top of page

ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა (ბათუმი, რუსთაველის N1) დაიწყო 1939 წელს, არქიტექტორ ი.ტეპლიცკის პროექტით, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო მშენებლობა შეჩერდა და მხოლოდ 1952 წელს დასრულდა. შენობის ფასადი მორთულია 8 პროპორციულად დაშორებული კოლონით. შენობაში ნახავარწრიული მაყურებელთა დარბაზია განთავსებული პარტერით, ამფითეატრითა და 3 იარუსით. მაყურებელთა დარბაზის მასიური ბროლის ჭაღი დამზადებულია მოსკოვის ერთ-ერთ ქარხანაში. მაყურებელთა დარბაზის ჭერი მოხატულია ბენედიქტე ტალინგატერის (ბენო) მიერ, მისივე შესრულებულია მაყურებელთა სვეტებიანი დარბაზის ჭერის მოხატულობა ,,ვეფხისტყაოსნის“ თეამაზე. თეატრის შენობაში მე-3 სართულზე არის ექსპერიმენტალური თეატრალური სივრცე და სარეპეტიციო დარბაზი. თეატრს ასევე აქვს ახალი თეატრალური სივრცე ,,ახალი სცენა“, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს (ბათუმი, ა. მელაშვილის N32).

თეატრი აღჭურვილია თანამედროვე სასცენო მოწყობილობებით, აქვს დამხმარე სათავსოები და სახელოსნოები. თეატრს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2019 წელს.

2.jpg
3.jpg
4.jpg
7.jpg
9.jpg
5.jpg
8.jpg
ჭაღი.jpg
29.jpg
bottom of page