
დაკარ გული მამა, ნარკომანი დედა და საიდუმლოებით სავსე ოჯახი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
.jpeg)
19.05.2026
ზუკა ნემსაძე
დაკარგული მამა, ნარკომანი დედა და საიდუმლოებით სავსე ოჯახი
ათ თვეზე მეტია, ქართველი მაყურებელი აქტიურად აკვირდება თავისუფალი თეატრის აფიშას, სადაც „სახლი აგვისტოს მზეზე“ უნდა გამოჩნდეს, რომელიც გასული წლის წინ ივნისში რეჟისორმა, ნიკა ჩიკვაიძემ დადგა. როგორც კი სპექტაკლი სარეპერტუარო აფიშაზე გამოჩნდება, მეორე დღეს არცერთი ბილეთი აღარაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ თვე „თავისუფალი თეატრი“ თვეში რამდენჯერმე თამაშობს ამ სპექტაკლს, მაყურებლის წუწუნი მაინც თვალშისაცემია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, რომლებმაც ბილეთების შეძენა ვერ მოასწრეს. ხმა, რომელიც ამ სპექტაკლის გარშემო გავარდა, შემთხვევითი არ არის.
თავისუფალი თეატრის კამერულ დარბაზში შესვლისთანავე სპექტაკლის ნაწილი ხდები. ანანო დოლიძის მიერ შექმნილი უკიდურესად რეალისტური და ყოფითი სცენოგრაფია, ფასადურად ოჯახურ იდილიას ქმნის, სცენის ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებულია. თავიდან ფიქრობ, რომ მსახიობების სამოძრაო არეალიც კი არ არის დატოვებული იმდენად მჭიდროდაა, დეკორაციის დეტალები ერთმანეთზე მიბჯენილი. გიჩნდება განცდა, რომ ამ სახლში ჰაერი დამძიმებულია და სუნთქვა გიჭირს. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლებს, სხვათა შორის, ახასიათებთ დეკორაციით „გადატვირთული სცენა“. ყველაფერი სცენაზე, რაც საშუალო სტატისტიკური ქართველის ოჯახშია: - გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა, სააბაზანო, აივანი, მისაღები, სამზარეულო, საძინელებლი, კაბინეტი თავისი ინვენტარით - მოკლედ ყველაფერი რაც სახლში გვაქვს, აქ არის.
„სახლი აგვისტოს მზეზე“, იგივე, „აგვისტო, ოსეიჯის საგრაფო“ ამერიკელი მსახიობის, დრამატურგისა და სცენარისტის ტრესი ლეტსის სადებიუტო პიესაა, რომელიც არა ერთ გზის დაიდგა, 2013 წელს კი ამ პიესის მიხედვით გადაღებული ფილმიც გამოვიდა ეკრანებზე. თარგმანი დავით გაბუნიას, ეკუთვნის.
რეჟისორმა უცხოური სიუჟეტი ქართულ რეალობას მოარგო, მოქმედება სპექტაკლში ოსეიჯის საგრაფოს მაგივრად ოქროყანაში მცხოვრებ ოჯახში მიმდინარეობს. სიუჟეტი ისეა აგებული, რომ მაყურებელს თავიდანვე ითრევს, ამბავი კი რომელიც ჩვენს თვალწინ თამაშდება, უფრო სწორად, ცოცხლდება, არის ნამდვილი, საინტერესო, სევდიანი და ტრაგიკული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მაყურებელი 150 წუთის განმავლობაში, ქვითინებს, იცინის, კვნესის, იღიმის, აქა იქ ხმაურობს და ოხრავს კიდეც.
