top of page
415157682_721305829975434_289082930234345979_n.jpg

ტერზოპულოსის “Amor”, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარმა“(GIFT), 26-ე სეზონი 2023 წლის 21 ოქტომბერს გახსნა, გენიალური რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. თეატრით დაინტერესებული მაყურებელი მეორე წელია შესანიშნავი შესაძლებლობის მომსწრეა, ტერზოპულოსი ენიგმატური და სრულიად მომნუსხველი სცენური კომპოზიციებით, სპექტაკლით, დრამატული პერფორმანსით და მასტერ-კლასით სტუმრობს საქართველოს!

380614890_320725330661859_2388702944235353683_n.jpg

მეძავ იმედებს ვყიდი

თეოდოროს ტერზოპულოსი ოსტატურად იყენებს მინიმალურ რესურსს მაღალი ხარისხის მისაღწევად. „AMOR” არის ქვეცნობიერი ტრავმების, სურვილებისა და შიშების ქორეოგრაფიულ მოძრაობებსა და ჟესტებში გადმოცემული ავანგარდული სპექტაკლი.

6.jpg

ბუდაპეშტის თეატრალური ფესტივალი

ატილა ვიდნიანსკი უმცროსი (რეჟისორი, თეატრალური სახელოსნოს Sztalker Group-ის დამფუძნებელი) თავის ახალგაზრდა შემოქმედებით გუნდთან ერთად სპექტაკლში „ვოიცეკი“ (გეორგ ბიუხნერის პიესა) ეძებს კითხვებზე პასუხს - შეგვიძლია თუ არა კვლავ ამოვიცნოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ემოციები და ადამიანობა აშკარა მარტოობაში, გამოგონილი იდეებისთვის ბრძოლაში? ვინ ვართ ჩვენ? - სოციალური პროცესების დესტრუქციული პროდუქტი?

366243313_686685040166919_823742641068888640_n.jpg

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2023

რეგიონული თეატრალური ფესტივალს შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომელიც მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნოდა მდგომარეობდა იმაში, რომ მისთვის სასწავლო დანიშნულება მიეცათ, შეექმნათ და აემუშავებინათ ასე ვთქვათ არტბანაკი, სადაც გამოვლინდებოდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები მსახიობები და გაივლიდნენ პრაქტიკულ ტრენინგებს მათი შემდგომი დახელოვნების მიზნით.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შეჯამება

ფესტივალი დამთავრდა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს მიეძღვნა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციის განვითარებაში, მხარი დაუჭიროს ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, სახელის უკვდავყოფას, გურიაში გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს რეგიონში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შესახებ_

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შეჯამება

ფესტივალის  მეორე დღეს  ვუყურეთ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის სპექტაკლი „წერილი ნაძვებს“, გოდერძი ჩოხეხელის ამავე მოთხრობის მიხედვით.მნიშვნელოვანია ის,რომ აზერბაიჯანელი ძმები,რომლებიც განსხვავებული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, სპექტაკლში იყენებენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს , ქართულ ხალხურ მუსიკას. მგონია,რომ ესაა უდიდესი პატივისცემის გამოხატულება ქართველებისადმი.

361615912_590238629958830_968335510978916115_n.jpeg

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შესახებ:

ფესტივალის ჟიური სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები იყვნენ: ნინია სადღობელაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), მარინა ბუზუკაშვილი, გუბაზ მეგრელიძე, რუი მადეირა, კუბილაი ერდელიკარა, დერმან ატიკ, იუსუფ ჟაფაროვ.
სასიხარულოა, რომ ფესტივალმა უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყანას, როგორც ფესტივალის მონაწილეებს, ასევე სტუმრის ამპლუაში და ათი დღის განმავლობაში საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი იყო: უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, ესპანეთი.

 

347406399_149726734772269_3538421151932098241_n.jpeg

სიღნაღი 2023

ასეთი ფესტივალის შექმნის იდეა თეატრალურის საზოგადოების ახლანდელი თავმჯდომარეს გიორგი გეგეჭკორს ეკუთვნის, რასაც დაემატა სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივა და კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სიღნაღში დაეფუძნებინა სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების თეატრალური ფესტივალი.

347390755_639215461093762_2060248546792051265_n.jpeg

მესხეთი 2023

მესხეთის „ქართული დრამატურგიის ეროვნული საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დღეს ახალციხეში შემოდგომის სუსხი დაგვხვდა. თითქოს ამინდი გაგვიბრაზდა ტრადიციულად სექტემბერში დაგეგმილი ფესტივალი მაისში რომ გადმოიტანეს.

352350120_784714543370460_5576089832645648348_n.jpeg

მხოლოდ მუსიკას შესწევს

2023 წლის პირველ ივნისს სტარტი აიღო დავით და ლექსო თორაძეების საერთაშორისო მუსიკალურმა ერთკვირიანმა ფესტივალმა, რომელსაც ნინო თორაძის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ედიშერ სავიცკის, ორგანიზატორთა (თიკა რუხაძე) ძალისხმევით, მრავალი მფარველ-დამფუძნებელი აღმოუჩნდა კულტურის სამინისტროსთან ერთად.

სხეულით  ფიქრი,  სხეულით  აზროვნება

სხეულით  ფიქრი,  სხეულით  აზროვნება

ფესტივალზე  წარმოდგენილი  11  სპექტაკლიდან  მხოლოდ  3  იყო  კლასიკური  რეპერტუარიდან:  ჟან  ბატისტ  მოლიერის  „ტარტიუფი“ (ლიუბლიანას  თეატრის,  ტელე - რადიოს  და  კინოს  აკადემია), ფრიდრიხ  შილერის  „რობერსები“  (ბრნოს  იანეჩეკის  სახელობის  მუსიკის  და  თეატრალური  ხელოვნების  აკადემია) და  არისტოფანეს  „ლისისტრატა“. 

ნამასტე, ქართულო თეატრო! გენაცვალე, ინდოეთო!

ნამასტე, ქართულო თეატრო! გენაცვალე, ინდოეთო!

ინდოეთში ქართული თეატრის კვირეულისთვის სახელმწიფო თეატრებიდან ორი რეგიონული თეატრი შეირჩა. ოზურგეთის თეატრი ინდოელი მაყურებლის წინაშე დათა თავაძის პიესის „დედაომი“ მიხედვით საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლით წარსდგა, ხოლო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატულმა თეატრმა საპრემიერო წარმოდგენა „სამხეცე“ გამართა, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ.

325937518_733834075126111_7414000311076561878_n.jpg

სვლა ომიდან მშვიდობისაკენ

2022 წლის ნოემბრის ბოლოს გამართული, რიგით მეორე ფესტივალი ბაქოში, ფაქტობრივად, უძველესი აზერბაიჯანული  ქალაქის, შუშას გათავისუფლებას მიეძღვნა და ამდენად ომის „ხმაური და მძვინვარება“ მასში ტრავმული მეხსიერების კვალდაკვალ აისახა. ფესტივალის სათაურში გამოტანილი ციფრი 4.4 კი 44 დღიანი ყარაბაღის ომის ექოსა და დღეების გამოძახილია.

321027586_3389719711283643_6814979782323878571_n.jpg

ტერზოპულოსის „ალარმე“, ანუ როგორია გემოვნებიანი ხელოვნება

ჩვენი ქვეყნის სათეატრო ბაზარს რაც შეეხება, აგერ უკვე მერამდენე წელია - სულზე მოუსწრებს ხოლმე შემოდგომობით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (და თან ორი ერთბაშად), რომლის მიმდინარეობის ფარგლებში - ხელოვნების ნათელი სხივი კრთის მთელი ადგილობრივი სახელოვნებო საზოგადოების გულებში! ხელოვნების ნათელი სხივი, რომელსაც ესოდენ დიდი შვება მოაქვს და არა, დილეტანტიზმითა და გაუთავებელი მიმბაძველობით ნაკვები...

311009245_529293985875789_8819718127824450688_n.jpeg

ბაქო - თავშეყრის ძველი ადგილი ახალი ფორმატითა და კონცეფციით

ამჯერად, ბაქოს სათეატრო კონფერენცია (კოორდინატორი პანდემიის დროს დაღუპულო შაიგ საფაროვი, აცხონოს ღმერთმა) ჩაანაცვლა ბაქოს 4.4 მოკლე სპექტაკლების ფესტივალმა. ფესტივალის დამფუძნებელია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსი და ინტერნეტ პორტალ “teatro.az” დამფუძნებელი და გენერალური რედაქტორი ელჩინ ჯაფაროვი.

