top of page

დონკა: წერილი ჩეხოვს - გაჩერებული დრო და მოგზაურობა ზღაპარში...

23.jpeg

 დონკა: წერილი ჩეხოვს - გაჩერებული დრო და მოგზაურობა ზღაპარში...

ელენე კავთელაძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გრიბოედოვის თეატრში მყოფმა მაყურებელმა ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურა. ფრინცი პასკას დასი იყო მაგალითი იმისა, თუ რა არის საერთოდ სინთეზური ხელოვნება.  „დონკა: წერილი ჩეხოვს“ უწონადობაში ჩაკარგული ჩეხოვისეული ფრაზების და ამბების ერთობლიობა იყო.
 
მადლობა ამ სანახაობისთვის... ეს იყო ნამდვილი დღესასწაული ყოველი მათი (მსახიობების) ქმედება თუ  ნარატივი სიცოცხლისადმი სიყვარულით იყო გაჯერებული რადგან იყო ბევრი ღიმილი საოცარი მუსიკა და გულწრფელი კავშირი მაყურებელთან რომელიც პირველივე წამიდან მჭიდრო კავშირით დაიწყო მაშინ როცა მსახიობები ქართულ ენაზე ამეტყველდნენ ამან მნახველი ორმაგად მონუსხა, დიდი თუ პატარა თვალებგაბრწყინებული შესცქეროდა სცენას სადაც მთავარი სცენოგრაფია იყო: თბილი ფერები და ბევრი სინათლე... ასე დავარქმევდი მე მათ წარმოდგენას.
 

თავდაპირველად თეთრ ნაჭერზე პროექციით ტალღებისა და ჩრდილების დახმარებით მოძრაობნდნენ მსახიობები ისე, რომ მაყურებელი ფარდის მიღმა სილუეტებს აღიქვამდა მხოლოდ,ამას დაემატა ჯადოსნური მუსიკა ხოლო შემდეგ ჩეხოვის ნაწარმოებებისა და მისი ცხოვრებიდან ფრაგმენტების თხრობის ფონი  მკვეთრმა ლიმონის ფერმა შეცვალა თბილი განათებებით...  იყო ასევე საავადმყოფოს ინტერიერი მუქ ტონალობაში და შემდეგ ისევ ვარდის ფურცლების ფერი ფონი.
მსახიობები სივრცეში ცეკვავდნენ, დაფრინავდნენ (აკრობატული ილეთებს ასრულებდნენ) ყველა ეს მოქმედება ხდებოდა ტემპში, დამღლელი პაუზის გარეშე.
 

საინტერესოდ იყო ათვისებული წყალი როგორც მყარ ისე თხევად მდგომარეობაში რაც თან სასაცილო იყო თან სურიალისტური ჩეხოვი, როგორც მოგზაური, როგორც შეყვარებული კაცი და პოეტი-მის ირგვლივ ტრიალებდნენ მსახიობები როგორც ირიბი ისე პირდაპირი მნიშვნელობით თეთრ კაბებში გამოწყობილნი ყინულის ნატეხებითა და ჰარმონიული ცეკვებით.


ხშირად იყო საუბარი სულზე მის ადგილსამყოფელზე და რაობაზე..  რაც დააფიქრებდა ადამიანს თუმცა სივრცე საოცნებოდაც საკმაოდ იყო. სანახაობის იდეა ვფიქრობ, ეს იყო, ნებისმიერ მნახველს შეეძლო არ ცოდნოდა ვინ იყო ჩეხოვი რაზე წერდა ვერ ეცნო ფრაგმენტი  „თოლიადან“  არაფერი ერთქვა სახელებს მაშა,ირინა,ოლგა როგორ გარდაიცვალა ის და რას განიცდიდა საკმარისი იყო მოხლოდ მისი ფრაზები და თავისუფალი სივრცე თბილ ფონზე რომ სიღმეში ჩასულ მაყურებელს ეფიქრა იმაზე რომ, ხშირად ადამიანები ბევრს ვფიქრობთ,მიწაზე მყარად დგომა გვინდა თუმცა არსებობს ქვეცნობიერი რომელიც თითქმის სულ ოცნებებს ამ ფიქრების შეჯახებისას ზუსტად ისე წარქმოიქმნება ნამსხვრევები როგორც ის ყინულის ნაწილაკები მიმოიფანტა სცენაზე, რაც არ უნდა პრაგმატულად შევხედოთ სულს და არსებობას მაინც უნდა დავრჩეთ ზღაპრულ სამყაროში მეოცნებედ ... მადლობა კიდევ ერთხელ დასს შვეიცარიიდან გაჩერებული დროისათვის.

bottom of page