქეთი ნიჟარაძის სრულიად არასტანდარტული და არატრადიციული პროზა, რომელიც არამც და არამც არ იწვევდა ესთეტიკურ ტკბობას ან ეროვნული თავისთავადობის შეგრძნებით გამოწვეულ აღფრთოვანებას. სულაც პირიქით - იგი იწვევდა გულისტკივილს, რადგან მარტოსული ქალის ტრაგიკულ და ნევროტულ სულიერ სამყაროში გვახედებდა;

408156767_196764323497693_7023508131036795977_n.jpg

არჩევანი, პასუხისგება და პასუხისმგებლობა

ლევან წულაძის „დირიჟორის“ მოქმედება სახელოსნო 42-ის უზარმაზარი დარბაზის თავისთავადი კონსტრუქციის სცენაზე, უცვლელ სივრცესა და დეკორაციაში იშლება და რამდენიმე „ნოველა“-ეპიზოდისგან (პირველი მოქმედება - 6, მეორე - 5 - სურათისგან) შედგება. ახალდასრულებული ომისშემდგომი გერმანიის, ბერლინის ამერიკული ზონის რომელიღაც ქუჩის  ნანგრევების (ანტიკურ სვეტებიანი კედელი და კლასიცისტური ფასადები) ინსტალირებულ ფონზე. მწუხარე და თოვლიანი უცვლელი ხედი უხილავ/წარმოსახვით სცენურ კედელს მიღმა. შემოდგომაზე გამხმარი და აქამდე შემორჩენილი ბალახის კორტოხით. ჯერ ისევ დროდადრო თოვს და შემდეგ, ადრიანი გაზაფხულია.

408099303_196766913497434_350770671878782195_n.jpg

როდის რჩება თავისუფლებაზე საუბარი ცარიელ სიტყვებად

„დირიჟორი“ - ასე უწოდა რეჟისორმა ლევან წულაძემ თეატრ სახელოსნო 42-ში რონალდ ჰარვუდის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომელიც ახალ სათეატრო სივრცეში რეჟისორის რიგით მესამე წარმოდგენაა. რონალდ ჰარვუდი ცნობილი დრამატურგი და სცენარისტია, მისი ნაწარმოებების მიხედვით არა ერთი სპექტაკლი თუ ფილმია შექმნილი.

371927606_298548513077239_4019381764484296300_n.jpg

ვინ აგებს პასუხს?!

ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი კაშიამ ქართული დრამატურგიის თითზე ჩამოსათვლელ შედევრთაგან ერთ-ერთი, დავით კლდიაშვილის - სურათი სოფლის ცხოვრებიდან - „ირინეს ბედნიერება“ დამოუკიდებლად, ფაქტობრივად ენთუზიაზმით (სასწავლო პროცესს მიღმა, მოხალისეობრივად), თანამოაზრეებთან ერთად დადგა. თანამოაზრეობა, თეატრისადმი გულწრფელი სიყვარული, პროფესიული გამოუცდელობა და მყიფე ენთუზიაზმი დამდგმელ ჯგუფს ნამდვილად ეტყობა.

სამყარო, სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ

ჯერ შეიცადეთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა

კოკა-კოლას ქარხნის ეზოში რკინის კიბის ავლის შემდეგ, ცივი ბეტონის იატაკის დისტანციას ხანგრძლივი სიარულით და ხმაურიანი ნაბიჯებით რომ დაფარავთ, თანამედროვე  დარბაზი დაგხვდებათ- 264 მაყურებელზე გათვლილი. ცხადია დიდი თეატრების დარბაზებისგან განსხვავებით ოქროთი მოვარაყებული ჩუქურთმების გარეშე. ძველი, გენიალური და მარადიული კი შექსპირის ტექსტი - „ოტელო“.

384736781_691851079645094_4094178862058933596_n.jpeg

„ჰელადოსი“ კახეთის სოფლებში

დროა თეატრებმა სოფლებში იარონ. სოფლებმა აღარ იციან თეატრი და თეატრმა არ იცის სოფელი. თეატრების „სწრაფვამ“ „ევროპისკენ“ გარკვეული გაუცხოება გამოიწვია. „მაღალი სტილი“ ძალიან დაშორდა სოფელს. „რთული“ დრამატურგია აღარ არის სოფლისთვის. მსახიობს არ წყურია სოფელში თამაში, ეჩოთირება, არ გრძნობს გამოწვევად, არც ვალდებულებად არ მიაჩნია. ხელოვნების ცნობიერება კრიზისშია.

IMG_8977.jpeg

სამყარო იაფფასიან შოუდ იქცა 

ქართულ თეატრში შექსპირის დრამატურგიის ინტერპრეტაციათა რიცხვი  გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.  ერთი თვეც არ გასულა  ახალი თეატრალური სეზონის დაწყებიდან, და უკვე სამმა თეატრმა შექსპირის სხვადასხვა პიესის ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა -  ფოთის თეატრში საბა ასლამაზიშვილმა „ქარიშხალი“, ახალგახსნილ სახელოსნო 42-ში ლევან წულაძემ „ოტელო“, ხოლო ახალ თეატრში დავით დოიაშვილმა „მეფე ლირი“. 

380377536_1095538101432836_7767430071127734512_n.jpg

მინდა დიდი აბრა ჩამოვიკიდო - სათევზაოდ წავედი

ამბავი დედისა და ქალიშვილის ცხოვრებაზეა. მოქმედება თელმას (დედა) სახლში ვითარდება. სპექტაკლი იწყება გაუგონარი, თავზარდამცემი ამბით -  ჯესი (ქალიშვილი) მშვიდად, აუღელვებლად უტყდება დედას, რომ ღამე თავის მოკვლას აპირებს. ეს არის კვანძის შეკვრაც, გახსნაც და თითქმის კულმინაციაც. იწყება ფსიქოლოგიური დრამა. შოკისმომგვრელი ინფორმაცია ქმნის დაძაბულ, ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს.

387342226_781417520417254_948643617827638151_n.jpg

„ყვარყვარე“ - შემთხვევითი/არჩეული გმირი

ფოთის თეატრში ახალი სეზონი ორი პრემიერით პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ და უილიამ შექსპირის „ქარიშხლით“ გაიხსნა, რომლის რეჟისორი თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი გახლავთ. ეს უკანასკნელი პიესა ინგლისელი დრამატურის გვიანდელი რენესანსის ეპოქის კრიზისს ასახავს მიიჩნევა და არც თუ ისე პოპულარობით სარგებლობს, როგორც მისი სხვა ნაწარმოებები. ხოლო, „ყვარყვარე თუთაბერი“ - სატირა, რომელიც ადამიანის დამპყრობლურ/მედროვეობის ბუნებას ასახავს.

386588229_160125600494899_2928011096366967462_n.jpeg

სამყარო, სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ

საქართველოში შექსპირის დადგმას დიდი ტრადიცია აქვს. ბოლო პერიოდში, შექსპირის რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია ვიხილეთ თბილისისა თუ რეგიონის თეატრებში: ავთო ვარსიმაშვილის „ოტელო“ თავისუფალ თეატრში, საბა ასლამაზიშვილის „ქარიშხალი“ ფოთის თეატრში, დავით დოიაშვილის „მეფე ლირი“ ახალ თეატრში. ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოსაჩენად ხელოვანები მუდამ თანამედროვე შექსპირის დრამატურგიას მიმართავენ.

ფარაჯანოვი ახმეტელის თეატრში

ფარაჯანოვი ახმეტელის თეატრში

ფარაჯანოვი პირველად დაიდგა...

ფარაჯანოვს სძულდა თეატრი, ხელოვნების დარგად არ თვლიდა...

ახმეტელის თეატრი სწორ ტოპოსშია. ის უზუსტეს წერტილოვან დარტყმებს - ძალიან დადებით დარტყმებს - ახორციელებს ჩვენს კულტურულ ყოველდღიურობაზე. მარტო ის რად ღირს, სოფლებში რომ დადის და „ჰელადოსს“ უჩვენებს ყველასგან დავიწყებულ ჭეშმარიტებებს - სოფელში მცხოვრებ ბავშვებს (და არა მხოლოდ მათ); ახლა კი ფარაჯანოვი - ეს უკვე ქალაქის გახსენებაა, ქალაქის ნამდვილი გახსენება (და გარკვეულწილად დეკონსტრუქციაც).

381304798_986057459340089_1234517215878114678_n.jpg

არჩევანი - ჩვენ!

2023-2024 წლების სეზონი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 16-17 სექტემბერს, ორი პრემიერით გაიხსნა.  წარმოადგინეს უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“. ეს ამბავიც „ჩვეულებრივი“ იქნებოდა, ორივე სპექტაკლი  ერთ რეჟისორს - საბა ასლამაზიშვილს - ერთდროულად, პარალელურად რომ არ დაედგა და საპრემიერო ჩვენებებიც დღემიყოლებით არ გამართულიყო.

დავით დოიაშვილის „ოიდიპოსის“ სოციოლოგია

ახალი თეატრის ძიებაში

პანდემიის დასრულების შემდეგ ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ახალ მისამართზე გადავიდა - ყოფილი რკინიგზელების სახლი. გზაში სახელიც შეიცვალა - მუსიკა და დრამა ჩანაცვლდა სიტყვათა შეთანხმებით - ახალი თეატრი. შესაბამისად, ეს სიტყვათა შეთანხმება თავისთავად ბადებს რამდენიმე კითხვას: რას გულისხმობს ახალი თეატრი?

„ბუნკერიდან ამომავალმა სიმყრალემ თაობები გაგუდა”

ბუნკერი და ამპარტავნება

სპექტაკლზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწარმოების ტექსტზე მუშაობას და მის თეატრის სცენისათვის მორგებას. სცენურ ტექსტს მეტი სისხარტე და მოქნილობა სჭირდება, ალბათ, და რეჟისორს სრული უფლება აქვს რომანის ინსცენირებისას, ბევრ ლიტერატურულ პასაჟს, თუნდაც სიუჟეტურს, შეელიოს, იქნებ გამოშიგნოს კიდეც.

348651610_684977090335996_3850202358739885989_n.jpeg

„ავი მუსაიფი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სპექტაკლზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწარმოების ტექსტზე მუშაობას და მის თეატრის სცენისათვის მორგებას. სცენურ ტექსტს მეტი სისხარტე და მოქნილობა სჭირდება, ალბათ, და რეჟისორს სრული უფლება აქვს რომანის ინსცენირებისას, ბევრ ლიტერატურულ პასაჟს, თუნდაც სიუჟეტურს, შეელიოს, იქნებ გამოშიგნოს კიდეც.

363345355_685071150316424_3445032979320734277_n.jpeg

„ყვავილები ელჯერნონისათვის“ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში

ზუგდიდის ტრადიციული თეატრის შენობა რემონტდება, თეატრის თანამშრომლები ადგილობრივი კულტურის ცენტრს არიან შეფარებულნი და უნდა ვთქვა, რომ მსახიობებს და თეატრის თანამშრომლებს სრულიად გაუსაძლის პირობებში უხდებათ მუშაობა. არ ვიცი სად ატარებენ რეპეტიციებს, მაგრამ სპექტაკლის სანახავად სულისშემხუთველ დარბაზში შევედით, სადაც სიცხისაგან გათანგულ მაყურებელს გული რომ არ წასვლოდა,  პარტერში, ადგილ-ადგილ ვენტილატორები ჩამოერიგებინათ.

349164184_744788934115983_2592854272637720849_n.jpeg

ზესტაფონის თეატრი დედაქალაქში

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა 2023 წლის 18 ივლისს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგინა სპექტაკლი სახელწოდებით „ფიროსმანი“. დამდგმელმა რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ვადიმ კოროსტილოვის ცნობილი პიესის საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებელს. სცენოგრაფია ნინო კიტიას ეკუთვნის, რომლის ნამუშევარს კიდევ ერთხელ შევხვდი წელს, ამჯერად უკვე ზუგდიდის თეატრში და ეტყობა, მხატვარი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს თეატრში.

361911642_6885305298170665_3200917994466954458_n.jpeg

ცხელი ზაფხულის თეატრალური შთაბეჭდილებები

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა 2023 წლის 18 ივლისს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგინა სპექტაკლი სახელწოდებით „ფიროსმანი“. დამდგმელმა რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ვადიმ კოროსტილოვის ცნობილი პიესის საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებელს. სცენოგრაფია ნინო კიტიას ეკუთვნის, რომლის ნამუშევარს კიდევ ერთხელ შევხვდი წელს, ამჯერად უკვე ზუგდიდის თეატრში და ეტყობა, მხატვარი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს თეატრში.

ბუნკერი5.jpg

„ბუნკერიდან ამომავალმა სიმყრალემ თაობები გაგუდა”

მიხეილ ჩარკვიანი არა მარტო სპექტაკლის რეჟისორი, არამედ სცენოგრაფი და ინსცენირების ავტორიცაა. საერთოდ, რეჟისორის შემოქმედებას რომ დავუკვირდეთ (განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდის),  შევამჩნევთ, რომ  იგი შთაგონებულია  გერმანული თეატრის სხვადასხვა სტილითა და მიმართულებით, ბრეხტის,  პისკატორისა და სხვა ხელოვანთა შემოქმედებით, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ იგი „ღია სივრცის“, დეცენტრალიზებული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია,  ასევე, 2022 წელს დადგა დოკუმენტური სპექტაკლი „გამოსვლა“.

367512000_772271401343495_9199728519409300786_n.jpg

„სადა ხარ, ჩემო სულიკო?“

ამბობენ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიააო. სრულად ვერ ვეთანხმები ამ აზრს. ისტორიას მათთან ერთად ქმნიდნენ უბრალო ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავნიც: მაია წყნეთელი და თინა წავკისელი, ცოტნე დადიანი და არსენა მარაბდელი, მარო მაყაშვილი და ვარინკა წერეთელი. მათი ლეგენდად ქცეული ცხოვრება წერილებში, მოთხრობებში და სასცენო ნაწარმოებსა და კინოფილმებშია ასახული.

363704254_673170231521241_4037366234358184087_n.jpg

ობლები

მძიმე ატმოსფეროა გაცრეცილი ავეჯით გავსებულ გრძელ ოთახში (მხატვარი: ნათია ბერაძე). ის ასახავს აქ მცხოვრები ძმების ემოციურ მდგომარეობას - მარტოსულობას. თარო წარმოადგენს ინტელექტუალური ჩართულობის მცდელობას, რომელიც მაშინვე ქარწყლდება, როგორც კი ერთ-ერთი ძმა ფეხებით შესდგება ძირს დაყრილ რამდენიმე წიგნს. კედელზე დაკიდებულ სხვადასხვა ფოტოზე ბუნდოვნად ჩანს შორეულ წარსულში დარჩენილი ერთ დროს აქტიური ცხოვრება. ნახატებს შორის გამორჩეულად თვალსაჩინოა ძაღლის პორტრეტი.

360101315_680654020757688_72184146483886272_n.jpeg

ვინ არის უხერხემლო?

უხერხემლო - სიყვარულია, მშობლის სიყვარული! სიყვარული ვერასოდეს დადგება თავის თავის დასაცავად. ის ყოველთვის სხვის მხარეზე დგას, თუ მართლა სიყვარულია. ის მიმტევებელია, თუ მართლა სიყვარულია, ის მონანიეა, მას სჩვევია უპირობო თანაგრძნობა, უპირობო პატიება. რადგან ეს სიყვარული შვილისადმია მიმართული. სიტყვაში „დედაშვილობა“ და „მამაშვილობა“ არასოდეს დავსვამ ტირეს. ვერავინ იტყვის ამ სიტყვაში რომელია უფრო დიდი და მთავარი, მშობელი თუ შვილი?  უხერხემლოც სწორედ ეს დაუნაწევრებელი დედაშვილური და მამაშვილური სიყვარულია.

მე! მე მეშინია ფიწალი დისნეის…  ​

„დისნეის ფიწალის“ არაჩვეულებრივი თავისებურებანი

სპექტაკლი იზოლაციის ესთეტიკით იწყება, კონზუმერიზმის ხიბლს პრეზენტირებს, უპირველეს ყოვლისა, მის კერპში - ბავშვში რომ იდგამს ფესვებს და მასვე რომ აქცევს მის უპირველეს მსხვერპლად, შესაწირ ზვარაკად; შემდგომ ვხედავთ რეპრესიულ ფანტასმაგორიას და-ძმას შორის, რომლებიც რეპრესირებული და კომპენსირებული ერთდროულად არიან თავიანთი ფანტასმაგორიით.

357189358_309829208130655_1814938654606364612_n.jpg

კრეპის უკანასკნელი ფირი

ფოიეში მომლოდინე ხალხის მასას შეუმჩნევლად გადიოდა მსახიობი მარლენ ეგუტია (კრეპი), შედიოდა დარბაზში და იწყებდა სპექტაკლს. დღეს მარლენის მემორიალური კუთხე დაგხვდებათ შესასვლელ კართან. ის ახლაც შეგაცილებთ პარტერში...

357584292_768207281768190_2216666219325301307_n.jpeg

„ბერსერკები 1: მისია“

იწყება. საინტერესო სივრცეა, ღვინის სარდაფს ჰგავს. სცენა და დარბაზი სუსტად არის გამიჯნული ერთმანეთისგან. საკმაოდ ინტიმური გარემოა. ადგილები დანომრილი არაა. ეს უკვე შფოთის საფუძველია. ანუ ისევ უნდა იჩქარო, რათა დაჯდე იქ, სადაც არ იცი… არ მიყვარს გაურკვევლობა. რიტმიდან მაგდებს და მაფორიაქებს. თეატრში განსატვირთად მივდივარ, სკამებზე საჭიდაოთ კი არა?!

356791375_323240990033950_3579227032427285999_n.jpg

ბუნკერი ჩვენში და ჩვენ - ბუნკერში

ამბავი, რომელზეც სპექტაკლის სათქმელი, პრობლემატიკა და სიუჟეტი (თუ საერთოდ, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, სიტყვა სიუჟეტი გამოვიყენო) იგება,  ყარაბაღიდან დევნილ სომეხ სიმონიანების  ოჯახსა და მის გარშემო ვითარდება. ოჯახის შემადგენლობა ასეთია - ცოლ-ქმარი - მილა - ბუბა გოგორიშვილი (მან, როგორც ათასობით ქალმა, ყველაფერი სხვას შესწირა, უარი თქვა საკუთარ თავზე, სურვილებზე, გეგმებზე, ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ მარტო დარჩა) და გენა (მან, როგორც ბევრმა კაცმა - სომეხმა, ქართველმა თუ აზერბაიჯანელმა - ვერც ადგილი დაიმკვიდრა ახალ ცხოვრებაში,

348388734_275836288152047_9153973037559616633_n.jpg

და დავინახავთ ალმასებით მოჭედილ ცას?..

ყოველთვის, როდესაც ანტონ ჩეხოვის პიესების დადგმებს (ნებისმიერს და სადაც) აანალიზებენ, პირველ რიგში, აზუსტებენ, შენარჩუნებულია  თუ არა სპექტაკლში ავტორის (ჩეხოვის) „სული“ და მისეული  ატმოსფერო (რატომღაც განსაკუთრებით, სწორედ ჩეხოვთან დაკავშირებით). ამის თაობაზე, ყველას  მაინც ალბათ საკუთარი მყარი (იქნებ, არამყარიც)  ვერსია აქვს (როგორც რეჟისორს, ისე, კრიტიკოსს), მაგრამ, ვინმემ დანამდვილებით იცის, რომელია „ეს“ სული და „მისი“ ატმოსფერო?! მე, პირადად, არა.

341120765_788891925807594_3921780529575219276_n.jpg

X უფრო ძლიერია თუ Y?

 „უფრო ძლიერის“ ერთი მარტივი სცენის საშუალებით სტრინდბერგი ქმნის ცხოვრების ინტენსიურ და ძლიერ სურათს. ალეგორიული პიესა ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლეა. ნაწერს აქვს იდუმალი მიმზიდველობა და მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

356606681_970576570848522_6444459335883419073_n.jpg

ჩვენ არ გვგავს!

ნინო მაღლაკელიძემ ქუთაისის თოჯინების თეატრში, ცნობილი ჰანს კრისტიან ანდერსენის მოთხრობის „მახინჯი იხვის ჭუკის“ ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორიც თავად ნინო გახლავთ. ტექსტი დაამონტაჟა/შეკვეცა და მთავარი ამბის ხაზი განავითარა. აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლმა ყაზახეთის თოჯინების თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე „გრან-პრი“ აიღო.

359615235_236220719244077_1662442492145706265_n.jpg

უხერხემლო

ალბათ, ალექს ჩიღვინაძის პიესა - „უხერხემლო“ ერთხელ უნდა დადგმულიყო და ისიც ზუგდიდის თეატრში (რეჟისორი: დავით თურქიაშვილი). თუ რეჟისორს რამე ახალი ხედვა არ აქვს, მაშინ რატომ უჩნდება სურვილი უკვე არაერთხელ დადგმული სპექტაკლის ხელახლა დადგმის?.. არ ვიცი, ამაზე არ მაქვს პასუხი. შეიძლება არსებობდეს სხვა მოტივი ან იმის განცდა, რომ თავისი ვერსია უკეთესი იქნება...

356509731_3689690577984098_864896378754890469_n.jpg

უსიყვარულობა?

ოჯახური ურთიერთობების განხილვა, დილის ხუთ საათზე, მზესუმზირის გარჩევა/თანხლებით იწყება - ჭექა-ქუხილის ხმა კონფლიქტის გარდაუვალობას მოგვასწავებს, რის შემდეგაც ვხედავთ როგორ გადაიქცევა სამზარეულო ერთგვარ შეჯიბრის ადგილად. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ზღვარი იშლება და ვხედავთ წყვილის გასვლას რეალობიდან - გაქცევას მათ გამოგონილ სამყაროში.

356369180_6261517000636250_7924768430594510416_n.jpg

მე! მე მეშინია ფიწალი დისნეის…

„ფიწალი დისნეისკენ“ ყურადღების წინასწარი მიპყრობისა და მიზიდულობის ძალა ისიც იყო, რომ სპექტაკლი უჩვეულო პირობებში შეიქმნა, რომ  დადგმაზე  რეჟისორმა კი არ იმუშავა (როგორც წესი და რიგია), არამედ მსახიობებმა  - სოფიო ზერაგიამ, ნიკუშა ბაქრაძემ, სანდრო სამხარაძემ და ლაშა მებუკემ - რომლებიც თვითონვე მონაწილეობენ სპექტაკლში; მათთან ერთად - სცენოგრაფმა თამრი ოხიკიანმა, მუსიკოსებმა -  გიორგი გიგაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა და მთარგმნელმა გურამი ღონღაძემ. ამ გუნდს არ დასჭირდა არც „ხელმძღვანელი“ და არც „მაკონტროლებელი“.  თამამი გადაწყვეტილება იყო და ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უჩვეულო ექსპერიმენტი შედეგიანად დასრულდა. როგორც ყოველთვის ჯილდოვდება ხოლმე გამბედაობა. ვიტყოდი, ზეშედეგიანად.

357062072_802076398049555_2074321530504352676_n.jpg

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი და ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა

აღნიშნული პლატფორმა უმთავრესად რელევანტურია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით, ასევე, სამომავლო საერთაშორისო კოლაბორაციული კავშირების ხელშეწყობისა და ზოგადად, დარგის ინტერნაციონალურ რანგში, სტუდენტური პლატფორმების ურთიერთკავშირების დამყარების თვალსაზრისით.

image_6483441 (2).JPG

„უფალო შენ დალოცე ჩვენი ძმობა“

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოპროდუქციის ფარგლებში დადგა გურამ ბათიაშვილის საკმაოდ გავრცელებული პიესა „ვალი“ (პირველად პიესა „ვალი“ დაიდგა 1979 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში).
 

image_6483441 (1).JPG

„თორმეტი მოციქული“

სპექტაკლში არ ჟღერდება სახელები, არამედ მათი მიმართვით ფორმა ნომრებია. მაგალითად მესამე მსაჯული საკუთარ, პირად ტრაგედიას ატარებს და საკუთარ ვაჟთანაა გაუცხოებული, შესაბამისად ყოველივეს პირად მაგალითზე დაყრდნობით აფასებს. ნომერ მეხუთე კომპლექსებისაგან გათავისუფლებას, საკუთარი წარსულისგან დისტანცირებასა და აწმყოში თავის დამკვიდრებას ცდილობს: „მეც ზუსტად ასეთ სოციუმში გავიზარდე და მერე რა?“

355827122_658082802887418_5250748216062997653_n.jpg

ვთამაშობთ აბსურდს

ბოლო წლების ქართულ თეატრს აბსურდის დრამატურგიამ ტალღამ „გადაუარა“, სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრული“, „გოდოს მოლოდინში“, ედუარდ ოლბის „შემთხვევა ზოოპარკში“, ალბერ კამიუს „გაუგებრობა“, ეჟენ იონესკოს „ქაჩალი მომღერალი ქალი და „მარტორქა“ - რთულია ამაში რაიმე ტენდენცია აღმოაჩინო, რადგან სხვადასხვა თეატრებში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რეჟისორებმა თავის საკუთარი სათქმელი

image_6483441.JPG

„ტკივილი ნორმალურია“

თანამედროვე რუსი დრამატურგის ივან ვარიპაევის შემოქმედება თავის ქვეყანასა თუ ევროპაში მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ საქართველოში პირველად ახალგაზრდა რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ათონელის თეატრიდან გააცნო ქართველ მაყურებელს. თეატრთან დამეგობრებული მაყურებელი უკვე კარგად იცნობს გეგა გაგნიძის შემოქმედებას და მეტიც, მისი ხელწერის ამოცნობაც შესაძლებელია. ამდენად, ფაქტი, რომ მისმა ნამუშევარმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

356421427_649955093840406_5078504294981389360_n.jpeg

გაუგებრობა - სამყაროში მოვლენილი ადამიანის სასტიკი ხვედრი

ნანუკა ხუსკივაძემ პიესა დაამონტაჟა, ტექსტიდან ზოგიერთი რამ ამოაგდო, დატოვა ის, რაც რეჟისორის კონცეფციას ნათლად გამოხატავს. მარტოობა, კამიუს მიხედვით აბსოლუტურია: ადამიანებს შორის ყველა ადამიანური კავშირი ისეა გაწყვეტილი, რომ დედასაც კი შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შვილის მკვლელობაში.

356794303_1226288424729090_2443145974108090902_n.jpg

ოჰ, ეს ქალები, ჭორიკანები...

იტალიური კომედიის, კერძოდ კი გოლდონის სათამაშოდ, მსახიობს უნდა შეეძლოს ცეკვა, სცენაზე კოტრიალი, ყირამალა, სალტოების კეთება, კედლებზე ასვლაც კი და თან ამ ყველაფრის ლამაზად, რაც მთავარია, იმ ენით გამოუთქმელი ენერგიით შესრულება,  მაყურებელს რომ აიძულებს გმირს თვალი არ მოაცილოს.

341005693_3329982423933906_5101515504901083103_n.jpeg

პრემიერა სოხუმის თეატრში

მისტიკური კომედია ლამაზი და პოეტური ენითაა დაწერილი. ეტყობა სწორედ ამან მოხიბლა ქართველი რეჟისორი და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ არა მხოლოდ თარგმნა, არამედ დადგა კიდეც იგი.

351267411_636943945153157_3742141037513951721_n.jpg

„ყველას ძალაუფლება სწყურია - რადიკალებსაც და ლიბერალებსაც“

კრიტიკოსების დიდი ნაწილი მის საქმიანობაში პოზიტიურ მარცვალს ხედავს და მხოლოდ ხოტბას ასხამს, რაც არ უნდა დადგას! ხოლო უმცირესი ნაწილი კი, მას მუდმივად აკრიტიკებს, თან მწვავედ აკრიტიკებს, რაც არ უნდა დადგას!

353692140_235276289297495_8984830760637585231_n.jpg

მზე ისევ ამოვა

გორის გიორგი ერისთავის თეატრის რეპერტუარს ახალი კომედია შეემატა -  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსის (ჯგუფის ხელმძღვანელია გია კიტია) სტუდენტმა გიორგი თენაძემ რამდენიმე ვოდევილი გააერთიანა და სახელით „მზე კიდევ ამოვა“ მაყურებელთა წინაშე წარადგინა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

926e4605-9805-46e7-9ebd-6615bdd86fe3.jpeg

ირინეს ცრემლიანი ქორწილი

საინტერესოა, რითია აღნიშნული პიესა დღემდე მნიშვნელოვანი რეჟისორებისთვის?!                                      მე-20 საუკუნის კლასიკოსი მწერლის ტრაგედიაში დასმული საკითხი - სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა და გულგრილი საზოგადოების წინაშე მარტო დარჩენილი, უფლებაშელახული ქალის თემა მუდამ აქტუალურია. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ დღეს, ქართული თეატრის სცენაზე, ხშირად თამაშდება დავით კლდიაშვილის სიუჟეტები.

347260278_148675408210735_272017523235874086_n.jpeg

უსამშობლო კაცის დილემა

ბევრ და უცნაურ საფიქრალს აღძრავს მარიამ სიხარულიძის მიერ ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში დადგმული სპექტაკლი ედუარდ ჰეილის „უსამშობლო კაცი“, რომლის ინსცენირების, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გადმოქართულებული ვერსიის ავტორი თავად რეჟისორია.

352189345_607047354523920_8920232571058844763_n.jpg

ორად გაყოფილი გული

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვნახე გურამ ბათიაშვილის „ვალი“, რომელიც დმანისის პროფესიული და ვანის სახალხო თეატრის კოპროდუქციაა. ამ პიესის ახალი სცენური ვერსიის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, რომელმაც გამორჩეულ მსახიობებთან ერთად, მოგვიყვა ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ამბავი.

348372972_941864793603219_4652420302543476409_n.jpg

ნუ დავთმობთ თავისუფლებას!

„დაისის“ ახალი პრემიერა მისი  პირველი პრემიერიდან (1923 წლის 19 დეკემბერი) 100 წლის შემდეგ,  29 აპრილს გაიმართა და საზოგადოების მოლოდინმაც (რაც ყოველთვის ახლავს ქართული ოპერების ახალ დადგმებს) გაამართლა.

viber_image_2023-05-29_00-39-24-347.jpg

პატრიკ მარბერის „უფრო ახლოს“

მთელი წარმოდგენის მანძილზე სცენაზე მყოფ  მსახიობებს, ურთულეს გარემოში უხდებათ განასახიერონ მათი უსასრულოდ ნერვიული, პრეტენზიული, მაძიებლური პათოსით აღსავსე მხატვრული გმირები. ისინი ხმის ზუსტი ფიორიტურებით, სახისმეტყველებით, თვალებით, მოზომილი და დახვეწილი მოძრაობებით ცდილობენ დაძლიონ ყველა სირთულე, რასაც ქმნის სრულიად ცარიელი და ძალზე ვიწრო სივრცე,

337392072_2873810509420129_2675022929215691459_n.jpeg

სივრცე ხომ არ იწვის?!

როცა ჩვენ გვესმის „საწვავი“, ცხადია, საერთოდ არ მოგვდის მსგავსი ასოციაციები, შესაბამისად, თავიდანვე არ გვაქვს სპექტაკლის მიმართ სწორი ინტერესი; შედეგად, სპექტაკლის ამოცანა გართულებულია: მან უნდა აღუძრას მკითხველს ის, რაც თავიდანვე უნდა ჰქონოდა, სპექტაკლის დაწყებამდე. ეს იგივეა, ბალეტი აჩვენო მაყურებელს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ბალეტი.

349418555_740983031094338_8530235060772904326_n.jpg

თავის ოთახში გამოჯანმრთელდა ,,ვანიკოც“

საქართველოს თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ გაზარდა ახალგაზრდა რეჟისორების ინტერესი თოჯინური თეატრის მიმართ. ვფიქრობ, არაა შემთხვევითი მოვლენა, რომ ამ უახლესი შემოქმედებითი ტალღის უპირობო ლიდერი სპექტაკლი: ,, ვანო და ნიკო“, სწორედ რეჟისორ გია კიტიას სტუდენტმა - მარიამ სიხარულიძემ დადგა. ბატონი გია კიტია დიდი ხნის მანძილზე იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

341151734_723523766141676_6958104043815518908_n.jpeg

აბესალოს „ბედნიერება“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე უჩვეულოდ საინტერესო,  ორიგინალური სპექტაკლი გათამაშდა. დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტის გიორგი კაშიას მიერ დადგმული დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“,  სეზონის ფავორიტად იქცა

338408975_562961875943244_6457148214192851087_n.jpeg

გასაჭირიდან „ბედნიერებამდე“

დედაქალაქის მაყურებელმა საბა ასლამაზიშვილის მიერ ორ რედაქციად წარმოდგენილი დავით კლდიაშვილის „უბედურების“ შემდეგ (კაჭრეთის ნაგავსაყრელი და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) იხილა ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე საკრალური დრამატურგის ორი ყველაზე დადგმადი პიესა.

121138356_154263679695374_2745677044401817822_n.jpg

დავით კლდიაშვილის „უბედურება“ ღია ცის ქვეშ

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო სწორედ საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმულ „უბედურებაზე“. რეჟისორის შემოქმედებაში ეს კლდიაშვილის დრამატურგიასთან შეხების ერთადერთი შემთხვევა არ არის, ამ დრომდე მან დადგა „ირინეს ბედნიერება“ მესხეთის თეატრში, ხოლო სულ ახლახანს „დარისპანის გასაჭირი“ ილიაუნის თეატრში.

IMG_2267.jpg

„ახლა სხვა დროა“ ანუ  გიორგი (გოგი) მარგველაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“

ინსცენირების ავტორია ალექსანდრე  ქოქრაშვილი. მართალია სპექტაკლში მსახიობები საუბრობენ თანამედროვე სამეტყველო ენით, მაგრამ აქა-იქ ყურში საცემია კლდიაშვილისეული იმერიზმები. მაგ.: ჯაბა კილაძის კირილე წარმოთქვამს - „რაფერ გადავირიე, იცი?!“.

345620213_806495247174645_2179351717476940450_n.jpg

უფრო ძლიერი

ჩრდილოელ საზოგადოებაში კომუნიკაციის პრობლემის საკითხი ყოველთვის იდგა, რაც გამოწვეულია კლიმატისგან - ხალხი ყოველთვის უფრო მეტად ჩაკეტილი და ცივი ფსიქოკულტურული ტიპისაა.  იგივე პრობლემამ თანამედროვეობაში გლობალური სახე მიიღო, ერთმანეთთან გაუცხოება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

345062488_1288979188710446_6706774074182944277_n.jpg

„მიჯაჭვულია პრომეთე“

მიჯაჭვულია „პრომეთე“, უიმედოდ მიჯაჭვული, მეტაფიზიკური და მიწიერი ვნებებით...
უნივერსალური „პრომეთეს“ მიჯაჭვა თავისუფალი მეტაფორაა იმისა, თუ როგორ ვართ დღეს, როგორ ვიყავით გუშინ და როგორ შეიძლება ვიყოთ ხვალ - მიჯაჭვულები ყველაფერზე; როგორ მოქმედებს ჩვენზე სხვების აზრები, ქცევები, როგორ გვსჯის სხვისი სიმკაცრე და როგორ გვხდის სტატიკურსა და სამუდამოდ ადიქციურს!

343719001_3445576955658226_6872310924163610822_n.jpg

კარგი სპექტაკლი

საბა ასლამაზიშვილი „უბედურების“ (Mooz Art) და „ირინეს ბედნიერების“ (ახალციხის თეატრი) შემდეგ კლდიაშვილის რიგით მესამე პიესას დგამს - „დარისპანის გასაჭირი“. აშკარაა, რომ რეჟისორისთვის ეს ავტორი საინტერესო და მრავლისმთქმელია, თან ძალიან თანამედროვე. საბა ასლამაზიშვილი კლდიაშვილის ამბების შინაგანი არსის ძალიან კარგი ინტერპრეტატორი აღმოჩნდა.

c4c0ee72-7f62-405d-bc1e-6ebc227a46a5.jpeg

ტოპი თუ ბოთომი?!

თამაშობენ ტოპ გოგოები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნატუკა კახიძე, ქეთი ხიტირი, თეა კიწმარიშვილი, ლიზა კერესელიძე, ტოპ დრამატურგის - ქერილ ჩერჩილის, ტოპ პიესას - „ტოპ გერლზ“, ტოპ ადგილებში - ჯერ ფეხბურთის სტადიონზე, მოგვიანებით - ბაპტისტურ ეკლესიაში, ტოპ რეჟისორის - გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლში, ტოპ მიზეზები - იმისთვის, რომ ტოპ სანახაობა გამოვიდეს...