3.jpg

RUSSIA - FUCK YOU!!!

ისინი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტითა და სხვადასხვა ენაზე ასრულებენ სიმღერებს.  მათი შემოქმედება  პანკ კაბარეს მემკვიდრეობის ნაწილია, თუმცა, აგრეთვე ითავსებენ რეპსა და ფოლკლორული, ტრადიციული უკრაინული მუსიკის ელემენტებს. 

306273037_2385951648230307_5544160547654167255_n.jpeg

რა მოხდა 2022 წლის პერფორმანსის ფესტივალზე?

რა მივიღეთ და რა დაგვაკლდა?

გასული საუკუნის მანძილზე, მსოფლიოს პერფორმანსის, ანუ პერფორმანსის ხელოვნების მრავალფეროვანი არქივი დაუგროვდა. ანტონენ არტოდან - მარინა აბრამოვიჩამდე, ბევრი მქუხარე სახელი და მოვლენა გაიელვებს. და მაინც, რა არის პერფორმანსის ხელოვნება? რისგან შედგება ის? როგორია მისი სტრუქტურა, ანუ მისი შემადგენელი მინიმუმი, თუ შეიძლება ასე ითქვას?...

298796810_5446298075486121_4939429128657570380_n.jpeg

„არა ომს!“

ფოთის რეგიონული საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია განსაკუთრებული პროგრამით  და სტუმრებს მიმართ კეთილგანწყობით და მზრუნველობით. ეს პატარა გუნდი (ნინელი ჭანკვეტაძე, თენგიზ ხუხია, ნანა თუთბერიძე, ბექა ჯუმუტია, შიო აბრახამია), რომელიც ამ ფესტივალს ქმნის, ყოველთვის ცდილობს მიმდინარე ფესტივალი განსხვავებული იყოს წინამორბედისგან - რასაკვირველია ათასი სიურპრიზებითა და აღმოჩენებით.

294339101_4722577624509888_7978331799928546218_n.jpeg

ნოდარ დუმბაძის ფესტივალი - 2022

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფის გარდა, მხარი დაუჭიროს და გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება გურიის მხარეში; ხელი შეუწყოს ქართულ პროზაზე დაფუძნებული ინოვაციური დადგმების განვითარებასა და ქართული სათეატრო ხელოვნების პოპულარიზაციას არა მარტო გურიაში, საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

294275446_5886896094671984_6035213454862654881_n.jpeg

სათეატრო ფესტივალი-ზეიმი ოზურგეთში

ფესტივალის საზეიმო გახსნა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: ფესტივალის დამფუძნებელმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებმა - ავთანდილ შარაშიძემ და ავით თალაკვაძემ და სხვა მხარდამჭერებმა. საზეიმო გახსნა დაგვირგვინდა, ქართული, მსოფლიო თეატრის უდიდესი წარმომადგენლის, ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლით - „ვანო და ნიკო“. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ბატონ რობერტს, სულხან საბა ორბელიანის სახელობის ქართული თეატრის დესპანის წოდება მიანიჭა.

სცენაზეა - მზე, სიყვარული და ადამიანი.._

სცენაზეა - მზე, სიყვარული და ადამიანი...

ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომელიც მზადაა ერთდროულად სამ სივრცეში მიიღოს მაყურებელი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უპრეცედენტო მხარდაჭერამ.

აპოკალიფსური ზმანება ანუ ადამი და ევა ფრონტის ხაზზე

აპოკალიფსური ზმანება ანუ ადამი და ევა ფრონტის ხაზზე

ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს აღელვებს. განსაკუთრებით, საქართველოში!.. რადგან რუსეთის მხრიდან აგრესია, ოკუპაცია, იმპერიული პოლიტიკა არაერთხელ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ... ჩვენს თვალწინ გათამაშებული წარმოდგენა 8-9 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება და ის რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ზრდის განცდის სიმწვავეს.

IMG_7983.JPG

ვინ არის ადამიანი?

ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის ორპერსონაჟიანი სპექტაკლი - „ცხოვრება P. S.“ - ორი ადამიანის სიცოცხლეზეა, ცხოვრებაზეა, სიყვარულზე, სიკვდილზე და ომზეა, ყველაფრის დამანგრეველ, გამანადგურებელ ომზე.

290625432_333521508952970_1711364382752021825_n.jpeg

რატომ ვკარგავთ თვითკრიტიკის უნარს?

„თეატრალური იმერეთის“ დამაგვირგვინებელი აკორდი, კულმინაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიაა. აქ ჩანს ქართული თეატრის მინი მოდელი, თავისი კულტურით, ურთიერთობით, დამოკიდებულებით სხვების და საკუთარი პერსონის მიმართ

262165908_134674735604303_3065417546060573526_n.jpeg

ხუთი  დასის პირველი მცდელობა - თეატრალური სცენიდან გვითხრან სათქმელი

სულმნათი ნოდარ დუმბაძე ყველაზე პოპულარული ავტორი გამოდგა ბათუმის საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“, მისი ნაწარმოებების მიხედვით სამი სპექტაკლი წარმოადგინეს, მეოთხეთი  კი, „ჰელადოსით“, ფესტივალის საზეიმო გახსნა დამშვენდა.

263193027_134019109003199_1453016838152048363_n.jpeg

პირველი ცდისთვის საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, მაგრამ...

ბათუმის საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“, ისევე, როგორც სხვა ფორუმებზე, ცხადია, ყველა სპექტაკლი ერთი მხატვრული ღირებულების ვერ იქნებოდა. პრინციპში წარმოდგენების დიდი ნაწილი მუსიკალურ-მხატვრულ-ლიტერატურული, ზოგიერთი - თეატრალიზებული, კომპოზიცია უფრო იყო.

261728879_133844425687334_2829563277299498815_n.jpeg

ორი დადგმა, განსხვავებული ფორმითა და სათქმელით

დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ პირველი საკონკურსო სპექტაკლია, რომელიც საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“ გახსნის მეორე დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ნახა მაყურებელმა.

262403077_133647809040329_1060736838999523329_n.jpeg

„პირველი ავტოგრაფის“ საფესტივალო დღეები: „ბაკულას ღორები“ და „სათაგური“ - ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ პირველი საკონკურსო სპექტაკლია, რომელიც საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალურ ფესტივალზე „პირველი ავტოგრაფი“ გახსნის მეორე დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ნახა მაყურებელმა.

255745837_1299352293837521_5380496340028082029_n.jpg

ვგრძნობ, რომ არის პატარა ფანჯარა შესაძლებლობების

„მო’ს კონცერტში“, სადაც პროტაგონისტად გვევლინება ჯეიმს ტიერე, ასახულია ადამიანის შინაგანი სამყარო. წარმოდგენა დაყოფილია 11 მუსიკალურ კომპოზიციად, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების ელემენტს (მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, აკრობატული ნომრები, პანტომიმა და სხვა.) კომპოზიციებს შორის ჯეიმს ტიერე პირდაპირ კონტაქტს ამყარებს მაყურებელთან.

4bfe9e7523d7118f1bbe28dcbbec4945.jpeg

ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი - 2021

საქართველოში ათამდე თეატრალური ფესტივალი არსებობს და ყველას განსაკუთრებული, თავის ნიშა და ადგილი უკავია, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიც ამ განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა და სწორედ აქ, სადაც ქართული ენის შენარჩუნებასა და ზოგადად ქართული თეატრის არსებობას უდიდესი როლი და ფუნქცია აქვს. მისმა დამფუძნებლებმა (გიორგი მარგველაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი, გიორგი შალუტაშვილი) და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა სწორად გათვალეს და ჟანრობრივ ფესტივალს ის ადგილი მიუჩინეს სადაც მისი არსებობა ყველაზე დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა.

teatr-640x424.jpeg

კოკშეტაუ - სათეატრო ხელოვნების ეპიცენტრი პოსტპანდემიურ ყაზახეთში

ბოლო წლებში ყაზახეთის პატარა ქალაქი კოკშეტაუ სათეატრო ხელოვნების ერთგვარ საერთაშორისო ცენტრად იქცა, რომელიც თავს უყრის საუკეთესო თეატრებს ყაზახეთიდან და ასევე ახლო საზღვარგარეთიდან, ამავდროულად აწყობს ლაბორატორიულ სამუშაოებს, სადაც მომავალი, ან უკვე პროფესიონალი არტისტები ხვეწენ და ავითარებენ საკუთარ პროფესიულ ოსტატობას, იმაღლებენ კვალიფიკაციას, აფართოებენ სანაცნობო პროფესიულ წრეს, რომელიც ხელს უწყობს ახალ ურთიერთობებს და შესაბამისად საფუძველს უყრის ახალ პროექტებს, კოპროდუქციებს, ერთობლივ ნამუშევრებს.