რეჟისორმა მაყურებელთან საკომუნიკაციოდ შექმნა თანმიმდევრული და გააზრებული სცენური სტრუქტურა, რომელშიც იკვეთება ხელოვანის ესთეტიკური პოზიცია და ამბის სცენური ინტერპრეტაციის უნარი. ნიკა ჩიკვაიძის დადგმა გამოირჩევა ზომიერი რიტმითა და დეტალებისადმი აქცენტირებით, რაც წარმოდგენას მთლიანობას უნარჩუნებს. ნიკა ჩიკვაიძეს აინტერესებს ადამიანი და სოციუმი, ამ სპექტაკლშიც ის თავის ინტერესებს არ ღალატობს და თან ავლენს უნარს, სადაც იკვეთება, რომ ის სწორად არჩევს პიესას და სამსახიობო გუნდს, რაც წარმატების წინაპირობაა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ჯუნა (ნინელი ჭანკვეტაძე), მისი სამი ქალიშვილი, მარიამი, (ანა ალადაშვილი), ნინი (ანა გვანცელაძე) და ნატა (ნუცა სულაბერიძე). სიძე, სანდრო (ნიაზ ხუციანიძე), შვილიშვილი ლიზა (თინი კვერნაძე). ჯუნას ბავშვობის დაქალი, ლიანა (ეკა მჟავანაძე), ლიანა ქმარი ნუკრი (ვალერი კორშია), მათი ბიჭი უმცორის ნუკრი (ირაკლი კერესელიძე) ნატას საქმრო რატი (ლაშა ჯუხარაშვილი) და პოლიციის ოფიცერი (შოთა მერკვილაძე). სწორედ ამ მსახიობებით ჩვენს თვალწინ თამაშდება დრამა, რომელიც ძრავს ყველაზე გულგრილი და თავშეკავებული მაყურებლის სულსაც.
ანი ალადაშვილი ქმნის მრავალშრიან მხატვრულ სახეს, რომელშიც ნათლად იკვეთება ძლიერი, დამოუკიდებელი და შინაგანად მდგრადი ქალის ხასიათი. მისი შესრულება გამოირჩევა სიღრმითა და ემოციური სიზუსტით, იგი არა მხოლოდ ასრულებს როლს, არამედ სრულიად ითავისებს პერსონაჟის ფსიქოლოგიას, მის მოტივებსა და შინაგან წინააღმდეგობებს. მსახიობი ოსტატობით ართმევს თავს რეჟისორის მიერ მიცემულ ამოცანებს, ზუსტად მიჰყვება დადგმის კონცეფციას და ამავდროულად საკუთარ ინდივიდუალურ ხედვასაც მატებს პერსონაჟს. მისი ყველა ქმედება ბუნებრივია და თავისუფალი, რაც მაყურებელში ნდობასა და ინტერესს იწვევს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მარიამ ალადაშვილის ყოველი ქმედება: ჟესტი, მზერა თუ ინტონაცია - გააზრებული და მიზანმიმართულია. სწორედ ეს დეტალები ქმნის მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის სრულყოფილ და დასამახსოვრებელ სახეს, რაც მთლიანობაში წარმოდგენას მეტად საინტერესოსა და შთამბეჭდავს ხდის. რამდენი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, „ბედნიერი ოჯახის“ წარმომადგენელს, უკან, რომელიც სამზეოზე არ გამოაქვს. ვუყურებთ ქალს, რომელიც მშობელზე მოძალადე შვილად ყალიბდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ნერვებს ვერ თოკავს. მიუხედავად, იმისა, რომ ძლიერი ქალის ნიღაბს ეფარება. მთელი სპექატკლის განმავლობაში ვუყურებთ ქალს, რომელსაც ქალური ბედნიერება არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მის ირგვლივ ერთი კითხვა აქვს, რატომ წავიდა მისი ცხოვრებიდან ქმარი, სანდრო (ნიაზ ხუციანიძე). ნიაზ ხურციანიძის სანდრო „მოევროპელო კაცია“, რომელსაც თავისუფლება და ლაღად ცხოვრების სურვილი არ ასვენებს, ცოტა მიამიტი მამაა, განსკაუთრებით ეს, შვილთან, თინა კვერნაძის, ლიზასთან საუბრების დროს იკვეთება.
