top of page

ერისთავის თეატრის კონკურსი

74331131_2435632359817565_90942816408127

ერისთავის თეატრი აგრძელებს ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერას და აცხადებს კონკურსს ,,GATE 35,,
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა რეჟისორებს 35 წლამდე.
მონაწილეობის მსურველმა პროექტის სახით უნდა წარმოადგინოს საკუთარი შემოქმედებითი ინიციატივის აღწერილობა და ტექნიკური მოთხოვნები.
პროექტი არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
სპექტაკლის/პერფორმანსის სახელწოდება;
პიესის/ტექსტის ავტორი;
რეჟისორის CV
დადგმის კონცეფცია.
წარმოდგენილი პროექტის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.
უპირატესობა მიენიჭება:
• თანამედროვე უცხოურ ტექსტს, რომელიც საქართველოში არ დადგმულა
• ინოვაციურ მიდგომას და ახალ ხედვას
პროექტები მიიღება 20 დეკემბრამდე იმეილებზე: eristavisteatri@gmail.com georgiantheatre.ge@yahoo.com , chxartishvili.davit@gmail.com
(პროექტი უნდა გაიგზავნოს სამივე მისამართზე)
შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 20 იანვარს.

bottom of page