224055965_4282751548507452_2915198431210007354_n.jpeg

რეგიონული თეატრების მე-7 ფესტივალი

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი, დღიდან დაარსებისა, წლიდან წლამდე, ხვეწს, აუმჯობესებს ფესტივალის ფორმატს, რეპერტუარს, ზრუნავს მომავალ თაობაზე, ატარებს მასტერკლასებს, ვორქშოფებს... წინა სამი, რიგით მეოთხე, მეხუთუ და მეექვსე ფესტივალი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ავარიულობის, სარემონტო სამუშაოების გამო, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა.

222038589_4278339125615361_9185054029881331687_n.jpeg

ახლა კი ფარდა!

პანდემიის მიუხედავად, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი შარშანაც და წელსაც ჩატარდა, თანაც ორიგინალურად, შეზღუდვების გათვალისწინებით, მაგრამ პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს, ფესტივალის ხელმძღვანელობა შემოქმედებითად მიუდგა და სათავისოდ გამოიყენა, როგორც ახალი სივრცეების ათვისების თვალსაზრისით (რომლის გამოცდილებაც ფესტივალს პანდემიამდეც ჰქონდა), ისე პროგრამის შერჩევის თვალსაზრისითაც.

201299586_795406558013584_1663792778701098018_n.jpeg

თეატრალური იმერეთი 2021

„თეატრალური იმერეთი 2021“ საზეიმოდ დაიხურა მესხიშვილის თეატრში. წელსაც ტრადიციულად გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. პროფესიული თეატრები კი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ბოლო რამდენიმე წელია აღარ მონაწილეობენ, თუმცა მათი პროგრამაში ხილვა მუდამ სიხარულის მომტანია მაყურებლისთვის.

119124254_3398160866966529_7792519731959

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 

ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა, თუმცა ამჟამად პანდემიის გამო საკმაოდ მოკრძალებულად. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა თეატრმა 10 სპექტაკლი წარმოადგინა. ფესტივალის ჩატარება ამ მძიმე პირობებში მნიშვნელოვანი იყო, რათა არსებული ტრადიცია არ დარღვეულიყო. თეატრმცოდნეებსა და საზოგადოებას საშუალება მიეცათ ენახათ ბოლო პერიოდში განხორციელებული დადგმები. ფესტივალის ორგანიზატორთა მოთხოვნაც სწორედ ეს იყო, რომ თეატრებს ახალი დადგმები წარმოედგინათ, რაც სამომავლოდ აუცილებელ მოთხოვნად იქცევა.

123658285_1611950452310125_5106357402989

კომედიის ფესტივალი პანდემიის პირობებში

გორის კომედიის საერთაშორიო ფესტივალი 2014 წელს, რეჟისორ სოსო ნემსაძის ინიციატივით დაარსდა და მისი სლოგანი გახლდათ `დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს”. ამ ფესტივალმა მაშინ პირველად გააღიმა ნაომარი გორი.,  ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი  წამოწყება გახლდათ. ის, რომ ყურადღება გამახვილდა კომედიური ჟანრის სპექტაკლების დადგმებზე,  თეატრებისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევა გახლდათ. წელს კი, მსოფლიო ეპიდემიის პირობებში, ფესტივალმა რუსთავში გადმოინაცვლა ახალი დევიზით `ეს დრამა არ არის”. სამწუხაროდ, გორის მერიას სათანადო თანხები არ აღმოაჩნდა, საბედნიეროდ რუსთავის ხელმძღვანელობამ ფესტივალის უზრუნველყოფა შეძლო.

244729901.jpg

მონოპიესების ფესტივალი მხოლოდ სიმართლეს ამბობს

ბათუმში, წელს უკვე მეშვიდედ, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალს ატარებს. დამფუძნებელი და ორგანიზატორია მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი ოთარ ქათამაძე.  ფესტივალი 2014 წელს დაარსდა და უფრო და უფრო სანახაობრივი და ექსპერიმენტული ხდება.  მისი მიზანია თანამედროვე დრამატურგების, რეჟისორებისა და მსახიობების წარმოჩენა და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა.  ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი დრამატურგები წერენ მონოპიესებს, რომელსაც მათი შერჩეული, ასევე ქართველი და უცხოელი რეჟისორები, საქართველოს სხვადახვა თეატრისა თუ დამოუკიდებელ მსახიობებთან ერთად ბათუმის ალტერნატიულ სივრცეებში წარმოადგენენ. 

60017835_2324098050974675_84986957255577

Tbilisi Loves You

(Notes about the 10th Tbilisi International Theatre Festival)

Tbilisi International Theatre Festival held this year for the tenth time and the Georgian showcase section took place within the frame of this festival. I also teared myself away from everyday routine and attended an event to take a little breath. And the first thought in my mind was that, by all means, I have to write an essay about this festival, because I didn’t want to breathe this fresh air alone. Obviously, it wasn’t real to write about all the performances showed during the festival. Frankly speaking, I didn’t have that intention.

 

On the first day there were showed 4 performances. “Chekhov’s laugh” (Globe Theatre Rustaveli 19), “Flea and Ant” (Professional State Youth Theatre named after N.Dumbadze), “Mother Courage and Her Children” (Tumanishvili Theatre Studio of Cinema Actors) and “Marat / Sad” (“Ilianu” Theatre of State University named after Ilia Chavcavadze).

Wierna wataha - Fot. Karol Budrewicz (8)

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

სულ ახლახანს დამთავრდა კიდევ ერთი თეატრალური მოვლენა - ბათუმის საერთაშორის თეატრალური ფესტივალი, რომელიც წლის მთელ რიგ ფესტივალებს შორის ბოლო აღმოჩნდა. მის დაარსებას დიდი მნიშვნელობა აქვს აჭარის კულტურისათვის ზოგადად და თეატრალურისთვის განსაკუთრებით. თუმცა ფესტივალის მხოლოდ დაარსება არაა საკმარისი, თუ იგი იქაურ და ჩამოსულ მაყურებელს ვერ შესთავაზებს რაღაც განსაკუთრებულს, ახალს და ისეთს, რასაც მხოლოდ ამ ფესტივალზე იხილილათ. მისი დევიზი „გაიგე და დაინახე მეტი“ ზოგადია და არსებითი, მაგრამ ფესტივალის მიმართულებას მეტი კონკრეტიზაცია არ აწყენდა. მან უნდა დაიკავოს  ნიშა, რომელიც მას გამორჩეულს და განსაკუთრებულს გახდის. ამით უფრო ადვილი გახდება მისი რეპერტუარის შერჩევა და  თემატურობაც უფრო მიმზიდველს გახდის მაყურებლისთვის. გასაგებია, რომ პირველი ფესტივალისთვის ამის მოთხოვნა ნაადრევია, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელობა და ექსპერტთა საბჭო თუ გაითვალისწინებს ამ რჩევას არ იქნება ურიგო. 

79474418_135454544554207_908132845753466

გაიგე და დაინახე მეტი...

მიხაილ ტალჰაიმერის „მედეა“

,,მედეაში” ყველაზე დამაინტრიგებელი მონაკვეთი ყოველთვის ბავშვების მკვლელობის სცენაა. ვიდეო დიზაინერის, ალექსანდრ დიუ პრელის შავ-თეთრი ვიდეოინსტალაცია თითქოს ბავშვის თვალით დანახულ, ილუსტრირებულ სამყაროს გვიჩვენებს. ანიმაციაში მოკლედაა მოთხრობილი იასონისა და მედეას სიყვარულის ისტორია, რომელიც ინფანტილური მელოდიით იწყება, ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, თუმცა ტყუილი, ღალატი და ძალაუფლებისკენ ლტოლვა ყველაფერს ანგრევს, იჭრება როკმუსიკა, მედეა კი ამ ანიმაციის ფონზე პიროვნულად იხრწნება. ბავშვები იღუპებიან, დედას კი თვალებიდან მდუღარე ცრემლი გადმოსდის.

