დმანისის დრამატული თეატრი
დმანისის თეატრი 1990 წელს, ქართველი მეცნიერის, ჯუმბერ კოპალიანის ინიციატივით დაარსდა.
1990 წლის 19 იანვარს, საქართველოს სახალხო არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ დმანისში, შედგა პირველი სპექტაკლის „ჩემო კალამო“ პრემიერა (რეჟისორი თემურ ჩხეიძე).
1991-1994 წლებში, ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, დმანისის თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
1995 წლის 19 იანვრიდან კი თეატრი ისევ აგრძელებს თავის საქმიანობას.
2003 წლის 14 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ოფიციალურად შეიქმნა სსიპ - დმანისის დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“ და თეატრალური საქმიანობისთვის უსასყიდლოდ გადაეცა შენობა.
2012 წლიდან დმანისის თეატრი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობისაა და პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსს ატარებს
სხვადასხვა ეტაპზე თეატრს ხელმძღვანელობდნენ: ზინაიდა კვერენჩხილაძე, ჯუმბერ კოპალიანი, ნანა ბოკუჩავა, ზეინაბ სუბელიანი, კოტე მჟავია.