ერთხელ საქართველოში - პრემიერა

ერთხელ საქართველოში ...

ფოთის თეატრის ახალი, მასშტაბური პროექტი თეატრისა და კინოს ვარსკვლავების მონაწილეობით

23-24 სექტემბერს ფოთში, 26 სექტემბერს თბილისში, გრიბოდოვის თეატრში, 27 სექტემბერს გორში, 28 სექტემბერს ახალციხეში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელწიფო თეატრი მასშტაბურ პრემიერას გამართავს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის მოწვევით თეატრალური პრემია „დურუჯის“ ორგზის გამარჯვებული რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ცნობილი ქართული ზღაპრის „რწყილი და ჭიანჭველა“ მოტივებზე შექნილ თანამედროვე და ორიგინალურ ვერსიას, როგორც მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ  წარმოდგენას დგამს ახლებური აქცენტებითა და განსხვავებული ფორმატით. სცენური ადაპტაციის ავტორიც თავად რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.

 

სპექტაკლის „ერთხელ საქართველოში“ სიუჟეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვითარდება და ნიკოლოზ საბაშვილისეული ვერსია საგრძნობლად დაშორებულია ორიგინალურ პირველწყაროს. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის მუსიკოსებმა: შიო აბრახამიამ და მარიკა ბუკიამ დაამუშავეს ცნობილი მუსიკალური თემები და შექმნეს ახალი და ორიგინალური ვერსიები, რომლებიც სრულიად ახლებურად ჟღერს. სპექტაკლს ცოცხალი მუსიკალური შესრულებით აფორმებს თეატრის მსახიობთა ბენდი კოტე ჯაიანის ხელმძღვანელობით.

 

სპექტაკლისთვის კოსტიუმები ბარბარა ასლამაზმა შექმნა, ხოლო ცეკვების ავტორები, რომლებშიც ქორეოგრაფიული ანსამბლების „ფაზისი“ და როკვა“ სოლისტები მონაწილეობენ, არიან ედიშერ ალექსანდრია და ირინე კუპრავა. მხატვრული განათება, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს სპექტაკლში, აკო ქარაიას ეკუთვნის. 

 

სპექტაკლში ფოთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ ქართული თეატრის, კინოს და სერიალების ვარსკვლავები: ლაურა რეხვიაშვილი, ვანო იანტბელიძე, ზურაბ ანთელავა, რამაზ იოსელიანი, ლექსო ჩემია, ჯანო იზორია და გია სურმავა.

 

სპექტაკლში როლებს ასრულებენ: ნინო პაჭკორია, მარიკა ბუკია, , ნინო გოშაძე, თამუნა ჭუბაბრია, გუჯა ქარაია, გენადი შონია, ნოდარ ბჟალავა, ანი ანდღულაძე, სანდრო გუჯაბიძე, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, აკაკი ნადარაია, მარტინ ღამბარაშვილი, ფატიმა აბრახამია.

 

საპრემიერო ჩვენება 27 სექტემბერს თბილისში, გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზეა დაგეგმილი. 28 სექტემბერს კი ფოთის თეატრის დასი საპრემიერო ჩვენებას გორის ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე გამართავს, ხოლო 29 სექტემბერს ფოთის თეატრი სპექტაკლით „ერთხელ საქართველოში“ ახალციხეში, ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილებას.

 

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:  

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რამაზ იოსელიანს 599 27 60 60,

ან რეჟისორს ნიკოლოზ საბაშვილს 579 444 333

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელწიფო თეატრი

 

 

ერთხელ საქართველოში

მუსიკალური სპექტაკლი ერთ მოქმედებად

 

ადაპტაციის ავტორი და რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი

კოსტიუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი

მუსიკალური ხელმძღვანელი - შიო აბრახამია

ქორეოგრაფები - ედიშერ ალექსანდრია, ირინე კუპრავა

მხატვრული განათება - აკო ქარაია

ტექნიკური რეჟისორი - ეკა გულუა

 

 

მონაწილეობენ:

 

მოწვეული მსახიობები: ლაურა რეხვიაშვილი, ვანო იანტბელიძე, ზურა ანთელავა, ლექსო ჩემია

 

მსახიობები: რამაზ იოსელიანი, ნინო პაჭკორია, მარიკა ბუკია, ჯანო იზორია, გია სურმავა, ნინო გოშაძე, თამუნა ჭუბაბრია, გუჯა ქარაია, გენადი შონია, ნოდარ ბჟალავა, სანდრო გუჯაბიძე, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ანი ანდღულაძე, გიორგი ლიპარტელიანი, აკაკი ნადარაია, მარტინ ღამბარაშვილი, ფატიმა აბრახამია

 

თეატრი ბენდი: კოტე ჯაიანი (სოლო გიტარა), მარტინ ღამბარაშვილი (ბას გიტარა), საბა შუბლაძე (დრამი), ნუკრი მატკავა (ტამ-ტამი), ლევან ამბალია (აკორდეონი), მარიკა ბუკია (კლავიში), გიორგი მატკავა (ფლეიტა), მამუკა მატკავა (ფანდური, ვიოლინო)

 

სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებს თეატრის მსახიობთა ბენდი კოტე ჯაიანის ხელმძღვანელობით. გამოყენებულია შიო აბრახამიას და მარიკა ბუკიას დამუშავებული ვერსიები და ორიგინალური კომპოზიციები.

 

ცეკვებს ასრულებენ: ქორეოგრაფიული ანსამბლების „ფაზისი“ და „როკვა“ სოლისტები.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: რამაზ იოსელიანი

თეატრის დირექტორი: თენგიზ ხუხია