78999115_134968877936107_671493139590440

ფესტივალის დაბადება

მაყურებლის ყურადღებას თადვაპირველად იპყრობს  სპექტაკლის ვიზუალური მხარე, ესთეტიკა.  ძუნწად განათებული, პირქუში ატმოსფერო, ავისმომასწავებელი, მუქი სარბიელი ტრაგიკული სიუჟეტისა, სადაც, დროდადრო, „ფისტოლეტის“  (მიმართული განათება) შუქით განათებულ სივრცეში, ჩნდებიან მედეასთან საბედისწეროდ შეკავშირებული ტრაგედიის პერსონაჟები. უგულვებელყოფილია სასცენო რეკვიზიტი. შავ, კუბებით ნაგებ ამაღლებულ, ვცელ პლატფორმაზე თამაშობს მედეა, ას ოცი წუთის განმავლობაში. თითქოს სპექტაკლის სცენოგრაფია იმისთვის გაქრა, რომ მაყურებელმა შეძლოს კონცენტრაცია პერსონაჟთა მდგომარეობებზე, ამ ხერხით უფრო მკვეთრი პორტრეტები შეიქმნა, გამძაფრდა მათი აღქმის შემდგომი შთაბეჭდილებაც..

IMG_2462.jpg

გაიგე და დაინახე მეტი

„ გაიგე და დაინახე მეტი… “   - ასეთი სლოგანი აქვს ბათუმის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც 7 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. სამყაროს შემეცნება, თეატრალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, თვალსაწიერის გაფართოება არასდროსაა ზედმეტი. სწორედ ეს სურვილი ამოძრავებდათ ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შემქმნელებს.

Picture1.png

აზროვნების ფართო მასშტაბი, თუ შეუმდგარი ქორეოგრაფიული წარმოდგენა?

ქართველი მაყურებელი არ არის განებივრებული ქორეოგრაფიული წარმოდგენებით. მიუხედავარ ამისა, ვფიქრობ, რომ ქართულ თეატრში მეტად ღრმა, ტექნიკურად დახვეწილი და ბევრად ესთეტიკური ქორეოდრამის ნახვაა შესაძლებელი. ეს რა თქმა უნდა ჩემი ძალზედ მიკერძოებული აზრია. კონკრეტული ქართველი თეატრმცოდნეების მიერ ნათქვამია, რომ საქართველო მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროს თეატრალური იმპერიის პროვინცია იყო.

77183412_10220337429604343_8248654695363

თუ ლირი მკვდარია...

ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლს „მეფე ლირი“ დიდხანს ველოდით. სხვადასხვა ხელშემწყობი და ხელისშემშლელი მიზეზის გადალახვის შემდეგ და შედეგად, ბევრი მითქმა-მოთქმის გავლით, ეს დღეც მოვიდა და ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში, მის ფინალურ დღეებში, „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა“ პრემიერაც (მსოფლიო) გაიმართა.

Picture12.png

მზერა, რომელიც ბრუნდება

თანამედროვე ქორეოგრაფიულ რუკაზე მეოთხე ათწლეულია თავის ტერიტორია მონიშნა ქორეოგრაფმა და პოეტმა ქაროლინ ქარლსონმა. ეს ტერიტორია  კი დედამიწის ორ კონტინენტს მოიცავს - მისი შემოქმედება სათავეს ამერიკიდან იღებს და ვრცელდება ევროპის  საცეკვაო სცენამდე. კარლსონის კალიგრაფიის  ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ნებისმიერი საგნის, მოძრაობის, სიტყვის მზერა მიმართულია  შინაგანი დაკვირვებისკენ. სწორედ ეს გამჭოლი მზერა იყო ჩემთვის მთავარი, როცა ჩვენი დროის, ერთ-ერთ ყველაზე ფსიქოანალიტიკური ქორეოგრაფიული წარმოდგენა „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ ვნახე, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში.

76197481_10220337424764222_4529844922680

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი

როგორც რობერტ სტურუას „ლირში“, ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვაშიც ინგრევა არა მხოლოდ ლირის, არამედ მისი უმადური ქალიშვილების სამყაროც, ამ ოჯახურ ომშიც, ყველა წაგებული და დაზარალებულია, ისე როგორც რეალურ ცხოვრებაში, აქაც დედის დამგმობთ და მისი „განძის მაძიებლებს“ ხელიდან ეცლებათ ყველაფერი და თავზე ენგრევათ ის, რაც მათ მემკვიდრეობით ერგოთ. ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლის კონცეფცია თითქოს კონკრეტულ, სევდიან და ტრაგიკულ ამბავს ეფუძნება, მაგრამ ის ამავდროულად ზოგადია და გლობალური. ამიტომაც, უნდა გვახსოვდეს, „რასაც დასთეს, იმას მოიმკი!“

75635906_2513316418914005_86511086787803

ქორეოდრამული აზრთა სიმწყობრე

 შვეიცარიელი წარმოშობის  ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის კონფეფციაზე, კერძოდ ნაშრომ „სინქრონულობის“ ინსპირირებით, მსოფლიოში კარგად ცნობილმა,  ამერიკელმა ქორეოგრაფმა და პერფორმერმა  ქეროლინ კარლსონმა ფსიქო-ქორეოდრამული  დადგმით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“, ონტოლოგიურ  წიაღსვლებში ამოგზაურა მაყურებელი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარის“ ფარგლებში...   

75625240_10220286397808580_5016257721368

„სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ და სრულ ჰარმონიაში

მსოფლიოში სახელგანთქმული და აღიარებული თანამედროვე ცეკვის დიდოსტატის, ფინური წარმოშობის 76 წლის ამერიკელი ქორეოგრაფის, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ქეროლინ კარლსონის შემოქმედებას პირველად არ ხვდება ქართველი მაყურებელი. პირველად, 2011 წელს რუსთაველის თეატრში ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით წარმოადგინეს მისი ქორეოგრაფიული თხზულებები “ლი” (2007) და “მანდალა” (2010).

74667919_549125752534612_759528943977391

„საკუთარი ცოდვების პატიმარი“

ფესტივალ „საჩუქარზე“ წელს,უკვე მეორედ,წარსდგა ფრანგული დასი.ამჯერად, მარჯანიშვილის თეატრში,მაყურებელმა იხილა წარმოშობით ბრიტანელი რეჟისორის ვიქტორია ტიერი ჩაპლინის სპექტაკლი „ზანზალაკები და ავგაროზი“. სპექტაკლი გამოუსწორებელ კლეპტომან ქალზეა,რომელიც სრულიად ოსტატურად იპარავს გარშემო ყველაფერს.

Picture1.png

Georgian Show Case 2019 - ქართული სპექტაკლების პროგრამა 201

შემოდგომა თბილისში თეატრალური შეხვედრებისა და გაცნობების დროა. სიახლეების ნახვისა და გაზიარების, ახალი აღმოჩენებისა და ახალი გეგმების, ახალი პერსპექტივების, ახალი შესაძლებლობების დაბადებისა და ძველი კავშირების გამყარების დრო. პირველ რიგში, მათთვის, ვისაც უყვარს, აინტერესებს, იზიდავს და აჯადოვებს თეატრი ან თუნდაც მათთვის, ვინც „მოვალეობად“ თვლის, აუცილებლად ჩაერთოს საფესტივალო ორომტრიალში, იმ მიზეზით, რომ ამ ორომტრიალში ჩართულობა პრესტიჟულად და თავმოსაწონებლად „ითვლება“. სექტემბრის, ჯერ ისევ ცხელ, დღეებში, ზაფხულის არდადეგებიდან გამოყოლილი ბედნიერების ილუზია გაიხანგრძლივოს და სახელოვნებო პროცესების სრულუფლებიან თანამონაწილედ იგრძნოს თავი.

74667919_549125752534612_759528943977391

მაგიური ფორმულების სამყაროში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ პროგრამის ფარგლებში, ლიონის Théâtre des Célestins ჟენევის თეატრ-ატელიე „carouge“, და მილანის საპროდიუსერო ცენტრის change performing arts ერთობლივი პროდუქციის „ზანზალაკების  და ავგაროზის“ წარმოდგენა გაიმართა. იდეის ავტორი და რეჟისორი  სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ( ჰოლივუდის კინემატოგრაფიის შუა პერიოდის ყველაზე განთქმული მსახიობი) ქალიშვილი ვიქტორია ტიერი ჩაპლინია.   

180717_rdl_2494.jpg

ტარტიუფი ფარისევლურად კარიკატურული

თბილისის საერთაშორისო მე-11 თეატრალური ფესტივალის პროგრამის დასასრულს, ლიეტუას ნაციონალური თეატრისა და ავინიონის ფესტივალის ერთობლივი სპექტაკლი ,,ტარტიუფი“ გრიბოედოვის თეატრში გაიმართა.                                                                                             

dc444c4a5dcc9577d5cc01547819a133.jpg

არის თუ არა მომავალი ქალებში?