344809847_758032685864870_6034397808672475906_n.jpeg

ობსერვატორიის ინკუბატორი

ვანო ხუციშვილის შემოქმედება ყოველთვის განსხვავებული სტილის და ხელწერისაა. მას განსაკუთრებული უნარი აქვს დაამძიმოს გარემო, შექმნას განწყობა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩვენოს სპექტაკლი („ალტონელი განდეგილები“, „მოჩვნებები“ და ა.შ.).

346629095_617138083632732_8443392678695535037_n.jpeg

 „დაისი“, როგორც შესაძლებელი აისი

პირველი და უმთავრესი, რაც თვალში საცემია, ესაა სცენური სივრცის სრული გათავისუფლება ეთნოგრაფიული დეტალებისა და ეროვნული კოსტიუმებისგან. ის მხოლოდ ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ საცეკვავო ნომრებშია შემორჩენილი. მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების კოსტიუმებიც ნაწილობრივ აბსტრაქტული და გათანამედროვებულია.

344287800_249523597621084_5004034366793955590_n.jpg

ცეკვა „ვარდისფერის თოვლის“ თანხლებით;

როგორ შეიძლება იცეკვო ლექსის თანხლებით, რომელსაც საკუთარი რიტმი და მუსიკა აქვს? რა ემართება სხეულს, როცა ის პოეზიას „უსმენს“ და თანაც მუსიკის ენით „ლაპარაკობს“ ? სად გადის საზღვარი ქორეოგრაფიის გამომსახველობასა და პოეზიის შესაძლებლობას შორის?

342160090_244625988056262_7685695410044582173_n.jpeg

გაგონდება თუ არა, „ბედნიერი დღეები“

არ ვიცი რამდენად იცნობს რეჟისორი თანამედროვე გერმანულენოვანი თეატრის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) რეჟისორების მიდგომასა და დამოკიდებულებას ჩეხოვის დრამატურგიისადმი, მაგრამ ფაქტია, „დარისპანის“ რეჟისორული ენა და აბსურდული „სინტაქსი“ გაცლებით ახლოა ვთქვათ, კრისტოფ მარტალერის („სამი და“) ლუკ ბონდის („თოლია“ ), იურგენ გოშის („ძია ვანია“), ან ლუკ პერსევალის („სამი და“) რეჟისორულ და ტექსტუალურ ძიებებთან, ვიდრე საკუთრივ კლდიაშვილისეული დადგმების ქართულ ტრადიციასთან.

345433672_1365562394292657_4916070704726084142_n.jpeg

პრომეთეს მთავარი ცოდვა, უიმედოდ დატოვებული კაცობრიობა

რობერტ სტურუამ ესქილეს ტრაგედია გროტესკულ ბუფონადად აქცია, რომელშიაც კაცთა მოდგმის ბედ-იღბალზე ფილოსოფიური განსჯანი ჩააქსოვა. რეჟისორმა პიესის მხოლოდ პირველი ნაწილი დადგა. სტურუას სათეატრო ენისთვის დამახასიათებელია ტექსტზე მუშაობა, კუპიურები, გადაადგილებები, ჩამატებები. ამჯერად, რეჟისორმა ესქილეს პიესა უხვად გააჯერა საკუთარი ფრაზებით, გოგა ბარბაქაძის ჰეფესტომ კი ჰერმესის, მაწანწალას, ღმერთი დიონისეს ბაკქანალიის აქტიური მონაწილის და რეჟისორის ნიღბებიც მოირგო.

346050546_1037101460622762_362277628853338241_n.jpeg

„მიჯაჭვული პრომეთე“, ანუ ის, ვინც ცოცხალთა შორის ყველაზე ცოცხალია!

სპექტაკლის პირველმა ხუთმა წუთმა დაამსხვრია ჩემი ყველა ნეგატიური მოლოდინი, შემდგომი 15 წუთი გაცდა ჩემს პოზიტიურ იმედებს, და შემდგომი 15 წუთი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მეღიარებინა: ცხოვრებაში პირველად ვნახე ტრაგიკულის ფენომენი სცენაზე, ცოცხლად, (წმინდა ტექნიკური შეფასებით) ტრაგიკომედია, რომელსაც ასევე შეგვიძლია აბსურდული დრამა ვუწოდოთ. „პრომეთემ“ ბევრად აჯობა ჩემს ბოლოდროინდელ შთაბეჭდილებას - ტერზეპულოსის „ალარმეს“, - მაღალი ხარისხის დრამას.

342195908_184914744385573_877013227079849921_n.jpeg

რაოდენობა ხარისხის ნაცვლად; 

კომენტარი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლზე - „დარისპანის გასაჭირი“

მოდარაჯე მზერა ადვილად შენიშნავს: სპექტაკლების ანალიზისას კრიტიკოსების მხრიდან ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ნიშანი, „მიგნებების“ რაოდენობაა; თითოეული მიზანსცენა ტექნიკურ თუ კრეატიულ მიგნებებთანაა გათანაბრებული, არსებითად ეს შეგვიძლია მოვნიშნოთ გარკვეული სახის წერტილად, სადაც კრიტიკოსები და რეჟისორები ერთმანეთს კვეთენ და თვალს უკრავენ.

341340878_244610324642458_271265170662211826_n.jpeg

რამდენიმე კომენტარი საბა ასლამაზიშვილის „დარისპანის გასაჭირზე“, ანუ ქართველები მესიის მოლოდინში

„დარისპანის გასაჭირი“ (ისე როგორც კლდიაშვილის ბევრი სხვა ნაწარმოები) ცალსახად ტრაგიკომედიის ჟანრს განეკუთვნება. დიდი ხნის განმავლობაში ამ ნაწარმოებს მსუბუქ, ხასიათების კომედიად მოიაზრებდნენ და დამკვიდრდა ტრადიცია, მისი როგორც ვოდევილად დადგმის. რობერტ სტურუა იყო პირველი (ზაზა პაპუაშვილთან ერთად), რომელმაც პიესას ახალი წახნაგები აღმოუჩინა და ის მაყურებელს შესთავაზა როგორც ექსცენტრული კომედია.

341302403_135958692676156_760115853092562229_n.jpg

გმადლობ, მშვენიერი გაკვეთილებისთვის

არცთუ ძლიერი განათება, სიცარიელე და მყუდროება ინტიმურ, უშფოთველ ატმოსფეროს ქმნიან და ცუდს თითქოს არაფერი მოასწავებს, მით უფრო, რომ შობის წინა დღეა - დღესასწაული და წესით - სადღესასწაულო განწყობა.  თითქოს არასდროს არაფერი არღვევს ამ პატარა კაფეს მყუდროებას. აქ დრო თითქოს გადის და არც გადის. არ იცვლება. აქ არასდროს არავინ შემოდის, არც ცხოვრების სხვა ნაკადების არსებობა იგრძნობა და გვერდით მაგიდაც ყოველთვის ცარიელია.

342157981_1874302286280230_262689963862064263_n.jpeg

აქ ვერ ნახავთ პათეტიკას

მისი ბოლო ნამუშევარი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი” გახლავთ, რომლის პრემიერა ილიაუნის თეატრში 12 აპრილს გაიმართა. გამონაკლისი არც ეს სპექტაკლი აღმოჩნდა. თეატრალური საზოგადოება კვლავ ალაპარაკდა. კრიტიკული და დადებითი შეფასებებიც მიიღო.

341508092_166410786359918_4857248010313474070_n.jpg

 „რამდენი ქალიშვილი გყავთ?“

ილიაუნის თეატრში საბა ასლამაზიშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ის წარმოდგენაა, რითაც ისევ კვლავ დაუბრუნდა თავის „მშობლიურ“ კერას, საიდანაც დაიწყო პროფესიული მოღვაწეობა და მასში რამდენიმე მოწვეული, შესანიშნავი მსახიობები არიან დაკავებული.

339896895_153681190731844_2764442028907850798_n.jpg

ომი გვაშორებს მას, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს

რამდენიც არ უნდა იდავონ სახელოვნებო სფეროს სპეციალისტებმა, ფაქტი მაინც ერთია: მიუხედავად თეატრის დეფინიციური ინტერნაციონალურობისა, კინოხელოვნება გავრცელებადობის თვალსაზრისით თეატრზე მასშტაბურია.

BMA07769.jpg

ქვესკნელთან ახლოს და  სამოთხის საძებნელად, კარდაკარ

არა მგონია, საინტერესო იყოს იმაზე ლაპარაკი, შეცვალა თუ შეინარჩუნა „დარისპანის“ ტექსტი საბა ასლამაზიშვილმა (თუმცა, შეინარჩუნა, მაგრამ დღეს და აქ ეს სიტყვები, დიალოგები თუ მონოლოგები სხვანაირად ჟღერენ და სხვა მნიშვნელობით იტვირთებიან) და რამდენად მიჰყვა მისი „წაკითხვის“ დამკვიდრებული ვერსიების გზას.

342226818_6659671790729287_5751152117830753743_n.gif

ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს

ასტროვიც უბედურია - მუდმივად გადაღლილი, თითქოს რა რაც გეგმებს აწყობს მშენებლობებზე, ბუნების გადარჩენაზე, სამყაროს შეცვლაზე, მაგრამ მხოლოდ ის დარჩენია ავადმყოფებს უმკურნალოს. იშლებიან აგარაკზე შეკრებილნი ასევე უღიმღამოდ და უაზროდ როგორ შეიკრიბნენ.

339967542_181722251368935_6248526250495969268_n.jpg

„რის საფასურად მოვიპოვებ ბედნიერებას“

ანტიგონეს ამბავი თითქმის ყველა რეჟისორის შთაგონების წყაროა. ზოგისთვის იგი პატარა მეამბოხე გმირია, რომლისთვისაც სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების მთავარი არსია. ზოგისთვის იგი სრულყოფილი ქალია, რომელიც უარს ამბობს სიყვარულზე, ოჯახის შექმნაზე, შვილებზეც კი, რათა დაკანონებული ტრადიცია დაიცვას და მიცვალებული მიწას მიაბაროს განურჩევლად იმისა, მოღალატე იყო იგი თუ სამშობლოს დამცველი.

339877000_983868522989373_5975561615396238512_n.jpg

„ირინეს ბედნიერება“ და გიორგი კაშიას სარეჟისორო ფათერაკი

მგონია, რომ კაშიასთვის სამყარო ფოლადის კვერცხია, რომლის გამოტეხასა და იქიდან გამოსვლასაც ცდილობს. ის და მისი სადადგმო ჯგუფი თითქოს აბჯარ-მუზარადებით რეპეტიციას გადიან და შემდეგ, სცენაზე გამოსვლის წინ იხდიან, და ჩვეულებრივი, ნაჭრის სამოსით გამოდიან, ასე გვატყუებენ მაყურებლებს...

340165568_445626957757525_7933470429305296684_n.jpeg

„დარისპანის გასაჭირი“ და საბა ასლამაზიშვილის „კროსვორდი“

ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა (რეჟისორის თანაშემწე თამუნა კამლაძე) ილიაუნის თეატრში, 2023 წლის აღდგომა მოახლოებულზე, ქართველ დრამატურგთაგან ყველაზე ცნობილის, ხარისხიანისა და კლასიკურის - დავით კლდიაშვილის ქმნილება - „დარისპანის გასაჭირი“ შემოგვთავაზა.

340187001_2078076622583694_8336443328128207349_n.jpg

რას ეძებ, რას?!

„შეუძლებელია არ გაქრე და შეუძლებელია გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ“. ეს სიტყვები ცნობილ მწერალსა და სცენარისტ ერლომ ახვლედიანს ეკუთვნის.     

335034616_113106731663863_5702172378353335524_n.jpeg

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი „თევზი ხეზე“

თანამედროვე ამერიკელი ავტორის ეს საბავშვო რომანი ქართულად რამდენიმე წლის წინ ითარგმნა (მთარგმნელი ლია ჯამბურია) და გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში, სერიით „საოცრება“. ამ სერიით გამოსული წიგნები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი.

337682646_744553700741143_3324154361809583487_n.jpeg

მესაზღვრე შაშვები ფრონტის წინა ხაზზე

რეჟისორმა ამერიკელი დრამატურგის მელოდრამატული და პერსონაჟთა ტიპაჟ-ხასიათებით მდიდარი პიესის განსახორციელებლად, ოზურგეთის თეატრი შეარჩია, სადაც ახალგაზრდა მსახიობებმა ერთმანეთს ღირსეული სცენური პარტნიორობა გაუწიეს და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც გაუზიარეს. რეჟისორმა შეძლო სცენური ანსამბლის შექმნა, სადაც ორი თეატრის მსახიობები ერთ ენაზე ამეტყველდნენ.

339104197_1306127063307095_2020882934327748164_n.jpeg

ნეტავ მალე შეიცვალოს ჩვენი მოუწყობელი, უსიხარულო ცხოვრება

ანდრო ენუქიძის დადგმაში არსად ჩანს ალუბლის ბაღი, რაც მკრთალად მოჩანდა გიორგი მარგველაშვილის ნამუშევარში. თვალისმომჭრელი სილამაზის მქონე, ქათქათა თეთრი ყვავილებით გადაპენტილი ალუბლის ბაღი, ლამის შრიალებდა სტანისლავსკისეულ სპექტაკლში და ალუბლის სურნელითაც ავსებდა მაყურებელთა დარბაზს. ამჯერად მუსიკისა და დრამის თეატრის სცენა „დაიპყრო“ დიდ მეტაფორად აღმართულმა, მისი უდიდებულესობა უზარმაზარმა, მასიურმა, მამაპაპეულმა კარადების ჯარმა

337083371_250899613945085_3048831008865803729_n.jpg

„ბრიყვთა ვახშამი“ ხულოს თეატრში

ქართულმა სანახაობითმა კულტურამ რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი გზა გაიარა. ისტორიული განვითარების საწყისი ეტაპიდან, მარტივი პრიმიტიული ფორმებიდან კონცეპტუალურ-სინთეზურ სანახაობამდე განვლილი გზა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი, განუყოფელი ნაწილია.

336809043_1259352377997923_3282360553756104647_n_edited.jpg

იულიუს instagrammable კეისარი

როდესაც ახლებურ ,,ექსპერიმენტს" გვთავაზობს რეჟისორი, იგი კიდევ უფრო დიდ რისკზე მიდის, ვიდრე პიესის ,,ქირურგიული სიზუსტით" ინტერპრეტირებისას. შექსპირის დადგმა, უკვე თამამი განაცხადია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, მაგრამ ამ განაცხადის შინაარსით დატვირთვა არა მხოლოდ თეატრალურ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც ითხოვს.

337048721_5939596379493216_6572234934258494701_n.jpg

 „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – „სული ობოლი“

გიორგი სავანელი, შიდა სათეატრო სივრცეში მოქმედ, იმ იშვიათ რეჟისორებს შორის არის, რომელთა რიცხვი, ძალიან მცირეა, უფრო სწორად კატასტროფულად მცირე, რომელთა ე.წ. ‘ინტელექტის კოეფიციენტი’ სრულ თავისუფლებას ანიჭებთ, რომ საკუთარი ტექსტის სცენური ინტერპრეტაცია შექმნან, და არა, მაგალითად, მხოლოდ რომელიმე კლასიკოსი ავტორის ნაწარმოებით იხელმძღვანელონ.

336624873_687842073115126_5333498500963010597_n.jpg

Benvenuti In Paradiso

„ჩვენი თეატრი“ და მისი წარმოდგენა ქეთევან ჩაჩანიძის „პარადიზო“ (რეჟისორი ირაკლი ხოშტარია, მხატვარი, მეთოჯინე თეა ბახტაძე, ხატია მანჯავიძე, ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე) - ძალიან ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული თოჯინური წარმოდგენაა ძირითადად ტექსტის გარეშე. მსახიობები ილია სონღულაშვილი, ლაშა რობაქიძე, ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე და რეალური პერსონაჟები - ელიზბარ ჩხეიძე და სოფიკო ჩხიტუნიძე ნაღვლიან, სიყვარულისა და მეგობრობის, წარსულსა და უსასრულობაში (სამოთხეში) გადასვლის ისტორიას გვიყვებიან

328259016_511218980934301_2618199599896528658_n.jpeg

„ბრუნტეტი დაბრუნდა“

„ბრუნტეტი დაბრუნდა“ - ეს სათაურია ალექსანდრე კორძაიას იდეით განხორციელებული ბრეხტიანული სპექტაკლი-კარნავალისა, ზონგებითა და რეჩიტატივებით გააზრებული მულტიმედიური, სამგანზომილებიანი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენისა, ორიგინალური ავტობიოგრაფიული ფსიქოლოგიური ტესტისა, განუზომელი ინტერესი რომ აღძრა მაყურებელში ერთი კვირის მანძილზე გამართულ  ექვსივე ჩვენებისას.

IMG_9070.JPG

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ომზე?

ქართული თეატრი თანმდევია ირგვლივ განვითარებული მოვლენების და თითქმის ყველა თეატრში გადავაწყდებით ერთ სპექტაკლს მაინც აღნიშნულ თემატიკაზე, რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს.  ზუგდიდისა და დმანისის თეატრის კოლაბორაციის ფარგლებში, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ არჩევანი შეაჩერა ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესაზე: „ანა ფრანკის დღიური“.

57936143_2290777984306682_7403338602467295232_n.jpeg

ფსიქიკური ნარჩენების ნაგავსაყრელი

ადამიანი საშუალოდ (სტატიკური კვლევის მიხედვით) 90 000 საათს ატარებს სამსახურში. გამოდის, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი იმ ადამინებთან გვიწევს ყოფნა ვისთან ერთადაც ვმუშაობთ. სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ რისი კეთება გვანიჭებს სიამოვნებას. ასევე, კვლევების თანახმად ჩანს, რომ პროდუქტიულობა და მუშაობის ხარისხი პირადაპირ კავშირშია საქმის წარმატებაზე და ბედნიერების განცდა დამოკიდებულია დაკმაყოფილებული სურვილების სიხშირეზე.

333264967_754367806079391_8772989791354630584_n.jpg

„არ მოწყდა!“

ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ქლაინი სპექტაკლში ორიგინალ ტექსტს კვალდაკვალ მიჰყვება და ცდილობს მაყურებელს მარტივი ენითა და სიმსუბუქით აჩვენოს თუ რამდენად დამღუპველია ტყუილში ცხოვრება და ცრურწმენების მონობა, მაშინ როდესაც ისიც კი წარმოუდგენელი და უცნობია თუ საიდან მოდის და ინერგება შიში.

330178172_919240949256403_8252123520868098802_n.jpeg

„სათბური“ ღია სივრცეში

თბილისის ფარგლებში არსებობს გამორჩეული სახელოვნებო სივრცე, სახელწოდებით - „ღია სივრცე“. ის მდებარეობს თბილისის ცენტრიდან საკმაოდ შორს, ცენტრიდან იქ მოსახვედრად გჭირდება 20-45 წუთი (ქუჩების გადატვირთულობის მიხედვით); ყოფილი ელექტროძრავების ქარხანაში, შენობის მეოთხე სართულზე, ერთ-ერთ ფლიგელში. ამჟამად, ქარხნის შენობა, რომელიც უზარმაზარია, პრაქტიკულად ცარიელი და გაურემონტებელია.

333686003_723063142625985_5145873795593467897_n.jpg

მწარე ირონიით სავსე დრამა - მკვდარი ძაღლები

ყველაფერი რაც სპექტაკლში ვითარდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ რეალობად, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხდება - გლობალური პრობლემებით გამოწვეული უარყოფითი სოციალური შედეგები. ეს არის ერთი კაცის მწუხარებაზე; ერთმანეთისგან გაუცხოებულ ოჯახის წევრებზე; უსახელო, ასოციალურ გმირებზე აგებული მწარე ირონიით სავსე დრამა.

316139121_10160657328411103_441019461364168823_n.jpg

„პატრიარქი ჩვენზე ჭკვიანია“

მიუხედავად იმისა, რომ სათეატრო სივრცე ერთი შეხედვით არ სდუმს და სიტყვის, გამოხატვის, სიმართლის მხილების მომხრეა და თითქმის ყველა პრობლემას ეხმიანება, არც თუ ისე რთულად მოიძებნება საკითხები, რომლის გაჟღერებაც ცენზურისა თუ გარკვეული სანქციების გამო კვლავ მიჩქმალულია. იმედია, არ შეურაცხყოფ არავის გამბედაობას თუ ვიტყვი, რომ დღეს არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, რომლებზეც ხმამაღლა დისკუსიის ცოტა არ იყოს გვეშინია, რადგან მეტწილად გაბატონებულია აზრი, რომ რიგითმა მოქალაქემ არ უნდა ისაუბროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკლესიის პრობლემები, ფანატიზმი, ფარისევლობა, ფსევდო სასულიერო პირები და ა.შ.
 

IMG_8938.JPG

მომხმარებლური დამოკიდებულება აპოკალიპტურია

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართულ  თეატრში დიდი  პოპულარობით სარგებლობენ ახალი დრამის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, ანტონ ჩეხოვის დრამატურგია. ხშირ შემთხვევაში რეჟისორები მიმართავენ მის ისეთ პიესებს, როგორებიცაა „თოლია“ და „ალუბლის ბაღი“, ხოლო რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, არჩევანი გააკეთა - „ძია ვანიაზე“, რომელიც დადგა გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე. 

245910401_4476870119071262_208427850453304276_n.jpeg

დავით დოიაშვილის „ოიდიპოსის“ სოციოლოგია

რატომ არის დავით დოიაშვილის „ოიდიპოსი“ ისეთი, როგორიც ის არის? როგორია ამ შეკითხვაზე პასუხი ე.წ. სოციოლოგიური პერსპექტივიდან? ძალაუფლების ველთა (ბურდიეს ტერმინი) როგორი ურთიერთგავლენისა და ურთიერთკონტროლის ნაყოფია ის - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ ახალ თეატრში?

334800482_3486459708345550_573230343982917351_n_edited.jpg

პიესა ხომ წავიკითხე?  რისთვის მოვედი?

მეგი კობალაძე ერთადერთი მსახიობი გახლავთ სცენაზე. მას უწევს იმ რთული მისიის შესრულება, რასაც მონოსპექტაკლის კონცეფცია გულისხმობს. ხმა, მსახიობის შესრულების ტექნიკა და ტექსტის მნიშვნელობა ერთიანობად უნდა იქცეს, რომ კონსტრუქციამ ესთეტიკური შთაბეჭდილება და ემპათია გამოიწვიოს. ხელოვნური სცენაა, (10 ქვეთავი) სადაც მეგის უწევს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზიპოს განსახიერება, ტრივიალურია მისი შესრულება რადგან მსახიობი ვერ განიცდის პერსონაჟის მდგომარეობას და შესრულება ზედაპირულია.

AIX7413.jpeg

„უხერხემლოს“ ფარული ხერხემალი

ალექს ჩიღვინაძის წარმატებული პიესა „უხერხემლო“, რომელიც რამდენიმე წელია მოგზაურობს სცენიდან სცენაზე - ბოლოს ილიაუნის თეატრში დაიდგა რეჟისორ გელა გულიაშვილის მიერ, მსახიობების - მაია ხორნაულის, გიორგი ცერცვაძის, ანიკო შურღაიას და გიორგი მაქაძის მონაწილეობით, მხატვარი - თეო კუხიანიძე, რეჟისორის ასისტენტი - მაკა მეტრეველი, - ქართული საზოგადოებაში ძალზედ პრობლემური ტიპის - ტრანსგენდერი, ანუ სქესშეცვლილი ადამიანის სიკვდილზეა.

333084761_874626516948620_2309472500601003128_n.jpg

უხერხემლო

პიესა „უხერხემლო“ (ავტორი: ალექს ჩიღვინაძე) მესამედ დაიდგა თეატრის სცენაზე და ახლა, უკვე ვანო ხუციშვილი იწყებს მუშაობას კონკრეტულ ნაწარმოებზე. მალე, გიგიშა აბაშიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოვა. საინტერესო და პრობლემურ საკითხზე რომ არის პიესა დაწერილი, უკვე მიხვდებოდით. ეს არის ამბავი ერთ-ერთ ოჯახში განსხვავებული შეხედულების გამო დატრიალებულ ტრაგედიაზე, საზოგადოების მიუღებლობაზე, ჰომოფობიაზე, დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, არატოლერანტულობაზე...

ღირდა ეთეროს განცდები ამ ყველაფრად_

​ „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, ანუ რას იტყვის ხალხი?!. 

ზუგდიდის თეატრის სპექტაკლისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა უკიდურესად გახმაურებულმა, პირველ ქართულ ეროტიკულ რომანად აღიარებული ნაწარმოების პერიფერიის თეატრში წარმოდგენის ფაქტმა. აღსანიშნავია, რომ რომანის ინსცენირებაც სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის მიერ იქნა უჩვეულოდ ლაკონიური ფორმით შეკრული.

330894185_589703239873798_6830835356139610086_n_edited.jpg

ალუზიური ფანტასმაგორია

დღევანდელ რეალობაში, ქართულ თეატრში, თითზე ჩამოსათვლელად მოიძებნებიან რეჟისორები, რომლებიც მრავალჯერ გადაღეჭილ თემებს, ან ნაწარმოებებს არ დგამენ ქართულ სცენაზე. საბედნიეროდ, ახალგაზრდა რეჟისორებს შორის ასეთი აღმოჩნდა დავით თარბა, რომელმაც ახალციხის თოჯინების თეატრში, ჟიულ ვერნის რომანი „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ დადგა.

IMG_2455.HEIC

ფანტასმაგორია ახალციხის თოჯინების თეატრში  

პირველივე სცენიდან მაყურებელი ჯადოსნურ სამყაროში ინაცვლებს. სცენაზე აბრაამ ლინკოლნის დიდი პორტრეტის ფონზე, პროფესორი და სკეპტიკურად განწყობილი ნედ ლენდი საუბრობენ. თოჯინები სახიერი და ცოცხლები არიან. ამ დროს კონსეი აყვირდება "ურჩხული" დავინახეო. სინამდვილეში ვეშაპი აღმოჩნდება. გადაწყვეტილება მიღებულია - თუ სამ დღეში იდუმალებით მოცულ მონსტრს ვერ მიაგნებენ, სახლში დაბრუნდებიან.

DSC08282.jpg

ვინ გაინაწილებს ბედნიერი დღის ნაყოფს?

თეატრმა ათონელზე მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს, მაგრამ არა საკუთარ კამერულ სივრცეში, არამედ თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში. რეჟისორმა გეგა გაგნიძემ მუზეუმის ორიგინალურ ინტერიერში უილიამ შექსპირის ტრაგედია „იულიუს კეისარი“ განსხვავებული და აქტუალური აქცენტებით გააცოცხლა.

329177115_5930249457088900_5595539228239870793_n.jpg

არჩევანი და თავისუფლება

დავით თარბას „80000 კილომეტრი წყალქვეშ“ „გაცოცხლებულ“, რეალურ სცენურ მასშტაბებში და განზომილებაშია მოქცეული (თოჯინურ სპექტაკლთან მიმართებაში, განზომილებებისა და მასშტაბების რეალურობა პირობითია). პლასტიკური და ვიზუალური გადაწყვეტით, ანიმაციურ ფილმს ჰგავს, რომელშიც თეჯირი ეკრანის ჩარჩოს სახითა და ფორმითაა გამოყენებული. სცენა-ეპიზოდები,  კადრების კომპოზიციები, კადრებად აწყობილი მოქმედება, სივრცეები, სამოქმედო სიბრტყეები, მათი ცვალებადობა, ტემპო-რიტმი მონტაჟის, განათებისა და მუსიკალური გადაწყვეტის ორგანულობის ასოციაციას იწვევენ.

217972419_5785455351525984_2939748959419796138_n.jpeg

გაწირული და განწირული ადამიანების შესახებ

ქართულ თეატრში გრძელდება საუბარი და მსჯელობა  საჯაროდ, სახალხოდ ჯერ უთქმელსა და „დახურულ“ თემებზე. საკითხებზე, რომლებიც ბადებენ ფიქრს და საზოგადოებას, ზოგჯერ - უკვე არაერთხელ აღწერილის, განხილულის რევიზიას, ზოგჯერ - ახალ საკითხებსა და პრობლემებზე დიალოგს სთავაზობენ; ცნობიერებაში  მყარად გამჯდარი,  ჩაკირული შეხედულებების, ცხოვრებისეული პოზიციის გადახედვისკენ, განსჯისკენ, დაფიქრებისკენ „მოუწოდებენ“.

333077533_525791842872241_6233736725791791845_n.jpg

,,ფემინიზმის მანიფესტი"

მიუხედავად მდიდარი ასოციაციებისა, ვფიქრობ, სპექტაკლის ანალოგისა, თუ პირველწყაროს ძიება ამაო გარჯა იქნება. იგი ავთენტურია. მხატვრობა, მოძრაობა, განათება და მუსიკა დარბაზში შესვლისთანავე ხიბლავს მაყურებელს. გარემო რომელიც იქმნება არა მხოლოდ ესთეტიკურად მდიდარი, არამედ შინაარსიანი, ინტენსიური და დინამიკურია. იგი არ გავს თათა თავდიშვილისა და ტატო გელიაშვილის მიერ ერთობლივად აქამდე შექმნილ ნამუშევრებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მათი დუეტისთვის ,,ლისისტრატა" შემოქმედებითი თავგადასავლების მხოლოდ დასაწყისია.

წყლის ფსკერზე ჯადოსნურ სამყაროში

შთამბეჭდავი თოჯინური სპექტაკლი

რთულია ჟიულ ვერნის ერთ-ერთი სქელტანიანი ნაწარმოების 60 წუთში ჩატევა, მაგრამ ინსცენირების ავტორი ანა გოგიშვილი ამას ძალიან ოსტატურად ახერხებს, ისე რომ ამბავი არ იკარგება და მაყურებელს უფრო მეტ ინტერესს უჩენს ორიგინალი ტექსტის წაკითხვის. თოჯინური თეატრის უპირველესი დანიშნულებაც, ხომ ეს არის, გაატაროს საგანმანათლებლო პოლიტიკა და გაზარდოს გემოვნებიანი მაყურებელი, რომელსაც ბიძგს მისმცემს გაეცნოს მსოფლიო ლიტერატურას.

AIX7498.jpeg

ვინ უფრო არის უხერხემლო?

ალექსი ჩიღვინაძის დრამატურგიის მაგისტრალური ხაზი სოციალური თემატიკაა. ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური და გადაუჭრელი პრობლემა. ჩვენმა ახლანდელმა სოციუმმა წარმოშვა მისი პიესების ტრაგიკული გმირები. პიესა „უხერხემლო“ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ტრანსგენდერი ქალის ოჯახზე უფრო მოგვითხრობს, ვიდრე მასზე.

დონ2.jpeg

მისტერია მწუხარე სახის რაინდზე      

თბილისის კამერული თეატრის სცენაზე, რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ  დონ კიხოტის ახალი /მანამდე ჰქონდა დადგმული თუმანიშვილის სახ. თეატრში/ ვერსია შესთავაზა მაყურებელს. პიესა რეჟისორმა, სპეციალურად თოჯინური სპექტაკლისთვის დაწერა.  ევროპული თეატრისთვის კარგად ნაცნობი თოჯინა,  ქართულ მისტერიაში პირველად ჩნდება. 

311940184_5376746189103399_8600355864622064280_n.jpeg

ამბავი ქალზე, რომელიც ომზე იმარჯვებს

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის „დედა კურაჟი“ ერთი მხრივ, ქრესტომათიული დადგმაა ბრეჰტის პიესის, ხოლო მეორე მხრივ, განსხვავებულია თავად ანა ფირლინგი, იგივე მამაცი დედა კურაჟი, რომელსაც ბათუმის თეატრის მსახიობი მარინა ბურდული ანახიერებს. ძირითადად (განსაკუთრებით, ქართულ თეატრში) დედა კურაჟის როლის შემსრულებლები ასაკს მიღწეული, ფიზიკურად ძლიერი და წარმოსადეგი, ბარიტონით მოსაუბრე მასკულინური ქალები არიან.

329584094_597904885009249_7153946529254010518_n.jpeg

ქალები ქორეომღელვარების ზღვარზე

„ლისისტრატე“ დღეს შეიძლება წავიკითხოთ და აღვიქვათ, როგორც აბსურდული, სოციალური ან  გენდერული კომედია, რომელშიც ქალები მშვიდობის დამყარების მოტივით ბოიკოტს უწყობენ ქმრებსა და საყვარლებს - ისინი უარს ამბობენ სექსზე, ვიდრე კაცები მშვიდობას არ დაამყარებენ. ალბათ, ამას გულისხმობს მთავარი თეზისიც, რომელსაც ლოგიკურად მიჰყვება არისტოფანეს კომედიის სხვადასხვა თემებიც.

IMG_2455.HEIC

წყლის ფსკერზე ჯადოსნურ სამყაროში

ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოების განხორციელებისთვის, თოჯინების თეატრი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხელსაყრელი სივრცეა ფანტასტიკურ-მისტიკური სამყაროს შესაქმნელად და დრამატულ თეატრში თითქმის შეუძლებელის ვიზუალიზაციისთვის, მაგრამ მთავარია როგორ ქმნის, რა ხერხებით და როგორი ფანტაზიის უნარით რეჟისორი ამ სამყაროს სივრცესა და დროში.

327899251_1398504127559004_7510008409140762680_n.jpeg

რაც მომხდარა, იგივე მოხდება

ქართული თეატრის სცენაზე კლასიკოსი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის პროზაული ქმნილებები უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე მისი ადრეული პერიოდის, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი ერთადერთი პიესა „შერცხვენილნი“, რომელიც ავტორმა 1907 წელს დაწერა. აშკარაა, რომ პიესა 1905 წლის რევოლუციური მოძრაობითა და მისი შედეგებით არის ინსპირირებული, რომელიც საზოგადოებისა და ლიდერის ურთიერთობის ურთულეს პერიპეტიებს წარმოაჩენს.

330107674_874596203773793_3584833382833342425_n.jpg

„სოფელსა შინა“ - პრემიერა ბათუმში

რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიას მიერ დადგმულს სპექტაკლთა შორის „შერცხვენილნი“ სწორედ რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჩნდება. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში თავის სამსახიობო ჯგუფთან დადგმულმა სპექტაკლმა მალე კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ პროფესიული თეატრის სცენაზე გადაინაცვლა.

329011168_662116922330513_1194350680793154053_n_edited.jpg

მოვა სიკვდილი უჩინო

„ქალაქის თეატრში“ სტუმრობამ წინა საუკუნის 90-იანი წლები გამახსენა, კერძოდ კი 1997 წელი, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე პირველი არასახელმწიფო დამოუკიდებელი თეატრი შეიქმნა „რუსთაველის სარდაფი“ ვირთხის სურათით (ავტორი შოთიკო გლურჯიძე) მის ემბლემაზე. „ქალაქის თეატრი“ ამ ეტაპზე ერთ-ერთი კერძო თეატრია, რომელიც ახლახან გაიხსნა.

-1-2021-04-26_10-52-58_703378_edited.jpg

უსახურია ვინც არ მოქმედებს, უსახურია ის ვინც დუმს

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეპერტუარი, რომელიც ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა უფროსებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი თავისი საავტორო სპექტაკლით გახადა. „უსახური“ მოგვითხრობს ადამიანის სწრაფვაზე შეიცნოს საკუთარი თავი და დაადგინოს არსებობის რეალური დანიშნულება.

325038003_701820484774214_2078724920402738303_n.jpg

გოდოს მოლოდინში

დაკვირვებული ვარ, როცა სხვისი შთაბეჭდილების ზეგავლენით შექმნილი განწყობით  მივდივარ სპექტაკლზე, გამოფენაზე, კინოში ან ნებისმიერ ღონისძიებაზე, მოლოდინი თითქმის არასდროს მიმართლდება, პირიქით - ხშირ შემთხვევაში სულ სხვა შეფასებას ვაკეთებ. ასე წავედი, სკეპტიკურად განწყობილი მე, თეატრ ათონელზე „გოდოს მოლოდინის“ სანახავად...

328034527_736316454602047_4577114614298338665_n.jpeg

ტესტოსტერონი

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 28 იანვარს ახალგაზრდა რეჟისორის, ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლის - „ტესტოსტერონის“ პრემიერა გაიმართა. პიესის ავტორი ანჯეი სარამონოვიჩი, თანამედროვე პოლონელი რეჟისორი, მსახიობი, ჟურნალისტი და დრამატურგია. საზოგადოებაში პიესამ გამოსვლისთავანე დიდი ინტერესი და პოპულარობა გამოიწვია. ანჯეიმ პეტრე ადამჩიკთან ერთად გადაიღო ფილმი ამავე სახელწოდებით (2007). საქართველოში კი პირველად დაიდგა მისი პიესა.

