top of page

ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გაიხსნა 1952 წელს და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში. თეატრი დღემდე ითვლება ქალაქისა და რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი ანდრო ენუქიძე. თეატრის წარმოდგენები მოიცავს სხვადასხვა ჟანრს: კომედიას, ტრაგედიას, ფანტასმაგორიას, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სპექტაკლებსა და პერფორმანსებს.

2015-2018 წლებში თეატრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია(კაპიტალური რემონტი) მას გააჩნია ძირითად შენობაში ერთი „დიდი სცენა“, რომელიც გათვლილია 483 მაყურებელზე და „ექსპერიმენტული სცენა“ გათვლილი 120 მაურებელზე. თეატრი მდებარეობს რუსთაველის №1; თეატრს, ასევე გააჩნია „ახალი სცენა“, რომელიც გათვლილია 85 მაყურებელზე. მდებარეობს ბათუმი 6000, მელაშვილის ქ № 32

bottom of page