ფესტივალის ,,საჩუქარი“ ფარგლებში წარმოდგენილი კარლოტა ფერერის სპექტაკლი ,,ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“, ერთი შეხედვით რადიკალური ფემინიზმის გამოვლინებაა. რეჟისორმა სპექტაკლი ბელგიელ მხატვარ რენე მაგრიტს მიუძღვნა. ვისთვისაც ეს ფაქტი უცნობი იყო, გაუჭირდებოდა მიმხვდარიყო, რომ სპექტაკლის დაწყებისას სცენაზე გამოსული მსახიობი სწორედ რენე მაგრიტს განასახიერებდა. მისი მონოლოგი ეხებოდა პოეზიას, რომელსაც ადამიანები ვკარგავთ და მართლაც, სპექტაკლის მსვლელობისას მსახიობები არა ერთხელ ინახავენ ხის ყუთებში ხელოვნების ნიმუშებს

180721_rdl_1473.jpg

ფრთხილად, ირგვლივ ფარისველები დააბიჯებენ

ოსკარას კორშუნოვასის „ტარტიუფი“ მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისელმა მაყურებელმაც ნახა. თავად ამ მოვლენის მნიშვნელობასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომელშიც მთავარი „დამნაშავე“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილია. მან შეძლო და მოახერხა „ტარტიუფის“ ჯერ კიდევ პრემიერამდე გაწერილ მსოფლიო საფესტივალო-საგასტროლო გრაფიკში გარკვეული ცვლილებების შეეტანა.

73126131_761804610926335_863388882774576

„ადელა - როგორც ქალთა სულის ანარეკლი“

ესპანელმა რეჟისორმა კარლოტა ფერერმა წარმოადგინა სპექტაკლი „ეს არ არის ბერნანდა ალბას სახლი“,ს ადაც მაყურებელს ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ახალი, სრულიად განსხვავებული ვერსია შესთავაზა.რეჟისორმა თითქმის ყველა პერსონაჟ ქალის როლზე მამაკაცი მსახიობები გამოიყვანა,თუმცა ეს სრულიადაც არ ცვლის პიესის მორალს. სპექტაკლში დომინირებს სულ ორი ფერი - შავი და თეთრი,ასევე ვხვდებით წითელი ფერის ავ ძაღლებს,როგორც ბერნანდას მკაცრი ხასიათის გამოხატულებას,ჩნდება წარმოდგენა,რომ ეს ძაღლები არავის შეუშვებენ და გამოუშვებენ ალბას სახლიდან.

58608443_1345052808959747_33967274521463

„Подарка“ „GIFT“ - მა ჩაანაცვლა... ანუ ფესტივალის „საჩუქარი“ 2019 წლის სიახლეები

დამდგმელმა ჯგუფმა თავიდანვე შეგვამზადა, რომ მაყურებელი არ ნახავდა ლორკას „ბერნარდა ალბას სახლის“ სცენურ ვერსიას, რაც სათაურშიც დაადასტურა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი წარმოადგენს ლორკას პიესის სიუჟეტის მოკლე, მიმოხილვით ვერსიას და სპექტაკლში ჩართულია ხოსე მანუელ მორას და კარლოტა ფერერის ტექსტები, სპექტაკლი მაინც რჩება „ბერნარდა ალბას სახლის“ თანამედროვე გააზრებად. უფრო მეტიც, მოკლე სიუჟეტის თხრობის, ფაქტობრივად პიესის სიუჟეტის შეხსენების პარალელურად რეჟისორი მიდის პერსონაჟთა ხასიათის სიღრმეებში და თითქოს შეუმჩნეველი დეტალებით ხატავს მათ. ეს ხასიათი არა მხოლოდ ტექსტების სცენაზე წარმოთქმაში, არამედ ქორეოგრაფიულ და ვოკალურ გადაწყვეტაშიც ჩანს.

73323486_1503286889803004_35057805415573

მტკივნეული აბსურდი

შეუძლებელია არ ვთქვათ ის, რომ სპექტაკლი მთლიანად დახუნძლული იყო მეტაფორებით, მაგალითად, მონაწილეების ვიზუალი და სცენოგრაფია ერთ მთლიანობად იქმნებოდა ცარცის, ფქვილის, თიხის ან მტვრის დახმარებით. მსახიობებს დამახასიათებელი თიხის ნიღბები და უსახური გრიმი ჰქონდათ, ასევე ატარებდნენ თეთრ ტილოს ტანსაცმელს და ეს სითეთრე და ერთ ყალიბზე მოჭრილი გარეგნობა თავის მხრივ მეტაფორა იყო სისუფთავის, ერთფეროვნების ან თუნდაც განწმენდის.

75196395_1501569676641392_27982066354141

მაგი მარენის და სამოელ ბეკეტის უსასრულო კაშკაშა ნათება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა ,,საჩუქარი“ უმასპინძლა ფრანგ ქორეოგრაფ მაგი მარენს და მის დასს, რომელიც ქორეოგრაფის მეშვეობით მსოფლიოში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფ საზოგადოებაზე. სპექტაკლი სახელწოდებით ,,MAY B “ ირლანდიელი მწერლის სემუელ ბეკეტის აბსურდულ - მოდერნისტული ქორეოგრაფიაა.

73070417_1501570626641297_90129312837344

მაგი მარენის მომნუსხველი ქოროეგრაფიის ძალა

რუსთაველის თეატრის სცენაზე, 19-20 ოქტომბერს,  GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi-ის გახსნა   წილად ხვდა,  სრულიად გენიალური მაგი მარენის მომნუსხველ ქორეოგრაფიულ წარმოდგენას, “MAY B”! ქორეოგრაფი, მაგი მარენი, ირლანდიელი მწერლის და აბსურდის დრამის, ერთგვარი ფუძემდებლის სემუელ ბეკეტის  სტილიზაციას, ფილოსოფიურად ამეტყველებს სცენაზე სხეულის ენის, ცალსახად გენიალური სტრუქტურით... 

74419889_1501573106641049_12993992725878

აბსურდში გაჩენილი იმედი

წარმოდგენის დაწყებამდე დარბაზი მთლიანად ბნელდება, ისმის შუბერტის ნაწარმოები და მაყურებლისთვის ძალზედ ინტიმური გარემო იქმნება. პირადად მე გამიჩნდა განცდა, რომ აქ სიბნელის დანიშნულება არ ყოფილა შუბერტის გენიალური ნაწარმოების  შეგრძნება, არამედ მაყურებელთან არსებული ყოველგვარი კედლის დანგრევა.

maguy_marin_6.jpg

MAY B ბეკეტის აბსურდული უსასრულობა

ეს წელი ფრანგი ქორეოგრაფის, მაგი მარენის სპექტაკლმა „MAY B” გახსნა. დადგმა სემუელ ბეკეტის პიესების მოტივებზეა აგებული და ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მთლიანად ქორეოგრაფიას ეთმობა, რომელიც შუბერტის მუსიკით არის გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი მთლიანად ბეკეტის ნაწარმოებებზეა დამყარებული, რეჟისორმა ირლანდიელი დრამატურგის პიესებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაზა გამოიყენა,პიესიდან „თამაშის დასასრული“ – „დასრულდა. ამოიწურა. თითქმის დამთავრდა. უნდა დასრულებულიყო“

Birdie_08_©Pasqual_Gorriz.jpg

აუდიო-ვიზუალური სანახაობით დანახული საშიშროება

კარლ სეიგანის ესე „მკრთალი ლურჯი წერტილი“ პირდაპირი მნიშვნელობით ამ მიგრაციაზე გვესაუბრება, რომელიც წერს: „ეს პატარა წერტილი ყველაზე კარგად გვააზრებინებს თუ რამდენად ამაოა ადამიანთა ამპარტავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით,ერთმანეთს უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაჩუქოთ, შევუნარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს, ის ხომ ჩვენი ერთდერთი სახლია“.

ff2a585f44bd53922b2dcae10f2b47be.jpeg

პოეტური საცირკო ხელოვნება

დონკა: წერილი ჩეხოვს

ლუგანოში, შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანია ,,finzi pasca” აერთიანებს სათეატრო, აკრობატულ, საცირკო, ქორეოგრაფიულ და დოკუმენტალისტიკურ ხელოვნებას. ქართველი მაყურებლისთვის არ არის ჩვეული მოვლენა იცოდეს ის თუ რა ფორმატისა და სახის სპექტაკლის სანახავად მიდის, ვინაიდან ჩვენში არ არის ბოლომდე თეატრში წასვლის წინარეპირობის კულტურა ჩამოყალიბებული. უმეტესწილად ქართველი მაყურებელი სრულიად სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებს მხოლოდ მიზერული რაოდენობის ჟანრებში განიხილავს, რის შედეგადაც დასავლური, მეტად მრავალფეროვანი სათეატრო ხელოვნება, რომელშიც ერთიანდება რამდენიმე ჟანრი და იძენს პერფორმანსულ ხასიათს ქართველი მაყურებლისთვის გარკვეულწილად მიუღებელი რჩება. ,,დონკა: წერილი ჩეხოვს“ კომპანიის ის ნამუშევარია, რომელიც თითქოსდა ,,ეტიუდებით“ არის შეკრული. სანახაობაში ვაწყდებით აკრობატიკასა და ჩრდილების თეატრს.