328182777_1493469084477873_7181549922290232125_n.jpg

სისხლიანი ქორწილი

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის მსახიობთა საკურსო სპექტაკლად, დადგა ესპანელი დრამატურგის ფედერიკო გარსია ლორკას სიმბოლისტური ტრაგედია ,,სისხლიანი ქორწილი’’. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში განხორციელებული წარმოდგენა თანამედროვე ტენდენციების გააზრებით გათამაშდა

ოტელო.jpg

 „ოტელოს“ ახლებური ვერსია

წლევანდელი სეზონი შექსპირის „ოტელოს“ ბენეფისი აღმოჩნდა. თავისუფალმა თეატრმა (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი), ოპერისა და ბალეტის თეატრმა (დამდგმელი ნ. ანანიაშვილი) და ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრმა (რეჟ. დ. ხვთისიაშვილი) დიდი ინტერესით განახორციელეს. ძნელია თქმა რამ გამოიწვია ესოდენ ერთდროული ინტერესი, მაგრამ დ. ხვთისიაშვილს დადგმის მიზანი თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა.

ილიკო და ილარიონი.jpg

როცა სპექტაკლი არ შედგა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბატონი ნოდარის არაერთი ნაწარმოები განხორციელდა. ამჟამად რეპერტუარშია გახმაურებული და ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ახლებური და ექსპერიმენტული სცენური ვერსია. იგი რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა მსახიობებისა და თოჯინების შერწყმით დადგა.

326783081_846947383274154_956152052483152503_n.jpg

ცოლქმრული ცხოვრების სცენები დილის ხუთ საათზე

ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რუსი დრამატურგის, ივან ვირიპაევის კომედიის, „მზის ხაზის“  მსოფლიო პრემიერა რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში, მეიერჰოლდის ცენტრში გაიმართა. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიდგა ევროპის თეატრებშიც. საქართველოში ვირიპაევის ტექსტის ათვისება პირველად ახალგაზრდა რეჟისორმა, გეგა გაგნიძემ სცადა, რომლის თარგმანიც და რეჟისორული ინტერპრეტაციაც ერთგვარ მოგზაურობად, ან აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ  ბერგმანის (ლამის არქეტიპული სატელევიზიო ფილმი „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, 1972) კლიშეების დასანგრევად.

293784711_5117948498317315_2706773409997718766_n.jpeg

ვეძებთ ავტორს ???

საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე  კვლავ წარმატებით დაიდგა „ახალი თეატრის“ მანიფესტად აღიარებული ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური დრამა „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორი თინათინ ქათამაშვილი).

323542968_3377925039139158_2393775916961070472_n.jpg

ჩაშლილი თუ გამართლებული ინტერაქცია?

პაატა ციკოლიას პერფორმანსული სტილის წარმოდგენის მთავარი ლაიტმოტივი, ჩემი აზრით, გარდა იმ იდეოლოგიური ხაზისა, რასაც დადგმის ავტორი და დრამატურგი ტექსტით დემონსტრირებს არის, ჭარბი ინტერაქტიურობის მიღწევის მცდელობა.
 

322854191_592219329408005_4841359481517229744_n.jpg

„არადა რა კარგი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო“

„ბედნიერი დღეები“ სემუელ ბეკეტის ფემინისტური პიესაა, სადაც მთავარი გმირი ვინი, ხელჩანთით და ტუჩსაცხით, ქვიშაში ნახევრად ჩაფლული იბრძვის ყოველი დღისთვის. ნაწარმოები (1961) ითვლება აბსურდიზმის ერთ-ერთ შედევრად. ეს არის შუა ხნის ასაკის ქალის მონოლოგი ადამიანის ცხოვრების უაზრობის შესახებ.

მდიდრული სპექტაკლი სენაკის თეატრში

ჰოფმანის „მაკნატუნა“ სენაკის თეატრის სცენაზე

სენაკის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება წლების განმავლობაში მდორედ, უინტერესოდ მიმდინარეობდა. ვახტანგ ნიკოლავას სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, თეატრი გამოცოცხლდა და რამდენიმე თვის განმავლობაში სამი ახალი, საინტერესო დადგმა შესთავაზა მაყურებელს, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებს.

319293809_1291989424705614_6846221124283187825_n.jpeg

ჯადოქრობა თეატრში

იოსებ ბაკურაძემ არჩევანი ამერიკელი ავტორის ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარზე“ შეაჩერა და საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. 1939 წელს გადაღებულმა ფილმმა საბავშვო წიგნის პოპულარიზაციას დიდი წარმატება მოუტანა. (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ავტორის პირველი სცენური ინტერპრეტაციაა ქართულ სცენაზე). არანაკლები წარმატება მოიპოვა ქართულ საზოგადოებაში სპექტაკლმა, რადგან ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ბოლო ათი წლის ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი აღმოჩნდა, გაყიდული ბილეთების რაოდენობით.

318866540_5849953165043828_2819655814620057985_n.jpeg

ამერიკელი დოროთის და ქართველი ქალ-ვაჟის დრამატული თავგადასავალი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა აღდგენილი ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში, დედაქალაქში სპექტაკლები დამეგობრებულ თეატრებში წარმოადგინა. თეატრის ახალმა ხელმძღვანელობამ (სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე, დირექტორი იმედა თავდგირიძე) საგასტროლოდ ორი ახალი ნამუშევარი წარუდგინა პატარა მაყურებელს და სათეატრო საზოგადოებას.

306809081_5521274457964151_4168011938699632950_n.jpg

ოიდიპოსი ახალი თეატრის ლაბირინთებში

დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ქართველმა რეჟისორებმა კვლავ გაიხსენეს კარგად დავიწყებული დიდი მასშტაბის ზოგიერთი ტრაგედია. 2021 წელს, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა, რომელიც ახალი თეატრით (ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი) წარსდგა მაყურებლის წინაშე, სეზონი ბერძნული დრამატურგიის მშვენება - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ უკიდურესად გათანამედროვებული ინტერპრეტაციით გახსნა.

DSCF9190.jpeg

დანაშაული და სასჯელი

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის, „დანაშაული და სასჯელის“  - პრემიერა 2021 წლის 7 მაისს შედგა, პანდემიის პერიოდში, როდესაც პერიოდული  ჩაკეტვა-გახსნების რეჟიმში მაყურებელი და გამოგიტყდებით, სპეციალისტებიც საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილებს ვერიდებოდით. ალბათ ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრის თბილისური პრემიერა არ იქნა სათანადოდ გაანალიზებული თეატრმცოდნეების მიერ. მე სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული შოუ ქეისის  ფარგლებში ვნახე-გადაჭედილ დარბაზში.

325369162_693344632432758_1274405608324268796_n.jpeg

მდიდრული სპექტაკლი სენაკის თეატრში

აკაკი ხორავას სახელობის დრამატულმა თეატრმა სენაკელ (და არა მხოლოდ) პატარებს, მოზარდებსა და უფროსი თაობის მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ნიკოლავამ ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის „მაკნატუნა“ დადგა (თარგმანი ნატო სლეპაკოვა). ფარდა რომ გაიხსნა, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ წარმოდგენას რომელიმე ევროპული თეატრის საოპერო თეატრში არ ვუცქერდი. მაყურებელმა ნახა ე.წ. „დედაქალაქური“ სპექტაკლი, არც მეტი არც ნაკლები, სენაკის თეატრის სცენაზე.

292312331_2281808838640088_6906589223532687779_n.jpeg

ირინე ბედავს და აფურთხებს აბესალომს

იხსნება ფარდა და ვხედავთ ქართველი ქალის ფიგურას (ნაციონალური სამოსით  შემოსილს - კაბის ქვედა ნაწილი შემოხეული). უკანა პლანზე ქარგა დგას. დეკორაცია კაბის  მატერიის გაგრძელებაა რომელსაც სიძველისგან ობი აქვს მოკიდებული. ერთ მთლიანობაში მოქცეული სცენოგრაფია ჰარმონიულად კრავს სცენაზე განვითარებულ ამბავს.

317483875_5761706690587592_3791044086164118254_n.jpeg

სოციალური სატირა დღევანდელობაზე

ახალი თეატრის „ბუნკერი“ ივა ფეზუაშვილის რომანის ტექსტის თეატრის სცენაზე გადატანის მორიგი მცდელობაა და არა რომანის სათეატრო ინტერპრეტაცია. სპექტაკლში, ისევე როგორც რომანში, ერთი ოჯახის მაგალითზე მსახიობი-პერსონაჟები მოგვითხრობენ (და არ წარმოგვიდგენენ) არა მხოლოდ დღევანდელ ცხოვრებაზე, არამედ რეტროსპექტივის პრინციპით, გვიამბობენ უახლოეს წარსულზეც.

IMG_3994.JPG

ჩეხოვის „თოლია“ ახალ დროებაში

XlX საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე   მსოფლიო თეატრების სცენაზე  ჩეხოვის პიესების მიხედვით დგამენ სპექტაკლებს , იღებენ ფილმებს.  ქართული თეატრის სცენაზე ჩეხოვის პიესები, არცთუ ისე ხშირად გვხვდება რეპერტუარში,  მიუხედავად იმისა, რომ  სხვადასხვა დროს მისი ყველა პიესა დაიდგა.

289770590_5285124491579150_2056447638743157038_n.jpeg

მომავლის გარეშე დარჩენილი სამყარო დავით დოიაშვილის „თოლიაში“

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დავით დოიაშვილმა 2022 წლის წლის სეზონში „თოლიას“ გამორჩეული, მრავალი ფიქრისა და ემოციის აღმძვრელი ინტერპრეტაცია შექმნა. ეგზისტენციალურ თეატრში არსებული, აბსურდისტებთან უკიდურეს ზღვრამდე მისული გლობალური გაუცხოება  ჩეხოვის დრამატურგიის, ამ შემთხვევაში კი „თოლიას“ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

311610521_10160526773191103_3754555253812184265_n.jpeg

„მკვდარი ძაღლები“ ანუ გაუცხოებულ ადამიანთა სამყარო

ბოლო პერიოდში ქართველი თეატროლოგები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართულ თეატრში მოღვაწე რეჟისორები არ ისწრაფვიან თვითგანვითარებისაკენ. ეს ეხება, როგორც სარეჟისორო ესთეტიკას, გამომსახველობით ხერხებს, სტილისტიკას, ასევე თანამედროვე დრამატურგიული ნაწარმოებების განხორციელების სიმწირეს. ხშირად რეჟისორები სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე დრამატურგის, ერთსა და იმავე პიესას დგამენ.

!cid_ii_krxhd0xy1(1).png

მარინა რევია

ალექს ჩიღვინაძის სოციალურ-ფსიქოლოგიურ პიესაში  ,,მარინა რევია,’’ ოჯახური დრამის ფონზე წარმოჩენილია მოქმედ გმირთა ფსიქოემოციური მდგომარეობა. 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ დედის შინ დაბრუნება ყველაფერს თავდაყირა აყენებს და მეტად ამძიმებს ისედაც აუტანელ ყოფას.

277231503_4427431274024526_8156269738927347212_n.jpeg

მელაპარაკე, რა მოაქვს ომს!

„დედაომი“ დათა თავაძის პიესაა, რომელიც ქართული თეატრის სცენაზე პირველად საბა ასლამაზიშვილმა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგა და სულ ახლახანს, დედაქალაქის მაყურებელმა იგი საგასტროლო ჩვენებების ფარგლებში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, მცირე სცენაზე, ექსპერიმენტულ სივრცეში იხილა.

315145957_5594315423977717_6755760613709037_n.jpg

„სიკვდილი მოიცდის“

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თანამედროვე ეპოქაში მოღვაწე დრამატურგის,  ფლორიან ზელერის ტრილოგიის („დედა“, „მამა“, „ვაჟიშვილი“) მესამე ნაწილი მერაბ ყოლბაიას რეჟისორობით წარმოადგინეს, სადაც ძირითადი პრობლემების პირველწყარო იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, მით უმეტეს ოჯახის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ.

312108486_501704611986592_1003160695166999132_n.jpg

„ჩვენი კლასი“ სამეფო უბნის თეატრში

სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში ყველა ცოცხალია, არავინ კვდება. უფრო სწორად, თანაკლასელების ქვეცნობიერში არიან მოჩვენებითად ცოცხლები, ამიტომაც უკვე მკვდრები მოგვითხრობენ აწმყოში ავბედითი წარსულის შესახებ. თეატრალიზებული თამაშის ეს ხერხი სწორად გადმოსცა შემოქმედებითმა ჯგუფმა. ამ მეთოდით პერსონაჟები უფრო მეტად გამოკვეთენ გაუცხოებას არსებული მოვლენების მიმართ.

file.jpg

კრიტიკის გარეშე

16 მარტი, 2022... ამ დღეს შეიძლება ასეც ითქვას, რომ ძალიან გამიმართლა.  სპექტაკლი დაიწყო... მოულოდნელად დარბაზში თემურ ჩხეიძე შემოვიდა და მორიდებით კუთხეში სკამზე ჩამოჯდა. რატომ გავიხსენე ეს ისტორია. ერთი დიდი ბედნიერება იყო სპექტაკლის მსვლელობის დროს ბატონი თემურის ყურება, როგორ აკვირდებოდა სცენაზე მყოფი თითოეული არტისტის ქმედებას, პარალელურად დარბაზში, მაყურებლის რეაქციებს.

301197347_1250768372320219_3739123131856415325_n.jpeg

ტენესი უილიამსის „ტოკიოს სასტუმროს ბარი“ ფოთის თეატრის სცენაზე

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თათა პოპიაშვილმა „ტოკიოს სასტუმროს ბარი“ დადგა. ტენესი უილიამსმა ეს პიესა 1969 წელს დაწერა, რომელიც არ ითვლება დრამატურგის შედევრად. ზოგადად მიიჩნევა რომ 1960-იანი წლების შემდეგ დაწერილი პიესები მხატვრული ღირებულებით ბევრად ჩამოუვარდება მის ადრინდელ დრამატურგიას.

311160026_1187635381789450_2411125473830730984_n.jpg

ჩეხოვი - ჩვენი თანამედროვე 

ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტულ სივრცეს ახალი ქართული თეატრალური სინამდვილის დამკვიდრების პოტენციალი გააჩნია. ვინაიდან ქვეყანაში ჯერჯერობით არ ხდება თეატრების მუდმივი, საფუძვლიანი ტექნოლოგიური განახლება, ახალ თეატრს სცენის ტექნოლოგიური შესაძლებლობების თვალსაზრისით მთელი ქვეყნის მასშტაბით კონკურენტი არ გააჩნია.

311049874_462488649276982_4115532762344014252_n.jpg

სევდიანი, დაღლილი ,,ოტელო“  

თოჯინური იაგოს მიერ უჩვეულო სიმსუბუქით, ლაღად გაცხადებულ-განხორციელებული ჩანაფიქრი, ამჯერად თითქოს სახელოვანი მანიპულატორის თამაშის, გართობის, მაყურებელთან განდობის, მეტოქეთა სანიმუშო დასჯის დემონსტრირების ფორმად წარმოჩინდება.

246538_386808971370269_1388410307_n.jpg

„ყველას თავზე დაეხურა კოზიროკიანი ქუდი...“

საერთოდ, მოქმედ პირთა სასცენო სამოსის ამგვარი გადაწყვეტა თითოეული პერსონაჟის ხასიათს უსვამს ხაზს. ამ კუთხით, საჭიროდ ვთვლი, რომ განსაკუთრებით აღვნიშნო ერთ-ერთი ჭორიკანა ქალბატონი, ნინელი ჭანკვეტაძის მიერ გაცოცხლებული სახე. ეს იყო რეჟისორის გენიალური მიგნება, როდესაც მან ქართულ რეალობაში შემოიყვანა სრულიად სხვა კულტურის მქონე, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ინდივიდი, რაც იგრძნობა მის არისტოკრატიულ კოსტიუმში:

ოტელო...jpg

თოჯინებით გაცოცხლებული ოტელო

ქართული თეატრის, 2022 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის  სეზონის, ერთ-ერთ საკვანძო  სიტყვად (Keyword) შესაძლებლად მიმაჩნია ოტელო გამოვიყენოთ. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ამა წლის 28 მარტს, თავისუფალი თეატრის სცენაზე, ავთანდილ ვარსიმაშვილის რეჟისორობით შექსპირის „ოტელოს“ პრემიერა შედგა.

IMG_2178.JPG

რამდენად აქტუალურია ართურ მილერის „სეილემის პროცესი“  დღეს?!

ჩემი აზრით, რეჟისორს სურდა, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის ეთქვა, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად   აგებს პასუხს  საკუთარ მორალურ არჩევანზე, რომ ყოველთვის იყვნენ და არიან „ბოროტების სისტემის“ წარმომადგენლები და ამ სისტემის მსხვერპლნი.

278136976_5577500735610968_8147875678601342709_n.jpg

ერთმანეთის ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია?

 „თეატრში მთავარია როგორ ჰყვები იმას, რაც უკვე დაწერილია“- ეს სიტყვები გენიალურ თემურ ჩხეიძეს ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთ გამორჩეულ სპექტაკლზეც შევაჩერე არჩევანი, თუმცა ვიდრე სპექტაკლის განხილვაზე გადავალ, მინდა თავად პიესის - „იდუმალი ვარიაციები“ - ავტორს, ფრანგ ფილოსოფოსს, მწერალს, დრამატურგს, სცენარისტსა და რეჟისორს ერიკ-ემანუელ შმიდტს დავუთმო დრო.

309989969_570817391486582_4844861965239341700_n.jpg

ძალადობის ჰუმანიზაცია პატრიარქალურ სამყაროში

ტენესი უილიამსის ყველაზე ცნობილი პიესის „ტრამვაი, სახელად სურვილი“ - (დაწერის თარიღია 1947 წელი) 2022 წელს ქართულ რეალობაში განხორციელებული იდეის, ჩემი აზრით <ოპტიმალური> რაკურსი, სწორედ პატრიარქალური დომინაციის გავლენის ხარისხი და მისი უხეში გამოვლენის ტრადიციული გზებია, რომელიც დღემდე ურყევად უცვლელია მეინსტრიმში...

309448167_463447352492513_1658501699408448493_n.jpeg

ვარიაციები ვაჭრობის თემაზე

გიორგი შალუტაშვილის (დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა) მიერ თელავის დრამატულ თეატრში განხორციელებული „ვენეციელი ვაჭარი“ კომედიაა, რომელშიც სჭარბობს კომედია დელ‘არტეს ელემენტები და ნიღბების თეატრალური ფორმები. თვით პიესა შექმნის დღიდან, სცენაზე გადატანის დროს, ბევრ სახეცვლილებას განიცდიდა იმის და მიხედვით თუ ვინ ახორციელებდა მას, ვინ თამაშობდა შეილოკს და რაც მთავარია ვინ იყო ის ადრესატი - რომელი საზოგადოება, ვისთვისაც იყო ეს წარმოდგენა გამიზნული.

285137350_565569858246816_8719180809386712387_n.jpg

კატასტროფა სამეფო უბნის თეატრში

ქალი წამოვარდა, გვერდით მჯდომ გოგოს ხელი დაავლო და დარბაზიდან გაიყვანა. გასვლამდე კარისაკენ მიმავალმა გაბრაზებით დამარცვლა: „კა-ტა-სტრო-ფა“. ცოტა ხანში ამ ორს უკან კიდევ სამი ქალი მიჰყვა, რომლებმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მეტის ატანა აღარ შეიძლებოდა და დროზე გაეცალნენ უხამს სანახაობას. ეს მოხდა სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლ „მედეა S01E06-ის“ მიმდინარეობის დროს.

306481244_10160436803676103_7972966934261566161_n.jpeg

მკვდარი ძაღლები და ცოცხალი ადამიანები

სასურველია, სპექტაკლი ნახოს ყველამ, ვისაც ძაღლი ყავს; ყველამ, ვისაც პრობლემები აქვს ოჯახში; ყველამ, ვინც ისტერიულია, ნარცისულია, მოქმედებაზე უარი თქვა, ან ზედმეტს მოქმედებს; ყველამ, ვისაც მოწყვლადი ადამიანის ნელი მსხვრევის ყურება სიამოვნებს და თეატრი უყვარს. 

307398815_783949132851174_8077912953385601628_n.jpg

ანა ფრანკის ახალი სიცოცხლე

ამბავი ერთი სახლის რამდენიმე ოთახში ხდება, ოთახები, რომლებიც საგანგებოდაა დაცული უცხო თვალისგან - აქ ხომ ებრაელთა ის ოჯახები იმალებიან, რომლებიც გესტაპოს დევნას გამოექცნენ.

download.jpeg

მიზანთროპული დონ ჟუანი

სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში დაანონსებულმა პრემიერამ დიდი აჟიოტაჟი  და  ინტერესი  გამოიწვია მაყურებლის მხრიდან  ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ თბილისის ცირკში  თავი მოიყარა ათასზე მეტმა  ადამიანმა. 

281331416_10228560587987519_5217309255915875424_n.jpg

 „ობიექტურობის ძიებაში“

„უსიერ ტყეში“ რიუნოსკე აკუტაგავას ფსიქოლოგიური მოთხრობაა, რომელიც უმალ იპყრობს მკითხველის გულს, თუმცა სულაც არ არის მარტივი აღსაქმელი და მკითხველისგან ფიქრსაც მოითხოვს. იაპონელი მწერალი რიუნოსკე აკუტაგავა სიტყვის ოსტატია და რთული წარმოსადგენია აღნიშნული მოთხრობის უსიტყვო ინტერპრეტაცია, თუმცა თავისუფალ თეატრში შემოქმედებითი ჯგუფის მეორე ქორეოგრაფიული ნამუშევარია სპექტაკლი „უსიერი“ (პირველი - „აფეთქებული“- რეჟ. სალომე ივდითი).

300813003_3103938886584578_8587079511085929662_n.jpeg

სიზმარად ხილული ვნებები

„მედეას ვნებანი“ (ოთარ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით) მონოსპექტაკლია - ერთი მსახიობის თათია თათარაშვილის მონაწილეობით. თუმცა ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია არ ტოვებს შთაბეჭდილებას რომ სცენაზე ერთი მსახიობია; ჟანრობრივად მონოდრამა, ჩემი აზრით, უფრო კანტატაა ან ორატორია გუნდის, ორკესტრისა და და ერთი მსახიობის შესრულებით იმდენად შთამბეჭდავია და დრამატურგიულადაა აწყობილი პარტიტურა, წარმოდგენა იქმნება რომ სცენაზე ხალხის ქორო-მასაა და მედეა - რომლის ირგვლივ არათუ მითების მრავალსახეობაა შექმნილი,

300960239_3103942349917565_3957031517653548023_n.jpeg

მედეას დაუცხრომელი ვნებები

ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა „The Passion of Medea“, რომელიც რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ერთ მსახიობთან თათია თათარაშვილთან ერთად ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით დადგა, სცდება „პაპსამდე“ დასულ სქემატურ და უინტერესო დისკურსს მედეას მითის შესახებ.

3.jpeg

„დე გრიესა და მანონის სევდიანი რომანი...“

რა სასიამოვნოა საცქერლად მაყურებლით სავსე დარბაზი, აღტაცებული სახეები, ოვაციები, ტაში, არტისტებით სავსე სცენა და უცნაური ხმაური... შემდეგ კი სიჩუმე, ჩამქრალი სინათლე, სადღაც ოდნავ მბჟუტავი მორიგე ნათურა...

299169856_2311254779028827_3825460340415958875_n_edited.jpg

თაღლითთა შემოდგომა

მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლია სულუაშვილს დიდი სურვილი ჰქონდა რომ ამ სეზონში რეპერტუარში აუცილებლად ყოფილიყო კომედია და თავისი არჩევანი გამოცდილ რეჟისორზე მალხაზ ასლამაზიშვილზე შეაჩერა, რომელსაც არაერთი კომედია (და არა მატო) დაუდგამს ქართულ სცენაზე.

299052688_400396352081898_1209870935112441053_n.jpg

Dance Macabre, ანუ ,,სიკვდილის ცეკვა“

გია კიტიას სარეჟისორო ჯგუფის სტუდენტ მარიამ სიხარულიძის სპექტაკლი ,,გეტო“ (იეშუა სობოლის პიესა) თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა. სპექტაკლმა ჩემში, როგორც მაყურებელში, მეორედ ნახვის სურვილი გააჩინა. მიზეზი ამისა კი არა მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკა, ქორეოგრაფია, თუ სცენოგრაფია, არამედ ცოცხალი პროცესი იყო, რომელიც სცენაზე დაიბადა.

298988195_2311253352362303_8174947750675321635_n.jpeg

თაღლითური გზით ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

აქ რეჟისორს და მსახიობთა გუნდს დიდი შრომის გაწევა უწევთ, რომ მაყურებელი გააცინონ, სცენაზე შექმნან კომიკური სიტუაცია, მიაღწიონ მაქსიმალურ გულწრფელობას და ბუნებრიობას, ამავდროულად ილაპარაკონ ადამიანების მანკიერ თვისებებზე. ეს კარგად იცის მალხაზ ასლამაზიშვილმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს კომიკური ჟანრის პიესების დადგმის, რომელთა უმრავლესობა წლების განმავლობაში აცოცხლებს სხვადასხვა თეატრის რეპერტუარს.

IMG_8144.JPG

ვიდრე შეიყვარებდი

საბა ასლამაზიშვილი ერთი მხრივ ცდილობს გაექცეს, დაშორდეს ლაშა თაბუკაშვილის პიესის ატმოსფეროს, ეპოქას, განწყობას, ხოლო მეორე მხრივ, ის მაინც დრამატურგის პირველწყაროში ტრიალებს. ამ გაქცევაში მას ელენე ჭიჭინაძის სცენოგრაფიაც ეხმარება, რომელიც სტატიკურია და თითქოს არა მხატვრული, ყოფითი. სპექტაკლში კი პერსონაჟები და რეჟისორი ყოველგვარ ყოფითობას გაურბის.

1660152709115.jpg

ომს თავისი კანონები აქვს!

აქედან გამომდინარე, მსგავსი თემატიკის, და ზოგადად, სპექტაკლის გენიალურობას განსაზღვრავს ლიტერატურული საფუძვლის იდეის ძირფესვიანად შეცნობა, რათა სცენურმა ქმნილებამ, ზუსტი აქცენტირებით, გავლენა მოახდინოს თვით მაყურებელზე, რომელიც ფიქრებში „ჩაიძირება“.

297439243_365780289071333_7559247066643881544_n.jpeg

ხალდეს გმირობა გუშინ! (და დღეს?)

პირველი პრემიერა, დმანისის სიცოცხლე განახლებულმა თეატრმა დედაქალაქში, თავისუფალ თეატრში გამართა. ამ ფაქტმა სამართლიანი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. დმანისის თეატრი პირველ ყოვლისა დმანისელებისთვის უნდა არსებობდეს. როგორც გაირკვა, თეატრი არ აპირებს მომდევნო პრემიერების და რიგითი წარმოდგენების სულ თბილისში გამართვას.

ომი, ომია.jpg

ომი, ომია...

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის ჯერ კიდევ, სტუდენტმა გიორგი კაშიამ,  2022 წლის 27 მარტს, ქალაქ ქუთაისში, არა სათეატრო სივრცეში, არამედ, ბარ-რესტორან „სახლში,“ ქუთათურებს ერთ მოქმედებიანი სპექტაკლის - „ომი, ომია“ - პრემიერა წარმოუდგინა, რომლის ტექსტის ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ. ამ წარმოდგენით ახალგაზრდა შემოქმედმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინაში დაღუპულ გმირებს.

IMG_8137.JPG

სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება თუ შურისძიება, ძალაუფლება, მონობა?

ლაშა თაბუკაშვილის პიესები, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან იდგმება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. დრამატურგის ათამდე დაწერილი დრამატურგიული ნაწარმოებიდან, რამდენიმე იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის, ერთ-ერთ პირველ პიესას - „ათვინიერებენ მიმინოს“ - ხშირად ახორციელებენ სხვადასხვა თაობის რეჟისორები.

297247867_365780105738018_7721640478241611647_n.jpeg

ხალდეს სახელი

ხმის ჩამწერ სტუდიაში ამბის რეკონსტრუირება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს ჟღერადობას, აკუსტიკას: სახელებს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები ხმები და სახელები არიან, ტრანს-ეპოქალური მეტყველება. ვინაცვლებთ დაკარგულ დროში, რომელიც აქ არ არის, მაგრამ აქაა: სახელებშია; ჩვენ ვართ.

289588593_5381653245213708_5139086270025273407_n.jpeg

ორფეოსი ჯოჯოხეთიდან მიდის

სწორედ ამ დამყაყებული გარემოს დანგრევას ცდილობს სუსტი, მაგრამ შთამაგონებელი სიყვარულის მოლოდინით აღსავსე, ნევროზებითა და პოეტური კეკლუცობით გამორჩეული ბლანში. თუმცა ნიუ-ორლეანის ეს კვარტალი (რამდენად ნატიფი ირონიაა, მას რომ „ელისეს მინდვრები“ ჰქვია) სტენლი კოვალსკის სამფლობელოა და ამ სივრცეს არავის დაუთმობს.

293521629_618238086157512_1302099610659679955_n.png

პიესების ონლაინ კითხვა/Plays online reading, როგორც ალტერნატიული სახელოვნებო პლატფორმა

2020 წლის მარტის თვეში, თეატრალური უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სტუდენტების ინიციატივით (ქეთევან სამხარაძე და დავით თარბა) სოციალურ ქსელში გამოჩნდა სახელოვნებო პლატფორმა „პიესების ონლაინ კითხვა/Plays Online Reading“, რომელმაც ონლაინ მაყურებლისთვის წარადგინა რამდენიმე თანამედროვე პიესის კითხვა, სხვადასხვა თაობის მსახიობებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

294472554_1472662889829778_3343011628400469994_n.jpg

თორმეტი განრისხებული ქალი

როდესაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორთაჭალის N12 გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიაზე ალტერნატიული არტ-სივრცე შექმნა (სადაც გამოფენები, პერფორმანსები და თეატრალური სპექტაკლებიც გაიმართა), ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე ცეკვის თეატრის სპექტაკლის ნახვაც

289737141_10160215291701880_5655626210696820543_n.jpeg

 „თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას“

დაახლოებით ერთსაათიანი „შექსპირის სონეტების“ ქორეოგრაფია სწორედ ლაშა რობაქიძეს ეკუთვნის, სცენოგრაფია - კახა ბაკურაძეს, ხოლო კოსტიუმები - ტატო გელიაშვილს. მუსიკა უფრო  ჭრელი და ამორფულია: ელექტრონული მუსიკით დაწყებული, ძლივს მბჟუტავი ლირიკული ხმებითა და თავად შექსპირის სონეტების ციტატებით დამთავრებული.

293214238_729183651689418_8536094445304906188_n.jpg

ღირდა ეთეროს განცდები ამ ყველაფრად?

ქალწულ, მარტოხელა ქალს, რომელიც მაღაზიაში ცხოვრობს, მთელი სპექტაკლის განმავლობაში  თეთრი საღამური აცვია. თამთა მელაშვილის ეთეროს ცალკე აქვს სახლი, ხოლო რეჟისორმა ის მაღაზიაშივე დააბინავა - სწორი მიგნებაა, ქალის მთელი ცხოვრება, ფაქტობრივად, ის გარემოა, სადაც მუშაობს.

ვინ არის ადამიანი_

აპოკალიფსური ზმანება ანუ ადამი და ევა ფრონტის ხაზზე

ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს აღელვებს. განსაკუთრებით, საქართველოში!.. რადგან რუსეთის მხრიდან აგრესია, ოკუპაცია, იმპერიული პოლიტიკა არაერთხელ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ... ჩვენს თვალწინ გათამაშებული წარმოდგენა 8-9 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება და ის რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ზრდის განცდის სიმწვავეს.

IMG_7980.JPG

ვინ არის ადამიანი?

ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის ორპერსონაჟიანი სპექტაკლი - „ცხოვრება P. S.“ - ორი ადამიანის სიცოცხლეზეა, ცხოვრებაზეა, სიყვარულზე, სიკვდილზე და ომზეა, ყველაფრის დამანგრეველ, გამანადგურებელ ომზე.

292507769_3305459469730031_7441093107140023854_n.jpg

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა

პროექტი (პროექტის მენეჯერი სოფო-მარიამ ქორიძე), რომლის მზადება სხვადასხვა მიზეზების გამო სამიოდე წელი გაგრძელდა ჩემი აზრით, სრულიად ესადაგება იმ ჩანაფიქრს, რომელიც ლილი იოსელიან ჰქონდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პრემიერით იწყება მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ახალი ცხოვრება, მას შემდეგ რაც ამ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი იოანე (ვანო) ხუციშვილი ჰყავს.

290878075_1267614450649319_8484286244333300145_n.jpg

„ირინეს ბედნიერება“  მესხეთის თეატრში

„ირინეს ბედნიერება“ დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო პიესა, არასდროს კარგავს აქტუალობას მიუხედავად იმისა რომ მისი დაწერიდან (1897 წ.) თითქმის საუკუნე გავიდა. დღესაც ქალებზე ძალადობის, ქმრის მიერ ცოლის მოკვლის იმდენი შემთხვევა ფიქსირდება, რომ დაუჯერებელიც კია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვიმყოფებით.

290712965_785352355799420_800708170072973566_n.jpg

გარდასახვამდე და შემდეგ

2016 წელს, როდესაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დაარსდა, ეს თანამედროვე ცეკვის თეატრის ლანდშაფტის მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებდა. რაც არამხოლოდ თანამედროვე ბალეტის განვითარებას, არამედ საერთოდ, ცეკვის თეატრის (თავისთავად, ტერმინი Contemporary Dance გაცილებით ფართო მნიშვნელობისაა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სრულიად განსხვავებულ მიმართულებებს გულისხმობს) წახალისება-განვითარებას გულისხმობდა.

290155557_5381655521880147_5514632415046267401_n.jpeg

„ვამბობ იმას თუ როგორ უნდა იყოს და არ იმას, როგორც არის“

თავისუფალ თეატრში პრემიერა შედგა: რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა (რომელიც ძირითად მოწვეული მსახიობებისგან შედგება) ტენესი უილიამსის „ტრამვაი სახელად „სურვილი“ წარმოადგინეს. სცენაზე ჭვავის ყანის მსგავსი დეკორაციაა და უნებლიედ გახსენდება ჯერომ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის 50-იანი წლების ყოველდღიურობას ასახავს. რომანის გმირი ჭვავის ყანის პირად დგას, რომ შემთხვევით იქ მოთამაშე ბავშვები უფსკრულში არ გადავარდნენ.

280951991_749725042702707_1410191619087952568_n.jpg

 „დედა მინდა. მინდა, რომ ჩემს  წასაყვანად მოვიდეს“

დავით ჩხარტიშვილის მიზანი სულ სხვა იყო - დაედგა ტრილოგია ერთ კონკრეტულ ოჯახზე, სადაც დედა, მამა, ქალიშვილი და ვაჟიშვილი ერთი ოჯახის წევრები იქნებოდნენ, რომელთა ისტორიას მხოლოდ დროის გრძელი მონაკვეთი აშორებდათ ერთმანეთისგან.

287101067_745277133464758_7893585891000430233_n.jpg

პიანინოს მიერ მოთხრობილი ამბავი

ეს რეჟისორული სვლაა, ასე ვთქვათ ერთგვარი „ეშაფოტი“, რომელზედაც ინგრევა ოცნებები, იბადება ნიჰილიზმი და უიმედობა, ვლინდება ღალატი. ეს აღსარების საკანიცაა, სადაც ერთმანეთს საიდუმლოებებს უმხელენ და ცოდვებს აღიარებენ.

288752327_428314629203498_995418521293862762_n.jpg

ნაპრალებში მოქცეული ოჯახური ცხოვრების ფიქცია

და მართლაც, ის აბსურდულ გარემოში აღზრდილი შვილია, რომელიც ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობს ზრდასრულობაში და ვერ და არ შეუძლია „ვინმე შეიყვაროს“, იმიტომ, რომ თავად არის უსიყვარულობის მორევში გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ესე იგი, თავისი ოჯახის წევრების მსგავსად „მარტოა“, როგორც სულიერად, ისე განცდებით.
 

287683194_1486046188480189_2584954789912614436_n.jpeg

ის, რასაც კულისები არ სჭირდება

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში -  „მიმძიმს ამაზე საუბარი“ - პირველად ნახვის შემდეგ, რეჟისორს, ბატონ სოსო ნემსაძეს გავესაუბრე და საუბრის ბოლოს ვუთხარი: „ნამდვილი საშინელება იყო.“ ყოველ ჯერზე, ამ სპექტაკლის ნახვისას, მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს თავში – საშინელებაა! საშინელებაა!..

286319458_1008213516343449_4237917912604648044_n.jpg

რამე კი არა, ვინ უნდა შევჭამოთ?

სარკასტულ-იუმორისტული ჟანრის პიესა ამავე ხერხით დადგა რეჟისორმა. განწყობას ქმნის პირველივე სცენა, სანამ სპექტაკლი დაიწყება - ქორო (ანდრო შამუგია, მზეკო ჩარგაზია, ლანა ფიფია, თეა ცინცაძე) სიმღერით მოგვმართავს მაყურებელს, გამოვრთოთ მობილური ტელეფონები.

