ბედნიერი წყვილი

გიორგი ყაჯრიშვილი

„ბედიერები წყვილის“ ბედნიერება

 

კიდევ ერთი პრემიერა გ. ლორთქიფანიძის სახ. სახელმწიფო პროფესიულ თეატრში - ამჯერად რეჟისორების  ნინო შოთაძის და სოსო ნემსაძის არჩევანი შეჩერდა ებრაელი დრამატურგის ხანოხ ლევინის პიესაზე  „ცხოვრების ჭაპანი“, რომელიც „ბედნიერი წყვილის“ სახელით წარსდგა მაყურებელთა წინაშე.

ნაწარმოებში და შესაბამისად სცენაზეც  მხოლოდ სამი გმირია: იონა პოპოხა, ლევივა მისი ცოლი და გუნკელი - უცნობი, რომელის ისე შემოეპარება ბედნიერ წყვილს სახლში, რომ ვერ კი ხვდებიან საიდან.

სცენა ძალიან პომპეზური საძინებელი ოთახია ერთი დიდ საწოლით, კუთხეში მაცივარით და უამრავი მრგვალი სარკეებით, რის გამოც ოთახი უფრო არანჟერეას  ჰგავს, ვიდრე საძინებელს.

საწოლზე ორ ადამიანის სძინავ, უფრო სწორედ ერთს სძინავს,  ხვრინავს კიდევაც, მეორე კი იონა (ნუკრი არჩვაძე) ფხიზლობს და არა მარტო იმიტომ, რომ ცოლის ხვრინვა ხელს უშლის - განვლილი ცხოვრების მოგონება არ ასვენებს და არ აძინებს - მწარედ იხსენებს განვლილ წლებს, ცოლის შერთვას, რომლიც უკვე დიდი ხანია  ყელში ამოუვიდა - „რა გვაქვს საერთო მე და ამ ხორცს, მშვიდად რომ ფშვინავს და სიზმარში შორეულ პერსპექტივებს ხედავს, სადაც მე არც კი ვფიგურირებ“ - ჩასძახებს მძინარეს.

გამოღვიძებული ლევივა (ნათელა მუხულიშვილი) არანაკლებ ებუზღუნება მეუღლეს - ნათლად ჩანს რომ დიდი ხნის ერთად ცხოვრებამ ბევრი სასაყვედურო დაუტოვა ორივეს, თუმცა ეს მხოლოდ მათი ურთიერთობის უკვე დამკვიდრებული ფორმაა და ისინი მაინც ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე - ხან ქმარი ცდილობს  სახლიდან გაქცევას და მალე ეცვლება განწყობა, ხან  ქალს უნდა ოჯახის მოტოვება, მაგრამ ვერ მიდის და არც აქვს წასასვლელი ადგილი.

 

ნათელა მუხულიშვილის ლევივა, ჯერ კიდევ ქალური შარმშენარჩუნებული თავმომოწონე ქალბატონია, პრეტენზიულიც, მაგრამ ქმარში ჯერ კიდევ შეყვარებული. ნუკრი არჩვაძის იონა არანაკლებ პატივმოყვარეა, ასევე პრეტენზიულიც, მაგრამ ოჯახზე და ცოლზე მზრუნველი.

მათ დიალოგში ირკვევა, რომ ერთმაც და მეორემაც ზუსტად იცის, რომელი როგორ მოიქცევა ან რას იტყვის ურთიერთსაყვედურისა თუ რეპლიკების შემდეგ, როგორ ვერ ჩაალაგებს თავის ნივთებს იონა  წასასვლელად გამზადებული და როგორ იზრუნებს იგი მეუღლეზე, თუ იგი შემთხვევით იატაკზე აღმოჩნდება საწოლიდან გადმოვარდნილი; მეუღლეთა პაექრობა გრძელდება: ორივე მსახიობის დუეტი დამაჯერებლად ქმნის ნამდვილი პაექრობის ილუზიას, მთელი სიმძაფრითა და სიზუსტით გადმოსცემს პერსონაჟთა გრძნობათა ბუნებას, მაგრამ ამავდროულად ხვდები რომ ეს მხოლოდ „შეჯიბრია“, ასე ვთქვა ერთმანეთის „ფლობის“, მოპაექრეზე უპირატესობის მოპოვების მცდელობა, სიმართლე შერეული იუმორით, არა ცინიზმით, არამედ მხოლოდ სიყვარულითა და პატივისცემით. ეს თამაში თანდათან ძალაში შედის და მოფერებითა და სასიყვარულე სცენითაც კი თავდება. გამუდმებული და კამათი „ორთაბრძოლა“ მათი ყოველდღიური ცხოვრებაა, რუტინა, რასაც ვერ დააღწევენ თავს, თუ არა ვიღაც, რომელმაც სავარაუდოდ უნდა შეცვალოს მათი „ჭაპანი“, ახლებური ინტერესი ჩადოს მათ ყოველდღიურობაში. და მართლაც უეცრად მათ ოთახში უცნობი ჩდება (თუნდაც მაცივრიდან! -ამით  რეჟისორები ხაზს უსვავენ ამ პერსონაჟის სიმბოლურობას და მისტიურობს) - გუნკელი (გიორგი ბუაძე), რომელიც თითქოსდა  დახმარებას ითხოვს,  მაგრამ მოსვლის მიზეზი სულ სხვაა თითქოს იმ ზამთრის თბილ, ყურიან ქუდს წასაღებად, რომელიც 15 ოდე წლის წინ ათხოვა იონას. მაგრამ მოსვლის მთავარი მიზეზი კი ერთია : „თფუ, „ბედნიერი წყვილი“. თქვენ გგონიათ, არ ვიცი, რატომ გენთოთ შუქი? ჯოჯოხეთის ძაღლებივით ჩხუბობთ. ერთმანეთის სისხლს სწოვთ. „ბედნიერი წყვილი“! მსმენია თქვენზე!“.

ამ სიტყვების შემდეგ  წყვილის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება - მსახიობები მთელის მონდომებთ გადასხვაფერებულ პერსონაჟებს წარმოგვიდგენენ - ერთმანეთზე მზრუნავ, ყურადღებიან და უკეთილშობილეს პიროვნებებად გარდაიქმნებიან.

„ჩვენი ცხოვრება ნამდვილად დააინტერესებთ, რადგან ოდესმე ეს მათი ცხოვრებაც იქნება“ - გულმხურვალედ მიმართავს ლევივა მაყურებელს, იმის ნიშნად რომ მათი ცხოვრება ნამდვილად მაგალითად იქცეს, თუ როგორაა საჭირო ახლობელზე ზრუნვა და მისი გაგება.