23.jpeg

დონკა: წერილი ჩეხოვს - გაჩერებული დრო და მოგზაურობა ზღაპარში...

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გრიბოედოვის თეატრში მყოფმა მაყურებელმა ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურა. ფრინცი პასკას დასი იყო მაგალითი იმისა, თუ რა არის საერთოდ სინთეზური ხელოვნება.  „დონკა: წერილი ჩეხოვს“ უწონადობაში ჩაკარგული ჩეხოვისეული ფრაზების და ამბების ერთობლიობა იყო.

2.jpeg

აკრობატიკა, როგორც ვიზუალურობის ზეიმი

სპექტაკლში იმიტირებულად წარმოდგენილი იყო ანტონ ჩეხოვის შემოქმედება („თოლია“, „სამი და“, „დუელი“, „პალატა N6“), რაც სპექტაკლის ფაბულას წარმოადგენს. კომიკურად გადმოცემული სცენები, მულტიმედიური სანახაობა, სილამაზის აღქმა, თავბრუსხვევის, გაბრუების, გაჟრჟოლების, სიფაქიზის, სილაღის ეფექტს აკრობატული თეატრის წარმოდგენა ქმნის, რაშიც ყველაზე კარგად ვიზუალური აღქმა გეხმარება. სტრუქტურულად ნამდვილად გამართული იყო წარმოდგენა (ტექსტი, მიზანსცენა, მრავალფეროვანი ნომრების ჩვენება),  სცენურ სივრცეს ერგებოდა, მაგრამ აზრობრივად ნამდვილად არ იყო გამართლებული.

g1.jpg

სხვის ომში...

თბილისის საერთშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თეატრ „ანისიოსის“ წარმოდგენა „ჯონს იარაღი მისცეს“ ვანხეთ. დელტონ ტრამბოს ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ თალია მატიკას მიერ დადგმულ მონოსპექტაკლში ერთადერთ როლს ტასოს იორდანიდისი ასრულებდა. მცირე და მოკრძალებული ისტორიის მანაძილზე თეატრმა (შეიქმნა 2012 წელს) არაერთი ამბიციური პროექტი განახორციელა. 7 წლიანი ისტორიის მანძილზე დასმა მსოფლიო ლიტერატურის შდევრების სცენური ინტერპრეტაციები განახორციელა. XX საუკუნის ცნობილი ამერიკელი ნოველისტის დელტონ ტრამბოს „ჯონის იარაღი მისცეს“ პირველ მსოფლიო ომის მსხვერპლის ჯო ბონემის ისტორიას მოგვითხრობს.

71590554_3070336373039584_65795600439836

მოდი ვისაუბროთ ამაზე...

მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში კომპანია Candoco-ს დასის თითოეულმა წევრმა, ჩვენ წინაშე ნამდვილად დაუვიწყარი და შთამბეჭდავი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობა - შოუ გამართა. ეს იყო მხიარული და ანცი ზეიმი ადამიანური სხეულისა, სადაც ფიზიკური და სულიერი შრეეები ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაში იმყოფებიან. სადაც თითოეული გამომსახველობითი ელემენტი: განათება, კოსტიუმი, მუსიკა და ქორეოგრაფია ერთ სიმაღლეზეა აყვანილი და სადაც მოცეკვავეთა პროფსიონალიზმი, სიცოცხლის სიყვარულთან ერთად - უდიდესი დამაჯერებლობით ზეიმობს.

BE_Die Blechtrommel_2_Copyright_Birgit H

„თუნუქის დოლი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

მონოსპექტაკლი თანაც ასეთი ხანგრძლივი თავისთავად ბადებდა საშიშიროებას, რომ იგი გაწელილი და მოსაწყენი აღმოჩნდებოდა, მაგრამ გუშინ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სულ სხვა რამ მოხდა - უნიჭირესმა მსახიობმა  ნიკო პოლონისკიმ სრულად დაიპყრო მაყურებლის ყურადღება, რომელიც სულმოთქმელად უქმენდა პატარა ოსკარის მძიმე ისტორიით, მასთან ერთად განიცდიდა მის ტრაგედია და ადექვატურად რეაგირებდა მის ყოველ ჟესტზე  და  ქმედებაზე.

BE_Die Blechtrommel_1_Copyright_Birgit H

ადამიანის თავისუფლება უკიდეგანოა

ოსკარ  მაცერატისთვის სამყარო უკიდეგანოა, ხოლო მის ირგვლივ ადამიანები ამპარტავნები და სასაცილოები. ის თავის ბიოგრაფიას ქვეყნის შიდა კონფლიქტთან აიგივებს (უყალიბდება ფაშისტური აზროვნება). მისი აგრესიული გამოხედვა, თმის ვარცხნილობა, ხალხთან ურთიერთობა, სიარულის მანერა თითქოს  ადოლფ ჰიტლერთან თანხვედრაშია.

BE_Die Blechtrommel_8_Copyright_Birgit H

შთამბეჭდავი მინიმალიზმი

სპექტაკლი თანამედროვე ელემენტებით თავიდან ბოლომდე ამართლებს ბრეხტისა და გამომსახველობითი თეატრის იდეას. პირადად ჩემთვის, როგორც ქართველი მაყურებლისთვის ეს რაღაც ახალი იყო ვინაიდან გამომსახველობითი თეატრის განმარტება ჩვენ თეატრალურ რეალობაში დადგმისა და შესრულების პრიმიტულობაა, მაშინ როდესაც იგი დამაფიქრებელი უნდა იყოს და აზროვნების ფართო არეალს აძლევდეს მაყურებელს, სწორედ ისე როგორც ,,თუნუქის დოლი“.
 

70947914_3070336413039580_13453903020844

ერთი ნაბიჯით წინ მაყურებელთან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა დიდი ბრიტანეთიდან იხილა როგორც ქორეოგრაფიული დადგმა, ასევე ინტერაქტიული წარმოდგენა (,,არგონავტები”, ,,მოდი ვისაუბროთ ამაზე”, ,,სახეში”,). 

70978130_3070334946373060_51964926523961

„ქენდუკოს“ შიშველი ფსიქოლოგია

ქორეოგრაფიული კომპანია „ქენდუკო“ ცდილობდა მაქსიმალურად გულწრფელად მოეტანა ჩვენამდე სათქმელი. ეს ზოგჯერ სენტიმენტალურიც იყო, ზოგჯერ თრგუნავდა მაყურებელს. ხშირად, ალბათ,  დამნაშავედაც გრძნობდა თავს ადამიანი, რომ მათ ჭირდებოდათ ახსნა იმისა, რომ სანამ ცოცხლობენ განსხვავება მხოლოდ ფორმაშია და არა მდგომარეობაში.

70799699_3070336206372934_15737826741772

სამი ნოველა და სამი თხრობის ხერხი

თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარ პროგრამაში კიდევ ერთი ინკლუზიური წარმოდგენა მოხვდა. თანამედროვე ცეკვის კომპანია „ქენდუკო“ ამჯერადაც თბილისში ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და მონაწილეობით ჩამოვიდა პროგრამის „ბრიტანული სეზონი საქართველოში“ ფარგლებში.

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

თანასწორობის ამბავი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალი რეჟისორ ჯორჯ ბუშევეის სპექტაკლ,,111/ას თერთმეტით”გაიხსნა, მასში მონაწილეობდნენ ჯოუელ ბრაუნი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ივ მაცო - ,,სკოტიშ ბალეტის”წამყვანი მოცეკვავე.