2022_0509_05395500.jpg

რას უნდა ველოდოთ?!

ომის გარდაუვალ სისასტიკეზე აგებული, ემოციით დატვირთული, ტრაგიზმით აღსავსე, უბედურებას მოცული ადამიანები, სულიერი ტკივილებისა და განცდების გაცხადება, მომავლის იმედის დაკარგვა და ამ ცხოვრებას შეგუებულ ინდივიდებს სპექტაკლში ,,ცუდი გზები’’ აცოცხლებენ არტისტები: სოფია სებისკვერაძე, გიორგი გასვიანი, ოთო ჩიქობავა, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი და თეკლა სულაქველიძე, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ირაკლი გოგიას რეჟისორობით.

284072448_348521720700303_8516409771674024892_n.jpg

ნუ ხმაურობ, ჰედა!..

თათა პოპიაშვილმა ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერის“ თანამედროვე, საკუთარი ვერსია შექმნა, ჩვენი ცხოვრების უახლეს სურათებად წარმოადგინა და  4-აქტიანი პიესა  ერთმოქმედებიან სპექტაკლში მოაქცია. თვითონ პიესა  გურამი ღონღაძემ თარგმნა. მან და რეჟისორმა  ტექსტის ადაპტაციასა და ინსცენირებაზე იმუშავეს.

280279062_696216741595210_5152632968140981038_n.jpg

შემზარავი ამბები დონბასის ომის ქრონიკებიდან

ახმეტელის თეატრის სცენიდან, რამდენიმე წლის წინანდელ ნამდვილ ისტორიებს გვიყვებიან, რომელიც დღევანდელი მსოფლიოსთვის ყველაზე აქტუალურ და მწვავე პრობლემას - ომს ეხება. ეს ის თემაა, რომელიც სამწუხაროდ, ახლა და ამ წუთას აქტუალურია, როცა ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში უკრაინაში ომი მძვინვარებს, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩვენც გვეხება.

283285507_10160235847826103_5518758465556862404_n.jpg

„მედეაs01e06’’ ანუ სერიული მკვლელობა ფოთიდან თბილისში

მსურს, აღვნიშნო სპექტაკლის ქორეოგრაფიული მხარე (ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე), რადგან ისეთ სინთეზურ ხელოვნებაში, როგორიცაა თეატრი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომელიც არა კონკრეტულად ქორეოგრაფიულ დადგმას ეხება, არამედ პლასტიკით გადმოცემულ ნარატივს, რომელიც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა უფრო მეტად მეტყველი ყოფილიყო, ვიდრე ეს წარმოჩნდა სპექტაკლში ,,მედეაs01e06’’.

284644106_693884745176580_1588403912649512762_n.jpg

„ცხოვრება ორი ქალია - დედა და სიყვარული“

სტეფან ცანევი - ბულგარელი კლასიკოსია, რომლის 30 მდე პიესა და ლექსების კრებულები რამდენიმეჯერ გამოიცა სამშობლოში. მისი დრამატული ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს, თუმცა ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ისინი შეიქმნა.

დაუთვლელი დღეების ათვლა

ბეკეტისეული „აბსურდი“ სახალხო სამოედნო კარნავალური თეატრიდან „კამერულ თეატრამდე“

გიორგი აფხაზავას ბეკეტი: რამდენიმე წლის წინ, თუმანიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ, ბეკეტის „გოდოს მოლოდინის“ საინტერესო ინტერპრეტირება განახორციელა. 2022 წლის მარტის ბოლოს, თავისსავე დაარსებულ - კამერულ თეატრში - მაყურებელს „ბედნიერი დღეების“ რეჟისორული ინტერპრეტაცია-კონცეფცია შესთავაზა (რეჟისორის ასისტენტი ლევან ბაქრაძე).

281081646_430713968881120_1542027675564904907_n.jpg

ბერი არსენის ცხოვრება ბოლნისის თეატრში...

კრიტი - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ცნობილი მწერლის, დიმიტრი მალიაგინის ლიტერატურული პირველწყაროს - ,,ბერი არსენის ცხოვრება“ - საფუძველზე განახორციელა.

281344183_317854863863876_3547547690369561241_n.jpeg

 „დონ ჟუანი“ ცირკის არენაზე  

„ერთ დღიან რიტუალს“, როგორც  თავად რეჟისორმა უწოდა, კიდევ მეტი ინტრიგა (თუ არა გადამწყვეტი) შესძინა სპექტაკლის გამართვის ადგილმა. კლასიკური პიესის ნახვა და ისიც ცირკში უახლეს  ქართულ სათეატრო სივრცეში ნამდვილი სიახლეა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ თეატრის ისტორია, ამგვარ  პრაქტიკას დიდი ხანია იცნობს.

281138815_952320878755275_1423165292166246041_n.jpg

„ღია ზღვიდან“ „ჩაკეტილ წრემდე“

ლაშა შეროზია ახალგაზრდა ექსპერიმენტატორი რეჟისორია, ზუგდიდის თეატრში მისვლის მერე მისი არც ერთი სპექტაკლი ერთმანეთს არ ჰგავს, არა მხოლოდ რეჟისორული გადაწყვეტით, არამედ კონცეფციით, სცენოგრაფიით (თუმცა მხოლოდ ერთ მხატვართან თამარ ჭავჭანიძესთან მუშაობს).

282276349_317854960530533_1747580845213163324_n.jpeg

კარნავალური „დონ ჟუანი“ ცირკში

თბილისის ცირკის არენას არ ახსოვს, როცა ცხოველთა მომთვინიერებელს, „შავ პუმას“ ან კომანდორის ქანდაკებას მსახიობები ასახიერებდნენ. საცირკო სანახაობაში განხორციელებული ჟან ბატისტ მოლიერის და ალექსანდრე პუშკინის „დონ ჟუანის ანუ ქვის სტუმარი“ პირველად აჟღერდა და გათამაშდა ცირკის თაღების ქვეშ.

281353334_1180182136139799_1530514848726835701_n.jpg

რეფლექსია სპექტაკლზე "ინტერვიუ"

დავით თარბა "ინტიმური თეატრის" ყველა ხერხის დაცვით აგებს წარმოდგენას. მისი, როგორც რეჟისორის ფუნქცია, თითქოს უჩინარია და ამავე დროს ხაზგასმული, საერთოდ ასეთი მუშაობის სტილი ახალგაზრდა რეჟისორისთვის ორგანულია, რაც ჩემთვისაც, როგორც კრიტიკოსისთვის, მისაღები და მოსაწონია.

280388105_1124108931767725_8600213615346135027_n.jpg

სილიკონის ტვინი

სპექტაკლი „ინტერვიუ“ ეხება თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემებს და შესაბამისად ის რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: ეთიკური ნორმები, მათი რღვევა და მედიის მუშაობის მეთოდები. რეჟისორი მსახიობთა (მსახიობები: ლიზი კოტრიკაძე და გივი ბალანჩივაძე) საშუალებით გამოხატავს მოქალაქეობრივ პოზიციას და საზოგადოებას ახსენებს აღნიშნულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც საბოლოო ჯამში პროფესიული პასუხისმგებლობის გაღვივების გარეშე სრულიად შეუძლებელია.

277819551_4959286404140656_7340463612459359683_n.jpeg

დაუთვლელი დღეების ათვლა

შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილი „ბედნიერი დღეების“ ათვლას ბეკეტი სწორედ ქალს - ვინის მიანდობს. „არასოდეს დამავიწყდება სადღაც სივრცეში გამოკეტილი ქალის გამოსახულების სრულყოფილი სიმარტივე. შესაძლოა პიესის ფორმალურმა სიმკაცრემ ჩემს სათქმელს მეტი სიმძაფრე და ემოცია შესძინა“ - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში დრამატურგი.

„შავი ფრინველი“ ათონელზე

როცა მწვანე ამკრძალავი ფერია

რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ორი წლის წინანდელი, ხმაურიანი და ლამის სენსაციური დებიუტის შემდეგ (სპექტაკლი „ბალიშის კაცუნა“ თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფში, რომელიც   2019 წლის წინანდლის ახალგაზრდული პრემიით აღინიშნა), პოსტპანდემიურ თბილისს აპრილის ბოლოს  პრემიერა შესთავაზა: ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში მან თანამედროვე შოტლანდიელი დრამატურგის, დევიდ ჰაროუერის გახმაურებული პიესა „შავი ფრინველი“ დადგა.

CC4A1154.jpeg

მოძრაობის კომედია?!

2019 წლის 17 მარტს, მოძრაობის თეატრში, იოსებ ბაკურაძემ დანტე ალიგიერის მიხედვით დადგა „ღვთაებრივი კომედია“. მოგეხსენებათ დანტე ალიგიერი მეთოთხმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა და თოთხმეტი წლის განმავლობაში ქმნიდა ამ სქელტანიან ნაწარმოებს, რომლის ბოლომდე გააზრება და შეცნობა ძალიან რთულია. დღემდე  საკამათოა ასვე ამ გენიალური პოემის სახელწოდება, თავდაპირველად დანტემ მხოლოდ „კომედია“ უწოდა, ხოლო ღვთაებრივი პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაუმატეს ეპითეტად.

280201360_5242635735826838_4092997429761302885_n.jpeg

„შავი ფრინველი“ ათონელზე 

ახალგაზრდა რეჟისორმა გეგა გაგნიძემ თეატრი ათონელზე წარმოადგინა შოტლანდიელი დრამატურგის დევიდ  ჰაროუერის დრამა „შავი ფრინველი.“ პიესა პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ, სამეფო უბნის თეატრში მოეწყო პიესის საჯარო კითხვა (წაკითხვა მოამზადა რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა).

281456027_4805037722959301_2268834886697152546_n.jpeg

არა იძუნწო, რადგან ბედნიერება ფულში არ არის

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე დადგმული „ძუნწი“ არ გახლავთ მხოლოდ გიორგი ერისთავის პიესის სცენური ინტერპრეტაცია, აქ შეხვდებით ავქსენტი ცაგარლის ხანუმას. ფაქტობრივად, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელიც ტექსტის სცენური ვერსიის ავტორიცაა, ამ ორი ნაწარმოების კომპილაციას გვთავაზობს. შესაბამისად, სრულიად ახალ ისტორიას ერისთავისა და ცაგარლის სიუჟეტების მოტივებზე. უნდა ითქვას, რომ ორი სხვადასხვა ნაწარმოების ეპიზოდების გაერთიანება ერთ ამბად ოსტატურად მოახერხა რეჟისორმა.

278414012_10160173863741103_2716783401925727999_n.jpeg

მედეა e01s06: ტექსტი და დადგმა

პაატა ციკოლია დიონისური ტიპის დრამატურგია, მაგრამ აპოლონური ტიპის რეჟისორი, შესაბამისად, წინააღმდეგობა ტექსტსა და დადგმას შორის თვალშისაცემია. სცენაზე ციკოლიას უყვარს პლასტიკურობა, სადა და ფართო ფონი, ქანდაკება ქანდაკების სახით (ფორმათა გეომეტრია) და ქანდაკება მსახიობებში. სცენური მოქმედების აღმით ბალანჩინის ჰგავს (ქორეოგრაფიული ნაწილი „მოჭრილი თითის ამბავში“).

275730058_1423309794753829_1529509549928605580_n.jpeg

რუსთავის თეატრის „კუკარაჩა“ ნანახი გაქვთ?

სოსო ნემსაძის „კუკარაჩა“ ნამდვილად არის მცდელობა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ახლებურად და თანამედროვედ გადააზრების, კლიშეებისგან და შტამპებისგან თავის დაღწევის. თუმცა, რეჟისორი მაინც თავს იზღვევს და საბჭოთა მილიციელის სიყვარულის ამბავს, როგორც ათწლეულების წინ მომხდარ სევდიან ისტორიად წარმოგვიდგენს და არა როგორც დღევანდელობას.

269550149_2166727396819401_6577116545390432337_n.jpeg

დაიფიცეთ ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე!

რეჟისორ ირაკლი გოგიას „მედეა და ოიდიპოსი“ ახმეტელის თეატრში: პოსტინდუსტრიული დრამა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის უხილავი მუშების წასახალისებლად... და კლასიკურ წარმოდგენებში ნავარჯიშევი თეატრალების დასაბნევად.

„ბედნიერი ვარ, რადგან ვიპოვე ცხოვრების აზრი და მისია...  ნაზია ჩემი ღმერთი...“

ვინ იქნება ახალი პატრიარქი? ვინც არ უნდა იყოს, ძველი პატრიარქის ტრავმებს აიკიდებს!

ფანატიკური რწმენა ადამიანებს არ აძლიერებს. პირიქით, იგი მათ სიძულვილსა და ძალადობის სურვილს უძლიერებს იმ  ადამიანების მიმართ, რომლებსაც  იმის არ სწამთ, რისიც სხვებს. ნუთუ მაქვს უფლება, მქონდეს აზრი, მაგრამ სხვას ვართმევ უფლებას, ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი -  სამწუხაროდ, დღევანდელი საპატრიარქოს სახე  სწორედ ასეა ილუსტრირებული.

IMG_2765.jpeg

ხელოვნების მომავლის გაუკვალავ გზაზე

ციფრულ სამყაროში შექმნილი პერსონაჟები - სერფიტები ჰოლიზეუმის პავილიონში ვირტუალურ სივრცეში გაცოცხლდნენ. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან ეს არის NFT (Non-fungible token) პერსონაჟების პირველი გაცოცხლება. სწორედ აქ, ამ პროექტში შეხვდა ერთმანეთს NFT, ვიდეო არტი, ელექტრონული მუსიკა და თეატრი ერთმანეთს.

279229726_373409658061160_2218213590050456454_n.jpg

3+1=2

მესხეთის თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა თავის მაყურებელს - ფიქრია ყუშიტაშვილის პიესა „3+1“ რეჟისორ კახა გოგიძის დადგმით. პიესა მიხეილ თუმანიშვილის ფონდის (ხელმძღვანელი მანანა ანთაძე) მიერ ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთია გამარჯვებულია. თეატრალებისათვის ეს ფონდი ყველასთვის ცნობილია.

279631808_420438816581629_2282659605500844371_n.jpg

თამაში მთვარის სრული დაბნელების დროს

სპექტაკლი „თამაშის“ სახელით იქნა განხორციელებული (ისევე როგორც მისი ფრანგული ვერსია „Le jeu“), რაც ჩემი აზრით, ზუსტად ესადაგება იმას, რაც სცენაზე ხდება, არა როლების გათამაშების თვალსაზრისით, არამედ უფრო მეტი - იმის გარკვევით როდის „თამაშობდნენ“ პერსონაჟები საკუთარ ცხოვრებას, იქამდე ვიდრე ამ თამაშს წამოიწყებდნენ, თუ ახალა, როცა ამ თამაშის თამაშში არიან ჩართული (ბოდიშს ვიხდი ამ ტავტოლოგიისათვის, თუმცა რეალურად სცენაზე სწორედ ეს ხდება).

278982020_10160181994881103_6475372480346668040_n.jpeg

„ბედნიერი ვარ, რადგან ვიპოვე ცხოვრების აზრი და მისია...  ნაზია ჩემი ღმერთი...“

დათა თავაძის მიერ ქართულ სცენაზე დადგმული სპექტაკლებიდან ყველაზე მწყობრად გამართულ და დასრულებულ ნაწარმოებად (ჩემთვის) მაინც ითვლება „პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი“, სადაც, დათა ზუსტი რეჟისორული ალღოთი ირჩევს მსახიობების გუნდს, ზუსტი რეჟისორული ალღოთი ანაწილებს ამოცანებს და მსახიობებიც ბუნებრივად, სიღრმისეული გააზრებით იღებენ რეჟისორისგან განკუთვნილ ფუნქციებს და გადასცემენ მაყურებელს საკმარისი ეგზალტაციით ნაზავ ექსპრესიულობას...
 

278759914_110094115010113_6575778573626802637_n.jpeg

ბურკაში შეფუთული მედეას სიშიშვლე

ექსპოზიცია-პერფორმანსი, რომელიც დიდი იშვიათობაა ჩვენს სახელოვნებო სივრცეში, აერთიანებდა ინსტალაციას, ვიდეო არტს, ტექსტსა და მუსიკას (მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქია). არტისტები შეეცადნენ დღემდე ამოუცნობი და ამიტომაც, მარადიულად მიმზიდველი მითოლოგიური სახე-ხატის - კოლხი მედეას მხატვრული სახის ახლებურ გადამუშავება-გააზრებას, რომლისთვისაც რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა თანამედროვე ბერძენი ავტორის ანდრეას ფლურაკისის მონოპიესის ტექსტი „მედეას ბურკა“ (თარგმანი სოფიო შამანიდი) გამოიყენა.

279067995_10160181997431103_1940695280990042036_n.jpeg

სად არის შენი ბედნიერება, ნაზი?!

ვალერი ოთხოზორიას ახალი პიესის - „წმინდა ნაწილები“ (რომელიც აუცილებლად გახდება ფართო განსჯის საგანი არა მხოლოდ განსხვავებული ენობრივი სტრუქტურის, არამედ მასში მწვავედ და სწორად დასმული პრობლემის გამო), მთავარი გმირი, მონაზონი ნაზი დაავადებულთ სასწაულებრივად კურნავს, მაგრამ მას განკურნებულები პოლიციაში უჩივიან.

278549947_1152863008836218_7921058923122155626_n.jpg

ქარი ქრის ვერხვებში

სპექტაკლი, რომელზეც ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, გვიან ვნახე. იგი უკვე მესამე წელია ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიულ დრამატული თეატრის რეპერტუარშია და 2020 წელს თეატრალური საზოგადოების „გრან პრი“ დაიმსახურა. ასე მოხდა იმიტომ, რომ სპექტაკლის ნახვა ქუთაისის თეატრის სცენაზე მინდოდა, სადაც დაიდგა იმ განსაკუთრებული სცენოგრაფიული და აზრობრივი გადაწყვეტილების გამო, რაც ახალგაზრდა რეჟისორმა ნინი მაღლაკელიძემ მიიღო.

192592311_2928443170707470_8956362845389188129_n.jpg

აქ არაფერია სასაცილო

უმძიმესი, გაუსაძლისი პირობების ფონზე ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა შეროზიამ ადგილობრივ დასთან ერთად წარმოგვიდგინა სპექტაკლი - „ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი, ბუმ-ბუმ, პუცი-პუცი“. რეჟისორის ჩანაფიქრი დროისა და ადგილის დისტორსიისკენ არის მიმართული, რაც სპექტაკლის მიმართ სხვადასხვა ასოციაციას იწვევს.

277992317_724098119036623_8998903453398935679_n.jpeg

რა მოხდა ბოლნისში?

ბოლნისის თეატრმა, სამწლიანი შესვენების შემდეგ,  ოთხმოცი წლის იუბილე აღნიშნა. თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ, მაიკლ ფრეინის კომედიური პიესით „ხმაური სცენის მიღმა“ გახსნა სეზონი. ეს ნაწარმოები არა ერთხელ დადგმულა ქართულ სცენაზე. მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სცენის გაჩერებული წრე დაატრიალა, რომელიც 15 წელი უფუნქციოდ იყო.

278637598_293583632957666_3112869024315111405_n.jpeg

ბურკაში შეფუთული მედეას ცხოვრება

ანდრეას ფლურაკისის „მედეას ბურკას“ შესახებ, რომელიც წარმოდგენისთვის თითქოსდა უცნაურ ადგილას - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში გაიმართა. მისი რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილია, რომელსაც ეს პროექი დიდი ხანია ჩაფიქრებული ჰქონდა.

277964600_3240958899508521_5446945899465532952_n.jpg

ვის დარჩა 200 ათასი?

რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა, რომელიც გორის თეატრის ხელმძღვანელობდა, პირველი „გასვლა“ ახალციხის თეატრში განახორციელა. მისი არჩევანი შეჩერდა ნიკოლაი გოგოლის კომედიაზე „მოთამაშეები“, რომელიც „შულერების“ სახელით მოგვევლინა.

276312702_1847846998758126_1566811134638161275_n.jpeg

რამდენიმე სიტყვა დავით ხორბალაძის სპექტაკლზე UNMEMORY

აკადემიურ თეატრთან პაექრობაში შესული ახალგაზრდული თეატრი მსახიობს ეთიკურ ფუნქციას აცლის, რა დროსაც სუბიექტი (მსახიობი) ხდება ცარიელი სხეული (ფეტიშის ობიექტი - სხეული, რომელსაც არ გააჩნია ისტორიულ-მენტალური მეხსიერება) საბოლოო ჯამში ასე ვიღებთ მომაკვდავ სივრცეს, სადაც შექსპირის, შილერის, მოლიერის, ბრეხტის და სხვა დიდი დრამატურგების პიესები ინსცენირებისას შინაარსისგან იცლება, რჩება ფასადი ფიშლის და ვაისის (ყალბი) რედი-მეიდების სტილში.

278329330_932640880763280_4147770911714224716_n.jpg

ოტე... - ლო,  დეზ... -  დემონა და სხვები...

რეჟისორები ბრაზობენ როცა თეატრმცოდნეები ცდილობენ დააზუსტონ რომელ მიმართულებაში მუშაობს სპექტაკლის დამდგმელი, რომელ ჟანრს მიეკუთვნება მათი ნამუშევარი, თუმცა... სპექტაკლის საფუძველზე ვცდილობთ განვსაზღვროთ რა სტადიაზე იმყოფება ჩვენი სამყარო, რა გველის მომავალში, რომლის ხილვათა წვდომასაც სწორედ ისინი ახერხებენ  ხოლმე  და განათავსებენ თავიანთ ქმნილებებში.

70677436_2345420955712226_7381438495505514496_n.jpeg

„ნოეს“ გახსენება, ანუ შეფასების ვნებითი სტრუქტურის შესახებ

„ნოე“ არის სპექტაკლი, რომელზეც, ჩემი აზრით, მოგვიანებით, გვიან, ან წლების შემდეგ უნდა ისაუბრო; უნდა გაიხსენო, როგორც ბავშვობა, როგორც წარსული, შესაძლოა როგორც ის, რაც არ გვახსოვს, ისტორია პრეისტორიული, მაგრამ აქ და ახლა; ისტორია, როგორც ანტი-ისტორია, ისტორია, რომელსაც უარყოფ; უნდა გაიხსენო, როგორც უარყოფის უარყოფა; გახსენება, როგორც დიალექტიკურად ფილოსოფოსობა.

272985266_4998202336905027_6929148940719247141_n.jpeg

  „შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ჰელვერ!“

ორი სხვადასხვა თაობის მსახიობის - ირინა მეღვინეთუხუცესისა და ბექა მეძმარიაშვილის დუეტი უდავოდ შთამბეჭდავია. როგორც თავად პერსონაჟები, ვერც ისინი იარსებებენ სცენაზე ერთმანეთის გარეშე. ირინა მეღვინეთუხუცესი თითოეული მზერით, სიტყვითა თუ ჟესტით ,,ეფერება'' ჰელვერს.

277966521_682708052966008_6432429112385634575_n.jpg

ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა!..

UNMEMORY (აი, ასე უთარგმნელად,  გამოგონილი - ხელოვნურად შექმნილი სიტყვით. ასე მხოლოდ ერთ ძველ კომპიუტერულ თამაშს ერქვა - მეხსიერების დაკარგვაზე და მისი ლაბირინთებიდან გამოსავლის ძიებაზე) როგორც ხსოვნის კონტრაპუნქტი -  უწყვეტად,  თითქმის ორი საათი გრძელდება და სხვადასხვა ხერხითა და ფორმით, ჟანრშიც კი,  წრეში აქცევს და კეტავს მაყურებელს. აშკარად შეიგრძნობა ჩაკეტილობის. ვითარებიდან გამოუვალობის მდგომარეობაში ყოფნისა და სამყაროს ასეთად აღქმის არსებობა. ფარული შეგრძნება და გზავნილები. 

OU1C5979.jpg

XXI საუკუნის ბედნიერი დღეები

 „ბედნიერი დღეების“ გარემო, უდაბნოა, რომელსაც დასასრული არ გააჩნია და,  პროექციის საშუალებით, სცენის სიღრმეში ჰორიზონტზეა გადაჭიმული, რაც უფრო ამძაფრებს მიუსაფრობის შეგრძნებას (სცენოგრაფი სოფიკო კიკაბიძე), და, რასაც თან ახლავს მოვლენის შესაბამისი, მაყურებლის ყურსა და გრძნობათა ბუნებაზე ემოციურად მოქმედი მუსიკალური გაფორმება, რომელიც რეჟისორმა კომპოზიტორ გია ყანჩელის მელოდიებით გააფორმა.

271781087_1822533871279383_9054678997035584022_n.jpeg

„ღმერთები“ და სიგიჟის ამოცანა

ვფიქრობ, რომ „ღმერთები“ შეშლილობაზეა. შესაძლოა, მისი შინაარსი ოდნავ სხვაა, მაგრამ მისი სტიქია, მისი ფორმა, მისი პათოსი და ეთოსი სიგიჟეა. და თუკი სიგიჟე, როგორც დღესასწაული (სიგიჟე-დღესასწაული, სიგიჟის დღესასწაული, როგორც გაგიჟების დღესასწაული) თეატრის დაფარული საფუძველია, რომელიც თეატრის მექანიზმმა ალაგმა და რაციონალურ ფარგლებში მოაქცია, გონების კულტურულ მანქანად გარდაქმნა, მაშინ გამოდის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, „ღმერთები“ სწორედ ამ პირველყოფილ, თეატრამდელ სტიქიას რეზონირებს, სწორედ იმ ნიადაგზე ან იმ იმპულსებიდან (ყველაზე ცოტა, იმპულსებისკენ) ვიბრირებს.

277687303_699341148166626_8535441665379140428_n.jpg

„ფრეკენ ჟული“ ათონელის თეატრში

რეჟისორმა სოფიო ქელბაქიანმა სპექტაკლისთვის შესაფერი პირობები შექმნა, მასვე ეკუთვნის სცენოგრაფიაც. თეატრში არსებული გარემო, სივრცე და სცენის განათება, რომლის შესახებაც სტრინდბერგი პიესის შესავალში წერდა, სპექტაკლის ფორმას მოუხდა.

276326739_658342492050775_6996217086648040579_n.jpg

მხოლოდ ღამემ...

გოგი მარგველაშვილის „ჰელვერის ღამე“  ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ინგმარ ვილკვისტის (იაროსლავ სვერჟიჩი) პიესაზე, ალბათ დღეს მეტი სიმწვავით აჟღერდა და ახალი „თვისებებიც“, შეიძინა, ვიდრე მაშინ შეიძლება ყოფილიყო, როდესაც შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო.   

276326739_658342492050775_6996217086648040579_n.jpg

მხოლოდ ღამემ...

გოგი მარგველაშვილის „ჰელვერის ღამე“  ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ინგმარ ვილკვისტის (იაროსლავ სვერჟიჩი) პიესაზე, ალბათ დღეს მეტი სიმწვავით აჟღერდა და ახალი „თვისებებიც“, შეიძინა, ვიდრე მაშინ შეიძლება ყოფილიყო, როდესაც შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო.   

277223438_5123731524339597_8884041879919655321_n.jpeg

მოვა თუ არა?

სამეულ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ გოგი ჩაკვეტაძის სპექტაკლია, რომლის პრემიერაც მარტის ბოლოს გაიმართა და სცენაზე ამ ოთხი პერსონაჟიდან (ბექა პაპუაშვილი, ლაშა წიფლაშვილი, დათა ხუნაშვილი, ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე) მისი სტუდიის კურსდამთავრებულებიც არიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი რთულ ამოცანას, ვინაიდან აბსურდის ეს პიესა როგორც წესი „მახეს უგებს“ შემსრულებლებს.

274544668_5055247507898996_8137413285174270840_n.jpeg

სტრინდბერგისეული კონფლიქტი ქალსა და მამაკაცს შორის

მსოფლიო დრამატურგიაში ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი იმ პიესათაგანია, რომელსაც ავტორმა თითქმის ათ გვერდიანი შესავალი დაურთო, სადაც ზუსტადაა მოცემული არა მარტო პიესის ჟანრობრივი თავისებურებანი, არამედ პერსონაჟთა ხასიათები და მიზანსცენებიც კი.

276969715_536755787794476_4301747287227380177_n.jpg

ამბავი ქვრივებზე და უქმროდ დარჩენილ ცოლებზე

სლავომირ მროჟეკის დრამატურგია თანამედროვე ქართულ თეატრისთვის არ არის ახალი. სხვადასხვა თეატრში და სხვადასხვა დროს, იდგმებოდა მისი „ემიგრანტები“, „სტრიპტიზი“, „ღია ზღვაში“, „პოლიცია“. „ქვრივები“ კი პირველად დაიდგა საქართველოში და თანაც ძალიან განსხვავებული და უცნაური ინტერპრეტაციით. ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი გამყრელიძემ შეცვალა პერსონაჟები და ქვრივი ქალების ნაცვლად პიესა დადგა ქვრივ მამაკაცებზე.

78171632_10157886110861103_8366449563640266752_n.jpeg

9 + არა კაც კლა

„დეკალოგი“ - სამეფო უბნის თეატრშის ქართულ-პოლონური კოლაბორაციაა. პოლონელმა რეჟისორმა, ვოიტეკ ფარუგამ (თავის ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია. 2016 წელს მარჯანიშვილის თეატრთან და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად სპექტაკლი „მარცხენა მაღალ ქუსლებზე“ დადგა) საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ეკრანიზაციის სასცენო ვერსია წარმოგვიდგინა. სპექტაკლი თავისთავად უკვე ინტერესს იწვევს - რისი თქმა სურს  შენს ქვეყანაში პოლონელ  რეჟისორს და რაც  ყველაზე მთავარია, სპექტაკლი მოლოდინს გაამართლებს თუ არა.

275993718_5162287527150649_4039857305423919245_n.jpeg

მარადიული ომი, გაყინული კონფლიქტი...

ომის და ომში მყოფი ადამიანების ამბავს დათა თავაძე ზოგჯერ იუმორითა და თვითიორნიით ჰყვება, განსაკუთრებით ეს გამოსჭვივის ზინასა (თამარ მდინარაძე) და თინას (შორენა გვეტაძე) დიალოგებში. ომის სიმძიმეს მათი ოდნავ აბსურდული დიალოგები ამსუბუქებს. საბა ასლამაზიშვილის ინტერპრეტაციაში კი იუმორის კვალი გამქრალია და ის მხოლოდ დრამატული პასაჟებით არის დატვირთული.

275574747_713131960048534_7073822633937070523_n.jpg

სიკვდილის დღის საჩუქარი

გაცილებით რთულია ემსახურო ქართულ თეატრს იქ, სადაც ყოველი წარმოდგენის განხორციელება მრავალ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე, ქვეყნის რომელიმე წამყვან თეატრში, რომლის თანამედროვე, მოდერნიზებული მატერიალურ - ტექნიკური ბაზა თუ სამსახიობო ანსამბლი იძლევა პროფესიული რეალიზების სრულ შესაძლებლობებს. ზურაბ ხვედელიძემ რთული გზა აირჩია, მთელი ცხოვრება იყო იქ სადაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ქართულ თეატრს.

275366426_1066964540828328_4854050082597655482_n.jpg

ან განშორება, ანდა შეხვედრა...

ზოგადად, ექსპერიმენტული სივრცე, როგორც ვიცით,  სივრცეა, რომელშიც დარღვეულია თეატრის „ტრადიციული“ დარბაზის გეგმა, სქემა, განლაგება და წესრიგიც და რომელიც  სპექტაკლის მოქმედების  განვითარების, აწყობის თავისუფლებასა და სხვაგვარი, თუნდაც კომპოზიციური, სტრუქტურული  გადაწყვეტის შესაძლებლობებს იძლევა.

275954601_3055216864745785_5951798267308936997_n.jpg

რა არის INTRO?

მუსიკის, რითმის ინსპირაციით შექმნილი მოძრაობები

 „ინტრო“ - მედიტაცია, საკუთარი სხეულიდან გასვლაა. აქ მსახიობების ყოველი მოძრაობა ავანსცენიდან ნათქვამი სიტყვის ტოლფასია. „სულ რაღაცის რატომ გვეშინია?“; „ვის ადარდებს მომავლისკენ რომ მივდივართ ხოხვით“; „როცა დღე ღამეზე ბნელია…“; „ჩვენ არ გავქრებით...”- რეჩიტატივებს კახა ბაკურაძე ხშირად მიმართავს, რაც ფაქტობრივად რეჟისორის ხელწერად იქცა. ამ ხერხით პროტაგონისტი ინტონაციურად აქცენტირებს პრობლემებზე, რომლებიც ასე აქტუალურია დღეს.

275976788_364182158919459_1167806575895386602_n.jpg

 „წმინდა ანტუანის სასწაული“ თოჯინების თეატრში   

 დრამის რეჟისორთა ინტერესი თოჯინური სპექტაკლების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც ამ ჟანრში პროფესიული რეჟისურა ჩამოყალიბდა. (გავიხსენოთ, მაგალითად ინგლისელი რეჟისორის გორდონ კრეგის თეატრალური ექსპერიმენტი,  თოჯინა- მარიონეტის მონაწილეობით).   

275814647_1121774358601809_7315348658329939671_n.jpg

როდის გათენდება?!

გრიბოედოვის თეატრში თანამედროვე პოლონელი ინგმარ ვილკვისტის „ჰელვერის ღამის“ პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორი გოგი (გიორგი) მარგველაშვილია.   ჰელვერის ღამე არა ერთხელ დადგმულა ქართულ თეატრებში თუმცა პიესის თემა  განსაკუთრებით ახლა თითოეულ მოქალაქესთან ყველაზე ახლო და აქტუალურია. 

 

276013882_351623720225395_196608312210399717_n.jpg

ჰელვერის უკანასკნელი ღამე

რას წარმოიდგენდა გოგი მარგველაშვილი, რომ მისი ახალი ნამუშევრის პოლონელი დრამატურგის „ჰელვერის ღამის“ საპრემიერო ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვეოდა, ან ირინა მეღვინეთუხუცესი, რომ მისი პერსონაჟი ალყაშემორტყმულ ბინაში აღმოჩნდებოდა ზუსტად ისე, როგორ ახლა მისი უახლოესი ნათესავები იმყოფებიან ქალაქ ხარკოვში.

 

275910923_1642994079375520_4705020274041325912_n.jpg

როგორ მოვიქცეთ, როდესაც არ გვიხდიან?!

„არ გვიხდით?! არ გადავიხდით“ - სოციალურ-პოლიტიკური კომედია, სატირა, ტრაგიკომედია, ფარსი, გროტესკი, აბსურდამდე მისული ფანტასმაგორიაა, რომლის  სამეტყველო „ენად“ და მთავარ გამომსახველ ხერხად რეჟისორი „შავ“ იუმორს მიმართავს (როგორც დრამატურგი) და გადაჭარბების (გადაცდენის) გარეშე თავისუფლად, ლაღად, მოქნილად იყენებს.

 

275837442_1116820029168159_4553126794598634040_n.jpg

შვიდჯერ ნასროლი შვიდი ტყვია ...

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, რომლის ავტორი და რეჟისორი სოსო ნემსაძეა.

 

275921870_1865332546999515_1346530959504834248_n.jpeg

დედაა ომი?

„დედაომის“-ეული ასოციაციები

დათა თავაძის „დედაომი“  გლობალურ ომზე, ძალადობაზე, უსიყვარულობაზეა. ომი - ოჯახში, დედა-შვილს შორის, სხვადასხვა თუ ერთი სქესის წარმომადგენელს შორის, მეგობრებს შორის, ქვეყნებს შორის... ავტორის მიერ შექმნილ ტექსტში დახვეწილი იუმორიც არსებობს, რაც მკითხველს გადმოცემული ტრაგიკული, მძიმე ამბის აღქმაში ეხმარება.

 

275421105_4942321729184715_7063248484889733969_n.jpeg

დედაომი

ოზურგეთში დადგმული წარმოდგენა ეს არის დრამა-აქცია ომზე და მის ტრაგიკულ შედეგებზე. რამდენიმე სიტყვა თვის პიესაზე: „დედაომი“ - 2008 წლის ომის გამოძახილია. მაშინ დათა თავაძე ჯერ მხოლოდ 18-დე წლის იქნებოდა, მაგრამ ეს საშინელება მკვეთრად ჩაიბეჭდა მის მახსოვრობაში. შემდგომ იყო სტუდენტობა, „როიალ ქორთის “ ახალგაზრდა დრამატურგთა სემინარი, და იქ დაწყებული მისი პიესა „დედაომი“ შერჩეულ იქნა „აქტუალური დრამის კვირეულისთვის“ კიევში.

