
„... და მაინც კაცია ადამიანი?!“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

გიორგი ყაჯრიშვილი
„... და მაინც კაცია ადამიანი?!“
სენაკის აკაკი ხორავას სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის ახალი წარმოდგენის პრემიერა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაიმართა, თუმცა ფართო მაყურებელმა იგი სულ ახლახანს იხილა. ამას წინ უძღვოდა თეატრის ლევილში მოგზაურობა და იქ შექმნილი პროდუქტის აქაური პრემიერა, რამაც თავისთავად ახალი სპექტაკლის ჩვენება ოდნავ გადაწია.
ფარდა იხსნება და ჩვენს წინაშეა ლუარსაბ თათქარიძის კარ-მიდამო (სცენოგრაფი ლომგულ მუსრუსიძე), რომელიც მთელის სცენის უშველებელ სივრცეს იკავებს. ეს გარემო უკიდეგანოა, ადგილ-ადგილ ფოლკლორული ელემენტებით: პატარა ქვევრები მარცხენა წინა მხარეს, მის უკან საწოლი და მასზე გადაფარებული ფარდაგი, ოდნავ უკან ასევე მარცხნივ, მწვანე მოლი და მასზე ალაგ-ალაგ ჩატარა, წვიმისგან დარჩენილი ღმულები, რომლის შემოვლით, ან მასზე გადახტომით გადაადგილებიან ილია ჭვჭავაძის ცნობილი პერსონაჟები, ასევე მარცხნი, ახალ კი უკან რკინის ცხენებშებმული ეტლი და მასზე პერიოდულად ამხედრებული ახალგაზრდა თუ ხანშიშესული ლუარსაბი, ოჯხისიეულით - დარეჯანის თხოვნით სალოცაბად რომ მიდიან და სულ სიღმეში კი ღვთიშობლის ხატი. ცენტრში ლუარსაბის სახლის კონტურები მოსჩანს, ერთ მხარეს თითქოც ჩამოწეული, მაგრამ ჯერ-ჯერობით მყარად მდგომი. მარჯვენა კედელზე დიდი ბუხარი, რომლის წინ პატარა მაგიდაზე კონიაკის სავსე გრაფინი და ჭიქები იწონებენ თავს, მის გვედრით „ფულის“ ხეა ქოთანში, აღმოსავლური თუნგიდაგ პერიოდულად რომ „რწყავს“ ლამაზისეული (სოფო ჩალაშვილი). სწორედ ის იწყებს წარმოდგენას, წელში მოხრილი, სიარულის რაღაც განსხვავებული მონერით, პატარ-პატარა ნაბიჯებით გადაკეთს მთელ სცენას. მისი ლამაზისეული ამ ოჯახის სრულუფლებიანი მკვიდრია, ყოველთვის რომ ადგილზეა და ყველაფრის საქმის კურსში რომაა, დარეჯანის მარჯვენა ხელი თითქოს ანგელოზიცაა და თითქოს ეშმაკისეულიც. ამ გარემოს რეჟისორ ვახტან ნიკოლავასთან ერთად ქმნის ლომგულ მურუსიძე, შემოქმედი, რომელიც ამ ბოლო დროს ახლებული შემოქმედებითი „გაახალგაზრდავებული“ ენთიზიაზმით ქმნის ერთმენეთზე უკეთესო სათამაშო გარემოს - გოჩა კაპანაძის „ექვთიმედან“ დაწყებული, სოსო ნემსაძის „ფაბრიკის გოგოებით“ და ამჯერად „კაცია ადამიანი?!“ დასრულებული.
სენაკის აკაკი ხორავას სახ. პროფესიულ დრამატული თეატრის ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ვახტანგ ნიკოლავას ინსცენირება-ინტერპრეტაცია სტერეოტიპებს ანგრევს. იმ სტპერეოტიპებს, რომელიც როგორც წესი თან სდევდა ამ ნაწარმოების სცენაზე გადატანას. ესაა მცდელობა გვიჩვენოს ავტრისეული მთავარი იდეა და არ გაჰყვეს ყოფითობასა და ლუარსაბისა და დარეჯანის იმ რუტინულ არსებობას, რაც მხოლოდ ბუზების თვლასა და ბოზბაში და ჩიხირთმა, თარტისა და ორაგულის უპირეტესებაში გამოიხატება.
დარეჯან გრძელიძის (თამუნა აბშილავა-კობახიძე) და ლუარსაბ თათქარიძის (თენგიზ თოფურიძე) არსებობის და ბრძოლის მთავარი არსი დავითისა ( ლადო კოკაია) და ელისაბედის (ეკა კოღუა) წინააღმდეგ ბრძოლაა, ის სიძულვილი რომელიც მათ ახლო ნათესავების წინააღმდეგ არსებობდა, როგორ შეაცდინეს და „მახინჯი“ საცოლე გაურიგეს ასაკში შესვლათან ერთად მძაფრდება. მართალია დარეჯანი ახლა სულ სხვაა, საყვარელი მუღლე და ერთული მეგობარია - მათი ყოვედღიური საზრუნავის „მოყვარეთა“ დამცირება და ის გაუთავებელი ერთანეთშორისი შუღლი, რაც არ აძლევთ მოსვებევას და სიზმრადაც ეს ელანდებათ.