ანა გვანცელაძის ნინი და ნუცა სულაბერიძის ნატა სრულიად განსხვავებული ხასიათის დები არიან, რაც მათ ურთიერთობას განსაკუთრებით საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. ანა გვანცელაძე ქმნის შრომისმოყვარე, გონიერი და მიზანდასახული ახალგაზრდა ქალის ტიპაჟს. იგი ნაკლებად აქცევს ყურადღებას გარეგნულ ეფექტებსა, გაპრანჭვას, ზედაპირულ შთაბეჭდილებებს, ჩაცმულობას - მისთვის უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი ღირებულებები და გულწრფელი გრძნობები, ვიდრე სხვა დანრჩენი. მას აწუხებს მისი ოჯახი, მეტიც არ მოსწონს კიდეც.
ნუცა სულაბერიძის ნატა კი მისი დების სრული ანტიპოდია, იგი მეტად ორიენტირებულია გარეგნობაზე, ყურადღების ცენტრში ყოფნასა და მომხიბვლელობაზე. მისი ქცევები ხშირად მსუბუქი და დაუფიქრებელია, ხოლო ინტერესები ზედაპირულია და ბუნდოვანი. ნატასთვის მნიშვნელოვანი ხდება ურთიერთობები, რომლებიც უფრო გარე ეფექტზეა აგებული, ვიდრე შინაგან ღირებულებებზე.
სამივე და ერთამენთისგან განსხვავებვულია, მათი შეუსაბამო ხასიათები ქმნის დრამატულ და ამავდროულად ცოცხალ კონფლიქტს, რომელიც ნათლად აჩვენებს განსხვავებულ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებსა და მსოფლმხედველობებს.
ახლა კი, ამ ოჯახის, მთავარი მეგობრის ეკა მჟავანაძის ლიანას, ვალერი კორშიას, ნუკრის და ირაკლი კერესელიძის, უმცროსი ნუკრის ოჯახზე მოგითხრობთ: ამ ოჯახის ლიდერი ქალია. ვალერი კორშიას ნუკრი კი დამჯერი ქმარია, კარგი სადღეგრძელოების მცოდნე, ტიპური ქართველი, ინტელიგენტური კაცი. ხოლო ირაკლი კერესელიძის ნუკრი ცოტა დაბნეული, მორიდებული ყმაწვილი.
რაც შეეხება, ეკა მჟავანაძის ლიანას: ძირითადად მის მიერ შესრულებული სახასიათო როლებით ვიყავით განებივრებული. ამჯერად, ის სულ სხვა ამპლუაში წარსდგა ჩვენს წინაშე და შემოგვთავაზა სამსახიობო ოსტატობის მაღალი კლასი. მის მიერ შესრულებული ლიანა ქართველი ქალია, მრავალი პასუხისმგბელობით და პრობლემით, სიცოცხლით სავსე და წინააღმდეგობების გადალახვის უნარით, რომლითაც დაიღალა კიდეც. ამიტომაც, ის ერთდროულად ძლიერიცაა და სევდიანიც, მკაცრიც და გულისხმიერიც, მეოცნებეც და მწარე რეალობის აღმქმელიც. ოჯახი მისთვის უმაღლესი ღირებულებაა, რის გამოც დაუღალავად იბრძვის, რომ საკუთარი კერა გამორჩეული და სრულყოფილი იყოს. როგორც დედა, ხშირად მკაცრია და ზედმეტად კრიტიკულიც კი შვილის მიმართ, (ეს განსაკუთრებით ჩანს შვილთან სცენებში, რომელსაც ხან სულელს, ხან დებილს და ხანაც ლენჩს ეძახის, ცდილობს რომ სულ დაამციროს) ხოლო როგორც მეუღლე, მუდმივი პრეტენზიებით გამოხატავს საკუთარ პარტნიორულ დაუკმაყოფილებლობას. ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი ხასიათი არ არის ერთხაზოვანი, იგი შინაგანად თბილი, მზრუნველი და ერთგულია. ეკა მჟავანაძე ქმნის დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ პერსონაჟს, რომელიც მკვეთრად ასახავს შუა ასაკში მყოფი ქართველი ქალის მხატვრულ სახეს.