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

111/ას თერთმეტი

თბილისის საერთაშორისო  თეატრალური  ფესტივალი  ემოციურად გახსნა თანამედროვე ცეკვით ჩვენამდე მოტანილმა “ჭეშმარიტებამ”( სპექტაკლი სახელწოდებით „111/ას თერთმეტი) - რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია  და რომ უდიდესი საჩუქარია სიცოცხლე.  ჯოუელ ბრაუნმა და ივ მაცომ 45 წუთის განმავლობაში იისფერ შუქში გახვეულებმა სხეულის ენით გადმოსცეს ის, რასაც სიცოცხლის წყურვილი ჰქვია. ყოველ მოძრაობაში ჩანდა თავგანწირვა და სურვილი რაღაც უფრო მეტის, ვიდრე ჩვენ ადამიანებს, ხშირად რუტინად მიგვაჩნია. ერთი შეხედვით, მარტივი ცეკვა გახდა წონასწორობისა და შინაგანი სიმშვიდის ზღვა...

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

„მაგრამ შენ თუ 100 მალა გაქვს, ჩემიც 11...“

„111/ ასთერთმეტი“ ფიზიკური თეატრის, ცეკვისა და მოძრაობის ერთობლიობაა, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის სულის კონკრეტულ მოცემულობას და შინაგან მღელვარებას, განცდებს, ბედნიერებასა და სევდას. ორი მსახიობი ყვება სიყვარულით გაჟღენთილ ცხოვრების გზას. ქორეოგრაფები (ამავდროულად მოცეკვავეები) გვიჩვენებენ ცეკვის ახალ შესაძლებლობებს, რომელიც ავტორებმა შეზღუდული მოცემულობიდან შექმნეს, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი შემოქმედის ფანტაზიას და ამ შემოსაზღვრული შესაძლებლობით შექმნა სანახაობა, რომელიც აფართოებს ადამიანის (ამ შემთხვევაში) უკიდეგანო შესაძლებლობას.

Joel Brown and Eve Mutso presents 111 (O

111/ას თერთმეტი დიდი ბრიტანეთიდან და ინკლუზიური პოლიტიკა

სპექტაკლიდან გამოსულს, პოეტ იუვენალისისა და შემდგომში ჰილტერის საყვარელი ციტატა მიტრიალებდა თავში - "ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია?" და მახსენდებოდა ჩემი მეგობრები და სხვები, რომლებიც ნარკოტიკისგან დაღვრემილ სხეულს ძლივს დაათრევენ ქუჩებში, მახსენდებოდა ეტლში ჩავარდნილი ადამიანები, რომლებისთვისაც არავითარი საჯარო პოლიტიკა და მოქნილი ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს.

70752504_10157598156818415_7684109067102

დათა თავაძის კომპოზიცია 2019 წლის ახალი დრამის ფესტივალისთვის

კომპოზიციის შუა ნაწილის დროს დარბაზი განათებულია... სიტყვების მუსიკალური თეატრი პირობითი სცენიდან დარაბაზში - მაყურებელთან დიალოგში ინაცვლებს. ინტერაქტივში მონაწილეობის მსურველებს  თავად მსახიობი ირჩევს... კითხვები წინასწარ გაწერილი და ოდნავ პროვოკიციულია... ავტორის მხრიდან მაყურებელთან დამოკიდებულება - არაერთმნიშვნელოვანად გამომწვევი და ოდნავ ცინიკურიც კი, რადგან კითხვების დასმის შემთხვევაში არც ერთი მსახიობი არ ითვალისწინებს რესპონდენტის მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს.

70431154_2465389160221825_18203739823443

ახალი დრამის ფესტივალი 2019

უკვე ცნობილ პერფორმატიული ხელოვნების ოსტატთა - დათა თავაძე, მიშა ჩარკვიანი, გურამ მაცხონაშვილი, პაატა ციკოლია,  დრამატურგებიდან ლაშა ბუღაძე, წელს მათ გვერდით გამოჩნდნენ ახალი სახეებიც და არა მხოლოდ პროფესიით რეჟისორები. მაგალითად გრიგოლ ნოდია, რომელიც კინორეჟისორია, თამარ  შუკაკიძე - თეატრმცოდნე, მეგი კობალაძე - მსახიობი და აქედან სამივე ერთდროულად ტექსტის ავტორებიც არიან, პერფორმანის დამდგმელებიც და ზოგ შემთხვავეში შემსრულებლებიც (მეგი კობალაძე, თამარ შუკაკიძე).

70942685_489451038574624_187489410392627

არსებობს ნაწარმოებები და არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ვაღმერთებთ, თუმცა არ ვიცნობთ...

პაატა ციკოლია, ამჯერად, ქართველთა საკულტო ნაწარმოებს, „ვეფხისტყაოსანს“ შეეხო, უფრო სწორად, პოემის ორ ეპიზოდს, ორ ისტორიას, რომელსაც თითქმის არ ვიცნობთ, ან საფუძვლიანად არ გვაქვს გაანალიზებული და შესწავლილი. ვინაიდან პაატა ციკოლიას ახალი ნაწარმოები ორ ისტორიას აერთიანებს, ამიტომაც აქვს მას ორი სათაური:  “ბეჭდის და მოჭრილი თითის ამბავი / წითელი კარვების ამბავი”.

პაატა ციკოლიამ ძველი დრამა ახლებურად, თანამედროვედ და განსხვავებული სათეატრო ენით ააჟღერა, რაც გამოვლინდა არა მხოლოდ ტექსტის თავისებურებაში, არამედ მის ვიზუალურ გადაწყვეტაში.

70383153_662007967619796_535418951490443

გულწრფელობისა და გულახდილობის პერფორმანსი

თაკო შუკაკიძის ვერბალური პერფორმანსის შეფასებისას დაუშვებელია კრიტიკაში დამკვიდრებული ტრადიციული კრიტერიუმებით ანალიზი, ვინაიდან ახალგაზრდა არტისტი (ფართო გაგებით) მთლიანად არღვევს ტექსტისა და მოქმედების ტრადიციულ თანმიმდევრულობას, სტრუქტურას, თხრობის მანერასა და სტილს. შესაბამისად, პერფორმანსის შეფასება-ანალიზისას ამოსავალი სწორედ თავად ნაწარმოები უნდა იყოს და არა შეფასების დამკვიდრებული კრიტერიუმები. თუ ჩვენ თაკო შუკაკიძის პერფორმანსს, როგორც სპექტაკლს შევხედავთ, მაშინ ნანახი თუ მოსმენილი განხილვადაც არ ღირს...

61043138_1372699236195104_26670834313508

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ 2019 წლის პროგრამა ცნობილია

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე  წელიწადს თეატრისა და ხელოვნების  მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდერობას ჰქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.  

70170673_2114345482004228_13312466097065

მეგი კობალაძის „ქაღალდის თამრო“

წარმოდგენაში მნიშვნელოვანი იყო თავად ტექსტი, მუსიკალური, მძაფრი, პოეტური და დრამატული, რომელსაც ბუნებრივად და უშუალობით კითხულობდა მსახიობი. მთლიანი მონოლოგი ხან მთხრობელის ფორმას იძენდა, ხანაც დიალოგის, ხანაც ის კლასიკურ მონოლოგად რჩებოდა. განსაკუთრებული უშუალობით, სცენური გულწრფელობით და სისადავით ხატავდა მეგი კობალაძე ქაღალდის თამროს ვრცელი მონოლოგის იმ ეპიზოდებს, როცა გმირი გარკვეულ სიტუაციებს მოგვითხრობდა, რომელიც მას გადახდა თავს.

70229990_2353812171354605_42188179467487

მორალისტების “მანიფესტი“...

თეატრალიზებულ კითხვასა და სპექტაკლს შორის

ახალი დრამის ფესტივალის 2019 წლის პროგრამაში უკვე მეორედ ვხვდებით ლაშა ბუღაძეს, გამოცდილ დრამატურგს, რომელმაც სოციალური სატირის ახალი ენა დაამკვიდრა ქართულ დრამატურგიაში. მისი დრამატურგიული თხზულებები ერთი შეხედვით ზედაპირული, პლაკატური, ჟურნალისტურია, თუმცა ეს მხოლოდ სატყუარაა, რომელიც აქტუალურ პრობლემებთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, მწვავე პრობლემებს სატირისა და სარკაზმის ხერხებით წამოჭრის.

69789859_2324886361157326_13223292096280

„შენ არ ხარ შენ, შენი ადგილი უკან, საშოშია“

ახალი დრამის რიგით მეორე ფესტივალმა სტარტი 8 სექტემბერს აიღო, 9 სექტემბერს კი შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზის არენა თითქმის დებიუტანტ გრიგოლ ნოდიას წარმოდგენას „ნოე“ დაეთმო.

