top of page

ახმეტელის მსახიობები

Axmeteli - Andjaparidze.jpeg

გუბაზ მეგრელიძე:

ახმეტელის მსახიობები

 

 

  • დოქტორ, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორ გუბაზ მეგრელიძესთან ვაგრძელებთ საუბრებს რეპრესიის წლებში დახვრეტილ რუსთაველის თეატრის მსახიობების შესახებ:

  • წლის 30 ოქტომბერს ლავრენტი ბერიამ ცკ-ის მდივანს ლევან ღოღობერიძეს მოხსენებითი ბარათი წარუდგინა თანდართული პირადი დახასიათებით რუსთაველის თეატრის 20 მსახიობზე: თეატრში ანტისაბჭოთა განწყობაა, აქ თავი აქვთ მოყრილი უცხოეთში გაქცევის მსურველ ნაციონალისტებსო. 1935 წლის 13 სექტემბერს სანდრო ახმეტელის გათავისუფლების მერე, 20 სექტემბერს, თეატრის სამხატვრო-ადმინისტრაციული ნაწილის გამგეობიდან მოხსნეს ივანე დოლიძე - დატოვეს მხოლოდ მსახიობად. თეატრის სტუდიის ადმინისტრაციული გამგის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლდა ვლადიმერ ადამიძე. მსახიობისა და ამავე დროს ახმეტელის მეუღლის თამარ წულუკიძის გასათავისუფლებლად თეატრის დირექტორმა განსახკომისაგან სანქცია ითხოვა, წულუკიძე რეპეტიციებზე არ ცხადდება და კოლექტივში დეზორგანიზაცია შემოაქვსო. ამავე ბრძანებით, თეატრიდან დაუკითხავად წასვლისა და სარეჟისორო კოლეგიის დავალების შეუსრულებლობის გამო გაფრთხილება გამოუცხადეს ივანე დოლიძეს. 13 ოქტომბერს დოლიძე საკუთარი სურვილით წავიდა თეატრიდან. 27 ოქტომბერს გაათავისუფლეს მსახიობი ბუჟუჟა შავიშვილი, ხოლო 1 დეკემბერს თეატრში დეზორგანიზაციის შეტანისათვის მოიხსნენ: სალიტერატურო ნაწილის გამგე ია ქანთარია, მსახიობები: ვლადიმერ ადამიძე, თინა ღვინიაშვილი, ალექსანდრე ყაზაიშვილი და მოკარნახე ნინო ღვინიაშვილი. შემონახულია ია ქანთარიას წერილი: ,,3 დეკემბერს ჩავაბარე მუზეუმი. მშვიდობით, მშობლიურო რუსთაველის თეატრო, 14 წელიწადი შენთვის ერთგული ვიყავი“. მოხსნეს ელგუჯა ლორთქიფანიძეც და ვანიკო აბაშიძეც.  1935 წლის 13 სექტემბრის დადგენილების `რუსთაველის სახელობის თეატრის შესახებ“ მიღების მერე, თეატრის ახალდანიშნული დირექტორმა ერმილე გორდელაძემ ყველა კატეგორიულად და საბოლოოდ გააფრთხილა: `ვაფრთხილებ ყველას, რომ მუშაობაში მცირეოდენი დეზორგანიზაციის შეტანისათვის, დისციპლინის და შიდა თეატრალური რეჟიმის დარღვევისთვის მოეთხოვებათ სასტიკი პასუხი, სამსახურიდან მოხსნითაც კი“.

  • მსახიობ დოდო აბაშიძის მამა - ვანიკო აბაშიძე რუსთაველის თეატრის მერე ლანჩხუთის თეატრშს ხელმძღვანელობდა...

  • დიახ, მაგრამ ადგილობრივ ორგანოთა და პირთა დასმენის გამო, ის 1937 წლის 1 სექტემბერს დააპატიმრეს, დახვრიტეს 21 ნოემბერს. ამ დროს დოდო 12 წლის იყო, უთხრეს, რომ მამა გადასახლებული იყო და იქვე გარდაიცვალა. კარგა ხნის მერე დოდო მამის საფლავს შუა აზიაში ეძებდა, აბა, იმ დროს ვინ ეტყოდა სიმართლეს?! ვანიკო აბაშიძის დახვრეტაზე დასკვნა დაამტკიცა აქვსენტი რაფავამ.

  • , ის ყველაფერი, რაც რუსთაველის თეატრში ხდებოდა, ბერიას არ სურდა, რომ ამის შესახებ სტალინს სცოდნოდა. როცა შეიტყო, რომ თეატრიდან გათავისუფლებული მსახიობები სტალინთან აპირებდნენ წერილის გაგზავნას, სადაც ახმეტელის დაბრუნებას ითხოვდნენ, იმ წერილზე ხელმომწერი ყველა მსახიობი დაიჭირა.ზოგი გადაასახლა და ზოგი დახვრიტა. ამ წერილს სუკის არქივში ვერ მივაკვლიე, მაგრამ წერილი რომ რეალურად არსებობდა, ამას ადასტურებს შოთა აღსაბაძის ინფორმაცია,  წერილი პლატიონ კორიშელის სახლში დაიწერაო.

  • წლის ოქტომბერში მოსკოვში გამგზავრების მერე სანდრო ახმეტელს მსახიობებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია?

