top of page

ჩეხოვი ახალციხის  თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

89eb0b23-3d7f-451a-a6e1-08ae7ee6be88.jpeg

25.06.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

ჩეხოვი ახალციხის  თეატრის სცენაზე

 

ანტონ ჩეხოვის კომედია-ხუმრობა „დათვი“ და „ხელის თხოვნა“ ძალიან გავრცელებული თეატრალური წარმოდგენებია, რომლებმაც თითქმის ყველა თეატრალურ სცენაზე იქნა წარმოდგენილი, თანაც თითქმის ერთნაირი ფორმით: ორ მოქმედებად - ცალ-ცალკე. მოლდავეთის ქ. კიშინოვის ი.ლ. კარაგალის სატირული ეროვნული თეატრის დირექტორის, რეჟისორ ალექსანდრე გრაკუს მიერ მესხეთის თეატრში დადგმულ წარმოდენას „ხელის თხოვნა“ ჰქვია, მაგრამ აქაც ეს ორი ნაწარმოებია გაერთიანებული, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ერთდროულად მიმდინარეობს.

რეჟისორმა კინემატოგრაფიული, ფორმა ასე ვთქვათ თანამედროვე ხერხი სიტკომის აირჩია. კომედია- ხუმრობის სხვადასხვა სცენები თანამიმდევრობით ენაცვლებიან ერთმანეთს და ერთ მთლიან სპექტაკლად იკვრება.

სცენა მზესუმზირებით ორადაა გაყოფილი: მარცხნიც პატარა მრგვალი მაგიდა დგას, საუზმისთვის გაწყობილი, სამოვრით, არყის გრაფინით, ჩაისა და არყის ჭიქებით, სამი სკამით, მარჯვნივ კი საქანელაა, საზაფხულო აგარაკის ეზოში რომ დგას ხოლმე. დარბაზში შესვლისას აღმოაჩენ რომ ბოლო რიგის ერთ სკამზე ახალგაზრდა კაცი ზის, შავი ფრაკით და ყვავილების თაიგულით. ივან ვასილევიჩ ლომოვი - შოთა (ბუბა) ჭოღოშვილი, რომელიც სულ მალე სტეფან სტეპანიჩ ჩუბუკოვს (მანუჩარ გოგოლაური) ესტუმრება, მისი ქალიშვილს ნატალია სპეტანოვნას (ანა ხუბუტია) ხელის სათხოვნელად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს რუსული სახელები და ამ მამის სახელებით მიმართვა ძალიან აღიზიანებს ყურს, სრულიად ამოვარდნილია ქართული სასცენო მეტყველებიდან, თუმცა სრულიად გასაგებია, ვინაიდან უცხოელი რეჟისორისთვის, რომლისთვისაც ეს ენა თითქმის მშობლიურია, მას კომფორტს არ უქმნის. ამას თუ დავამატებთ, რომ ალექსანდრე გრეკუს იგივე წარმოდგენა თავის თეატრში უკვე დადგმლი აქვს და ზედმიწევნით იცის ტექსტი, ქართველ მსახიობებთან ქართულ ენაზე სპექტაკლის მომზადება და თამაში მისთვის არანაირ პრობლემას არ ქმნიდა. ჩუბუკოვი (მანუჩარ გოგოლაური) თეთრ პერანგსა და ჟილეტში მაგიდას მისჯდომია, როცა მას სტუმარი - ლომოვი (შოთა ჭოღოშვილი) ესტუმრება. ეს ორი მემამულე კარგად იცნობენ ერთანეთს, ზედმეტად კარგადაც კი. იციან მათი შთამომავლების ქცევები, შეცდომები და დანაშაულები. რასაც ძალიან მალე გაბრაზების დროს ერთმანეთს წამოსძახებენ. თავიდან შეხვედრა და საუბარი მშვიდია, მიუხედავად იმისა რომ ლომოვი ძალიან ნერვიულობს - არაყსაც მიირთმევენ, შემოთავაზებული ხელის თხოვნით აღფრთოვანებული ჩუბიკოვი ნატალიას მოუხმობს. მეორე სცენაზე ელენა ივანოვნა პოპოვა (მანანა ბერიძე) მგლოვიარე შავ სამოსელში, კალათა ვარდებით შემოდის. საქანელაზე მიცვალებული მეუღლის სურათია, მძიმეა მის სევდა და წუხილი - მისი მეუღლე ნიკოლაი მიხაილოვიჩი გარდაიცვალა. ტყუილად ირჯება ლუკა (მამუკა ხმალაძე) რომ დაიყოლიოს ქალბატონი ახლებურ ცხოვრებას მიმართოს, შეეგუოს დანაკარგს და როგორც ახალგაზრდა, ლამაზმა და მომხიბლავმა ქალმა გათხოვებაზეც კი იფიქროს.

პაპოვა შეუვალია, არასდროს აპირებს სახლიდან გასვლას, თუმცა ოცნება იმაზე, რომ იყოს ვინმესთვის საოცნებო, ვიღაცისთვის სასურველია მაინც არ სტოვებს მის გონებას.

კარზე სტუმარი აბრახუნებს, ლუკას მცდელობის მიუხედავად გრიგომ სტეპანოვიჩ სმირნოვი (ლაშა ბუტულაშვილი) მაინც შემოღწევას და ვალის დაბრუნებას სთხოვს.

ნატალიასა (ანა ხუბუტია) ვარდისფერი საზეიმო კაბა აცვია და ივანთან შეხვედრა მძიმე სკანდალით თავდება, ასე გაგრძელდება სულ - ვინაიდან მათ საერო არაფერი აქვთ გარდა გაუთავებელი კამათისა ხან ხოდაბუნზე, ხან საკუთარ ძაღლებზე. ორივე მსახიობი შესანიშნავად გადმოსცემს პერსონაჟთა სიხარბეს, ეგოიზმსა და სურვილს ფლობდეს არა მხოლოდ საკუთარს, არამედ ხელი მიუწვდებოდეს სხვის ქონებასა და მამულებზე. ისინი მხოლოდ ამით  ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს - მხოლოდ სტაპან სცეპანიჩის ძალისხმევით ბოლოს და ბოლოს მათი შეუღლება რეალური ხდება: ჩუბიკოვი მზესუმზირებს დაგლეჯს და ფიანდაზად გაუშლის ახალგაზრდებს.

ამ დროისთვის გრიგორი სმირნოვიც მოახერხებს გასტეხოს ელენა ივანოვნას წინააღმდეგობა. მათი შერიგება კი იატაკზე მოფენილი ვარდებზე დაჩოქებითა და სიყვარულის ახსნით სრულდება. ლუკა, რომელიც აქამდე ორ ცეცხლს შუა იმყოფებოდა - აიძულოს ქალბატონი რომ გლოვა მიატოვოს, მაგრამ მაინც ერთგულად იცავს მას უცხო მევალისგან პირველი შემოსძახებს სახალისო შეძახილ „შამპანური“! და ისე როგორც მარჯვენა სცენაზე და ყველა ერთად  მოსალოდნელი ქორწილის ყიჟინას დასცხებენ.

მესხეთის თეატრის რეპერტუარს შეემატე ერთი სახალისო კომედია,რომელიც ძალიან ბევრ მაყურებელს შეიძენს და ახლებურად წარმოაჩენს მის დასს.

bottom of page