 

275478880_501933388174053_7334029629192875757_n.jpg

შავი კომედია

კომედიური ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებში, რეჟისორი სცენოგრაფის (მხატვარი: ნინო კიტია) დახმარებით გვაჩვენებს ზღაპრულ სამყაროს, თავისი კოსტიუმებით თუ დეკორაციით, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. თანამედროვე ყოფითი სიმღერები და ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი: დათო მეტრეველი) ის გამომსახველობითი საშუალებებია, რომელიც სპექტაკლს კრავს.

 

274903162_1683922188627965_3773216313008109908_n.jpg

Viva Opera!

საპრემიერო სპექტაკლში გიორგი გაგნიძესთან ერთად მონაწილეობდნენ და წამყვან პარტიებს ასრულებდნენ - ლეგი იმედაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ჭელიძე, ანასტასია სოლდირევა (იტალია), ირინა შერაზადიშვილი, თამაზ საგინაძე, მარიამ ქობალიანი და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდებული გუნდი („სოლისტების“ გუნდი - გუნდი, რომლის მთელი შემადგენლობა „სოლისტია“ და რომელიც მსოფლიოს საოპერო გუნდებს არ ჩამოუვარდება), ავთანდილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით.

 

274473959_1122118461881974_4138140318701096196_n.jpg

„ომი ნამდვილია... ქალაქში ყველა ტირის“

მეოცე საუკუნის მიწურულს 90-იან წლებში, როდესაც საკმაოდ რთული დრო იყო მთელი მსოფლიოსთვის ადამიანის შინაგანმა სამყარომაც დაიწყო ნგრევა. კაცობრიობა თავისი არსებობის დღიდან იბრძვის და ომობს მსხვერპლი ფაქტობრივად გამუდმებით საფრთხის ქვეშაა.

 

8AD1DA39-7779-429D-886E-46A5770F02DB.JPG

ბრბო ანადგურებს განსხვავებულებს

ინგმარ ვილკვისტის პიესა და გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლი ეხება სხვადასხვა სახის პრობლემას, მაგრამ მთავარი არის - ბრბოს მიერ განსხვავებული ადამიანების მოსპობის სურვილი. მართალია, დღეს საკონცენტრაციო ბანაკები არ გვაქვს და სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს თუ შშმ პირებს გაზის კამერაში არ ათავსებენ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ხშირად იმ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომლებიც სხვებს არ ჰგვანან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი, თუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი.

 

ჰელვერის ღამე

კარლასა და ჰელვერის ღამე

ურთიერთობების „ფაქიზი ლირიკა“ გათამაშდა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე, სადაც, კამერულ გარემოში, ჩაკეტილ, სერი და რუხი ტონალობის, ცისფრიდან ლურჯში გარდამავალი განათების სივრცეში, რომელიც სიცივის შეგრძნებას გიტოვებს, მიუხედავად წვრილბურჟუაზიული, სლავურ-პოლონური სცენოგრაფიისა (მხატვარი: შოთა ბაგალიშვილი), საიდანაც მკვეთრად იგრძნობა ტრადიცია და ეროვნულობა, რეჟისორმა გიორგი (გოგი) მარგველაშვილმა პოლონერი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის - „ჰელვერის ღამე“ - პიესა გააცოცხლა და, მაყურებელს წარმოუდგინა ინტელექტუალური სპექტაკლი ფსიქო-დრამატულ, ფსიქო-სოციალურ ჭრილში აგებული.

 

273223105_4998203470238247_4533605766563536901_n.jpeg

ჰელვერის ღამე

„ჰელვერის ღამე“, რომელიც  განსაკუთრებული ინტენსივობით ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც არაერთხელ დაიდგა თბილისსა თუ რეგიონულ თეატრებში. ამჯერად, „ჰელვერის ღამის“ საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა გოგი (გიორგი) მარგველაშვილმა გრიბოედოვის თეატრში.

 

262392985_4503198306394283_2127904347109673690_n.jpg

ჩემი იმედი არ გქონდეს, მამა!

ტრილოგიის ორივე ნაწილი საკმაოდ რთული და ემოციური ნამუშევარია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი მნიშვნელოვან და საკმაოდ თვალსაჩინო ჯაჭვს აბამს სპექტაკლებს შორის. ორივე ნაწილს ერთმანეთთან ძალიან ბევრი საერთო აქვს, დაწყებული რეჟისორული გადაწყვეტებითა და ჩანაფიქრებით, დამთავრებული მაყურებლის განლაგებით და კიდევ ბევრი სხვა რამ, უფრო მარტივიც და რთულიც.

 

273877152_414325227135115_8208268849506886059_n.jpg

არ მჯერა!

ახმეტელის თეატრში  „მედეა და  ოიდიპოსი“ თანამზრახველებად მოგვევლინნენ და ეცადნენ, (ნამდვილად ცდა არ დაუკლიათ), რომ კარგი გემოვნებიანი სპექტაკლი ეჩვენებინათ.  სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი გოგია გახლავთ, პიესის ავტორი კი ანტონინ მარტო (ირაკლი კაკაბაძე). სპექტაკლის სათაურმა დიდი ინტერესი და ინტრიგა გამოიწვია ჩემში, თან როდესაც გავიგე, რომ ახმეტელის თეატრში პროტაგონისტად  რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი გვევლინებოდა  ნახვის მოლოდინი  კიდევ უფრო გამიმძაფრა.

 

IMG_4761.JPG

სხვა „სამი და”

გამიჩნდა   კითხვა- „ჩეხოვს რა  დაუწუნეს?”,  მაგრამ  წარმოდგენის ნახვისას, მივხვდი, რომ დრამატურგმა, რეჟისორმა და საერთოდ, შემოქმედებითმა ჯგუფმა საინტერესო და თამამი გადაწყვეტილებები მიიღეს. მოქმედება მიმდინარეობს დღევანდელ საქართველოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი  პრობლემებით. მსგავს ხერხს არაერთი ქართველი რეჟისორი მიმართავს, ამის  ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია   თავისუფალ თეატრში დადგმული ავთანდილ ვარსიმაშვილის „მექანიკური ფორთოხალი“, სადაც ასახულია არა  მომავლის ინგლისური საზოგადოება, როგორც  ენტონი ბერჯესთანაა, არამედ 90-იანი წლების საქართველო. 

 

273632965_505189787836949_8114385668655785820_n.jpg

რესპუბლიკა გურია

პარტერში შესულ მაყურებელს სცენაზე ქალები გვხვდებიან იატაკის ჯოხებითა და ტილოებით ხელში. ქანცგაწყვეტილები სულს ძლივს ითქვამენ, რაც მანერული და არადამაჯერებელია. მსახიობები თუ უფრო ნაკლებად მოინდომებენ დაღლილობის ხაზგასმას, ცხადია უკეთესი იქნება. გამოდის პროტაგონისტი (გიორგი დოლიძე), ველოდებით, რომ სიტყვას იტყვის, ის კი ხელის მიკროფონზე დარტყმით, გულის ცემის იმიტაციას აკეთებს.

 

273558689_367525651512107_8716788778232216449_n.jpg

„მოჩვენებანი“ - თავისუფალი ინტერპრეტაციები თავისუფალ თეატრში

ვფიქრობ, საბა ასლამაზიშვილი იმ რეჟისორებს მიეკუთვნება, რომლის ძიების მთავარი საგანი დღევანდელი მაყურებელი და მისი ინტერესებია. შესაბამისად იგი არა მოვლენათა რიგსა და თანმიმდევრობაზე, არამედ მაყურებლის ე.წ. აფექტურ მდგომარეობაში მოქცევაზე აკეთებს აქცენტს. ამის შესაბამისია მსახიობის ამოცანა: იყოს მაქსიმალურად გამომსახველობითი

 

269849637_5203996269628085_4319231786183778385_n.png

ძალადობა და პასიურობა უსახელოდ ქცეულ მასაში

ლევან წულაძის და თემო კუპრავას მარჯანიშვილის თეატრში დადგმული „ინციდენტი მეტროში“, ლარი პირსის ფილმის „ინციდენტი“ (1967 წ.), გასცენიურებული ვერსიაა (ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა). თავად ფილმი ნიკოლას ბაერის ტელესპექტაკლის „მგზავრობა ტერორით“ მიხედვით შეიქმნა.

 

IMG_4529.jpeg

ილუზიისა და რეალობის ზღვარზე მყოფი მოზარდების ყოფა

დღევანდელი თინეიჯერები უპირატესობას ანიჭებენ „ნეტფლიქსზე“ ფილმებისა და სერიალების ყურებას, თეატრებში მათ იშვიათად შეხვდებით (თუ არ ჩავთვლით 18+ მაყურებელს).  

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ არ დადიან  მოზარდები თეატრში? განა არსად არ გადის სპექტაკლი აქტუალურ თემებზე?  რა თქმა უნდა, არაერთი ღირსშესანიშნავი დადგმა  არის ჩვენი თეატრების რეპერტუარში, მაგრამ ისინი ხშირ შემთხვევაში არ ეხებიან სწორედ 13-19 წლის ახალგაზრდების პრობლემებს. 

 

205658779_10159611826256103_7424599587762210473_n.jpeg

ქალური სოლიდარობის დიადი სასახლე

სამეფო უბნის თეატრში ნინო ხარატიშვილის „მსახურთა შემოდგომის“ პრემიერა 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველია, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს.  მინდა აღვნიშნო, რომ მისი ერთ-ერთი წარმატებული საკმაოდ სქელტანიანი წიგნი „მერვე სიცოცხლე“ გერმანულიდან ნინო ბურდულმა თარგმნა, ახლა კი მწერალი რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინა, ნინო ბურდული კი სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ გმირად

 

50524970_10155831853882051_9013331905398964224_n.jpeg

მაგიური „ოპერის ფანტომი“ ბროდვეიზე

სანახაობას, რომელიც მრავალი ტექნიკური ფოკუსითა და მხატვრული ეფექტით არის დატვირთული მთავარი როლების შემსრულებლები ავსებენ, რომლებიც მოგვითხრობენ და აცოცხლებენ ამბავს მარადიულ და შესაბამისად, აქტუალურ თემებზე.

 

271997988_4674933782554067_6083809246215956681_n.jpeg

შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, რეჟისორმა გოგა თავაძემ, „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. შექსპირის პიესის სცენურ ვერსიას, საზოგადოება ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესითა და მოლოდინით ხვდება, ამ მხრივ არც გორის თეატრის სპექტაკლი იყო გამონაკლისი. საპრემიერო ჩვენებაზე მისული მაყურებელი, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მორიგ პრემიერას და აპლოდისმენტით აჯილდოებდა დამდგმელ ჯგუფს

 

34510289_10156451377449357_3932281759101616128_n.jpeg

რეალური მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში

„ახალი ამსტერდამის თეატრის“ დადგმა იმ უპირატესობას ფლობს, რასაც ზღაპრის გმირების მაყურებელთან ცოცხალი კომუნიკაცია ჰქვია (მეტადრე პანდემიის ფონზე) და დამდგმელი ჯგუფი არანაკლებ სცენურ ეფექტებს სთავაზობს თეატრში მისულ მაყურებელს, ვიდრე თანამედროვე კინო იძლევა ამის შესაძლებლობას.

 

271951540_2513009428834694_7784906084782888111_n.jpeg

ნაცნობი „პატარა პრინცი“ ახალ სივრცეში

ქართული ზამთრებისთვის არადამახასიათებლად ცივ და ნალექიან ამინდში, ბათუმში ვნახეთ სპექტაკლი რომელიც სამხრეთული ტემპერამენტისთვის მიუღებელ სეზონებზეც კი დაგავიწყებთ უამინდობას, უხასიათობას და გაგათავისუფლებთ გარემოპირობების დამთრგუნველი გავლენებისგან. ეს განწყობა პირველ რიგში სპექტაკლის ფორმის დამსახურებაა.  

 

242233051_4512719598818459_5759752580470874223_n.jpg

ღმერთის ძიება დისტოპიურ რეალობაში

ვალერი ოთხოზორიას ტექსტი და, ამ ტექსტის მიხედვით, საბა ასლამაზიშვილის წარმოდგენა „ღმერთები“ უფრო მეტად, დისტოპიური ჟანრისკენ იხრება, რომელიც, თავისთავად ამართლებს სხვა დრამატურგის გმირების გაცოცხლებას, იმ სამყაროს შექმნას, რაც, სცენოგრაფიითა თუ კოსტიუმებით წარმოადგინა რეჟისორმა, მხატვარიც ხომ თავად გახლავთ.

 

271157286_342044230863296_4629358388711992718_n.jpg

მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე

კამერული სივრცე და მისთვის დამახასიათებელი კლაუსტროფობიული განწყობა განსაკუთრებული თავსატეხია თეატრის სცენოგრაფ-მხატვრებისათვის, რადგან მაყურებელთან თითქმის წაშლილი დისტანცია მოითხოვს მეტი სიზუსტითა და სიფაქიზით მუშაობას.

 

263760304_375219407733648_487747932097892369_n.jpeg

ეს არ არის ჩეხოვის „სამი და“

ახალი თეატრის შექმნა კულტურულ-ისტორიულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, რადგან თეატრის დაფუძნებით იწყება სულიერი ცხოვრება. ახალი თეატრის შექმნა ახალი სიცოცხლის დასაწყისია. ალბათ, უმეტესობას ერთხელ მაინც გვიფიქრია - ნუთუ საჭიროა ამ პატარა ქვეყანაში ამდენი თეატრი? მაგრამ თუ არ სცადე ვერც გაიგებ გაამართლა თუ არა მიზანმა. 

 

271490881_1279561895897780_4732140726628248612_n.jpg

მე დავიკარგე, გთხოვთ, მიპოვნოთ

რეჟისორებმა ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ, მარჯანიშვილის დიდ სცენაზე, 1967 წელს გადაღებული მხ. ფილმი „The Incident” გაასცენურეს. ფილმისგან განსხვავებით რეჟისორთა გადაწყვეტით მოქმედება პირდაპირ მეტროში იწყება, სადაც ტიპური, ყოველდღიური რუტინა თამაშდება თავისი ტრაგიკომიკური ელემენტებით. მგზავრების მყუდროებას ორი უსაქციელო ახალგაზრდა მამაკაცი არღვევს.

 

192215478_4014747228613785_3541126169984374983_n.jpeg

ბერნარდა ალბას სახლი

სარეჟისორო ნამუშევარი საინტერესო კონცეფციითაა რეალიზებული. რეჟისორი ცდილობს უკიდურესად თანადროული გახადოს თითქმის საუკუნის ასაკს მიღწეულ პიესაში გათამაშებული ერთი სოფლის მასშტაბური ტრაგედია. სპექტაკლის  მხატვრული გაფორმებით, რეჟისორი და მხატვარი ნუცა ჭყონია დასაწყისშივე გვაწვდიან გარკვეულ ინფორმაციას ბერნარდას ოჯახში განვითარებული ტრაგედიის მთავარი ინსპირატორის თაობაზე.

 

კაცობრიობის მომავალი - გრძნობადაცლილი საზოგადოება

ძუკნა დიანა

ირაკლი გოგოლაძე ჟანის საკმაოდ საინტერესო სახეს ქმნის. ნათლად აჩვენებს პერსონაჟის მიზნებსა და მისწრაფებებს. ჟანი სპექტაკლის დასაწყისში  თითქოს დაძაბულია და მისი მონოლოგი  მცირე მონაკვეთის განმავლობაში  მონოტონური და ერთფეროვანია, თუმცა ირაკლი სპექტაკლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს, ჟანის ხასიათს ზუსტად შლის და გადმოსცემს

 

269717855_4811196125637470_7535282382084544720_n.jpeg

Merde!

ფრეკენ ჟულის ტრაგიკული ხვედრი მთელი რიგი გარემოებებითაა განპირობებული. ის ატარებს მძიმე მემკვიდრეობას მშობლებისგან, განსაკუთრებით კი დედისგან, რომელმაც თავის დროზე უარყო მამაკაცი და შვილის აღზრდაშიც მკვეთრად გამოჩნდა ეს სიძულვილი. ფრეკენ ჟული ფაქტობრივად უსქესო ქმნილებად იქცა, რაც რეჟისორმა მის პლებეურ გარეგნობაში გამოხატა.

 

263422583_1770417286501098_5484927092536887798_n.jpeg

„UNMEMORY“ - დაუვიწყარი

„UNMEMORY“ - ასე ქვია დავით ხორბალაძისა (რეჟისორი) და ლაშა ლაშხის (ასისტენტი) 90 წუთიან ნამუშევარს, რომლის პრემიერაც „ღია სივრცეში“, 2021 წლის 27-28 ნოემბერს შედგა; მუსიკალურად დატვირთული (მუსიკა: დავით ხორბალაძე და @gabiskiriamalia) წარმოდგენა ძლიერი ვიზუალური მხარითაც (სცენოგრაფი ანა გურგენიძე) გამოირჩევა. როგორ უნდა ამოვიდეთ კუბოდან, თუკი ცოცხალი დაგვმარხეს? - ამ შეკითხვით დაიწყო „UNMEMORY“-ზე მუშაობა, რომლის რეცეპტსაც ანა გურგენიძემ გაზეთის ფურცელზე მიაგნო.

 

268383689_4786926091397807_7693438033388359870_n.jpeg

კაცობრიობის მომავალი - გრძნობადაცლილი საზოგადოება

სოფო ქელბაქიანმა სპექტაკლში „ფრეკენ ჟულის“ შესავლიდან, რომელშიც სტრინდბერგი თანამედროვე თეატრის და დრამატურგიის შესახებ თავის თეორიულ მოსაზრებებს ასახავს, 2-3 ნაწყვეტი ჩართო. ამ ჩართვებს კაბარეს ტიპის ფორმა აქვს მიცემული.  მზარეული კრისტინას როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძე, ექსტრავაგანტური თეთრი ფერის პარიკით და კოსტიუმით შუშის კოლბიდან მაყურებელს თანამედროვე თეატრის სტრინდბერგისეულ ხერხებზე ესაუბრება.

 

269970887_10159969137621103_3723475791365070492_n.jpeg

არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ

დათა თავაძის სპექტაკლი იმ უბრალო ადამიანებზეა, რომლებიც საზოგადოების უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ერთი შეხედვით არაფრით არიან გამორჩეულები, არ არიან არც გამოჩენილი მეცნიერები, არც სახელგანთქმული ხელოვანები ან სახელმწიფო მოღვაწეები. ისინი ჩვენს გარშემო ასიათასობით არსებული მუშები, მაღაროელები, ბალერინები, ფეიქრები, დიასახლისები და ა. შ. არიან.

 

265375370_368248775074583_8788528537007129582_n.jpg

შობის წინა ღამე მესხეთის თეატრში...

წარმოდგენა, რომლის ქრონომეტრაჟიც ერთ საათს არ აღემატება, ორ პერსონაჟს, დედა - შვილს აერთიანებს. სიუჟეტი მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება. რეჟისორი ინარჩუნებს ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრულ ქარგას, დრამატურგიულ სტრუქტურას, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის გარკვეულ პასაჟებსა და ფინალურ ნაწილს.

 

83095861_1533936666760646_6550711513160613888_n.jpeg

„ღია შუშაბანდი“ მესხეთის თეატრში

რეჟისორმა კახა გოგიძემ კომუნისტური პერიოდის ყოფის გამომსახველი ტექსტის ნაწილი თანამედროვე ტერმინოლოგიით შეცვალა. სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია მატერიალური გაჭირვებაში ჩავარდნილი ინტელიგენტი ოჯახის ბედი და მორალური მდგომარეობა, მშობლებისა და შვილთა განსხვავებული თვალთახედვა არსებული ვითარებისადმი და გამოსავლის ძიების გზები.

 

220424863_4278338628948744_7625319178467430326_n.jpeg

„სტუმარ-მასპინძელი“ მესხეთის თეატრში

რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა ნაწარმოების ტრადიციული დადგმის ნაცვლად საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა და სპექტაკლის ფორმის რიტუალური გადაწყვეტა შემოგვთავაზა. რიტუალებსა და ტრადიციებს ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გმირთა ქმედების მოტივირებისა და ხასიათების გამდიდრებისთვის. სპექტაკლში კი ფორმამ შეიწირა ეს ხასიათები, რამაც მათი სქემატურობა განაპირობა. შეუთავსებელი აღმოჩნდა ავტორისეული შეფასება-აღწერილობის დაკავშირება გმირთა დიალოგებთან.

 

სად მთავრდება რეალობა

მწვანე კატის ამბავი 

ელის უილკის პიესა „მწვანე კატა,“ რომელმაც ევროპული  თეატრები მოიარა, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. პიესის სათქმელი, სიუჟეტური ქარგა და მასში  წამოჭრილი პრობლემები, რომელიც ამავე დროს ქართული რეალობაც არის, რუმინელი დრამატურგის პიესაში მკაფიოდ არის გადმოცემული.

 

263820238_681999983185316_8430587064354992347_n.jpg

 სიყვარულის „იდუმალი ვარიაციები“

მგონია, რომ იმ დროს, როცა სრულიად სხვადასხვანაირი მაყურებელია დარბაზში, თუ იმ საგანგებოდ შემოსაზღვრულ სივრცეში, საიდანაც მაყურებელი აკვირდება ნებისმიერ პროცესს, დიდი ალბათობაა მისი დიდი ნაწილი დააფრთხო, საერთოდ შეაშინო და აღარასდროს გაგეკაროს... ამიტომ, ამ კუთხითაც მეტწილად ბალანსი და ზომიერებაა მოსაძებნი, რადიკალიზმში რომ არ გადაიზარდოს გამოხატვის ფორმები, რათა არ ავნოს ისევ წარმოდგენის კონცეპტს.

 

247652510_4667292416655215_8895995466087871270_n.jpeg

„რა იქნება შემდეგ?“

პანდემიურმა ვითარებამ სოციალური პრობლემები გაამძაფრა, სტატისტიკისა და ციფრების მოშველიებით არ დაგღლით, თუმცა სიტყვაზე მენდეთ, ქვეყნიდან აბარგებისა და გაქცევის მსურველთა რაოდენობა საგანგაშოა. ჩვენ, დარჩენილები, მხოლოდ ერთ მხარეს - მოგებას, გამართლებას ვხედავთ და დამთავრდა. მაგრამ არიან კი მოგებულნი შორეულ ქვეყანაზე მეოცნებე გამარჯვებულები? ვინ იცის.

 

74674412_1360532734124520_109369211888861184_n.jpeg

აფხაზეთში დაბრუნების იმედით..

თანამედროვე ქართული თეატრის რეპერტუარში იშვიათად მოიძებნება სპექტაკლები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ თემებს ეხება. რამდენიმე წლის წინ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აფხაზეთისა და ქართველთა შორის მეგობრობის იდეას მიუძღვნა სპექტაკლი ‘’მე შენ მიყვარხარ.“  

 

,,ყველა ადამიანში ანგელოზია ჩასახლებული“

 „ყველა ადამიანში ანგელოზია ჩასახლებული“

თბილისის თოჯინების პროფესიულმა თეატრმა ახალი სეზონი 28 აპრილს გახსნა. ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,უსახური” იმის დასტურია, რომ თოჯინების პროფესიული თეატრი თავის ტრადიციას არ ღალატობს. თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1934 წლის 26 მაისს გიორგი მიქელაძის თაოსნობით დაფუძნდა. იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება მატერიალისტური იდეოლოგიის და სოციალური პრობლემატიკის დამკვიდრებას ითხოვდა ყველგან, მათ შორის თეატრშიც. ამ დროს თოჯინების თეატრი ხელოვანებს საკუთარ თავში პატარა ბავშვის გაღვიძებისა და მარადიულ საკითხებზე ჩაფიქრების საშუალებას აძლევდა, ეს ხომ ,,საბავშვო” თეატრი იყო.

 

244341586_4593076640743460_1504644970344845310_n.jpeg

ჰამლეტი... ვართ?!

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორმა, მსახიობმა და რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ, საკუთარი ინსცენირებით, მსახიობების - პაატა ინაური, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ნინი იაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნიკა წერედიანი, ნანუკა ლითანიშვილი, ქეთი ასათიანი, გაგი შენგელია, თორნიკე ქასრაშვილი - მონაწილეობით, პირველად, საქართველოში, ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი/მანქანა“ დადგა და თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

 

264115759_486552632809282_3200081574403448438_n.jpg

მცოცავი ოკუპაციის თეატრალური ვერდიქტი...

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე რთულმა, ტრაგიკულმა პროცესებმა მრავალმხრივი მხატვრული ასახვა პოვა თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებაში. შეიქმნა მხატვრული ფილმებისა და თეატრალური ინტერპრეტაციების უწყვეტი ჯაჭვი

 

262392985_4503198306394283_2127904347109673690_n.jpeg

მზის ჩასვლის სინდრომი

კიდევ დიდხანს აპირებთ დედამიწის ამყრალებას? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ფლორიან ზელერი სვამს. მაყურებელს უნდა გაუჩნდეს თანაგრძნობა დემენციის უმძიმესი ფორმით (ალცჰაიმერი) დაავადებულის მიმართ, თუმცა შეიძლება, პირიქითაც აღმოჩნდეს და გაავებული მამა გაწიროს ისე, როგორც გაწირა ანდრეს პერსონაჟებმა. რთულია საკუთარი ცხოვრების გვერდზე გადადება ოჯახის წევრის დასახმარებლად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წინ არის სიბერე...

 

ცირკი (26).JPG

ზღაპარი ჩვენს დროში

თოჯინების სახელმწიფო თეატრმა მორიგი დღესასწაული მოუწყო ბავშვებს და არა მარტო მათ. თეატრმა მაყურებელს ნიკოლოზ საბაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი ახალი დადგმა „ცირკი“ შესთავაზა, რომელზედაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად, ბახვა წერედიანმა იმუშავა. თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლი „ცირკი“ წინამორბედებისგან ბევრი რამით განსხვავდება, მათ შორის, გამომსახველობითი საშუალებებით.

 

IMG_2855.jpeg

ალვინგთა მანკიერი წრე

ახალგაზრდა და საკმაოდ აქტიური რეჟისორო საბა ასლამაზიშვილი ჰენრიკ  იბსენის „მოჩვენებების“ დადგმით გვესაუბრება იმაზე, რომ    ნებისმიერი სახის ტყუილი წარმოშობს ტრაგედიას, რისი ჭეშმარიტი მაგალითიცაა  სიცრუეზე აგებული ალვინგთა ოჯახი, სადაც  მშობლების ცოდვები ანადგურებენ ახალგაზრდა ოსვალდს. 

 

261463568_5009064005770971_7028220732847277084_n.jpeg

იური პოსოხოვის ქორეოგრაფია თბილისის საბალეტო სცენაზე

საბალეტო წარმოდგენა ორი დამოუკიდებელი ერთმოქმედებიანი ბალეტებისგან შედგებოდა. პირველი ყველასთვის ნაცნობი მითოლოგიური გმირის მედეას თემაზე, რომლის ქორეოგრაფიაც იური პოსოხოვმა მორის რაველის საფორტეპიანო პიესის „პავანა გარდაცვლილთა ინფანტისთვის“ და „საფორტეპიანო კონცერტი მარცხენა ხელისთვის“ შექმნა და მას მსოფლიო ხელოვნებაში ყველაზე ძლიერი და ტრაგიკული ქალის მედეას სახელი უწოდა.

 

262513797_133519939053116_7938008958911817826_n.jpeg

სპექტაკლი სიყვარულზე, რომელიც ჩვენს სხვადასხვანაირობას აერთიანებს

ნოდარ დუმბაძის ყველასთვის საყვარელი მოთხრობის გასცენიურება, რომელიც ბერძენი ბიჭის, იანგულის, საქრთველოსადმი სიყვარულზე, საერთოდ, სიყვარულის ყოვლისმომცველობაზე გვიამბობს, თავიდანვე დადებით მოლოდინს ქმნიდა. ეს მწერალი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გააფუჭებ. რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა, რომელმაც სპექტკლი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე განახორციელა, შეძლო არა მარტო არ შეენელებინა ამ ცნობილი მოთხრობისადმი ინტერესი, არამედ გაეზარდა კიდეც.

 

260812261_424549622613206_1352086527609281977_n.jpeg

გაუცხოებული მშობლებისა და შვილების დრამატული ურთიერთობები

დათო ჩხარტიშვილმა ტრილოგიის მეორე ნაწილი - „მამა“ - შესთავაზა მაყურებელს. თუკი „ვაჟიშვილში“, ტრაგიკულად დასრულებული გაშორებული მშობლებისა და ვაჟიშვილის ურთიერთობებია ასახული, „მამაში“, ალცჰეიმერით დაავადებული მამისა და ქალიშვილის ურთიერთდამოკიდებულებაა წარმოჩენილი.

 

41854080_1143024575851859_2611978236439035904_n.jpeg

რეჟისორი, ევრიპიდე და მიკოლა ზადოროჟნი

რეჟისორმა გ. შალუტაშვილმა უდავოდ შეძლო შექმნა ტრაგიკომიკური ჟღერადობის წარმოდგენისა, რომელშიც ცხოვრების ირონიული ხედვა და დრამატული მოტივები ორგანულად თანაარსებობენ. მან საფუძვლიანად გადაამუშავა პიესა, რომელიც ორიგინალში არადინამიური, არაქმედითი და არასცენიურია. ლიტერატურულ პირველწყაროში მსჯელობა, მხოლოდ ტექსტი (დიალოგები თუ მონოლოგები), რომელიც სათანადო დრამატურგიულ კონფლიქტსა და სიღრმეებსაა მოკლებული, სცენაზე განხორციელებისათვის არამიმზიდველად აქცევს პიესას.

 

261404687_424552162612952_8461456056636533988_n.jpeg

ეძღვნებათ მშობლებს, რომლებიც მივატოვეთ...

ფლორიან ზელერის პოპულარობა გასცდა ევროპულ საზღვრებს და მისი სახელი ქართველი თეატრალებისთვისაც ახლობელი გახდა. მიზეზი კი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახლა ხანს გამართული პრემიერა - (,,მამა“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) გახლავთ, რასაც ერთი წლის ინტერვალით წინ უსწრებდა ზელერის ,,ვაჟიშვილი“ - ს განხორციელება, ასევე დავით ჩხარტიშვილის რეჟისორობით.

 

57382301_2596033510424942_2554070652675948544_n.jpeg

სადღაც, ჩვენს გვერდით

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ნევენა მიტევა (ბულგარეთი), თავის ქართულ სადადგმო ჯგუფთან (მუსიკალური გაფორმება - მერაბ ჭანიშვილი, ქორეოგრაფი - მარიკა ქვეითაია) ერთად, ცდილობს ცალკეული დაქსაქსული, დანაწევრებული, ერთი შეხედვით დამოუკიდებელი მოკლე სცენებიდან, ეპიზოდებიდან წარმოდგენის ერთიანი, მთლიანი, დასრულებული სხეული შექმნას.

 

258565315_4249024985227247_6365855036484840013_n.jpeg

„დღეს ან ხვალ პროფესორი გავხდები“

მნიშვნელოვანია, ია სუხიტაშვილის შემთხვევაშიც აღვნიშნოთ მხატვრის როლი (ბარბარე ასლამაზი), რომელმაც ფერთა სიმბოლიკის გათვალისწინებით შექმნა კოსტიუმი. ია პირველ სცენაში თეთრი პერანგით გვევლინება, სადაც გამოდის უმანკო, უმწეო, თავისუფალი და ამავდროულად დაუცველი (მსხვერპლი).

 

_MG_4372.CR2

სად მთავრდება რეალობა

„ოდესმე მწვანე კატა გინახავთ“?  ამ კითხვით იწყება სპექტაკლი რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე  შემოგვთავაზა. პიესა რუმინელი წარმოშობის ავტორს ელის უილკს ეკუთვნის, ტექსტზე  კი ანა მირიანაშვილმა იმუშავა.  

 

image_16815617.JPG

ჰედა გაბლერი

ჰედაზე, სხვებზე და გარემოზე, სადაც ისინი ცხოვრობენ („ჰედა გაბლერი“ რუსთაველის თეატრში) დავიწყებ ბოლოდან: რატომ იკლავს თავს ჰედა გაბლერი? იმიტომ ხომ არა, რომ ქმარმა იურგენ ტესმანმა თითქმის მიატოვა? თუ იმიტომ რომ ეშინია ასესორ ბრაკის, რომელსაც „სამკუთხედი“ რომ არ გამოუვიდა მასზე უტყუარი ფაქტები მოიპოვა შანტაჟისათვის და მისი დამორჩილება სურს? თუ იმიტომ რომ მისი მომავალი გეგმები ჩაიშალა? თუ ყველაფერი ერთად?

 

_MG_4484.CR2

თინეიჯერი წითელქუდა და „უდანაშაულო დამნაშავენი“

„მწვანე კატა“ ქართველი მაყურებლისთვის ჯერჯერობით სრულებით უცნობი პიესაა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგა. თანამედროვე რუმინელი ავტორის, ელის უილკის პიესა „მწვანე კატა“ 2011 წელს დაიწერა და რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, დადგმულა როგორც რუმინეთში, ისე სხვა ქვეყნების სცენებზე: რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა. არსებობს რადიოსპექტაკლის სახითაც. პროფესიული თეატრების გარდა, ეს დრამატული ტექსტი პოპულარულია თეატრალურ სტუდიებსა და სასკოლო თეატრალურ წრეებშიც.

 

260775447_424549762613192_8811198861298827692_n.jpeg

როგორ ვექცევით მამებს, რომლებიც აყროლებენ დედამიწას?

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი აგრძელებს დისკუსიას შვილებისა და მშობლების ურთიერთობების თემაზე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა, ამჯერად, მაყურებელს ტრილოგიის მეორე ნაწილი ფლორიან ზელერის „მამა“ (ფრანგულიდან თარგმნა ნანა სამჭკუაშვილმა) შესთავაზა. ამავე ავტორის „ვაჟიშვილი“ ტრილოგიის პირველი ნაწილი იყო.

 

_MG_4377.CR2

ვინ არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე?

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულმა სცენამ კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა თანამედროვე რუმინელი დრამატურგის ელის უილკის პიესა - „მწვანე კატა“ - განახორციელა. ელის უილკის პიესები  იდგმება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

261720687_4654246014668006_9064862318910223673_n.jpeg

სამნი სკამთან განსხვავებული მიზნებისთვის

„სამნი სკამთან“ - ასე ჰქვია ხათუნა ბედელაძის ახალ სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა თანამედროვე ქართველი დრამატურგის მანანა დოიაშვილის პიესის „დიდება იმპერატორ რამუს პირველს“ მიხედვით თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრის სცენაზე დადგა. ერთი შეხედვით, თოჯინური თეატრისთვის (ტრადიციის შესაბამისად) შეუფერებელი პიესის დადგმა მაყურებლის არეალის გაფართოებას და საღამოს სპექტაკლების დანერგვას უწყობს ხელს. თუმცა პიესა და შესაბამისად, სპექტაკლი (ქრონომეტრაჟითაც კი) არ შორდება შვილებისა და მათი მშობლების თემატიკასაც.

 

_MG_4381.CR2

რაზე გვესაუბრება „მოზარდიდან“ თავისი გუნდით მისული ლუკა ინწკირველი?

ლუკა ინწკირველი, როგორც დამოუკიდებელი არტისტი თავისი გუნდით შევიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში, სადაც თანამედროვე რუმინელი ქალი ავტორის ელის იულკის „მწვანე კატა“ დადგა. ელის იულკის პიესები, რომლებიც ძირითადად თინეიჯერების (და მათი მშობლების) აქტუალურ და მწვავე პრობლემებს ეხება, იდგმება არა მხოლოდ რუმინეთის სახელმწიფო და კერძო თეატრების, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სცენაზე.

 

261440165_166108182355887_7072027696142276978_n.jpg

კლასიკური მწერლობის თანამედროვე სცენური ადაპტაცია

ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა  ნიკოლოზ საბაშვილის მიმართ კრიტიკოსთა ინტერესი. ჯერ კიდევ პროფესიული მოღვაწეობის საწყის ეტაპზე რეჟისორის ერთი შეხედვით თავისებურ, თამამ თეატრალურ ექსპერიმენტებს კამათის გარეშე არ ჩაუვლია. მას შემდეგ რაც დამოუკიდებელ თეატრში განხორციელებულმა სპექტაკლმა -,,ქაღალდის წვიმა“ თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოებაზე  საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაცია მოიპოვა, ინტერესმა გაცილებით იმატა.

 

258516747_4249027345227011_1985929287967101429_n.jpeg

მარტო როგორ ვიყო

ზოგი ხმალამოღებული ებრძვის ამ დადგმას, ზოგიც მოკრძალებულად აფიქსირებს თავის აზრს, ზოგმა ისეთი გაუგებარი წერილი დაწერა თეატრმცოდნეები ერთმანეთს ეკითხებიან  რისი თქმა სურდა ავტორსო. ეს ქაოსი სპექტაკლის მიმართ ინტერესს აღვივებს. მე კი ვეცდები მარტივი ენით და გასაგებად ვისაუბრო რუსთაველის თეატრის ნანატრ პრემიერაზე, ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერზე“, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

261140055_1529419800745999_4946256676680679644_n.jpeg

იქ, სადაც ღმერთი მკვდარია!..