მოვლენათა ეპიცენტრში ოჯახისა და ამ სპექტაკლის მთავარი „რუხი კარდინალი“ ნინელი ჭანკვეტაძეა. ხანდახან ბოროტი, მანიპულატორი, მძიმე, უგულო, ნარკომანი ქალი. მსახიობი ძლიერი, ემოციური, გონიერი, მოსიყვარულე, მძიმე თვისებების ქალის მხატვრულ სახეს ქმნის. მისი სცენური გრანდიოზულობა მაყურებელს უბიძგებს, სივრცე და დროს სხვაგვარად აღიქვას, მსახიობი ქმნის ემოციურ სამყაროს, რითაც აუდიტორიას მთლიანად იპყრობს. მისი სამსახიობო ოსტატობა, სხეულის ენა, ყოველ ნაბიჯზე ვლინდება. საინტერესო და შთამბეჭდავია მიზასცენებში სადაც იგი, მთლიანად იაზრებს მის მიერ განსახირებული პერსონაჟის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თავს არ ზოგავს მის გადმოსაცემად. ნინელი ჭანკვეტაძის მიერ განსახიერებული ჯუნას, თითოეული ჟესტი, ემოცია და სიტყვა ორგანულად ერწყმის პერსონაჟის შინაგან ბუნებას. მსახიობი მაყურებელს, სრულიად ძირავს მისი პერსონაჟის სამყაროში და აიძულებს მის მიერ გათამაშებული ყველა დეტალის თანამონაწილე გახადოს.
მიუხედავად, იმისა, რომ უარყოფითი პერსონაჟი უნდა იყოს, მაყურებლის უმრავლესობას ეცოდება ჯუნა, თანაუგრძნობს მას, რადგან ის სულიერად ავადაა. გამართლებას უძებნის, სტკივათ მისი ტკივილი, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი და მწარე ენა აქვს, არავის აძლევს უფლებას, რომ ბედნიერი იყოს, რადგან მტარვალ ეგოისტად ჩამოყალიბდა. ყველა მის გარშემომყოფზე ფლობს ინფორმაციას, ერთადერთია, რომელმაც ყველაზე ყველაფერი იცის.
მისი, უღირსობა განსაკუთრებით სუფრასთან ვლინდება, სადაც მისი მანიპულაციის დამსხურებით, ანა ალადაშვილის მარიამი, მოძალადეც კი ხდება და დედას ხელს ურტყამს.
გამორჩეულად მძიმეა, საფინალო სცენა, როცა ნინელი ჭანკვეტაძის ჯუნას, მისი ხასიათებისა და ქმედებების გამო, ყველა მიატოვებს, წყლის მიმწოდებელიც კი აღარ რჩება. აქ კი მსახიობი, კიდევ ერთხელ ავლენს სამსახიობო ოსტატობის უმაღლეს მწვერვალს, როცა მარტოდ დარჩენილი, ყველასგან მიტოვებული ჯუნა - გაიძახის, რომ „ძლიერი ქალია, ყველაზე ძლიერია“ და სიკვდილის სცენა, როცა მის უკანასკნელ იმედს ანი ალადაშვილის მარიამს ეძახის. ჯუნას სურვილი ახდა, სიკვდილს მარტო შეხვდა, ძლიერი ქალის და სიკვდილს შეხვედრა, ყველაზე დიდი ემოციის გამომწვევი აღმოჩნდა მაყურებელში (დარბაზში ყველა ტირის).
ორ მოქმედებიანი სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მაყურებელი დარბაზიდან თვალებდასიებული გამოდის. მე კი მეფიქრება, როგორ გააგრძელებენ სპექტაკლის მთავარი „გმირის“ შვილები ცხოვრებას, ვინ გაყვება დედის კვალს?! მარიამი! აუცილებლად იქნება, დედის მგსავსად - ძლიერი, მანიპულატორი, უგულო ქალი, ვინაიდან ზუსტად ის გზა გაიარა, რაც დედამისმა განვლო წლების წინ.