top of page

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ბათუმის თოჯინების და  მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის  ისტორია (ტიკინების  თეატრის სახელწოდებით) XX საუკუნის  ოცდაათიან წლებში იწყება .  თუმცა,  მანამდე  ქალაქში თოჯინური თეატრის  მოყვარულთა  წრე არსებობდა, რომელმაც   მნიშვნელოვანი  როლი  შეიტანა, თეატრის შედეგი  ეტაპების განვითარებაში. ბათუმის  თოჯინების თეატრის ისტორია  მოიცავს რამდენიმე   პერიოდს: 1.თოჯინების თეატრის მოყვარულთა  წრე. 2. მე-20 საუკუნის ოცდაათიანი  წლები. 3. 1950-იან წლებში  არსებულ თეატრი მასწავლებელთა  სახლთან. 4. 1980- წლიდან დღემდე.

      

მოსკოვში 1936 წელს , სტალინთან, საბჭოთა საქართველოს დელეგაციის  მიღებაზე,  აჭარის  აასრ -დან  წარდგენილები  იყვნენ:  მსახიობი - თამარ ჭავჭავაძე და დრამატურგი -  მიხეილ ნიორაძე.  სწორედ,  ამ ყრილობაზე   დაისვა  საკითხი,  საქართველოში თეატრალური  ხელოვნების  ძირეულ  გარდატეხასა და განვითარებაზე. თ.  ჭავჭავაძემ და მ. ნიორაძემ, ბათუმში თოჯინების თეატრის დაარსების მხარდაჭერის შესახებ, შესაბამის  ორგანოებს აცნობეს . ასსრ განათლების  სახალხო  კომისარმა -ილია ქათამაძემ და რეჟისორმა  გრიგოლ კოსტავამ, ხელი  მოაწრეს  ხელშეკრულებას, რომლის  საფუძველზეც, სადღესასწაულო ვითარებაში 1936 წლის 20 ივლის  სპექტაკლის - „კაკოს ოინების“  პრემიერა გაიმართა. თეატრს  მიენიჭა სახელმწიფო  სტატუსი. თეატრის დირექტორად  დაინიშნა  კოწო  დოღონაძე. მიუხედავად საინტერესო რეპეტუარისა და თეატრის განვითარებისა,  1938 წელს თეატრი  დახურეს, როგორც  ჩანს პოლიტიკურ ნიადაგზე .1940 წელს  თეატრი ისევ  აღსდგა, თუმცა  მალევე შეწყდა მისი  არსებობა. ხოლო, 50-იან  წლებში თოჯინების თეატრმა,  მხოლოდ ხუთი  წლით იარსება. მისი ხელმძღვანელი ჯერ  კოწო  დოღონაძე,  ხოლო შემდეგ  სერგო ცაგარეიშვილი  გახლდათ.  სეზონის განმავლობაში სამი-ოთხი  პრემიერა  იმართბოდა .  1958  წელს თეატრი  მორიგი  საპრემიერო ჩვენებისათვის  ემზადებოდა, თუმცა ჩანაფიქრი  ვერ  განხორციელდა.  სპექტაკლის  „არშინ მალანი“  ჩაბარების შემდეგ, რომელსაც ქალაქის  ხელმძღვანელობა  ესწრებოდა, თეატრმა  მუშაობა შეწყვიტა. აღსანიშნავია, ის  ფაქტი, რომ თეატრი, 1953 წლიდან  1958  დოტაციის გარეშე მუშაობდა.

