top of page

ასეთი თეატრიც მკვდარია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.1yxoebagux2yUqO2_bxaY_ZRLbB-fU6XHcIsEbYfst8.jpg

მარიამ სამხარაძე

ასეთი თეატრიც მკვდარია

 

„ცოცხალ თეატრში ყოველ რეპეტიციას წინა დღის ნამუშევრის შემოწმებით

ვიწყებთ, რადგანაც არასოდეს არა ვართ დარწმუნებულნი,

საბოლოოდ რომ ჩავწვდით პიესის ჭეშმარიტ აზრს;

მკვდარ თეატრში კი მიაჩნიათ, რომ ოდესღაც

ვიღაცის მიერ უკვე სამუდამოდაა დაკანონებული,

თუ როგორ უნდა გათამაშდეს ესა თუ ის კლასიკური პიესა”

პიტერ ბრიუკი.

 

 

 

„მანდრაგორა“ თეატრალური უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის ტარიელ კუბლაშვილის საკურსო ნაშრომია. სპექტაკლში ამავე უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები დაჩი ცაავა (კალიმაქო), ლაშა მორჩილაძე (მესერე ნიჩა), ნანა ბიბილაშვილი (ლუკრეცია), რაჟდენ ლაღაძე (ლიგურიო), სანფრო ფოლადაშვილი (სირო), ანა თოგოშვილი (სოტრატა), ნიკა გუგუნავა (ფრა ტიმოთეოსი), თამარ ქადაგიძე (მრევლი) და ბოლოს ქორო ელენე ჭავჭავაძე, გიო სირბილაძე, დაჩი მუჯრიშვილი, ნინი მაჭავარიანი და ნინუცა ცაგარეიშვილი მონაწილეობენ.

 

სიმართლე რომ ვთქვა, მსახიობების შესრულებაზე სასაუბრო ნაკლები მაქვს, რადგან მეტ-ნაკლებად ყველა სტუდენტი თავისას ცდილობდა და ამ მცდელობით მათი მხრიდან ნაკლები პათეტიკურობა ვლინდებოდა.

 

აი რაზეც ბევრი მაქვს სასაუბრო არის რეჟისურა და პიესის მსგავსი გადააზრება, რომელიც ტარიელ კუბლაშვილმა აირჩია. არ შეიძლება ვეხებოდეთ პიესას და მას მთავარს აზრს ვგლეჯდეთ, ვგლეჯდეთ იმას, რაც მაყურებლის ყურამდე მისატანია, რომ მათში მოხდეს რაღაც სახის გარდატეხვა, დააფიქროს და ააღელვოს. მე მესმის, რომ ყველა რეჟისორს თავის ხედვა და სულისკვეთება აქვს თუ კი ჰქვია ამას სულისკვეთება, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ტრაგიკულ პიესას კომედიურ ჭრილში წარმოუდგენ მაყურებელს უნდა შეძლო და მათ ყურამდე სიცილ-ხარხარის გარდა რაიმე ღირებული მიიტანო.

 

რეჟისორი ცდილობს მაყურებელს სწორედ ის სანახაობა შესთავაზოს, რომელზეც ბევრი ფიქრის გარეშე იმის კვალობაზე, რომ მათ ბევრი იცინეს კმაყოფილნი და შესაძლოა აღფრთოვანებულნიც კი დარჩნენ, რაც იგრძნობოდა სპექტაკლის ბოლოს ოვაციებით. მსახიობების მაყურებლებთან ინტეგრაცია უკვე დრო მოჭმული ხერხია და ამაში გასაოცარი და აღსაფრთოვანებელი არაფერია, მეტიც ჩემთვის უკვე შემაწუხებელიც კი გახდა. ასევე მინდა აღვნიშნო ქორო, რომელიც მაყურებელსა და მსახიობებს შორის ერთგვარ ხიდს უნდა აბამდეს, მორალურ გზავნილებს უგზავნიდეს მათ და აგებინებდეს რა არის სწორი და რა არასწორი. ამ შემთხვევაში კი, პირადად ჩემთვის. უგემოვნო მუსიკის ფონზე რითმულად ჩასმულ ტექსტს, რომელიც კი ბატონო თანმხლებია პროცესების, მაგრამ მისი ზედაპირულობიდან გამომდინარე და ამასთანავე გაურკვეველი ცეკვის ელემენტებით გაჟღენთილ ქოროს არანაირი დატვირთვა არ ჰქონდა.

 

იმის მიუხედავად, რომ მაკიაველის „მანდრაგორა“ ჩემი საყვარელი პიესა არ არის, მაინც შევძლებ გადავარჩიო თემები, რაზეც შეიძლება მეტი ესაუბრა რეჟისორს. და სულ რომ ყველა თემას თავი დავანებოთ მთავარი საკითხი თუ როგორი უსუსური და ბედისგან ჩაგრულია ლუკრეცია, რომელსაც ყველა მამაკაცი თუ დედაკაცი ვინც მისბედისგან ჩაგრულია ლუკრეცია, რომელსაც ყველა მამაკაცი თუ დედაკაცი ვინც მის გარშემოა ერთი მიზნისთვის გონივრულად თუ ბრიყვულად იყენებს, მაშინ ეს პიესა ლუკრეციას ბედნიერებაა. კი, რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს იმ პერიოდის სარწმუნოების სახე, რაც დღევანდელ რეალობასაც იდეალურად ერგება, მაგრამ ჩემი აზრით, ამის სამხილებლად იოლ გზას ირჩევს და ფრა ტიომოთეოსს გვისახავს ბერად, რომელიც ისევ და ისევ სასაცილო ობიექტად იქცევა. მაყურებელს რომლის

უმეტესს ნაწილს შესაძლოა პიესა წაკითხული არ ჰქონდეს, არა მგონია შეძლოს ამ

დადგმიდან რაიმეზე დაფიქრებული გამოვიდეს. კი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვიგებთ, რომ თითოეული პერსონაჟი დაწყებული კალიმაქოთი დამთავრებული, ბერი ფრა ტიმოთეუსით ერთმანეთს ატყუებენ რაღაცის ან ვიღაცის ფასად, მაგრამ ეს ყოვველივე იმდენად არის იუმორით მოცული, რომ ზედმეტი ფიქრის საშუალებას არ გაძლევს და მთელი ერთი მოქმედება დარბაზში დაუოკებელი სიცილის ხმები ისმის.

 

არ შემიძლია არ აღვნიშნო დასასრულს, როდესაც ლუკრეციას პერსონაჟი მაყურებელთან დამშვიდობების დროს სცენაზე დგება და პირზე ხელს იფარებს და „ჩუ” ასე ამბობს თითქოს ყველაფერი ის, რაც მოხდა სცენაზე, ჩვენ მაყურებლებსა და პერსონაჟებს შორის უნდა დარჩეს, მაგრამ ერთია რა, რომ ჩვენ შორის ვერაფერი დარჩება, რადგან არც არაფერი ყოფილა გაუთავებელი ხარხარის გარდა.

 

და ბოლოს...

 

დასაწყისში მე მოვიყვანე ციტირება პიტერ ბრიუკის „ცარიელი სივრციდან“, რომელიც გვისახავს მკვდარი და ცოცხალი თეატრის მაგალითებს. ეს სპექტაკლი ვიღაცის მიერ კლასიკურად დადგმულის გადათამაშება არ არის, მაგრამ არც მისი ბოლომდე გააზრება მომხდარა, მეტიც ვფიქრობ, საერთოდ არ ჩამწვდარა რეჟისორი პიესის ჭეშმარიტ აზრს.

 

ასეთი თეატრიც მკვდარია.

bottom of page