ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი
შენობა, სადაც ამჟამად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასია განთავსებული ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური არქიტექტურული ძეგლია არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში. ამის გამო მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი. სამწუხაროდ, სხვადასხვა მეცნიერის კვლევის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელია ამ შენობის არქიტექტორის ვინაობა და და მისი აგების კონკრეტული თარიღი. გადმოცემით ცნობილია, რომ ეს შენობა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ეკუთვნოდა ვინმე ბერძენ ექიმს, რომელიც სახლში იღებდა პაციენტებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, კონკრეტულად კი 1924 წლიდან, შენობა გადაეცა აჭარის მასწავლებელთა სახლს, ხოლო 2011 წელს აღნიშნული შენობა მთლიანად გადაეცა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს. მანამდე საბავშვო თეატრს ბათუმში საკუთარი შენობა არ გააჩნდა.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყირებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური არქიტექტურული ძეგლია, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში. ამის გამო მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სხვადასხვა მეცნიერის კვლევის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელია, ამ შენობის არქიტექტორის ვინაობა და მისი აგების კონკრეტული თარიღი. გადმოცემით ცნობილია, რომ ეს შენობა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ეკუთვნოდა ვინმე ბერძენ ექიმს , რომელიც პაციენტებს სახლში იღებდა. საბჭოთა ხელიდუფლების დამყარების შემდეგ, კონკრეტულად კი 1924 წლიდან , შენობა აჭარის მასწავლებელთა სახლს გადაეცა, ხოლო 2011 წელს აღნიშნული შენობა მთლიანად გადაეცა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესულ სახელმწიფო თეატრს.