  

მე- 20 საუკუნის 80 -იან  წლებში, თავიდან იწყება, თეატრის „ახალი“ ისტორია.  (1981  წელს პირველი  სპექტაკლის- „ხეტიალა“  პრემიერა  გაიმართა) .  თოჯინების  თეატრის ამ ისტორიის  შემქმნელი  კი  გივი  სარჩიმელიძე  გახლდათ.   მნიშვნელოვანი და  წარმატებული  სვლა  იყო, გივი  სარჩიმელიძის ხელმძღვანელობით, სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფების  თეატრში მოყვანა. თოჯინების თეატრში,   შემდეგი გარდამტეხი ეტაპი დაიწყო , როდესაც  აჭარის კულტურის  სამინისტრომ მოზარდ  მაყურებელთა თეატრის გახსნის თაობაზე, მოთხოვნა  წარუდგინა საქართველოს  კულტურის  მინისტრს,  სესილი  გოგიბერიძეს, რომლისგანაც  დადებითი  პასუხი მიიღო თეატრმა. მოზარდმა მაყურებელთა  თეატრის დასის მთავარ რეჟისორად  ეთერ თავართქილაძე დაინიშნა. (სპექტაკლი -„შაჰარაზადას ათას ერთი ღამე“ გ. ნახუცრიშვილი). 

ბათუმის თოჯინებისა და  მოზარდ მაყირებელთა პროფესიული სახელმწიფო  თეატრის შენობა ერთ-ერთი უძველესი და  უნიკალური  არქიტექტურული ძეგლია, არა მხოლოდ  ბათუმში, არამედ  მთელს   საქართველოში.  ამის გამო მას  მინიჭებული  აქვს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსი. სხვადასხვა მეცნიერის  კვლევის  მიუხედავად, დღემდე  დაუდგენელია, ამ შენობის  არქიტექტორის  ვინაობა და  მისი  აგების  კონკრეტული  თარიღი.  გადმოცემით  ცნობილია, რომ  ეს შენობა XIX საუკუნის  ბოლოს და XX  საუკუნის  დასაწყისში,   ვინმე  ბერძენ  ექიმს ეკუთვნოდა, რომელიც პაციენტებს  სახლში  იღებდა. საბჭოთა  ხელიდუფლების  დამყარების შემდეგ, კონკრეტულად  კი  1924  წლიდან , შენობა აჭარის მასწავლებელთა  სახლს  გადაეცა, ხოლო 2011 წელს  აღნიშნული შენობა  მთლიანად  გადაეცა ბათუმის  თოჯინებისა და  მოზარდ მაყურებელთა  პროფესულ  სახელმწიფო თეატრს.

   

1980 -ანი  წლებიდან  დღემდე  თეატრმა საინტერესო და შემოქმედებითად  დატვირთული გზა  გაიარა. სხავდასხვა  დროს თეატრის  სამხატვრო  ხელმძღვანელები  იყვნენ:   გივი სარჩიმელიძე, რეზო გელაძე, თამაზ  ბოლქვაძე, ეთერ  თავართქილაძე,  ზურა ცინცაძე. 2017 წლიდან კი, ბათუმის თოჯინებისა და  მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელია,  რეჟისორი -გიორგი ჩხაიძე. დირექტორი -თემურ  მახარაძე.

    

სხვადსახვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მხატვრები: ნინო ნიჟარაძე, ანტონ ფილიპოვი, ბესიკ კალანდაძე, კობა ხოფერია, შადიმან ჭავჭავაძე, გელა ჭელიძე, მარინა ფრანგიშვილი, გია გოგიტიძე, მერი დარცმელიძე, მირა გურგენიძე. თეატრის მუსიკალურ ნაწილს ხელმძღვანელობდნენ: სოსო ბარდანაშვილი, ალექსანდრე ოჩიგავა, თენგიზ შამილაძე, მინდია ხითარიშვილი.

 

დასსში  ოცდასამი  მსახიობია,  რეპერტუარში ოცდარვა   სპექტაკლი მოქმედებს.   იდგმება  როგორც  კლასიკური, ასევე თანამედროვე დრამატურგების  პიესები. ყოველწლიურად, თეატრი   საზღვარგარეთ  გასტროლებს ანხორციელებს,  ასევე სხვადასხვა  ფესტივალებში   იღებს მონაწილეობას.   ორი წელია, თეატრში  ხორციელდება  ქართულ-უკრაინული საბავშო  ფესტივალი - „ოქროს  მანდარინი“.

შემოქმედებითი და  ადმინისტრაციული გუნდები, კრეატიული  იდეებით  ანებივრებს,  პატარა მაყურებელს.

bottom of page