  • მოსკოვში ახმეტელთან ჩავიდნენ ივანე ლაღიძე და  ბუჟუჟა შავიშვილი. გადაწყვიტეს, მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღეძრათ, რათა საქართველოს კულტურის სახლში ქართული დრამატული სტუდია გახსნილიყო. სამი თვის შემდეგ მათ უარი გამოუცხადეს, ხოლო თბილისში დაბრუნების მერე კი ეს მსახიობები კონტრრევოლუციური ჯგუფის შექმნის მიზეზით დააპატიმრეს.

  • როდის დაიწყო ახმეტელის მომხრე მსახიობების დაპატიმრება?

  • წლის შემოდგომიდან. 22 სექტემბერს დააპატიმრეს ივანე ლაღიძე, ია ქანთარია და ელგუჯა ლორთქიფანიძე. 21 ნოემბერს - ბუჟუჟა შავიშვილი და ნინო ღვინიაშვილი. 22 ნოემბერს - პლატონ კორიშელი. სანდრო ახმეტელი 19 ნოემბერს  დააპატიმრეს მოსკოვში. მისი მეუღლე, თამარ წულუკიძე კი ერთი თვის მერე - 1937 წლის 27 იანვარს. თურმე, ელგუჯა ლორთქიფანიძემ უკანასკნელ სიტყვებში სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა, მის განაჩენშიც ეწერა: არაფერი იცის ტერორისტულ და დივერსიულ საქმიანობაზეო - მაგრამ მაინც არ დაინდეს, დახვრიტეს 29 ივნისს. მასთან ერთად ია ქანთარია, პლატონ კორიშელი, ივანე ლაღიძე და სანდრო ახმეტელი. ამათგან ყველაზე უფროსი იყო პლატონ კორიშელი - 53 წლის, დაკითხვაზე თავს დამნაშავედ არ თვლიდა, ითხოვა სიცოცხლის შენარჩუნება.

  • მსახიობი ქალები გადაასახლეს...

  • დიახ, მათ შორის ერთი იყო სუფლიორი ნანა ღვინიაშვილი. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში ის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1922 წელს დაპატიმრებული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მებრძოლებს საკვებით ამარაგებდა. რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების მერე ღვინიაშვილი პლეხანოვის კლუბში მუშაობდა, მერე - დისპანსერის რეგისტრატურაში. მიაგნეს და დააპატიმრეს. ედავებოდნენ კონტრრევოლუციურ არქივს და მოსკოვიდან მიღებულ ახმეტელის წერილებს. ღვინიაშვილი თავის განწყობას არ მალავდა, ამბობდა: საქართველოს გასაბჭოებას დამღუპველად მივიჩნევო. ამ მხრივ მისი და სანდრო ახმეტელის ეროვნული შეხედულებები ერთმანეთს ემთხვეოდა. გამოძიებამ `დაადგინა” მისი იმჟამინდელი ანტისაბჭოთა საქმიანობა და ნაციონალისტურ ორგანიზაციაში მონაწილეობა. საბოლოოდ, სსრკ სამხედრო კოლეგიის უმაღლესი სასამართლოს გამსვლელი სესიის დახურულმა სხდომამ - ივანე მატულევიჩის, ალექსანდრე ორლოვისა და სერგეი ჟდანის შემადგენლობით, 1937 წლის 28  ივნისის განაჩენით, ნინო ღვინიაშვილს, ბუჟუჟა შავიშვილსა (გადასახლებაში გარდაიცვალა 1939 წელს) და თამარ წულუკიძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

  • , თავისი აბსურდულობით საინტერესოა, `სახელგამის” დირექტორის მოადგილის ლიდა გასვიანის ჩვენებები, რომელიც „ახმეტელის საქმის“ ფიგურანტია. ის 1937 წლის 23 და 27 მაისს დაკითხეს, ჩვენებაში ჩაწერა: 1934 წლის ბოლოდან, საქართველოს ტროცკისტულ-ტერორისტული ცენტრის დავალებით, ახმეტელი მე გადავიბირეო. არადა, ახმეტელის საქმეში მისი `ანტისაბჭოურობა“ 1932 წლიდან ფიგურირებდა. „ახმეტელის საქმეში“ მრავლად იყო მსგავსი ფაქტობრივი უზუსტობები, რამაც უტყუარად დაადასტურა ამ საქმის ფალსიფიკაცია.

  •    თეატრის მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე `ახმეტელის საქმეში“ არ გადიოდა, მაგრამ მისი `დანაშაული“ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის გიორგი ყურულაშვილის ცოლობაში გამოიხატებოდა. ის ქართული კონტრრევოლუციური ცენტრის მეთაურობაში „ამხილეს“ და 1937 წლის 2 ივლისს დააპატიმრეს, დაკითხეს მხოლოდ 1 და 28 დეკემბერს. გამომძიებელ ნიკიტა კრიმიანის ჩვენების მიხედვით, ჭიჭინაძემ, ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლოს ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობა აღიარაო. თურმე, მას დავალებული ჰქონია თეატრში სპაქტაკლზე დასასწრებად მისული ბერიას მკვლელობა. თითქოს, ამავე ორგანიზაციაში მას ჩაბმული ჰყავდა ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ჭავჭავაძე, აკაკი კვანტალიანი, მიხეილ ჭიაურელი. რა თქმა უნდა, ეს იყო აბსურდი. 1938 წლის 3 მარტს ჭიჭინაძეს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს.    

bottom of page