თავისუფალი თეატრის სცენაზე დადგმულმა საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ არაჩვეულებრივი, ფილოსოფიურად მოაზროვნე  დრამატურგისა და მისი „მოჩვენებების“ ღირებულება. ვფიქრობ, პიესაში ჯერ კიდევ  არაერთი პრობლემური აზრი დარჩა გაბედულად გამოსაკვეთი, დიდი დრამატურგის მიერ მიზეზთა გამო მხოლოდ ფარული მინიშნებით, ქვეტექსტებით გაცხადებული, მაგრამ უდავოდ ნაგულისხმევი.  

 

258601485_4249025708560508_6694956866731666673_n.jpeg

ჰედა გაბლერი ექსპერიმენტულ სცენაზე

რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა სპექტაკლი ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა. სცენა   მაყურებელთა დარბაზთან ძალზედ ახლოა და  მსახიობის ყოველი მოქმედება, ჟესტი, მიმიკა ხელისგულივით მოჩანს. მსახიობთა  მეტყველებაში გაჟღერებული ოდნავი პათეტიკური ინტონაცია, რაც ზოგჯერ „გაჰკრავს“ ხოლმე  სპექტაკლს, მაყურებელს ყურში ადვილად ხვდება, რისი გამოსწორებაც ვფიქრობ რომ შესაძლებელია.

 

2256.jpg

რატომაა ჩეხოვი ასეთი შეუწყნარებელი თავისი პერსონაჟებისადმი?

ანტონ ჩეხოვი ის ავტორია, რომელსაც კიდევ უთვალავჯერ მიაკითხავენ რეჟისორები, ამ ამოუწურავი სათქმელის მქონე მწერლის შემოქმედებაში ძნელია, არ ნახო ის, რაც გაინტერესებს, რაც დღესაც აქტუალურია და კიდევ დიდხანს იქნება. ვფიქრობ, მაყურებლისთვის ლოქდაუნის მონოტონური დღეების შემდეგ ერთგვარი სიურპრიზი იყო რუსი კლასიკოსის პიესის - „თოლია“ ანდრო ენუქიძისეული ინტერპრეტაციის ნახვა.

 

247291974_4298957756882253_7720124550719343754_n.jpeg

„თამაში“ თამაშ-თამაშით ამბობს სათქმელს

მოკლედ, თამაშ-თამაშში, შემხვედრი კონფლიქტების კვალდაკვალ სპექტაკლი არაერთ საინტერესო საკითხზე სვამს კითხვის ნიშნებს - რამდენად რეალურია ჩვენი ცხოვრება? სახელდახელოდ გადაღებული სელფით ასახული ბედნიერება რაოდენ განსხვავდება სინამდვილისგან?

 

258624411_4249028768560202_1724481905853475732_n.jpeg

პათეტიკისა და სიყალბის მორიგი „რიმეიქი“

ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმულ ვერსიაში, ფაქტობრივად, ყველა ხასიათი, შტრიხი, მიზანსცენა ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ბურუსშია გახვეული. მაყურებლამდე, პრაქტიკულად ვერცერთ გმირს ვერ მოაქვს სპექტაკლის ფუნდამენტური იდეა, პრობლემატიკა და არსი. მათ შორის, ცენტრალური ფიგურის ჰედა გაბლერის „კარდიოგრამაც“ უმოტივოდ არის ნაჩვენები.

 

188650010_3851977528246947_4594557943836329483_n.jpeg

ახლის შესაქმნელად ყველაფერი ძველი უნდა დაინგრეს

2021 წელს ანდრო ენუქიძე ისევ მიუბრუნდა ჩეხოვს და ბათუმის დრამატულ თეატრში „თოლია“ დადგა. ამჯერად, რეჟისორი დრამატურგიული ტექსტის ერთგული დარჩა,  თითქმის არაფერი არის შეცვლილი, ამოგდებული, მხოლოდ ერთი პერსონაჟი - ავტორი - დაემატა.

 

IMG_2426.JPG

როცა მმართველი უგუნურია

რეჟისრორმა ნიკა ჩიკვაიძემ რთული ამოცანა აიღო საკუთარ თავზე, ვინაიდან მაყურებელი აუცილებლად დაიწყებს სპექტაკლისა და ლეონიდ გაიდაის ნამუშევრის შედარებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ დადგმა ფილმისგან ძალზე განსხვავდება, რადგან გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელი იხილავს საინტერესო რეჟისორულ გადაწყვეტებს და რა თქმა უნდა, დაინახავს მთავარ იდეას, თუ როგორ ნადგურდება ყველაფერი, როცა ხელისუფლებაში არიან უვიცი ადამიანები. 

 

251761491_1064329960989861_828303516537092622_n.jpg

იდეალური ნაცნობების უცნობი ისტორიები...

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი - ვკითხულობთ აფიშაზე, რაც  ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიმართებაში რეჟისორის აქტიურ, ფამილიარულ ჩარევებს

 

258769420_4570078379750910_2121687724936398366_n.jpg

„ჩვენ ყველა მოჩვენებები ვართ“

საბა ასლამაზიშვილის ნამუშევრებს ყოველთვის მოჰყვება არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება და არც „მოჩვენებები“ აღმოჩნდა გამონაკლისი. მეტიც, სპექტაკლმა აალაპარაკა ახალგაზრდა თუ პროფესიონალი, გამოცდილი თეატრმცოდნეები და მაყურებელი.

 

ალუბლის ტორტი (441).JPG

სიზმარი „მიტინგების ქვეყანაზე“

სპექტაკლში ნაჩვენები ერთი კონკრეტული ისტორიის განზოგადებისას, მაყურებელი ხედავს, თუ რამხელა და როგორი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მშობლებს შვილებზე, რა შედეგი შეუძლია მოიტანოს არასწორმა აღზრდამ, სიყვარულისა და მზრუნველობის სახელით ჩადენილმა ძალადობამ, რომელიც არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურადაც კლავს ახალგაზრდა კაცს.

 

258281199_1285945195216237_249252201532440614_n (1).jpg

სადაც ყოველთვის ვბრუნდებით

გიორგი ღონღაძის სპექტაკლი მანამდე იწყება, ვიდრე მოქმედება  ძირითად ნაწილზე გადავა. და ასევე მთავრდება.  თუმცა ეს რეალური და სრულიად ლოგიკური დასაწყისია, განსაკუთრებით, ფინალურ სცენასთან კონტექსტში.  პატარა უბრალო მაგიდას (რომელიც შემდეგ მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ადგილად იქცევა)  მსახიობები შემოსხდომიან - მარტინ მათევოსიანი, დეა ნემსაძე, ელენე მაჭარაშვილი, მაკი კაკაბაძე, ირინა კაკაბაძე - ერთი კაცი და ოთხი ქალი -  ერთ სივრცეში.

 

258572573_4249025855227160_8307816269868546644_n.jpeg

რა სურს ჰედა გაბლერს?

სადამდე მივდივართ, როდესაც წესები და კანონები სრულიად  იშლება  და ვრჩებით საკუთარ თავთან მარტოები. იქნებ სწორედ აქ იწყება ის რთული გზა, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობა ჰქვია და ისადგურებს მოწყენილობა. „მოწყენილობა“ - სწორედ ესაა მთავარი გმირის „პრობლემა“ რომელმაც ისე დაუკარგა მოსვენება, რომ  სიცოცხლეც სუიციდით დაასრულა.

 

258732309_4249024575227288_565243010737390499_n.jpeg

კვლევის ობიექტი - ადამიანი

მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩია თავად იბსენმა კვლევის ობიექტად ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნა, მაშინდელი ევროპელი საზოგადოების საშინელი შინაგანი კრიზისი გახლდათ, თუმცა, ბუნებრივია, ეს პრობლემა ყოველ დროსა და ეპოქაში აქტუალური იყო და იქნება.

 

received_161837292815028_edited.jpg

მოჩვენებების შიში

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი, ჰენრიხ იბსენის „მოჩვენებები,“ წარმოდგენილი თავისუფალი თეატრის სცენაზე, რეჟისორის ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია. ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეჟისორის შემოქმედება  სტილისტური მრავალფეროვნებითა და არაერთგვაროვნებით გამოირჩევა. ექსპერიმენტების მოყვარული რეჟისორი, ზოგჯერ საკუთარი ხელწერისგან განსხვავებულ  ნამუშევარს გვთავაზობს.  ამ მხრივაც საყურადღებოა  „მოჩვენებების“ დადგმა.

 

258596054_4249027828560296_6685121270264404638_n.jpeg

ფარისეველ საზოგადოებაში პიროვნებების ადგილი არ არის

თათა პოპიაშვილმა იბსენის ტექსტზე გურამ ღონღაძესთან ერთად იმუშავა. გაკეთდა პიესის ძალიან კარგი ახალი თარგმანი, რეჟისორმა სასცენო ტექსტი დაამონტაჟა, მსახური ბერტას პერსონაჟი საერთოდ ამოაგდო და საკმაოდ გრძელი პიესიდან დატოვა მხოლოდ ის, რაც სპექტაკლის კონცეფციას ნათლად გამოხატავს. წარმოდგენაში ყველაფერი ჰედა გაბლერის პიროვნების სრულფასოვან წარმოჩენას ემსახურება.

 

258244396_441699234153784_8992256032164620647_n.jpg

პაროდია ფსევდორომანტიკულობაზე თეატრში

დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმა არის ერთგვარი ირონია და პაროდია ფსევდო რომანტიკულობაზე თეატრში. მსახიობები მიმართავენ გროტესკს და უტრირებენ თითოეულ ფრაზასა და მოძრაობას. პაროდირებულია ცეკვებიც, რომელიც გია მარღანიამ დადგა. მოქმედებებს და მოვლენებს ფონად გასდევს მუსიკა (მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძე), რომელიც დინამიკურ სანახაობას მრავალფეროვნებას სძენს.

 

241291807_485896202843502_772546074480407444_n.jpeg

ბეთქილი

ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფოლკლორის, ტრადიციებისა თუ ადათ-წესების შენარჩუნება და პოპულარიზაცია. რეჟისორი კახა ბაკურაძე ამ მიზნით იღებს ხალხურ ლეგენდას ბეთქილის ისტორიაზე და ახორციელებს მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრში. მოძრაობის თეატრმა არაერთ გასტროლს უმასპინძლა 2021 წელს, მათ შორის იყო მესტიაც. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა თბილისელი მაყურებლისთვის, თვალი ადევნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრებში მიმდინარე პროცესებს.

 

WhatsApp Image 2021-11-16 at 15.02.24.jpeg

ისევ „მაკბეტი“, მაგრამ „მაკბეტის“ გარეშე

ცალსახად უნდა ითქვას, რომ კოტე აბაშიძის „მაკბეტზე“ კოლოსალური ადამიანური, შემოქმედებითი (და ცხადია, ფინანსურიც) რესურსი  და დრო დაიხარჯა. გაწეული შრომისა და დახარჯული დროის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. „მისი უდიდებულესობა“ - მაყურებელი გადაწყვეტს მესხიშვილელთა სპექტაკლის სიცოცხლისუნარიანობას.

 

257658151_10160705345853968_2689191604684175400_n.jpeg

სტეფანო პოდა და მისი „ბედის ძალა“ თბილისში

თბილისის ოპერა ბოლო პერიოდში ხმაურიანი პრემიერებით გვანებივრებს. ოპერის ასეთ აქტიურობას ისიც განაპირობებს, რომ ახალი სპექტაკლები, როგორც წესი, მსოფლიოს ცნობილ თეატრებშია დადგმული და შემდგომ ჩვენთან გადმოტანილი. თბილისის ოპერის მიერ „ნაქირავები“ დადგმების პრესტიჟულობა მათი ნახვის სურვილს ერთი-ორად უძლიერებს ფართო მაყურებელს.

 

2269.jpg

ვინ მოკლა „თოლია“?

ანტონ ჩეხოვის პიესა „თოლიას“ სიუჟეტი ნამდვილი ამბავია.  ისააკ ლევიტანმა  - ცნობილმა მხატვარმა თავის მოკვლა სცადა, მასთან გამოძახებულ  ექიმ  ჩეხოვს თავწაკრული ლევიტანი დახვდა, რომელიც სახვევს მოიხსნის, იატაკზე დააგდებს, თოფს აიღებს და ტბასთან გავა. სულ მალე იგი მოკლული თოლიით დაბრუნდა.

 

244645286_4519774801415383_7140236507421118342_n.jpeg

შენ ალბათ ჰიტლერიც მოგეწონებოდა, ქალი რომ ყოფილიყო

მიუხედავად იმისა რომ მწვანე ბალახისა და განათების ფონზე კოსტიუმების ფერის აღქმა ცოტა რთულია, არ შეიძლება არ აღვნიშნო ნინო კასრაძის, ნატა მურვანიძის, კატო კალატოზიშვილის  და ქეთა შათირიშვილის ექსტრავაგანტური სამოსი (I მოქმედება). ჩვენს წინაშე დგას ოთხი ქალი დიდი ძალაუფლებით, სისასტიკითა და სიბრძნით, რაც მათ ტანსაცმელშიც ისახება.

 

255736753_591602745289761_7685970713943098161_n.jpg

ჟან-პოლ სარტრის „No Exit“, ანუ სულთა პერფორმანსი ჯოჯოხეთიდან
 

გიორგი ჩალაძის რეჟისურით პირველი საპრემიერო ჩვენება გაიმართა, პანდემიის პირველ დეკადაში, თეატრალური პროცესების სრული სტაგნაციის პერიოდში - ციფრული ფესტივალის Mooz-art-ის ფარგლებში, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან კოლაბორაციით. ფესტივალი მიმდინარეობდა ამბასადორ კაჭრეთის ტერიტორიაზე - ღია ცის ქვეშ.
 

 

received_361802432404970_edited.jpg

უშედეგო ბრძოლა საკუთარ თავთან და გარემოსთან

ნორვეგიელი დრამატურგის შემოქმედებასთან ეს არ არის ახალგაზრდა რეჟისორის პირველი შეხვედრა. მანამდე, შემოქმედებით სიჭაბუკეში, მან ილიაუნის თეატრის სცენაზე „ხალხის მტერი“ დადგა, სადაც ნაკლებად ჩანდა რეჟისორის ანალიტიკური აზროვნების უნარი, რაშიც მას პროფესიული და ცხოვრებისეული გამოუცდელობა უშლიდა ხელს.

 

სარკევ, სარკევ, მითხარი.._edited.jpg

„დედა, მომეცი მზე“

და ბოლოს; კიდევ ერთი რაც ამ ორ რეჟისორს აერთიანებს: მიშა  ჩარკვიანს, საბა ასლამაზიშვილის შესანიშნავად ხელეწიფებათ მსახიობებთან მუშაობა, როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ პლანში. ეს სპექტაკლი ანსამბლური და სინთეზურია, სადაც მხატვრობაც, კოსტუმებიც, მუსიკაც (ნიკა ფასური, ვახტანგ გვახარია), პლასტიკაც, ძალადობის სცენებიც და სხვა გამომსახველი საშუალებებიც ერთი და იგივე ამოცანას ემსახურება - ზუსტად მიიტანოს ავტორისა და რეჟისორი ნააზრევი მაყურებლამდე.

 

e25d3e10-5948-4e98-9c57-742fa9ead56b.jpeg

ყველაზე მაგარი გოგოების ბრძოლა დინამო არენაზე

ქალის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში, მათი ბრძოლა დამკვიდრებისა და ღირსეული ადგილის მოპოვებისთვის, ბრძოლა საკუთარ თავთან და გამოწვევებთან რეჟისორმა წარსული ეპოქების ანარეკლებიდან გვიჩვენა. ამ პრობლემებზე სასაუბროდ რეჟისორი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის კერილ ჩერჩილის პიესას „ყველაზე მაგარი გოგოები“ (Top Girls, 1983) დაეყრდნო.

 

253715632_396596708829559_4192770524827652344_n.jpg

„ორნი“ კრიტიკული არჩევანის ზღვარზე...   

ის მოსაზრება, რომ რეგიონული თეატრების გარეშე წარმოუდგენელია ქართული თეატრის არსებობა და განვითარება, კამათს არც ადრეულ წლებში იწვევდა და არც ახლა იწვევს, მით უმეტეს დღეს, როცა სტატუსი ნაკლებად განსაზღვრავს კონკრეტული თეატრის შემოქმედების მხატვრულ ხარისხს. ისტორიულად, სწორედ რეგიონებიდან წამოსული ხელოვანთა ჯგუფები ქმნიდნენ დედაქალაქის თეატრალურ ცხოვრებას, თავის მხრივ კი დედაქალაქიდან ხდებოდა რეგიონებში მძლავრი ეროვნული თეატრალური კულტურის ფორმირება.

 

სარკევ, სარკევ, მითხარი..._

როდესაც ყველა დუმდა და ყველა ალაპარაკდა

საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებს“ ბევრი „გამომცდელად“, ჩასაფრებული და მეტიც - ეჭვით ელოდა. არაერთი მიზეზით. პირველი - თვითონ ჰენრიკ იბსენის ამ პიესის (რომელსაც, მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საკმაოდ ხშირად დგამენ, ,„ხალხის მტერისა“ და „თოჯინების სახლის“ მსგავსად) ინტერესი იყო და სწორედ „მის“ სანახავად თეატრში წასვლის პირობა. მეორე და მთავარი - ამ ურთულესი, უმძიმესი და ფსიქოლოგიურად მრავალშრიანი ნაწარმოების დღეს არჩევის საფუძვლის, მიზნისა და ამოცანის გარკვევა.

 

WhatsApp Image 2021-11-04 at 12.00.47.jpeg

ორნი სკამთან, ბავშვს თუ არ ჩავთვლით

ამბავი თბილისის გიორგი მიქელაძის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხდება, სადაც, სპექტაკლებს მხოლოდ თოჯინურის, ან, თოჯინებთან ერთად, „ცოცხალი პლანის“ ჩართულობით და  მხოლოდ მსახიობების მონაწილეობითაც დგამენ.

 

_DSC2516.jpg

რა არის „მწვანე ბარათი“?

და, მაინც, რა არის  „მწვანე ბარათი?!“ ესაა დრამატურგ ნინო სადღობელაშვილის  ერთმოქმედებიანი ფანტასმაგორიული პიესა, სადაც, ავტორი გვიყვება რეალური, დოკუმენტური ფაქტების მიხედვით ამბავს, რომლის თვითმხილველი, თანაგანმცდელი და თანამონაწილე „მწვანე ბარათის“ იდეის ავტორი და პროდიუსერი ბუკა კარტოზია გახლავთ.

 

245635176_4476870479071226_5544269338547901300_n.jpeg

ტრაგედია, რომელიც არ შედგა!

ანტიკური ტრაგედია ტრაგედიისა და გმირის გარეშე

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის, ახლახანს რეკონსტრუირებულ შენობაში, ახალი სეზონის პირველი პრემიერა - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა წარმოგვიდგინა. ყოფილი მუსიკისა და დრამის თეატრის ისტორიის ახალი ეტაპი ახალ შენობაში ანტიკური დრამატურგიის უმნიშვნელოვანესი ქმნილებით, ტრაგედიის ჟანრის ერთ-ერთი მწვერვალის სცენური ინტერპრეტაციით დაიწყო.

 

IMG_2040.jpeg

სიყვარულის  ბნელი და ნათელი ხეივნები

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ა. ვარსიმაშვილი  მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „სიყვარულის ხეივნები“, რომელიც  ი. ბუნინის  9 მოთხრობის  ( „კავკაზი“; „პარიზში“ ; „ბნელი ხეივნები“; „მუზა“; „რუსია“; „სავიზიტო ბარათები“; „გემი „სარატოვი“; „მზის დარტყმა“) მიხედვით დაიდგა.

მაყურებელი  ხეივანზე მომხდარ სასიყვარულო ვნებიან ამბებს არა დარბაზიდან, არამედ სცენაზე განლაგებული პარტერიდან ადევნებს თვალს.

 

249595444_613146263147750_589152379070307690_n.jpg

იაკობ გოგებაშვილი და თბილისის თოჯინების თეატრი დღეს

რეჟისორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რომელიც განსაზღვრავს თეატრის მხატვრულ მიმართულებას მიზანშეწონილად მიიჩნია რეპერტუარში სასწავლო პროცესთან ინტეგრირებული  სპექტაკლების განხორციელების აუცილებლობა. სპექტაკლის შექმნის ერთიან დრამატურგიულ პროცესში რეჟისორი არ შემოიფარგლა მხოლოდ ცალკეული სიტყვების ვიზუალური ილუსტრირებით, არამედ, თითოეულ ასო-ბგერის კონკრეტული ამბავი, სიუჟეტი შეუსაბამა...

 

191933428_4014734131948428_8557836007305934126_n.jpeg

„ჰაერზე გამიყვანეთ, ზღვის სანაპიროზე მინდა“

ბერნარდა ალბას როლის შემსრულებელთა რიცხვს (სალომე ყანჩელი, ლილი იოსელიანი, მარინა კახიანი, მზია არაბული, მზია ტალიაშვილი) კიდევ ერთი გვარი  შეემატა  - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობი დრამატული თეატრის მსახიობი ლილი ხურითი მაია დობორჯგინიძის სადოქტორო-საკვალიფიკაციო სპექტაკლში, რომელიც მან დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე თემურ  ჩხეიძის სახელოსნოს სტუდენტებისთვის დადგა.

 

received_925479784722143.jpeg

რად გვინდა მზე, რად გვინდა სინათლე?!

რეჟისორის კონცეფციის შესაბამისი, პერსონაჟთა ხასიათის თვისებების გამომხატველი კოსტიუმები შექმნა ბარბარა ასლამაზმა. განსაკუთრებით გამოვყოფ, ოსვალდის, ფრაუ ალვინგის, პასტორ მანდერსის კოსტიუმებს. ანი იმნაძის ფრაუ ალვინგის ქალურობა, დიდებულება, სიძლიერე კიდევ უფრო მეტად იკვეთება თეთრ, ცისფერ და წითელ ფერებში გადაწყვეტილ კაბასა და მოსასხამში.

 

FB_IMG_1633933832696.jpg

 „ღმერთების“ ზღაპარი 

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი’’ღმერთები,’’ რომლის პრემიერაც თეატრი ათონელზე გაიმართა, რეჟისორის  მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი კომპანია  ‘’ხვლიკისა“ და თეატრი ათონელზე  ერთობლივი პროექტია (პროექტის კურატორი ია კელერმანი) რეჟისორი  არ გაურბის სხვადასხვა სცენებსა და ახალ-ახალ სივრცეებს, პირიქით ის ამ კუთხით  ყოველთვის აქტიურად მუშაობს, რაც  საშუალებას  აძლევს ახალგაზრდა რეჟისორს, თეატრალურ პრაქტიკაში დამკვიდრებული  სხვადასხვაგვარი ხერხები (ტრადიციული, არატრადიციული) ახლებურად გაიაზროს,   გამოცდილება შეიძინოს, ახალი ხედვები შემოგვთავაზოს. 

 

FFA59106-11DC-4F2D-8F63-9E2F9EE38354.JPG

სამი დის ოჯახური დრამა

მკითხველს შევახსენებ, რომ „ჰარაკი“ ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ზეპირსიტყვიერად შემონახულ სამაგალითო ამბავს ნიშნავს. ამ სახელწოდებით წარსდგა  ახალი ექსპერიმენტული თეატრალური კომპანია, რომელიც, რეჟისორ სანდრო კალანდაძისა და დრამატურგ მარიამ მეღვინეთუხუცესის იდეით, 2019 წლის  2 აპრილს ჩამოყალიბდა და საზოგადოებას პირველი სპექტაკლით – ჯემალ ქარჩხაძის „მდგმურით“ გააცნო თავი.

 

226355952_123253300010680_406898045133962049_n.jpeg

რას იტყოდა სტივენ ჰოკინგი?

სპექტაკლის სცენოგრაფია (თეო კუხიანიძე), მისი ზოგადი ატმოსფერო მართლაც მომხიბლავი და პროფესიული თვალსაზრისით დახვეწილია. მსახიობებიც შესაძლებლობის მაქსიმალური კონცენტრაციით ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს. სცენური ნაწარმოების ესთეტიკა პირობითია. პერსონაჟებს არარეალური, ჩვენი ყურისთვის ხაზგასმულად არაორგანული სახელები აქვთ, მოქმედების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კი ლინეალურ ლოგიკას არ ემორჩილება და საკუთარი პირობითობით იმართლებს თავს.

 

245906079_242488124595459_8246668535148213124_n.jpeg

ერთმორწმუნე მტრის მიერ ერთმანეთის მოძულედ ქცეული საზოგადოება

ისტორიულ თემატიკაზე სპექტაკლები იშვიათად იდგმება თანამედროვე ქართული თეატრის სცენაზე, მეტადრე თუ ის საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდებს ეხება. ამ მიმართულებით, ქართულ დრამატურგიაში, ჩვენს თანამედროვეობაში, გურამ ბათიაშვილი მუშაობს, რომლის პიესებიც არც ისე ინტენსიურად იდგმება. ისტორიულ თემატიკაზე, რეჟისორებს შორის კი ფაქტობრივად, მხოლოდ გოჩა კაპანაძე მუშაობს.

 

received_161837292815028.jpeg

სარკევ, სარკევ, მითხარი...

ბედისწერა ყველაზე ძველი და უცვლელი თემაა, რაზეც იქმნება როგორც ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, ასევე სპექტაკლები. სანამ კაცობრიობა არსებობს ის აქტუალურობას არ დაკარგავს, რადგან, როგორც სიკვდილის რაობაში  ცდილობს გაერკვეს ადამიანი, ასევე მსჯელობის საკითხია და ამოუცნობი ბედისწერაც, მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას რომ გვაძლევს ხელოვანებს და მეცნიერებს.

untitled#-134.jpg

იბსენის ფსიქო-დრამის უახლესი ინტერპრეტაცია 

საბა ასლამაზიშვილი, ის თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც მომენტალურად და მოქნილად შეუძლია ერთი თემატიკიდან, სტილისტიკიდან გაბედულად გადავიდეს დიამეტრულად სხვა სტილისტიკის ატმოსფეროს შექმნაზე: მაგალითად, მოლიერიდან ბრეხტულ სინთეზურ-ექსპერიმენტულ დადგმაზე და მერე ნორვეგიულ კლასიკურ ფსიქო-დრამაზე...

246741149_4298958536882175_6010000240606846869_n.jpeg

„თამაში“ „თამაშის“ გარეშე

დავით დოიაშვილმა ბათუმის დრამატულ თეატრში პაოლო ჯენოვეზეს გახმაურებული იტალიური ფილმის „იდეალური უცნობების“ სცენარის მოტივებზე კომედიის ელემენტებით გაჯერებული დრამა სახელწოდებით „თამაში“ დადგა. რეჟისორისთვის ეს პირველი შემოქმედებითი შეხვედრაა ბათუმის დრამატული თეატრის დასთან და აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ნაყოფიერიც და წარმატებულიც.

DATO6887.jpg

ცირკის ჩირაღდნები და ჩრდილები

ეს საბავშვო-სადიდო მარიონეტული სპექტაკლი (სხვათა შორის, პირველი მარიონეტული სპექტაკლი დასისთვის და თოჯინის მართვის ახალი ხერხი,  რომელიც მსახიობებს, ოსტატურად აუთვისებიათ), რომელიც, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ორ სფეროს აერთიანებს - თეატრსა და ცირკს.

ცირკი (13).JPG

მარიონეტული ფეერია ოცნებების ასრულებაზე

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა კიდევ ერთი ახალი ფეერიული სანახაობა შესთავაზა მაყურებელს. ამჯერად, ნიკა საბაშვილმა და ბახვა წერედიანმა თავიანთი სათქმელი ჩვენს რეალობაში არსებულ ყოფა-ცხოვრებისეულ პრობლემებზე ცირკის, ბალაგანის ფორმით გამოხატეს და ცირკი - ცხოვრების მეტაფორად აქციეს.

DSC08200.jpg

ნონვერბალური და ვერბალური აქტი სოციალურ მარწუხებში მყოფ საზოგადოებაზე

სპეტაკლში ამბავი საქართველოში გაბატონებულ სოციალურ მდგომარეობასა და მონური მარწუხების სიმძიმილით შებოჭილ საზოგადოებაზეა, რომლის წევრებსაც მოუნელებელი ლუკმასავით აწევს ყანყრატოზე სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებანი. სცენაზე ხუთ მოქმედ გმირთან გვიწევს კომუნიკაცია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებს მოგვითხრობენ.

200387351_4255457267838734_3544833188540540265_n.jpg

ცეცხლოვანი სპექტაკლი

გიორგი სიხარულიძის სპექტაკლთან - ,,სისხლიანი ქორწილი’’ დაკავშირებით არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ მასში ესპანური ტემპერამენტი იგრძნობოდა. რეჟისორმა ესპანელი პოეტისა და დრამატურგის ფედერიკო გარსია ლორკას სიმბოლისტური პიესა გაამარტივა, შეკვეცა და მეტად რეალისტური გახადა. მეთოდს, რომლითაც გიორგი სიხარულიძემ იმუშავა ევროპაში ,,რედუქციონიზმს’’ უწოდებენ. იგი გულისხმობს ნაწარმოების ,,ძვლამდე“ ჩასვლას, სიმძიმის ცენტრის მოძებნას, ზედმეტი ტექსტის გაცხრილვას და მის ჩანაცვლებას ზუსტი ტემპორიტმით, ენერგეტიკით, მსახიობთა შინაგანი დინამიკითა და გამომსახველობითი საშუალებებით.

FB_IMG_1633933844063.jpg

ო, ღმერთებო, ღმერთებო! ისევ ვერ იპოვეთ კეთილი ადამიანი?

ითვლება, რომ ბერტოლდ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ (ან სეზუანელი) დადგმა მსოფლიოს რამდენიმე თეატრისა და სხვადასხვა რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი სიახლე და რაღაცის დასაწყისის მაუწყებელი თუ განმაპირობებელი ფაქტი აღმოჩნდა.

IMG_1302.JPG

შაშვი

ცოცხალი იუმორით, თვითირონიით გაჯერებული თამთა მელაშვილის ძალიან საჭირბოროტო ტექსტი მსახიობს მიჰყავს „სულმოუთქმელად“, თითქმის ერთი ამოსუნთქვით და სხაპასხუპით, რომლის უკან იკითხება ის განცდა და ემოცია, რომელიც პერსონაჟს დაუფლებია.

240414585_542234540452473_317491079130818562_n.jpg

კუგელმასს სული ნამდვილი ჰქონდა....

გია როინიშვილი (რომელმაც ბოლო პერიოდში მხოლოდ ორი ახალი როლი შეასრულა  - ილიაუნის თეატრში, გაგა გოშაძის „ანტიგონეში“ - კრეონი, 2014 წელს და „მარჯანიშვილში“ - სანდრო ელოშვილთან, „მოხუცი ქალის ვიზიტში“ - ალფრედ ილი, 2016-ში)  წლების შემდეგ „თუმანიშვილის“ თეატრში კუგელმასის როლით „დაბრუნდა“. 

FB_IMG_1633894777536.jpg

რა სამოსიც არ უნდა მეცვას, მაინც შიშველი ვარ

„მე ღმერთი ვარ“- ამ ფრაზას რეჟისორი  ანაცვლებს სიტყვებით „შენ ხარ ღმერთი“ და მიმართავს მაყურებელს, რომელსაც მისი სურვილის მიუხედავად უკვე ღმერთის როლი მოარგო. თეთრ კვადრატულ კედელთან (რომელიც შემდეგ სცენად ტრანსფორმირდება) თითქოს ერთ ჩარჩოში მოქცეული, სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებული მსახიობები ირონიით იმეორებენ „შენ ხარ ღმერთი“.

IMG_7386.JPG

ბედნიერების, სიმართლის ძიების, ბედის, არჩევანისა და უბრალოდ, ცხოვრების შესახებ

ორივეს რეჟისორი ახალგაზრდაა და ორივე ქალია. ორივეს დამახასიათებელი ინდივიდუალური რეჟისორული ხელწერა და ინდივიდუალური ხედვა აქვს. ორივე აქტიურად და მონდომებით მუშაობს და ორივეს ნამუშევრებზე მოთხოვნილებაა. არც ერთი ისწრაფვის, აუცილებლად თბილისში დადგმებისკენ, ორივე ძირითადად რეგიონებში მოქმედებს და მათი პროდუქცია არავისას და არაფერს არაფრით ჩამოუვარდება.  სხვა მხრივ, ეს ახალგაზრდა რეჟისორები ერთმანეთს არაფრით გვანან.

225250537_492106968556023_2139129305707359176_n.jpg

(„პოსტ“) პანდემიაში მყოფი პრეპანდემიური თეატრი

...მიუხედავად ყველაფრისა, ისევ დადგამენ მოლიერს, ჩეხოვს, მიულერს, იბსენს, რასინს, ხან მროჟეკს, ბეკეტთან ერთად. ისევ დადგამენ სოფოკლეს, ესქილესთან და ევრიპიდესთან, სტინდბერგსაც, აქა-იქ კაკაბაძეს და კლდიაშვილსაც, ხან კიდევ თანამედროვე ავტორებს და კვლავ დადგამენ ბევრჯერ - შექსპირსაც...

173519485_1207726089645535_6084310064520704629_n.jpeg

სტუმართ მასპინძლობაზე

იოანე ხუციშვილი სპექტაკლის კულმინაცია ფინალია, ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი გამოხატულებითა და თავბრუდამხვევი. ორმაგად თაბრუდამხვევი და ემოციურადაც და ფორმის თვლსაზრისითაც გახსნილი. რადგან არ არსებობს წერტილი. ბევრი რამ უთქმელი და კვლავ დაფარულია, საიდუმლო საიდუმლოდ რჩება. კითხვა უპასუხო კითხვად და ამასთან, პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობად.

190355978_4557478770947063_9084693067889600837_n.jpeg

გამოცხადებელი სიყვარულისა და გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკა

იოანე ხუციშვილი სპექტაკლის კულმინაცია ფინალია, ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი გამოხატულებითა და თავბრუდამხვევი. ორმაგად თაბრუდამხვევი და ემოციურადაც და ფორმის თვლსაზრისითაც გახსნილი. რადგან არ არსებობს წერტილი. ბევრი რამ უთქმელი და კვლავ დაფარულია, საიდუმლო საიდუმლოდ რჩება. კითხვა უპასუხო კითხვად და ამასთან, პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობად.

IMG_6730_edited.jpg

რა ცუდად ვგრძნობთ, რა ცუდად ვხედავთ ...

საბა ასლამაზიშვილმა გვიჩვენა ეგოისტი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ინტერესებზე ფიქრობს, რომელთაც ერთმანეთი მოჩვენებითად უყვართ. ამ გარემოსა და საზოგადოებაში ვცხოვრობთ უკვე დიდი ხანია და სწორედ ასეთი ცხოვრების სტილის წინააღმდეგ ილაშქრებს საბა ასლამაზიშვილი თავისი სპექტაკლით.

image0.jpeg

ფიფქია და ერთი ჯუჯა - მარინა რევია

რომ გაიგოთ რას ნიშნავს კარგი სცენოგრაფი სპექტაკლისთვის, უნდა ნახოთ მარნეულის კულტურის ცენტრში გოჩა ხვიჩიას მიერ შექმნილი სპექტაკლი „მარინა რევია“ (დრამატურგი ალექსი ჩიღვინაძე), რომელიც ტატო გელიაშვილის მხატვრობის გარეშე ნამდვილად ვერ მოახდენდა ამხელა შთაბეჭდილებას.  

გია და ანა.jpg1.jpg

„კუგელმას“ ანუ თანამედროვე ადამინის უსახური ცხოვრება

კოკო როინიშვილმა „კუგელმასში“ სულ რამდენიმე სცენური ეფექტი გამოიყენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამსახიობო სპექტაკლი და რეჟისორის კონცეფციას ძირითადად სამსახიობო ანსამბლი გადმოსცემს. ჯერ კიდევ მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ გოგოლის „შინელში“ ახალგაზრა რეჟისორმა მსახიობთან მუშაობის ოსტატობა გამოავლინა.

1.jpg

უსახურები ანუ სახედაკარგულები 

„როცა ერთმანეთს ვკლავთ, გამოდის, რომ ცაში ღმერთებს ვხოცავთ, რადგან ადამიანი დაცემული ღმერთია“ - ასკვნის მთავარი გმირი და ის სინანულის შემდეგ, სხვა სამყაროში გადადის, ღმერთს უბრუნდება.