ვახტან ნიკოლავა რეჟისორია, რომელსაც უკვე წლებია, პრაქტიკული საქმიანობის შედეგად ჩამოუყალიბდა საკუთარი სტილი, ამ სტილს კომპლექსურ რეჟისორას დავარქმევდა, როცა დრამატული ქმედებასთან ერთად მის სპექტაკლებში სახეზე გვაქვს პლასტიკა, სასცენო მოძრაობა, მუსიკა (ლევან მიქელაძე), ცეკვა, სიმღერა, შესანიშნავი სასცენო კოსტუმები (სოფო ჩალაძე) სხვადასხვა თაობის მსახიობთა თუ სკოლა - სტუდიის აღსაზრდელები (რაული კიკალეიშვილი, ანასტასია ზუხბაია, ცოტნე კაცია, ანა ნატრიაშვილი, დიანა თურქია, ლუკა გრიგოლია) სინთეტური ქმედება და ეს ყველაფერი ერთად ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
შემოქმედებითი კოლექტივი ცდილობც გვჩვენოს ლუარსაბი (თენგიზ თოფორიძე) არა როგორც მხოლოდ ცხოვრების „ხორცმეტი“, უსაქმური, გაბეჩავებული თავადი, არამედ ადამიანია, თავისი უარყოფითი და დადებითი თვისებებით, ამოსხნას მისი ქცევის არგუმენტები და მოტივაცია, წარმოგვიჩინოს მისი მისწრაფებები, თუნდაც ბოროტი ზრახვები, მიმართული საკუთარი ძმის წინააღმდეგ. სენაკის თეატრის ლუარსაბი - თენგიზ თუფურიძე აშკარად გამოირჩება იმ ლუარსაბებისგან, რომელიც აქამდე სცენაზე გვიხილავს: იგი იდეურიცაა და მებრძოლიც, ახალგაზრდაც (ცივი წყლის აბაზანის გარეშე არც მიუჯდება სასასდილო სუფრას) და ხანშიშესულიც, გულაჩუყებული რომ მოსთქვას უშვილობის შესახებ, ცეკვავს და დროსატარებს დარეჯანთან ერთად. მაგრამ აი ძმა-რძლის დასჯა კი ცხოვრების მთავარ მიზნად მაინც მიაჩნია.
ამ საქმეში კი მისი დამხმარე და ხელწყობი მეგობარია დარეჯანია (თამუნა აბშილავა-კობახიძე) დედოფალივით რომ „ცხოვრობს“ ამ კარ-მიდამოში და რომელიც განკარგას ქმედებათა სტრატეგია, აგვარებს ოჯახის და მეუღლის ურთიერთობას მოჯამაგირეებთან და ყმებთან, აწესრიგებს ურთიერთობას მეზობლებთან და რაც მთავარის ერთგავრი შუამავალიც კია ძმებს შორის. დარეჯანის მეშვეობის სახლი ერთგვარ „არისტოკრატულ სალონსაც“ კი მოგვაგონებს: ტრადიცილი სადილებით, უამრავი კერძებით, ძვირფასი ჭურჭელით, სასმისებით, შანდლებით, ძვირფასი ღვინოებითა და დესერტებით. აქ სტუმართა ვიზიტებსაც განსაკუთრებული სახე-ფორმა აქვს: ჩაის მირთმევითა და მაღალკულტურული საუბრებით.
ჭერზე ბუზების თვლა და ჩიხირთმა-ბოზბაშზე კამათიც ამ სალონური ცხოვრების ერთ-ერთ ელემენტად წარმოგვიდგება, ერთგავარი ფლირტი მათი სიყვარულის გამომხატველი და არა მძაფრი დაპირისპირება.
და ისმის შოლტის ტყაშუნის ძლიერი ხმა, ხმა, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს გარემო, მიძინებისკენ მიდრეკილი ქვეყანა, დათიკოს კიდევ ერთხელ შეახსენოს რომ აქ ლუარსაბია მთავარი და ყველაფერი მას ეკუთვნის. ლუარსაბიც ყოველთვის ფორმაშია, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მხოლოდ ერთხელ კარგად ნასადილევს საწოლზე ჩაეძინება და კოშმარი დაისიძმრება, იმ მაგიდას, რომელთანაც დარეჯანთან ერთად ნადიმობდა ხოლმე, დავითი და ელისაბედი დაპატრონებიან და მოლხენის მერე ფერხულით გარს უვლიან. მძიმეს მისთვის ამის ხილვა იმდენად რომ სიკვდილას არჩევს და „კვდება“ კიდევაც - სიზმრად.
დარეჯანიც ლუარსაბის მიერ დაწუნებული გოგოსგან (მარიამ შარტავა) წლების განმავლობაში სრულად შეიცვალა, უბრალო სოფლის გოგოსგან დიდი ქალბატონი დადგა, რომელიც მთლიან განაგებს სახლის საქმეებს და იმ „სალონს“, რომელიც თვითონვე შექმნა: ჩიტი ვერ შეფრინდება მისი ნებართვის გარეშე, „ექიმბაშობაც“ ეხერხება - განსაკუთრებით შაშკიკის განკურნვა და დაუზარებლად ეხმარება ბაბალეს (ეთო მაღალაშვილი), ელისაბედთან (ეკა კოღუა), მიუხედავად ოჯახური კონფლიქტისა ჩაისაც შეექცევა ძალიან დელიკატური მასთან საუბრის დროს - ერთამანეთს ასწრებენ დავმომწონებასა და კვეხნაში. ცუდად ემიშნება დარეჯანს „ყმების განთავისუფლების“ საკითხი, რომელისაც თითქოს შემთხვევით ელისაბედი წამოჭრის, თუმცა ლუარსაბი და დარეჯანი იმედს არ კარგავენ, რომ მათ ყოფასა არაფერი ემუქრება.
მაგრამ ტრაგიკულია მაინც ლუარსაბის ხვედრი, დარეჯანმა შვილი მაინც ვერ გაუჩინა და ვერც დავითზე იძია შურის - ცარიელ მაგიდასთან მარტო დარჩენილი დანუტევებს სულს. ლამაზისეული ზარების რეკვით ამცნობს სამყაროს ლუარსაბის გარდაცვალებას.