ქართული თეატრის თეთრი გედი.jpeg

„აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!“

ჯერჯერობით კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ოზურგეთის თეატრში ვნახე, იოანე (ვანო) ხუციშვილის „3+3“-ია, მანანა დოიაშვილის ამავე სახელწოდების პიესაზე, რომლითაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირე სცენა გაიხსნა და რომლის შესახებაც რეცენზიები და გამოხმაურებები სოციალურ ქსელში, ონლაინპლატფორმებზე თუ თეატრის გვერდზე უკვე  გამოქვეყნდა. ჩემ შთაბეჭდილებას ოზურგეთელების ამ ახალ წარმოდგენაზე შემდეგ წერილში გაგიზიარებთ.

206836236_222642643010290_30681966334778

46 ჩხვლეტა ოკუპანტს - ქართულ-უკრაინული პროტესტი სცენიდან

ამ წარმატებულმა კონპროდუქციამ ცხადყო, რომ ქვეყნისთვის მხოლოდ პოლიტიკოსებმა კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ ხელოვანებსაც შეუძლიათ უდიდესი წვლილის შეტანა და ერების ერთი მიზნისთვის გაერთიანება _ იქნება ეს სპექტაკლი, კონცერტი, გამოფენა, თუ სხვა სახის აქცია დ ახელს შეუწყობს პატრიოტიზმის გაღვივებას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას (რაც ეროვნული ინტერესების დათმობას არ გულისხმობს) და ხალხთა საერთო მიზნისკენ მობილიზებას უკეთესი მომავლისთვის.

IMG_6854.JPG

გეშინოდეთ ფიქრებისა და სურვილების, ახდენა იციან

ჭიათურის თეატრი იმ თეატრების რიცხვშია, რომლებსაც არც პანდემიამდე და არც პანდემიის შემდეგ მუშაობა არ გაუჩერებიათ. ეს ის თეატრია, რომელიც მუდამ ცდილობს ახალგაზრდები მიიწვიოს და არც ექსპერიმენტის ეშინია. თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი და სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე ის მმართველები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან სიტყვის ძალა და ისიც, რომ ჩანაფიქრები და სურვილები სრულდება და ხშირად ამართლებს

CC4A4237.jpeg

სონატა მარტოსულებისთვის

„მარჯანიშვილმა“ კარის გახსნა, ამ სიახლითა და სამი ახალი სპექტაკლით „აღნიშნა“ - თემურ ჩხეიძის „იდუმალი ვარიაციებით“ (ერიკ-ემანუელ შმიტის პიესაზე), ლევან წულაძის  „დანაშაული და სასჯელით“ (ფიოდორ დოსტოევსკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით) და ლევან წულაძისა და თემო კუპრავას „კრეიცერის სონატით“ (ლევ ტოლსტოის მოთხრობის მათივე ინსცენირებით).

156375349_3920097558036339_1611425680819356449_n.jpeg

უერთმანეთოდ განვლილი წლები

სცენაზე ვხედავთ უწესრიგოდ მიმოფანტულ ყუთებს, დანიშნულების გარეშე დარჩენილ კიბეს და სცენის სიღრმეში კედელზე ჩამოკიდებულ, მამა-შვილის გარდაცვლილი მეუღლისა და დედის, ქეთევანის, სურათს, რომელიც გმირებს  სულიერი კრიზისის დროს ახსენდებათ (სცენოგრაფი მირონ შველიძე). 

190355978_4557478770947063_9084693067889

სიძულვილის ფორმულა სიყვარულის სახელით

ცისფერი ფარდა, რომელიც პერიოდულად იხსნება და იხურება, ხან ღიად გვაჩვენებს რა ხდება ოჯახში, ხან გარედან გვაყურებინებს განვითარებულ მოვლენებს. ცხოვრებაც ხომ ასეა, ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც არ უნდა დაფარულად, ოჯახის შიგნით ვითარდებოდეს მოვლენები. მნიშვნელოვანია ოთახის ინტერიერი, სადაც არაფერია ვიწრო ლაბირინთივით გაყვანილი გზის გარდა.

192269769_4557479094280364_6598354438196

3+3

„სიზმარს მოვუყვები მთავრეს“

ცისფერი ფარდა, რომელიც პერიოდულად იხსნება და იხურება, ხან ღიად გვაჩვენებს რა ხდება ოჯახში, ხან გარედან გვაყურებინებს განვითარებულ მოვლენებს. ცხოვრებაც ხომ ასეა, ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც არ უნდა დაფარულად, ოჯახის შიგნით ვითარდებოდეს მოვლენები. მნიშვნელოვანია ოთახის ინტერიერი, სადაც არაფერია ვიწრო ლაბირინთივით გაყვანილი გზის გარდა.

187127108_4531048526923421_7340815148425

მონსტრებად ქცეულ ადამიანთა გაუსაძლისი ყოფიერება

მცირე სცენა მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით, მიწვეული რეჟისორის ვანო ხუციშვილის მიერ დადგმული „სამს პლუს სამით“ გაიხსნა. რა არის მიზეზი უახლოეს ადამიანთა შორის გაბატონებული გაუცხოების, უსიყვარულობის? რატომ არის,  რომ დედა შვილს, და დას, ცოლი ქმარს, ქმარი ცოლს სათანადო სიყვარულით კი არ ეპყრობა, არამედ ძალადობს და ატყუებს?

168502603_4035474766503653_8131314048527

მათთვის, ვინც „ჰამლეტი/მანქანის“ ნახვას აპირებს...

„ჰამლეტი/მანქანის“ პირველ ქართულ სცენურ ვერსიაში კვლავაც გაიჟღერებს ცნობილი ფრაზა, რომ დანია საპყრობილეა (პაატა ინაური ამ მონოლოგს აქცენტირებულად კითხულობს) და რომ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის დიდი კედელია აღმართული. შემოქმედებითი ბანკებიდან ნასესხები ფაზლებით აწყობილი წარმოდგენა დანაწევრებულია და დაჩეხილი, ეფექტური მიზანსცენები თვალს ჭრის, მაგრამ გონებას გვერდს უვლის.

193814859_816204912654389_27716589597381

ჭადრების ქუჩა #8

ერთ-ერთ გამორჩეულ და თავისთავად დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის ეს პიესა რატომღაც სახელწოდებიდანვე იწვევს ჩემ ემოციურ - სრულად გაუცნობიერებ და „უსაფუძვლო“ მიჯაჭვულობასა და შფოთს. მას შემდეგაც კი, რაც ამბის, მოვლენების, პრობლემის „საიდუმლო“ „ამოვხსენი“.

192646517_1313188525822060_8297104453065

„არსადაც არ წახვალ!“

მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრი სპექტაკლით „მარინა რევია“ ქართულ სათეატრო რუკაზე გამოჩნდა როგორც ამბიციური მოთამაშე, რომელიც კონკურენციას გაუწევს პროფესიულ თეატრებს. ამის დასტურია ქართული სათეატრო საზოგადოების მძაფრი ინტერესი და შთაბეჭდილება, რომელიც სპექტაკლის შემდეგ აქვთ. ახლა მთავარია, დასმა მიღწეული შეინარჩუნოს და განავითაროს.

192391373_992600768152711_71626454209399

წყურვილი

რეჟისორი, იოსებ ბაკურაძე, მესხეთის თეატრში უსიტყვო დადგმისთვის ირჩევს იუჯინ ო’ნილის პიესას „წყურვილი“. კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძესთან  ერთად რეჟისორი უარს ამბობს ნაწარმოების კლასიკურ გაგებაზე და გვთავაზობს თავიანთ ვერსიას. ონილის დრამატურგია ხომ რეალიზმის ტექნიკითაა შექმნილი, რაც გვაძლევს საშუალებას, უკუვაგდოთ თეატრალური დრამა, ხელოვნების კლასიკური ფორმები და წინ წამოვწიოთ რეალისტური თემები.

168502603_4035474766503653_8131314048527

„ჰამლეტი/მანქანა“

ჰაინერ მიულერი ბრეჰტის „ღირსეული“ მოწაფე აღმოჩნდა, რომელმაც ოსტატურად აითვისა ერთი მხრივ დიდი პოეტის, დრამატურგისა და რეჟისორის „Копиен“, რაც გულისხმობდა სხვა ავტორების ტექსტების გადმოტანას, იმიტირებას და გადაწერასაც კი (გავიხსენოთ ბ. ბრეჰტის „ანტიგონე“, დონ ჟუანი“, გუვერნიორი“, ჟანა დ’არკის სასამართლო“) და მეორე მხრივ ანტონენ არტოს „სისასტიკის თეატრი“.

ოზურგეთის თეატრი 2.jpeg

ქართული თეატრის თეთრი გედი

ოზურეთის თეატრს ყველა პირობა აქვს წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის. სპექტაკლების განსახორციელებლად დაგეგმილია ცნობილ რეჟისორთა მოწვევა, რაც დასის წარმატებებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

187127108_4531048526923421_7340815148425

დღესასწაული ოზურგეთში

თვით თეატრის ადმინისტრაციამ და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ დასთან ერთად განსაკუთრებული დღესასწაული მოუწყო თეატრალებსა და ჩამოსულ სტუმრებს - სამი სპექტაკლი, რომელის გახსნის დღეებს დაამთხვიეს ერთგვარ „მინი-ფესტივალად“ გადაიქცა, რომელშიც დაკავებული იყო თეატრის მთელის დასი.

axmeteli.jpeg

ახმეტელის თეატრი 2013

ახმეტელის თეატრის რეპერტუარი მრავალმხრივი თემისა და პრობლემის ჩვენებით გამოირჩევა. განსხვავებული სტილის პიესებზე აგებული სპექტაკლები ასახავენ სხვადასხვა სოციალური ფენის პრობლემებსა და საზოგადოებრივ მოვლენებს, რომლებშიც ადამიანთა განსხვავებული ხასიათები ვლინდება. სხვადასხვა რეჟისორთა დადგმები ფორმით, სტილითა და ჟანრით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ეკლექტურ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. მსახიობები ქმნიან საინტერესო სცენურ გმირებს, რაც მათ შემოქმედებით წარმატებას განაპირობებს.

24059233_906426989516121_544841415400061

„ღია შუშაბანდი“ ახმეტელის თეატრში

დრამატურგ შადიმან შამანაძის პიესა ,,ღია შუშაბანდი” დაწერისთანავე პოპულარული გახდა და საქართველოს თეატრების სცენებზე წარმატებით განხორციელდა. ამ 28 წლის წინ დაწერილი ნაწარმოები არ კარგავს აქტუალობას. მისი ზოგიერთი პასაჟი დღეს განსაკუთრებული სიმწვავით გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების პრობლემებს დღევანდელ ყოფაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უნებლიეთ იბადება კითხვა _ რა შეიცვალა არსებულ სინამდვილეში?

af2a304a54464bccbc38fc8ce2d0a020.jpeg

თეატრალური სეზონის მოლოდინში

დღევანდელი კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა  საქართველოს პარლამენტის დადგენილება განათლებისა და კულტურის სამინისტროთა კვლავ გამოცალკევების შესახებ. 2018 წელს ეს ორი სამინისტრო ყოვლად გაუაზრებლად, პროფესიონალთა კონსულტაციების უგულებელყოფით გაერთიანდა. მოტივი თანხების დაზოგვა გახლდათ, მაგრამ შემდგომში პარლამენტის წევრები მიხვდნენ (ან მიახვედრეს), რომ ეს გაერთიანება შეცდომა ოყო. 

TKMN-1.jpg

დავინახოთ და მოვუსმინოთ ადამიანის სულს

თანამედროვე ლატვიელი დრამატურგის იუსტინა კლიავოს სოციალურ-ყოფითი პიესა „ის, რაც ჩვენ არ გვესმის“, რომელიც რეჟისორმა პაულა პლიავნიეცემ დაუგავპილსის თეატრში წარმოადგინა, ერთდროულად წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანებს, მათ სულიერ მდგომარეობას და სოციალურ პრობლემებს. ერთი კონკრეტული ოჯახის მაგალითზე, მასში მთელი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები და მრავალფეროვან მხატვრულ სახეთა გალერეა იშლება.

CNP-2.jpg

ადამიანი პოდოლსკიდან

დაუგავპილსის თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია „ადამიანი პოდოლსკიდან“ დიმიტრი დანილოვის პიესის მიხედვით, რომელიც გიორგი სურკოვმა დადგა. თანამედროვე დრამატურგის დასახელებული პიესის რამდენიმე ათეული სცენური ინტერპრეტაცია არსებობს როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საკითხები და პრობლემები, რომელიც დიმიტრი დანილოვის პიესაშია წამოჭრილი პოსტსაბჭოთა სივრცეში გასაკუთრებით აქტუალურია, რადგან სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შექმნა დღემდე მუშაობს და ის არ ინგრევა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

3.jpg

სიახლოვე - კაცობრიობის გზა და გზავნილი ადამიანს

დაუგავპილსის თეატრის არავერბალური ნაწარმოები „სიახლოვე“ იმაზე მეტია, ვიდრე ერთი უსიტყვო და ლამაზი წარმოდგენა, რომელიც სხეულის ენით გვიჩვენებს ადამიანთა სამყაროს გზას არა დასაბამიდან აპოკალიფსამდე, არამედ პირიქით. წარმოდგენის რეჟისორული გადაწყვეტის ორიგინალობა მხოლოდ ამბის თხრობის შებრუნებულ რეტროსპექტიულ ფორმაში არ გამოიხატება. 

120187107_1148605808866514_4218939116437

კულტურის  გაურკვეველი ვადით  დაპაუზება - პოტენციური კვდომის დასაწყისია

შემსუბუქებულმა „პოსტ“-პანდემიურმა პერიოდმაც კარგად დაგვანახა, რომ
ხალხს მასიურად არ აკლია „კულტურა“, ხალხი არ განიცდის „კულტურის შიმშილს“.  მრავალი წელიც, რომ გავიდეს ხალხი არ მოითხოვს, თუნდაც ანარქისტული გზებით კულტურის, სახელოვნებო სივრცეების ხმამაღალ ფუნქციონალურობას, ვინაიდან პანდემიამდეც ჩვენი საზოგადოება „აქ“ ხარისხს არასდროს ითხოვდა ხელოვნებაში და უპრეტენზიოდ იღებდა იმ ‘ლუკმას’, რასაც ყოველ ჯერზე აწვდიდნენ... ეს არის მრავალგზის დამტკიცებული პოსტულატი და ამ სიმართლეს ილუზორულად ვერავინ გაექცევა!..

Artboard 1.png

შტამპი

და თქვენ ამას დრამატურგიას უწოდებთ?! ეს ლიტერატურაც არაა, ეს ტექსტიც არაა, ეს ფეისბუქ პოსტადაც არ გამოდგება. არადა, ამისმა ავტორმა ,,კულოს’’ უმაღლესი ჯილდო აიღო და ქვეყნის სამ სხვადასხვა სცენაზე დაიდგა, უნივერსიტეტში სტუდენტებიც ამას თამაშობენ, ერთდროულად რთული და თან მარტივად დასაძლევი მასალააო; გამაგებინეთ, როგორ შეიძლება რაღაც ერთდროულად რთულიც იყოს და მარტივიც?!  არა, კი არ მშურს, უბრალოდ მიკვირს, საოცარია, როდესაც უნიჭო პროდუქტი დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე და შემფასებელზე. თუმცა არა, ახლა დავფიქრდი, რა მიკვირს?! რაც მკითხველია, ისაა პროდუქტი და რაც პროდუქტია, ისაა მკითხველი; შემკვეთი ადგენს სტანდარტს!

118578961_1844962248975941_6388840844477

„გაჰქრეს ეს ჟამი ბარემღა, ნეტავი რას იგვიანებს?!“

წარმოდგენის ძირითადი ღერძი - აკაკის პოეზიის პატრიოტული თემატიკაა, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის იდეა. ჩვენს წინ აკაკის პოეზიის საშუალებით იხატება საქართველოს დღევანდელი სახე - ჩინოსნებით, მეძავებით, ფარისევლებითა და გარეწრებით, ძველი დიდების ნაშთით -იავნანათი, მოკლედ ქართველნი დიდებულებითა და სიდარბაისლით, თითქმის ყველა იმ თვისებით, რითაც გამოირჩევა ქართველი სხვა ერებისგან.

117444271_2630714693912229_3335036051653

ახალგაზრდების მანიფესტი ნაფტალინის სურნელში მოლივლივებს

ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ, სადაც რესპოდენტებს უნდა ეთქვათ თუ რა კითხვას დაუსვამდნენ ქართულ თეატრს. ჩვენი ინტერესის საგანი იყო ის თუ რას ფიქრობდა ხალხი თეატრზე და არა პირიქით, როგორც ეს მეინსტრიმშია.

 

ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თეატრთან იყო ,,სად ხარ?’’

ზოგჯერ კითხვები მეტ რამეს ამბობენ, ვიდრე პასუხები

107800315_2973801936064515_5811260733211

სხვა ომი

ანტიკური დრამატურგია უნივერსალური და დროის მიღმიერია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა მე მხოლოდ ერთზე შევჩერდები:  ანტიკური  ტრაგედიის პერსონაჟები, რომელთა შესახებ აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას  ფლობდა ბერძენი მაყურებელი ( მათივე სოციო-ფსიქოლოგიური ბიოგრაფიის და  არქეტიპული სიუჟეტის გენეზისის  ჩათვლით), ერთგვარ უნიკალურ ფსიქოტიპებს, ბრეხტის ტერმინოლოგიით კი, ქმედით მოდელებს წარმოადგენენ. 

88163939_229954408181279_503065134218870

რობერტ სტურუას „თამაშის დასასრული“

დიდი ქართველი კომპოზიტორის, მსოფლიო  რანგის ხელოვანის, ე.წ. „სიჩუმის მაესტროს“ ხსოვნისადმი, გია ყანჩელისადმი მიძღვნილი წარმოდგენა, უდიდესი გამოცდილებისა და მრავალ ინტერნაციონალურ-აღიარებებ გამოვლილმა რეჟისორმა, რობერტ სტურუამ, სემუელ ბეკეტის აბსურდის ეფემერულ საბურველში გახვია.

88129922_609367772973546_158573359247707

რეალური სინამდვილე ფანატიზმის წინააღმდეგ

თავდაპირველად იყო ,,ცილინდრი” პიესის ავტორი, ედუარდო დე ფილიპო, შემდეგ სემუელ ბეკეტის ,,კრეპის უკანასკნელი ფირი”, ახლა კი ეჟენ იონესკოს ,,მარტორქა” (სადიპლომო სპექტაკლი). სამივე სპექტაკლი დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში (აუდიტორია N2), სამივე სპექტაკლი რეჟისორ რატი კობეშავიძის (ჯგუფის ხელმძღვანელი - გია კიტია, ასისტენტი - გიორგი აფხაზავა) მოწყობილი სანახაობაა, ყოველგვარი კლიშეებისა და ტყუილების გარეშე.

86776612_503989933852287_381477159561697

ხედი სასტუმრო „საქართველოდან“ პანორამით საქართველოზე

სასტუმრო „საქართველოდან“ ჩანს საქართველოს უახლესი და ისტორიის (რომელსაც შეიძლება „დანა პირს არ უხსნიდეს“) ერთ-ერთი ტრაგიკული  მონაკვეთი. ჩანს წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. შესაძლო მომავალი. ჩანს ის, თუ ვინ ვართ ჩვენ დღეს და ვინ ვიყავით, ომამდე, დროს და შემდგომ. ჩანს, რასაც  ვფიქრობთ ცხოვრებაზე, რომელიც გვაქვს და როგორიც გვქონდა. ჩანს, როგორ ვუყურებთ მათ, ვინც ოდესაღაც გვიყვარდა და ვისაც მეგობრებად ვთვლიდით, როგორც ისინი გვიყურებდნენ, როგორც მეგობრებს და ვუყვარდით. (იმისგან განურჩევლად, პირადად გავიარეთ ეს ჯოჯოხეთი და ვართ თუ არა აფხაზეთიდან წამოსულები). ომმა კი ყველაფერი შეცვალა. დაანგრია. როგორც ყველა ომმა. ამან კი, განსაკუთრებით. ყველასთვის.

78776332_741167079701080_940943668590673

ფარუგა და ათი მცნება

კშიშტოფ კიშლოვსკის ათ ეპიზოდიანი მინი-სერიალის - ,,დეკალოგის” სცენაზე გადმოტანა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ ამ სახის სპექტაკლის დადგმა ძალიან დიდ სითამამეს ითხოვს რეჟისორისგან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა - ვიოტეკ ფარუგამ, სწორედ ,,სამეფო უბნის თეატრში” დადგა სპექტაკლი. თეატრში, რომლის რეპერტუარიც გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და სიახლის ძიებებით. 

CC4A7051.jpg

უსულგულო სამყაროს წინააღმდეგ ამბოხებული „პატარა“ ადამიანი

კოკო როინიშვილმა თავისი სათქმელის გადმოსაცემად ძალიან კარგი სამსახიობო ანსამბლი შეკრა. რეჟისორმა მსახიობებს პერსონაჟთ ხასიათების განსავითარებლად ზუსტი ამოცანები დაუსახა. ნიკა კუჭავას აკაკი ბაშმაჩკინი, ვთვლი რომ, არა მარტო, მსახიობის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებული ერთ-ერთი საუკეთესო სახეა. მსახიობმა შინაგანი ემოციური მუხტისა და სხეულებრივი ენის სრული ჰარმონიით შექმნა აკაკი ბაშმაჩკინის პერსონაჟი. 

ხედი.jpg 3.jpg

„ნახე რას დაემსგავსა ჩვენი ცხოვრება“

 „ხედი სასტუმრო საქართველოდან“, სიმართლით გადმოცემული და გათამაშებული ამბავი, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი ინკლუზიური პროექტი-სპექტაკლია არა მარტო, უსინათლო ადამიანებისათვის, არამედ, ყველასთვის... ვინაიდან, სწორედ უსინათლოებმა შეგვახსენეს, რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიდან იმქვეყნად, მხოლოდ სიყვარული გაგვყვება, სხვა ყველაფერი - „ამაობეთა ამაოებაა“.

83038718_175342113814958_495405382598498

ეგზისტენციალური კრიზისი

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, არაერთი ჟანრის სპექტაკლი განხორიცელებულა. 2019 წლის  18 ნოემბერს მაყურებელმა სარა კეინის, ინგლისელი დრამატურგის, პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "აფეთქებული" იხილა.

teatro.jpg

ვის ეზეიმება ქართული თეატრის დღე

2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებებიდან ბევრი არაფერი მახსენდება, ან თუ მახსენდება მეტწილად ისინი უცხოურ თეატრს უკავშირდება, რომელთაც საქართველოში არსებული საერთაშორისო ფესტივალების წყალობით ვიხილეთ. რაკი ფესტივალებზე ჩამოვარდა სიტყვა აქვე ვიტყვი: უკვე აღარ გვიკვირს და მივეჩვიეთ მათ, მაგრამ აღარ გვახარებს ისე, როგორც წლების წინ, თითქოს ჩვენი საერთაშორისო ფესტივალებმა დაკარგეს ენთუზიაზმი, კონკურენციის გრძნობა და მოტივაცია. ისინი შერჩეული პროგრამის ხარისხითა თუ მასშტაბით ერთანეთს დაემსგავსნენ. თითქოს ფესტივალებიც რიგით ღონისძიებათ იქცა, რომელიც მხოლოდ საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის ანგარიშისთვის კეთდება და არა თეატრისთვის, მისი განვითარებისა და მომავლისთვის.

Picture1.png

რეპროდუქცირებადი 

ძალადობა

გეგა გაგნიძისთვის ეს საკურსო დადგმაა. მან ტექსტის გასაცოცხლებად უნივერსიტეტის სარდაფი აირჩია. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული,  რაც მთლიანად ცვლის წარმოდგენის ქსოვილს. პირველ რიგში რეჟისორი მაქსიმალურად აახლოებს მაყურებელს და არტისტს. მაყურებელი არტისტის  პირისპირ დგას, ის მაქსიმალურად ახლოსაა წარმოდგენასთან, ისევე ახლოს, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში რეალობასთან. ის არ ცვლის სარდაფში არსებულ ბუნებრივ გარემოს, კელდები, იატაკი, მთლიანი სივრცე წარმოდგენილია დადგმის ნაწილად, ასე ვთქვათ, სარდაფი არის პერიფერიული და დეცენტრალიზირებული ნაწილი.

79002688_839086916509456_170900255119140

ბედნიერი წყვილი

კიდევ ერთი პრემიერა გ. ლორთქიფანიძის სახ. სახელმწიფო პროფესიულ თეატრში - ამჯერად რეჟისორების  ნინო შოთაძის და სოსო ნემსაძის არჩევანი შეჩერდა ებრაელი დრამატურგის ხანოხ ლევინის პიესაზე  „ცხოვრების ჭაპანი“, რომელიც „ბედნიერი წყვილის“ სახელით წარსდგა მაყურებელთა წინაშე.

54354334_1252377678254382_12817844950154

კითხვები, კითხვები, კითხვები...

თეატრის  ისტორიაში არიან რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, სპექტაკლები,  რომლებიც დროსთან ერთად ანთროპოლოგიურ- სემიოტიკურ მნიშვნელობას იძენს. ერთ- ერთი მთავარი ფიგურა  თეატრის  საჭადრაკო დაფაზე შექსპირია, უილიამი,  რომელიც ოკულტისტურ საფუძვლებზე აღმოცენებული  – შუა საუკუნეების მიერ შექმნილი ცივილიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა თავისი მეტაქმნილებებით. ეს ყოველივე  თანამედროვე ინტელექტუალურმა წრეეებმა – მკვლევარებმა  ვრცლად გამოიკვლიეს ნაშრომებში  და ცხადია ჩემი მიზანი შექსპირის შესახებ რაიმე ახლის ან კარგად დავიწყებული ძველის „გათქმა“ არ არის. ამ კონკრეტულ წერილში  ერთ-ერთი დადგმის შესახებ ვისაუბრებ – უფრო ზუსტად სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის „მეფე ლირის“ შესახებ(რეჟისორი ირაკლი გოგია).  პირველ რიგში  შექსპირის, უილიამის ტექსტის გავიხსენოთ „ჰამლეტიდან“: 

THE GREAT TAMER by Dimitris Papaioannou_

The Tamer of Time and Death

“The Great Tamer" is a magical spectacle that captivates and fascinates, entertains and contemplates, amazes at seeing and experiencing; it is a constant surprise, which fascinates with the director’s invention, high professionalism and skillfulness of the actors, universality and inexhaustible potentials, ideal bodies, esthetic perfection, the director’s imagination... Like Vangelis Giakoumakis, at least one person disappears every day in the world, and their death also leaves many unanswered questions. The human still continues trying to tame time and death.

79095498_319254785624233_105972431776120

Meeting God(s)

Because hope defeats death!..

The world of "The Great Tamer" is placed among three elements.  The earth – is made up of shaky, uneven, chaotically thrown thin boards; heaven, lunar surface, or chasm (Hell? Paradise?) in which humans periodically fall and from where they emerge - is united and is inseparable like the cosmos.

THE GREAT TAMER by Dimitris Papaioannou_

დროისა და სიკვდილის მომთვინიერებელი

ათენელებისთვის, რომ ძვირფასია დიმიტრის პაპაოანუ და მისი შემოქმედება, ადასტურებს ის ფაქტიც,  რომ  ორი წარმოდგენის ბილეთები ზუსტად ერთ საათში გაიყიდა. გამოთხოვება „დიდი მომთვინიერებელთან“ მაყურებლისთვისაც ამაღელვებელი იყო. ბოლო წარმოდგენებზე მაესტრო პაპაოანუ „მეგარონის“ დარბაზში თავს თავისუფლად და როგორც სახლში ისე გრძნობდა. 

78483432_2785589444795000_23640007576419

რადგან იმედი ამარცხებს სიკვდილს!..

დიმიტრის  პაპაოანუს  სპექტაკლში  ყველაფერი დაცლილია ხორციელი ტვირთისგან და სრული თავისუფლება ბატონობს. არეულია, უფრო ზუსტად, ზღვარწაშლილია რეალობა და გამონაგონი. მიღებულია - სასწაულის,  სიზმრების, ხილვების  „ჩვეულებრივობა“. ცოცხლდება და მწყობრ სისტემას ქმნის - საზოგადოების ისტორია, კულტურაში ასახული ეპოქების ფრაგმენტები, კაცობრიობის აღმოჩენებისა და სულიერი თუ მატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები, ციტატები და კლასიკური სახეების არაბანალური ციტირება.

78611954_498918327634659_620748042147148

გამარჯობა, რეჟისორო!

კოკო როინიშვილის წყალობით, მარჯანიშვილის თეატრში დღესასწაულს დავესწარით. უფრო ზუსტად, დღესასწაულის მონაწილეები აღმოვჩნდით. მის ეპიცენტრში.  იშვიათია დღესასწაული თეატრში. მით უფრო, ფაქტობრივად არაფერია საზეიმო და გასახარებელი დღეს თეატრს მიღმა.  კოკო როინიშვილის „შინელი“ გვასევდიანებს, რადგან რეალობას ასახავს, იმედს გვაძლევს, რადგან რეჟისორი გადარჩენის შანსს გვთავაზობს და გვაბედნიერებს, რადგან მისი სამყარო მშვენიერია.

74788290_889137744815595_501881329562943

საუკუნოვანი ზნედაცემულები

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული  სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი „ჭკუისა მჭირს“(ზნედაცემულნი) გაიმართა(რეჟისორი გიგი ლორია). ერთ მოქმედიანი სპექტაკლი „თბილისური ვოდევილის“ ჟანრშია წარმოდგენილი. თეატრალური წარმოდგენა  მსუბუქად, შეპარვითა და კომედიური  ხასიათით გამოხატავს კონფლიქტს, რომელიცჩუტყვავილასავით  გადამდებია ბანკების,მევახშეებისა და  იპოთეკარების ფონზე.

5c0072bcb35c767bdd1a88050d406d88.jpg

„დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი“

დარბაზში შესვლისას სპექტაკლი უკვე დაწყებულია და პოლიდოროსის აჩრდილი (გაგი შენგელია) მომხდარ ტრაგედიაზე თხრობისას მუსიკის ფონზე (კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე) ასანთს ასანთზე ანთებს, თითქოს ცდილობს უსამართლობის წყვდიადში სიმართლის ნაპერწკალი გააღვივოს. თუ არ ვცდები, დაახლოებით ასი წლის წინ, სწორედ მესხიშვილის თეატრის სცენაზე გამოიყენა კოტე მარჯანიშვილმა პირველად ქართულ სპექტაკლში კინოგამოსახულება.

48364745_524000578084519_673669375038010

ინტელექტუალური ავანგარდი

შემოქმედებითი გუნდის ორ თვიანი თავდაუზოგავი შრომა წარმოდგენაში უდაოდ ჩანს. ,,ვერ გავიგე, მაგრამ მომეწონა...“ მსგავსი კომენტარით გამოვიდა არაერთი ადამიანი. ვფიქრობ წარმოდგენის ამოცანა სრულიად არ არის ,,გაგება“ და უშუალოდ რეჟისორის ჩანაფიქრის ძიება, არამედ მაყურებლის პირად სივრცეში შეჭრა და საკუთარი ნაბიჯების გათვალისწინებაა. პირადად მე ,,ნაბიჯის სტატისტიკამ“ ძალიან დამაფიქრა, ეს არის წარმოდგენა, რომელიც არ გავს პერფრომანსს თავისი ღრმა არსობრივი დატვირთვით, არ გავს დრამატულ თეატრს გამომსახველობითი საშუალებებით და არც მხოლოდ ქორეოგრაფიაზეა აგებული, რის გამოც მას ვერ ვუწოდებ წმინდა წყლის ქორეოდრამას.

48364745_524000578084519_673669375038010

ქორეოდრამით გადმოცემული ნაბიჯის სტატისტიკა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული თეატრის სპექტაკლი ,,ნაბიჯის სტატისტიკა“, რომლის რეჟისორია თათა თავდიშვილი, მხატვარი/ქორეოგრაფი ტატო გელიაშვილი, მუსიკალური გამფორმებელი MICHEL.          

Picture1.png

ახალგაზრდული პროტესტი, როგორც სამოქალაქო პოზიციის გამომხატველი

ჩვენი  ტექნოკრატიული საუკუნე, ნებისმიერ სახელოვნებო სფეროში და მათ შორის თეატრში, დიდი ხანია ითხოვს,  ცოცხალ მაყურებელთან კომუნიკაციის ახალ ენას, ახალ საშემსრულებლო ტექნიკას, განსხვავებულ ბალანსს, რიტმს, განვითარებულ დიქციას და არა აქამდე არსებულის უსასრულო კომპილაციებს.  ვფიქრობ, ურთულესი პროცესია შეინარჩუნო ცოცხალი ხელოვნების ფუნდამენტური დეფინიცია და არსი, და თეატრი არ მოდიფიცირდეს  მექანიზაციის ბუნებრივ წყაროდ!..

70463807_10157614173651103_2803401054761

„იმედი პროლებშია“

დათა თავაძის „ცრუ განგაში, ცხრა მთას იქეთ“

აზრკრიმინალი რეჟისორი თავის ნაშრომს წარუდგენს აზრკრიმინალ მაყურებელს, აზრკრიმინალი თეატრმცოდნეები აზრკრიმინალურ რეცენზიებს დაწერენ და არაფერი შეიცვლება, საზოგადოება ერთ წრეზე გააგრძელებს ბრუნვას. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა გავიგო იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ ქაოტურ რუტინაში არ ცხოვრობს, ვისთვისაც ჯერ კიდევ მთავარია ადამიანური ფასეულობები და შეძლებენ გარედან შეხედონ სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს. მართლაც, რას იტყვიან ჩვენი ქვეყნის პატარა ქალაქებსა და დაბებში მცხოვრები ადამიანები, რომლებშიც იმაზე მეტია სულიერი და მორალური ძალა, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ. ისევ ორუელს დავუბრუნდები და ვიტყვი რომ: „იმედი პროლებშია“.

70752504_10157598156818415_7684109067102

დათა თავაძის კომპოზიცია ახალი დრამის ფესტივალისთვის

მიკროფონის მეშვეობით 25 მსახიობი სხვადასხვა ტონალობაში, ხან მონაცვლეობით და ხანაც სინქრონულად, ერთადერთი სიტყვის წარმოთქმით „შემოდი...“ იყო გართული. ეს სიტყვა, თითქოს,   ჩაბნელებული დარბაზისკენ გვიხმობდა. „შემოდი...შემოდი...შემოდი..“ - ჯიუტად იმეორებდნენ მსახიობები, თითქოს ხმას ისწორებნენ, ინტონაციას სინჯავდნენ, ერთმანეთს ხელახლა ეცნობოდნენ...

70287073_966316983708553_444696408407146

ახალი დრამის ფესტივალი 2019

უკვე ცნობილ პერფორმატიული ხელოვნების ოსტატთა - დათა თავაძე, მიშა ჩარკვიანი, გურამ მაცხონაშვილი, პაატა ციკოლია,  დრამატურგებიდან ლაშა ბუღაძე, წელს მათ გვერდით გამოჩნდნენ ახალი სახეებიც და არა მხოლოდ პროფესიით რეჟისორები. მაგალითად გრიგოლ ნოდია, რომელიც კინორეჟისორია, თამარ  შუკაკიძე - თეატრმცოდნე, მეგი კობალაძე - მსახიობი და აქედან სამივე ერთდროულად ტექსტის ავტორებიც არიან, პერფორმანის დამდგმელებიც და ზოგ შემთხვავეში შემსრულებლებიც (მეგი კობალაძე, თამარ შუკაკიძე).

70379715_414089889243848_205363576501908

არსებობს ნაწარმოებები და არსებოენ პერსონაჟები, რომელებსაც ვაღმერთებთ, მაგრამ არ ვიცნობთ

„არსებობს ნაწარმოები და არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ვაღმერთებთ, თუმცა, არ ვიცნობთ...“ - ვკითხულობთ ახალი დრამის ფესტივალის 2019 წლის დასკვნითი წარმოდგენის ანოტაციაში. ეს იყო პირველი, შესაძლოა საწყენი, მაგრამ გულწრფელი და ობიექტური სიმართლე, რომელიც პაატა ციკოლიამ გვითხრა შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში შეკრებილ ფესტივალის მაყურებელს და რომელიც დღეს უჩვეულოდ მრავლად იყო შეფენილი სპორტული დარბაზის ამფითეატრზე.

70409719_2505021352896041_98889873938710

გულწრფელობისა და გულახდილობის პერფორმანსი

ახალი დრამის ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდა თამარ შუკაკიძე, თეატრმცოდნე, თუმცა არტისტული საზოგადოება მას პოეტად და პროზაიკოსად უფრო იცნობს. ამჯერად, ის ერთდროულად ავტორის, რეჟისორისა და შემსრულებლის სახით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე და ახალი დრამის ფესტივალზე მისი სადებიუტო საავტორო პერფორმანსი ვნახეთ სახელწოდებით „მეხსიერება“. თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ პერფორმანსი, რომელიც მაყურებელმა იხილა მთლიანად თავსდებოდა ახალი დრამის ფესტივალის კონცეფციაში.

70305278_2372004139679027_58560797178698

მეგი კობალაძის „ქაღალდის თამრო“

მეგი კობალაძემ მისი პიესა „ქაღალდის თამრო“ თავადვე, როგორც მსახიობმა და როგორც დამდგმელმა გააცნო მაყურებელს. წარმოდგენა, რომელიც უფრო მეტად თეატრალიზებული კითხვა იყო, ვიდრე სპექტაკლი, პერფორმანსის თანხლებით წარიმართა. შემოსაზღვრულ სცენაზე, ფაქტობრივად ერთ სიბრტყეზე ორი სამყარო ცოცხლობდა.

70229990_2353812171354605_42188179467487

მორალისტების „მანიფესტი“

ლაშა ბუღაძის „მორალის“ თეატრალიზებულად წასაკითხად დრამატურგმა შემოქმედებითი გუნდი შეკრიბა. მსახიობებთან: ანი იმნაძესთან, ირაკლი გოგოლაძესთან, მარიამ ცქიფურიშვილთან და კახა გოგიძესთან ერთად ტექსტზე და მსახიობებთან რეჟისორმა და დრამატურგმა პაატა ციკოლიამ იმუშავა, რომელმაც მაყურებელს, ფაქტობრივად მზა სპექტაკლი შესთავაზა, თუმცა ამ დადგმაში დომინანტი მაინც ტექსტი იყო, რომელიც ბუნებრივობითა და უშუალობით გააცოცხლა მსახიობებმა. ლაშა ბუღაძის ტექსტი პაატა ციკოლიამ სათეატრო სიბრტყეზე გააცოცხლა და ჩვენს წინ ორმაგი სპექტაკლი გაათამაშა.

70498421_495258341276054_441983055945950

„შენ არ ხარ შენ, შენი ადგილი უკან, საშოშია!“

გრიგოლ ნოდიას საავტორო სპექტაკლში „ნოე“ ერთი მსახიობი შაკო მირიანაშვილი მონაწილეობს, რომლის თაობაში, მეორე არ მეგულება ისეთი „გიჟი“, რომელიც პროფესიისთვის, ყველაფერზე წამსვლელია, ალბათ, უფრო საკუთარი კაიფისთვის, რომლითაც ის ხშირად ახერხებს მაყურებელიც აკაიფოს. საქმე იმაშია, რომ გრიგოლ ნოდიას სპექტაკლში, რომლის ტექსტიც რეჟისორს ეკუთვნის, შაკო მირიანაშვილმა მოგვითხრო ჩოხატაურელი „გიჟის“ ნოეს ნამდვილი ისტორია არა მხოლოდ მხატვრული ხერხებით, არამედ უკიდურესი ნატურალიზმით, რათა მაყურებელს ბოლომდე შეეგრძნო ის ტკივილი, რასაც წარმოდგენის გმირი და მსახიობი განიცდიდა.

4.jpg

ალტერნატიული გზით ახლის შესაქმნელად

წარმოდგენის დაწყებამდე 25 მსახიობის მიერ ერთმანეთის პარალელურად წარმოთქმული ფრაზები ორკესტრის აწყობის ხმოვანებას მოგაგონებდათ. თითქმის სამი საათის განმავლობაში მაყურებელი ინტერესით ისმენდა 25 მიკროფონით 25 მსახიობის 25 ხმას. კომპოზიციაში „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“ ვიზუალი ნიველირებულია და მთავარი აქცენტი ხმაზეა გადატანილი (კომპოზიცია 25 ხმისთვის შეიქმნა), შესაბამისად მხატვრულ პროდუქტში დეკონსტრუირებულია სანახაობა, როგორც თეატრის მთავარი გამომსახველობითი ხერხი და მასთან ერთად კლასიკური, ტრადიციული პიესის ფორმა და სტრუქტურა.

60113332_2741117815959768_50193013843028

მკვდარი სეზონის ცოცხალი შთაბეჭდილებები

ვიდრე ზაფხულის მკვდარი სეზონი მრავალმილიონიანი „ფორსაჟის“ ეპიზოდის გადაღების მოლოდინში ჩაივლის, ხოლო თეატრალური ფესტივალებით მაძღარი თბილისური შემოდგომა მაგი მარენის, ოსკარას კორშუნოვასის თუ კაროლინ კარლსონის სახელოვანი სახელებით შეიმოსება, მოკლედ გადავიმეოროთ და გავიხსენოთ განვლილი თეატრალური სეზონი.

16387254_1589503594398634_38930398366412

ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!

ლონდონის ქუჩებში ისეც აცხუნებს იორკის მზე, მხოლოდ ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი) - ციხის უფროსი, ეს „უტყვი  მონა“ და ყველა საშინელებების თანამონაწილე რჩება იმ ქვეყანაზე და მუხლმოდრეკი ტირელი, რომელიც ისევ  აბარებს აღსარებას კარდინალ  ბორჩერის.

striptease6.jpg

შედგა თუ არა არჩევანი სამეფო უბნის თეატრში?!

ისინი  ორნი  არიან ოთახში,  რომელშიც ძალით,  ვიღაცის  სურვილით  აღმოჩნდნენ, ცოტა  ნაცემებიც, შერაცყოფილნი. ოთახი ცარიელია, მასში მხოლოდ ერთი  შავი ყუთი  და შავი  გაფუჭებული ტელევიზორი დგას, ორი  კარი  მარჯვნივ ჯერ  კიდევ  ღიაა.  ერთმანეთს  გვანან და არც  გვანან. თითქმის ერთნაირად აცვით –  შავი შარვლები, შავი  ფეხსაცმელები, ქვედა ზოლიანი საცვლებიც  კი (რომელსაც გვიან  დავინახავთ) ერთნაირი აქვთ. ორივე  მაღალია,  გამხდარი,  ერთი  მათგანი სათვალეს  ატარებს,  რაც მას უფრო სოლოდურობას ანიჭებს. მათი არც სახელები და არც  გვარები ვიცით, არც  პროფესია და არცაა საჭირო.

57540158_677747209310095_810568471736745

დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!

„დილა მშვიდობისა ასდოლარიანო“ ქეთი დოლიძის მიერ უკვე მეორედ იდგმება, ამჯერად რუსთავის თეატრში სულ სხვა შემადგენლობით. ათონელის თეატრში რამოდენიმე წლის წინ დადგმულ სპექტაკლში დაკავებულები იყვნენ ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე (ჟურნალისტი).

69133_491422324224594_2022956261_n.jpg

„ახლა კი დროა, ფარდა გახსნათ, ჩემო კარგებო“

წითლად გადაპენტილი უამრავი  ბალიში, დამთრგუნავი,  მაგრამ არაშემაწუხებელი  მუსიკალური  ფონი (მ. აფხაზავა), რომელიც  ვენებშიგამავალი სისხლის  პულსაციად ან გულის  ცემად აღიქვება (მხატვარი  ნ. კიტია).

ddd-790x301.jpg

მიზანთროპი, ჩაცკი და საზოგადოება

მოლიერის ეს პიესა იმთავითვე იწვევდა თანამედროვეთა გაოცებას - ალცესტი, ზოგადად და სავარაუდოდ ავტოპორტრეტული პერსონაჟი ამავდრიულად ტრაგიკულიცაა და ნევრასტენიულიც - (მიზანთროპი - კაცთმოძულე - ასოციალური). მაგრამ ამავე დროს  ჭკვიანი, გონიერი, თუ გნებავთ ინტელექტუალიც  კი. 

d40c998589027eedfa30135c0faa3a44.jpeg

იპოვე შენი ბეშთერი...

მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატრს ახა­ლი სცე­ნუ­რი სივ­რ­ცე შე­ე­მა­ტა.

სა­დაც ად­რე სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი იყო, თე­ატ­რ­ში ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მცი­რე სცე­ნის გახ­ს­ნა. "სცე­ნა" აქ პი­რო­ბი­თია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ასე­თი, ამ დარ­ბაზ­ში არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ის სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც ჩვენ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის დროს ვი­ხი­ლეთ, ნამ­დ­ვი­ლად სცე­ნუ­რია. თე­ატ­რ­მა ამ დარ­ბა­ზის გახ­ნი­სათ­ვის შე­არ­ჩია სა­რა რუ­ლის "სუფ­თა სახ­ლი".

IMG_0631.JPG

უიმედოდ დარჩენილი ანგელოზმიტოვებული სამყარო

რამდენიმე წელია ლევან წულაძე თავად ქმნის საკუთარი სპექტაკლების დეკორაციას. მის დადგმებში მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება  სცენოგრაფიას და განათებას. ლევან წულაძე სასცენო სივრცის ყოველ კუთხე-კუნჭულს ითვისებს და ამბიდან გამომდინარე მაყურებელს განწყობას უქმნის. განწყობისა თუ სხვადასხვა ასოციაციის გამომწვევია, აგრეთვე, მის მიერ  განათებული სასცენო სივრცეც.

asulni5-790x526.jpg

ფეერიული ამბავი ბედკრულ სამშობლოზე

ფეერიული იგავი ჩვენს ბედკრულ სამშობლოზე და მასში მცხოვრებ ერთფეროვან მასად ქცეულ ხალხზე. რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში, პოლიკარპე კაკაბაძის პიესესბის მიხედვით, დადგმული სპექტაკლი „ასულნი“, შეიძლება აღვიქვათ კიდევ ერთ გაფრთხილებად, კიდევ ერთ შემოძახილად გამოფხიზლებისაკენ.

antigone4.jpg

კრეონის და ანტიგონეს არჩევანი

გაგა გოშაძემ თითქმის უცვლელად გადმოიტანა ანუის პიესა სცენაზე. მცირე კუპიურებს, რამდენიმე უმნიშვნელო მოქმედი პირის ამოგდებას (სამი მცველის მაგიერ ერთია, გაქრა კრეონის მსახურიც, სცენაზე არ ჩნდება კრეონის მეუღლე ევრიდეკე) თუ არ ჩავთვლით.

12006325_1207901519237067_74333561233445

ამერიკული კინოკომედია და კინოდრამა უახლესი ქართული თეატრის სცენაზე

ბოლო რამდენიმე წელია, სათეატრო რეჟისორები ხშირად მიმართავენ ცნობილი ფილმების თეატრალური ვერსიების შექმნას. 2015 წ. ორი საინტერესო სპექტაკლი შეიქმნა ქუთაისისა და თბილისის თეატრების სცენებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე სპექტაკლი ამერიკული ფილმების თეატრალურ ადაპტაციას წარმოადგენს. ერთი მსუბუქი, კომედიური, გასართობი ჟანრის სპექტაკლია, მეორე კი დრამატული, ადამიანთა გაუსაძლისი ცხოვრების ამსახველი.

თინას 9.jpg

მარჯანიშვილის თეატრის სამი სპექტაკლი

დროთა განმავლობაში დაიშალა რეჟისორთა  ლიგაც: ლევან წულაძე ახლა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ავთანდილ ვარსიმაშვილი ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრის და  „თავისუფალი თეატრის“, გიორგი მარგველაშვილი წლების განვალობაში მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ხელმძღვანელობდა, დავით ანდრულაძე კი ს. ახმეტელის სახ. თეატრს, ახალა კი  „რკინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელია, ოთარ ეგაძემ ილიაუნის თეატრი შექმნა და აშ. 

asulni5-790x526.jpg

პოლიკარპე კაკაბაძის კლასიკური პიესების სტურუასეული ინტერპრეტაციები

რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში ქართული კლასიკური პიესების დადგმამ მეტ-ნაკლები წარმატება მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, მეტად მწვავე დისკუსია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ კლასიკური ნაწარმოებები რეჟისორმა სრულიად ახლებურად წაიკითხა და განხორციელა. ამჯერად შევეხები პოლიკარპე კაკაბაძის პიესების _ „ყვარყვარე თუთაბერი“ ~ და „სამი ასული“ _ სტურუასეულ ინტერპრეტაციებს. 

11053106_958984950829291_211800647597380

„ჩვენს დედებს, ბებიებს და მათ მეგობრებს...“

თავისუფალ თეატრში 17 იანვარს პრემიერა ითამაშეს. ”ვალსი ძილის წინ”-ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი და პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილია.  მხატვარი- მირიან შველიძე. მოქმედება იწყება და ვითარდება ძველი საგრიმიოროს კედლებში. სცენის სიღრმეში, რამდენიმე,   სხვადასხვა ზომის მოძრავი სარკეა განთავსებული, კედლებზე ქართველ მსახიობთა ფოტოები კიდია-სესილია, ვერიკო, ეროსი, სოფიკო სერგო და სხვები.  

48381919_2097602736965947_30518329110335

სიყვარულით პრინც ჰამლეტს

გურამ მაცხონაშვილი რეჟისორია. დღეს ქართულ თეატრალურ რეცენზიებში მოდურია ტერმინის “ახალი თაობის რეჟისორი” გამოყენება. ისე კი გურამზე ამბობენ, ამბიციური და უმადურიაო. ჰოდა, ადგა ესეც და დამოუკიდებელი პროექტი წამოიწყო. აქ შენ მცირე განმარტება დაგჭირდება, პრინცო. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბევრი მილიონი ლარი (ეროვნული ვალუტა) იხარჯება იმისათვის, რომ სახელმწიფო თეატრებში და ასეთი დაახლოებით ორმოცდაათია, დაიდგას ცუდი სპექტაკლები. მესმის, დაიბენი, მაგრამ ნამდვილად ასეა.

19075211_10203013419614138_563809790_n.j

გათვლა

თამთა მელაშვილის მოთხრობა „გათვლა“, 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა. ეს არის  ამბავი ორი ცამეტი წლის გოგოზე და მათი თვალით დანახულ ომზე.

1481535460_nineli.jpg

მეზუნია ჩიტები

ბოლო დროს ქართულ თეატრში ერთი ტენდენცია იკვეთება.  უმეტეს დრამატურგიულ ტექსტებსა და სპექტაკლებში სჭარბობს ეწ. „ექსპოზიციური“ ნაწილი.  ამ საფრთხეს თავი ვერ აარიდეს დიდმა რეჟისორებმაც: რ. სტურუას და ნ. შველიძის ბ. ბრეჰტის „დაკანონებული უკანონობა“, თ. ჩხეიძის ბრაიან ფრინის „თარგმანებში“  წარმოდგენის ეს ნაწილები იმდენად გრძელია, რომ აგდებს სპექტაკლის საერთო რიტმს, ახანგრძლივებს მის მიმდინარეობას, მოსაწყენს ხდის შესავალ ნაწილს, ვნებს აღქმის მთლიანობას.

1505830154_tholia.jpg

ვინ მოკლა ტრეპლოვი?

ვინ მოკლა ტრეპლოვი?
გიორგი ყაჯრიშვილი
ახმეტელის თეატრში დადგმულმა „თოლიამ“ შეგვახსენა, რომ არსებობს მუდმივი თემები, მუდმივი პრობლემები და  უკვდავი დრამატურგია. ა. ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით ბორის აკუნინის მიერ შექმნილი პიესა პირველად იდგმება საქართველოში, რომელიც ერთდროულად გვაბრუნებს მისი პერსონაჟების განცდებთან და ახლებური კუთხით გვიჩვენებს იმ მოვლენებს, რომელიც სორინის სახლში განვითარდა.

6a1b9eeb-3da1-4cfc-a058-0ad84be5a934.jpg

ორი განსხვევბული სპექტაკლი თუმანიშვილის თეატრში

2013 წლის მიწურულს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეტრმა ორი ახალი სპეტაკლიშესთავაზამაყურებელს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ ინგა გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის - „Andergraund XXI@yahoo.com ან რამდენიმე სიზმარი ბედნიერ ცხოვრებაზე“ - დადგა, ხოლო კოტე მირიანაშვილმა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე მოთხრობაგაასცენიურა და სახელწოდებით - „ჩიტის მოტანილი ამბავი“ -გააცოცხლა სცენაზე.

17841740_1326331904122011_1015133824_n.j

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს

დრამატული ნაწარმოებში -  ნადეჟდა პტუშკინას პიესის ინსცენირება (ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი) „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ ამბავი ძალიან ბანალურია და სიმართლე უნდა ითქვას ბევრი სხვადასხვა ნაწარმოების გავლენას განიცდის - თუნდაც ე. რიაზანოვის „ბედის ირონიას, ანუ გაამოთ“. 

2 (5).jpg

შექსპირის თანამედროვე ინტერპრეტაციები უახლეს დადგმებ

დღესდღეობით წარმოუდგენელია ქართული თეატრის ისტორია შექსპირის დრამატურგიის გარეშე. საქართველოში შექსპირი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდანაა ცნობილი, მისი პოპულარობა კი უშუალოდ არის დაკავშირებული ქართული თეატრალური კულტურის ზრდასთან. საქართველოში შექსპირის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ილია ჭავჭავაძეს  და ივანე მაჩაბელს. 

IMG_5804-1280x853.jpg

ხრამუნა

ფოთის ვ. გუნიას სახ. თეატრში მიწვეული რეჟისორის პაატა ციკოლიას არჩევანი შეჩერდა (და თუ სწორად მახსოვს  მთარგმნელმა ქეთი კვანტალიანმა სწორედ პაატა ციკოლიას თხოვნით თარგმნა ეს ნაწარმოები) ისმენე რიზეს პიესაზე „ხორციჭამია ღმერთი“ 

OU1C4463-2.jpg

ძალაუფლება, სიყვარული და ჟოლოიანი ფუნთუშები მარჯანიშვილის თეატრში

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებისას პიესაში ცვლილებები შეიტანა. პიესაში ორი გმირია და ორივე მამაკაცია. რეჟისორმა ცენზორის პერსონაჟი ქალად აქცია. ამით კიდევ უფრო გაამძაფრა მათი დაახლოების საბაბი.

3be3542491ea4878ba9dce53e0454afd.jpg

შექსპირის „ქარიშხალი“ სტურუას ავანგარდული ინტერპრეტაციით

2012 წლის დეკემბრის თვეში თბილისს საგასტროლოდ ეწვია მოსკოვის თეატრი Et Cetera ალექსანდრე კალიაგინის ხელმძღვანელობით

f2ac912b72e8fa1b762287ff95b5d4f2.jpeg

„მარია კალასი“ თეატრ-ფაბრიკაში

თბილისში, კიდევ ერთი, ახალი სათეატრო სივრცე შეიქმნა _ თეატრი „ფაბრიკა“. თეატრი და მასთან არსებული საგამოფენო დარბაზი ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე განთავსდა. 

393185_228538207214561_21685141_n.jpg

რა გვსურს, რა გვინდა, რა გაგვაჩნია...

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წინასადიპლომო სპექტაკლი „სამი და“, ჩემთვის, როგორც თეატრის კრიტიკოსისათვის, ჩეხოვის დრამატურგიით კიდევ ერთხელ აღფრთოვანების, უფრო ღრმად ჩაწვდომის, თუ გნებავთ, აღმოჩენის ტოლფასი გახლდათ.

jletis1.jpg

ჟლეტის ღმერთი

პიესაშიც და სპექტაკლშიც პერსონაჟთა სახეები, მოვლეთა რიგი  მწყობრ რიტმში ვითარდება და რამდენიმე საკვანძო გადასვლებით არის აწყობილი.  

37804254_1853425118067935_20744104788801

მშობელთა კრება

თანამედროვე ადამიანები ქვეყანაში განვითარებული საბაზრო ეკონომიკის შვილები ვართ, რომელთაც შრომით ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია ყოველდღიურად თამაშის ახალ წესებს გვთავაზობს. ამ თამაშის წესებმა ყველაზე მთავარი - პიროვნების ნიველირება მოახდინა, რასაც, ხშირად, გულგრილობამდე მივყავართ, რომელიც არის სხვისი თავისუფლების უარყოფა უგულებელყოფის სახით, იგი არის სიბრმავე სხვის მიმართ.

52678056_2062049380544130_32528946195154

„სამანიშვილის დედინაცვალი“ თუ „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“?!

თეატრალურ სამყაროში, არსებობენ რეჟისორები, რომელთა შემოქმედებით მაყურებელი არაა განებივრებული. სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნება რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი, რომლის თითოეული წარმოდგენა თეატრის მოყვარულთა თუ სპეციალისტთა იმ მაყურებელს ეკუთვნის, ვინც ეძებს არა მხოლოდ თემის პრობლემასა და სათქმელს, არამედ ფორმათა სიახლეს, გემოვნებას და ინტელექტს, 

_IG_9293 (1).jpg

De Profundus Calamari 

რეჟისორმა კი, თავის მხრივ, მოვლენების განვითარებისას სწორად დასმული აქცენტებით, სცენოგრაფიითა თუ მუსიკალური გაფორმებით ფსიქო-ინტელექტუალური სპექტაკლი ”გამოძერწა”

lisistrate6.jpg

რაც დედებს უნდათ

დავით საყვარელიძე „რუსთაველში“ ცხადი, გასაგები და რაღაცნაირი, სიმსუყეგამოცლილი და არაფერწერულად მსუბუქი რეჟისურით დაბრუნდა.

tart.jpg

მთავარი ფილოსოფიაა...

მარჯანიშვილის თეატრმა, შესაძლოა რუსთაველის თეატრალური სარდაფის ნოსტალგიით, ახალი თეატრალური სივრცე გახსნა, რომელსაც ლოგიკურად და მარტივად   „ახალი სცენა“  უწოდა და პრემიერაზე მსოფლიო თეატრის შედევრი ჟან–ბატისტ მოლიერის „ტარტიუფი, ანუ ფარისეველი“ წარმოადგინა (რეჟ. ლევან წულაძე). 

new_scene.jpg

ბათუმის თეატრი - ადამიანებზე, სიკვდილ-სიცოცხლესა და დემონებზე

„ახალი სცენა“  მცირე ზომისა და სპეციფიკური პროექტირებიდან გამომდინარე, მხოლოდ  კამერულ, რანდენიმეპერსონაჟიან და არამასობრივი სცენების შემცველი პიესების დადგმას იტანს.

maxresdefault.jpg

არა, არაფერს ვნანობ

ინო სადღობელაშვილის პიესა „პიაფი“ კი მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ასახავს, რომელიც მან პარიზიდან მოშორებით ნიცაში გაატარა. პიესის ავტორი როგორც სჩანს იზიარებს გავრცელებულ ვერსია იმის თაობაზე, რომ ედიტსა და მის ნახევარდას სიმონ ბერტროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

pjimage-2.jpg

დემონები

მიშა  ჩარკვიანმა კვლავ დაუბრუნდა „სამეფო უბნის“ თეატრს და  სპექტაკლი „დემონები“ (პიესის ავტორი შვედი პოეტი და დრამატურგი ლარს ნურენი) განახორციელა.  

begalut didi.jpg

უცხოობაში...

თითქოსდა მშვიდი სახლი: ძველებური კარადებით, ბუფეტებით, ქარვისფერი ქვიშით ნოხივით მოფენილი სცენა - სიმყუდროვის, ბედნიერების და უდარდელი ცხოვრების მომასწავებელი უნდა იყოს, მაგრამ უკანა კედლის პანო - მოქრუშული შავღრუბლიანი, ავდარმომასწავებელი ცა უბედურების მოტანის მანიშნებელი

1439550693_shecdomata-komedia.jpg

აურზაური ეფესოში

ამ სპექტაკლში შექსპირი ყველგანაა - იატაკზე,  შემსრულებელთა კოსტუმებზე მოხატული, ზონგებში „ოი, უილიამ, უილიამ!“ და რასაკვირველია იმ ბრწყინვალე ტექსტებში, რომელიც სცენიდან გვესმის.

alublebi1.jpg

რანევსკაია „ათი წლის შემდეგ“

ა. გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ  ა. ჩეხოვის საიუბილეოდ განახორციელა მისი „ალუბლის ბაღი“ და რანევსკაიას როლში მსახიობი გურანდა გაბუნია მოიწვია.

31337842_2094763284075467_91746361667737

ეზოში ავი ძაღლია

დამდგმელი რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს რომ მიუხედავად მრავალგზის ტრანსფორმაციისა, უმეტესწილად ადამიანები ხასიათითა და ბუნებით ისეთივენი რჩებიან, როგორებიც  იყვნენ მიუხედავად ფორმაციისა და წყობისა, რომელშიაც არსებობენ და ცხოვრობენ. თავისუფალი აზროვნების პიროვნების ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი ეტაპია რაც თაობათა ცვლას მოითხოვს. 

_MG_7139.jpg

„ტკბილი“ სკოლა დაუვიწყარი ტუალეტით

თუ ზომაზე მეტად ჩავუღმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ყველა ჩვენგანს მეხსიერებაში საგანგებოდ გამოკეტილი „ტუალეტი“ აქვს, რომელიც არამხოლოდ საამოდ მოსაგონებელ სასკოლო შარდის სუნად ყარს.

1545135163_5c18e652645fc.jpg

„უნდა გამოვსწორდე“

ნიკა ჩხაიძის დონ ჟუანი სულაც არა ცბიერი და გაიძვერა, იგი რომანტიკოსი გმირია, რაინდი, უფრო გზააბნეული იმ ლაბირინთებში, რომელიც თვითონვე შექმნა.  

moxaliseebibg-790x527.jpg

ჟენე გვწყურია ჩვენ პირდაპირი

მოახლეები პირველად იდგმება საქართველოში და იმედია, ჟენეს პიესა და საერთოდ, მისი დრამატურგია ახალგაზრდა რეჟისორების პროვოცირებას მაინც შეძლებს, რაც ფრანგი ავტორის სხვა პიესების დადგმებში გამოიხატება.

Midsummer_188.jpg

„და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყო“

სიახლე, რაც თავისთავად უნდა სდევდეს მრავალჯერ დადგმულ პიესას, ის რაც მხოლოდ ამ შემთხვევაში  ხდის  წარმოდგენილ სპექტაკლს საინტერესოდ და მნიშვნელოვანად,  სათაურშივე გამოიკვეთა „(შუა) ზაფხული ღამის სიზმარი“ (ადაპტაციის ავტორი  მ. ანთაძე).

artwork-of-the-musical.jpg

Welcome To Georgia

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“ - ეს არის ქართულ/ინგლისურ ენოვანი რომანტიული მუსიკალური კომედია ორ მოქმედებად საქართველოს შესახებ, რომლის პრემიერა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო  თეატრში 2018 წლის 12 მარტს შედგა.

470__MG_3478.jpg

Welcome To Georgia

რაღაც მომენტში გეჩვენებათ, რომ პიესა აგატა კრისტის დეტექტივს ემსგავსება, თუმცა სპექტაკლის ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ვინ ააფეთქა ოფისის საწყობი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

e302478819.jpeg

ელექტრიკოსი

და ბოლოს: ჩვენ  მაყურებლები ვხვდებით, რატომ მოგვიწვიეს კაფე-ბარში და რატომ გაითამაშეს ასეთ გარემოში  ეს წარმოდგენა:

„ხომ ხედავთ, როგორ შეიცვალა როლები. ახლა თქვენ ზიხართ ბნელში, მე კი სადაც მინდა, იქ ვანთებ შუქს და თვითონ ვდგები სინათლეში, სადაც მომინდება და როცა მომეპრიანება!

maxresdefault.jpg

ისევ პიროვნების და საზოგადოების შესახებ

სპექტაკლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე უცვლელად  ტოვებს დრამატურგის მიერ დასმულ პრობლემებს - გვიჩვენებს გაკოტრებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქალიშვილების ხეირიანად გათხოვებით ცდილობენ თავის გადარჩენას;

13015196_1274610825900002_88668412217117

2016 წლის მიმოხილვა

მინდა, რომ ოპონირება გავუწიო ბატონ მერაბ გეგიას. ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ, რომ თუ ჩვენი აზრები არ დაემთხვეოდა, ამის შესახებ ხმამაღლა, ტრიბუნიდან განგვეცხადებინა.

IMG_4700.JPG

არიან თუ არა „წმინდა ურჩხულები“ მართლა ურჩხულები?

ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი ჟან კოკტოს „წმინდა ურჩხულების“ მოტივებზე შექმნილი მარჯანიშვილის სახ. თეატრში ვარსკვლავურ-ბენეფისურია. პიესის შერჩევა და ადაპტაცია მორგებულია მთავარი როლის შემსრულებელზე - გურანდა გაბუნიაზე.

file-1-44.jpg

ხარმსის აბსურდი ილიაუნის თეატრში

ილიაუნის თეატრი კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მაყურებელს - სპექტაკლის დაწყებამდე ჯაზური მუსიკის საღამოებს. სრულიად შემთხვევით მეც მოვხვდი ასეთ საღამოზე, როდესაც თეატრში ოთარ ეგაძის მიერ დადგმული „ხარმსის“ სანახავად მივედი.

-009.jpg

„გამშორდი, წყეულო ლაქავ, გამშორდი მეთქი“ ანუ პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში

არავინ იფიქროს, რომ წერილის სათაური ზოგადად თეატრს ან კონკრეტულად ბათუმის თეატრის პრემიერას გულისხმობს. თეატრიც ძალიან მიყვარს და ბათუმის თეატრის სპექტაკლსაც (რეჟ. ანდრო ენუქიძე, თარგმ. ლილი ფოფხაძე, რობერტ სტურუა)  დიდი ინტერესით ვუყურე.

1553677241-ნიკა-რაჭველი56.jpg

„ადამიანი-ორკესტრი?!“

ამ წერილის დაწერა დაბა გონიოში გადავწყვიტე.კრიტიკულ სტატიებს უკვე კარგა ხანია, აღარ ვწერ. პროფესიით თეატრმცოდნე ვარ (არ მიყვარს ეს ტერმინი, მგონი, საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთიდან შემოვიდა). თეატრმცოდნე, მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე... და ა.შ.,

1191_972574352834207_2671339848186560917

ქორეო-დრამაში გამოხატული ჩეხოვის „სამი დის“ მარტოსულობა

კოტე ფურცელაძის სპექტაკლში მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დრამატული მსახიობები მონაწილეობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ „სამი და“, ამ თეატრის დასთან ერთად, კოტე ფურცელაძის მეორე ნამუშევარია.

begalut didi.jpg

ტკივილის ფასი და წინააღმდეგობის დიდი ძალა

დრამატულ თეატრში ვერბალური თეატრის ხერხებით გაკეთებული არავერბალური სპექტაკლი, რომელშიც რეჟისორი მხოლოდ ქმედებას, ჟესტს, პლასტიკას, ქორეოგრაფიას იყენებს. სიჩუმე არ არის, მაგრამ არ არის სიტყვა.

50860170_2269504973332784_40115994979360

ყველაფერი აზრს კარგავს, თუ არა გყავს ის, ვინც მოქმედებს

რა აღელვებს და აწუხებს  თანამედროვე ადამიანს, რა არის მისი მთავარი და უპირველესი სატკივარი; რას ფიქრობს აწმყოსა და მომავალზე, ისევე და იგივეს, როგორც და რასაც ადრე ფიქრობდა?

ra vukot.jpg

გიორგი თავაძის რეჟისორული პარტიტურა მატეი ვიშნეკის პიესისთვის

მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე 15 ნოემბერს კიდევ ერთი პრემიერა შედგა. გიორგი თავაძემ მაყურებელს რუმინელი დრამატურგის მეტეი ვიშნეკის პიესა „რა ვუყოთ ამ ჩელოს” წარმოუდგინა.

3.jpg

რატი კობეშავიძის „კრეპის უკანასკნელი ფირი“

სემუელ ბეკეტის პიესა “კრეპის უკანასკნელი ფირი” მეტად ავტობიოგრაფიული მგონია, ავტობიოგრაფიული არა იმდენად ფაქტების დამთხვევით, არამედ იმ ტკივილის, თანაგრძნობის სიმძიმისა და ყოფიერების აუტანლობის მძაფრი შეგრძნებით, რომელიც ბეკეტს სულ დაჰყვებოდა. რაც სწორედ ამ სამგვერდიან პიესაშია ჩატეული.

moxaliseebibg-790x527.jpg

ქალბატონები

სამეფო უბნის თეატრში ჟან ჟენეს პიესის “მოახლეები” პრემიერა გაიმართა (რეჟ. Nნიკა თავაძე). ჩემი წერილის სათაურით სპექტაკლის სათაურის გადამღერება ან შეცვლა არც მიფიქრია.

seria_zx4xw5bt5b2.jpg

მოხუცი ჯამბაზები

ნიკა წულუკიძის წიგნი „მოხუცი ჯამბაზები“

uniIncgs.jpg

რობერტ სტურუას „ჰამლეტი“

რობერტ სტურუამ და ლილი ფოფხაძემ ერთად ახალი თარგმანი შეასრულეს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პათეტიკასა თუ ზეამაღლებულ სტილს.

15134206_1265980333423629_1810827161_o.j

შენ უნდა იყო ბალიშის კაცუნა!

ვფიქრობ, იმის თქმის აუცილებლობაც აღარაა, რომ დავით დოიაშვილია რეჟისორი, რომელსაც ყოველთვის ელოდებიან (და არა მხოლოდ საქართველოში) და ყოველთვის აინტერესებთ - რას აკეთებს, რა მოიგონა, გამოიგონა რა და როგორ გააკეთა. ეს ინტერესიც უკვე (დიდი ხანია) „დაიმსახურა“.

988886_1564067070508381_5049256180813785

სპექტაკლი მშობლებს შვილების აღზრდის სახელმძღვანელოდ

„1945“-ასე ქვია ნიკოლოზ საბაშვილის ახალ სპექტაკლს, რომლის საპრემიერო ჩვენებები მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა. წარმოდგენა თავისი ფორმით და შინაარსით ექსპერიმენტულია. ჩვენში ეს ფორმა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება, თორემ ევროპულ თეატრში, უკვე კარგად აღიარებული, აპრობირებული და ლამის თანამედროვე ევროპული თეატრის მემკვიდრეობადქცეული კლასიკური ფორმაა.

hqdefault.jpg

„სულიერი სიცარიელის“ გარდაუვალი შეგრძნება

გოჩა აპანაძემ და მანანა გეგეჭკორმა „გუშინდელნი“ ტრაგი-ფარსად აქციეს. ცვლილება სათაურშივეა, სპექტაკლის სახელწოდებაა „გუშინდელნი???“. სამი მოქმედება ორ მოქმედებამდეა დაყვანილი.

_IG_9293 (1).jpg

ალტონელი განდეგილები

ხელი მოკიდო ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის პიესას „ალტონელი განდეგილები“, ნამდვილად თამამი ნაბიჯია და ჩემთვის სასიხარულო. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა მძიმე თემა წამოჭრა თავისუფალი თეატრის სცენაზე და თავის კოლექტივთან ერთად ძალიან საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზა.

5d90cfe5b8549c321218606fc5539437.jpg

ამბავი ერთი მკვლელისა

მოძრაობის თეატრს აქვს ის სიმყუდროვე, რასაც ბევრ სხვა თეატრში ვერ შეხვდებით. აქ გაგიჭირდებათ ცარიელი სივრცის მოძებნა. უამრავი ნივთი, დარბაზში შესვლამდე, დროში მოგზაურობის განწყობას გიქმნით.
პატრიკ ზიუსკინდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის „სუნამოს“  ეკრანიზაცია მოხდა 2006 წელს (რეჟისორი ტომ ტიკვერი), რამაც უფრო პოპულარული გახადა ნაწარმოები. იოსებ ბაკურაძემ ქართველ მაყურებელს შესთავაზა სცენური ვერსია - „ამბავი ერთი მკვლელისა“, რომლის პრემიერა 2017 წლის 12 ნოემბერს შედგა მოძრაობის თეატრში.

56347748_550000865490603_783714465314399

ღვთაებრივი კომედია

ღია რეპეტიცია

რეჟისორი იოსებ ბაკურაძე გვიწვევს თავისი სპექტაკლის ღია რეპეტიციაზე. რთული და სარისკოა პრემიერამდე მაყურებელს და მით უფრო, კრიტიკოსებს აჩვენო შენი ჩანაფიქრი. ასეთ დროს ყოველთვის მოსალოდნელია აუდიტორიის განწყობამ ჩაგიშალოს ნაფიქრი. ყველაზე რთული გამოცდა მსახიობებს აქვთ ჩასაბარებელი. 

დაკანონებული უკანონობა.jpg

არჩევანი მე!

დღეს ქართულ თეატრში რეჟისორების რამდენიმე თაობა საქმიანობს. ზოგი ძველი და „აპრობირებული“ მეთოდების, საკუთარი ხელწერისა და აზროვნების ფორმის ერთგული რჩება და მათ ჩარჩოებში მოქმედებს. ზოგი - მათ გამოცდილებას იზიარებს, იყენებს და საინტერესოდ აგებს საკუთარს. ტრადიციას ინარჩუნებს.

bottom of page