1.jpeg

ალტერნატიული გზით ახლის შესაქმნელად

„ახალი დრამის ფესტივალი“ უკვე მეორე წელია „დიალოგისა და განვითარების სახლის“ ინიციატივა - ორიგანიზებით იმართება. (თბილისის მერიის ხელშეწყობით). ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი სოფო კილასონიაა, რომელმაც ახალგაზრდული არტისტული ფორუმის შექმნით, მიზნად დაისახა პლატფორმის ჩამოყალიბება დრამატული და პერფორმატიული ხელოვნების განვითარებისთვის. ამ კუნძულს კი შექმნიან სრულიად დამოუკიდებელი არტისტები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან ყოველგვარი დოგმადქცეული წეს-კანონებისაგან. ამავდროულად, ფესტივალი მასში მონაწილე არტისტებს და მაყურებელსაც, მონაწილეობისთვის შეთავაზებული პირობით, ახალ გამოცდილებას შესძენს.

theatre festival.jpg

გაიგე და დაინახე მეტი... ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაფუძნდა

2019 წლის 7-20 დეკემბერს, ბათუმი, გრანდიოზულ, A კლასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - BATUMI INTERNATIONAL

18.jpg

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია განსხვავებული ფორმატით იმართება. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ავარიულობის და სარემონტო სამუშაოების გამო, ტრადიციისამებრ ფესტივალის სპექტაკლების იქ გამართვა შეუძლებელია. 2018-ში ორგანიზატორებმა ფოთის გარშემო, სხვადასხვა ღია თუ დახურულ სივრცეში, გამართეს სპექტაკლები.  2019 წლის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი კი საქართველოს 13 რეგიონს ეწვია და 16 ქართული და 3 უცხოური სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს.

15.jpg

ხუთი წელი ერთად, მუდმივი გამოწვევების და პრობლემების პირისპირ

ორიგინალური ფორმატით ჩაიარა 2019 წლის რეგიონული თეატრების ფოთის მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალმა. პრობლემები, რომელიც რეგიონული თეატრების წინაშე დგას პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ხოლმე თავად ფესტივალის ფორმაზეც. წელსაც, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობის გამო, ფესტივალის ორგანიზატორებს გამოსავლის ძიებაში მოუწიათ ეფიქრათ ფესტივალის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ფორმაზე. კერძოდ, ლოკაციებზე, სადაც საქართველოს რეგიონის 17 და უცხოური 3 თეატრი გამართავდა თავის წარმოდგენებს.

news_31761.jpg

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - 2015 (უცხოური და ქართული პროგრამა)

2015 წლის 25.09-08.10, რიგით მეშვიდე „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ ჩატარდა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფესტივალო გუნდმა ძალიან საინტერესო ძირითადი საერთაშორისო პროგრამა და  საერთაშორისო პროგრამა “New” შემოგვთავაზა. პირადად ჩემზე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, კორშუნოვასის, აქრამ ჰანის,  ოსტერმაიერის სპექტაკლებმა.

TIFT_LOGO-eng.png

2013 წლის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

2013 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2013 წლის 19 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

11755193_1124572660891523_10051613595010

I am, what I am

თეატრ „შოუბუნეს“ (Schaubühne) სპექტაკლით „ხალხის მტერი“ დასრულდა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ძირითადი, საერთაშორისო პროგრამა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის, „შოუბუნეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის ტომას ოსტერმეიერის მიერ იბსენის პიესის მიხედვით განხორციელებული დადგმა, წლევანდელი ფესტივალის გვირგვინი, საუკეთესოდ მოფიქრებული ფინალი იყო.

alublis_baRi_10_weli_goris_teatri.jpg

გორის თეატრი ადანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ფონდი საბანცის და თურქეთის თეატრების დირექტორიატის მიერ დაფუძნებული ადანის  საბანცის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1998 წელს დაარსდა და მოკლე დროში საერთაშორისოდ გადაიქცა. ფესტივალის მიზანია თურქ მაყურებელს საშუალება მისცეს გაეცნოს მსოფლიო სათეატრო ხელოვნების მრავალსახეობას. 

2421178.jpg

უბრალო ადამიანთა ისტორიები

ალვის ჰერმანესის წარმოდგენას „შუკშინის მოთხრობები“, რომელიც მან „ხალხთა სახელმწიფო თეატრში“ (რუსეთი) განახორციელა, ადამიანების მიმართ სიყვარულით შექმნილი სპექტაკლი შეიძლება ვუწოდოთ. სამსაათნახევარი გვიყვებოდნენ და წარმოადგენდნენ რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი ვასილი შუკშინის 9 მოთხრობას.

66735950_2357470671035559_41583735061925

მეხუთე წელი რეგიონულ თეატრებთან ერთად

უკვე მეხუთე წელია ქართველ (და არა მარტო) თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი აერთიანებს. წლიდან წლამდე ველოდებით ზაფხულის მოახლოებას, რათა ფოთისკენ ავიღოთ გეზი და გავხდეთ თეატრალური ხელოვნების დღესასწაულის მომსწრე და მონაწილეები. ზაფხულიდან მომავალ ზაფხულამდე მიგვყვება ის ემოციები, რომელიც ფესტივალის მსვლელობისას დაიბადა.

file (1).jpg

სიმღერებში ასახული მეფე ლირის ტრაგედია

თბილისელ მაყურებელს შექსპირის „მეფე ლირის“ მრავალი, სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ინტერპრეტაცია უნახავს, მაგრამ ვროცლავის თეატრის „თხის რქის“ მიერ მოწოდებული სულს აგიფორიაქებს, მწარედ აგატირებს, ემოციებისგან დაგცლის, ნამდვილ კათარზის განგაცდევინებს.

რეჟისორ გჟეგორ ბრალის  „მეფე ლირის“ ამგვარად გადაწყვეტას, ლონდონში ნანახმა, კანდინსკის ნახატების გამოფენამ უბიძგა.

_DSD6276-600x402-sRGB_75.jpg

სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში

ზღაპრული, უკეთილშობილესი, ულამაზესი, უთბილესი... პირველად სწორედ ეს ეპითეტები გახსენდება, როდესაც საუბრობ სლავა პოლუნინის „თოვლის შოუზე“. წარმოდგენის ზღაპრული სილამაზე, სიკეთე ყოვლისმომცველია და არ გინდა რომ დასრულდეს. საოცარი სანახაობა საპნისა და გასაბერი ბუშტებით, განათებით მიღწეული თოვლის ეფექტი, ფაფუკ ლურჯ კედლებზე გამოხატული მთვარე და ვარსკვლავები, დარბაზსა და სცენაზე მოფარფატე თოვლის ფანტელები - უკან ბავშვობაში გაბრუნებს.

780_39744848_674163069623664_63815378580

„ჩვენ მაინც ვითამაშებთ!“

ავთო ვარსიმაშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში „კომედიანტები“ არაერთხელ გაჟღერებული ფრაზა „ჩვენ მაინც ვითამაშებთ“ ზუსტად ესადაგება წლევანდელ ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის დევიზს.

TIFT_LOGO-eng.png

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა 2015 წელს

 „ქართული სპექტაკლების პროგრამა“ – Georgian Showcase - უკვე მეშვიდედ, 2015 წ.  5-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შვიდი წლის განმავლობაში, ამ პროგრამის ფარგლებში, თეატრის მოყვარულმა მაყურებელმა, პროფესიონალებმა და მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ნახეს - 235-მდე სპექტაკლი.

3e67d3601f20b05f9fa08525df0c80d5.jpg

ფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

კულტურულ საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესული სახელმწიფო დრამატული თეატრის უშუალო მონაწილეობით ქართული თეატრისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება რეალიზდა.

61534125_300971250790453_310249899954693

თეატრალური იმერეთი 2016

საქართველოში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით რეგიონებში მომრავლებულ თეატრალურ ფესტივალებს შორის ყველაზე ტრადიციული და სფეციფიკური ფესტივალი „თეატრალური იმერეთია“, რომელიც საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების მიერაა ორგანიზებული.

13908871_1025849440864362_29663733785243

ქართული თეატრი ფოთის ფესტივალის რაკურსით

უკვე მესამე წელია, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ფესტივალის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძეა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა იდეა ფოთში ჩაეტარებინა ისეთი ღონისძიება, რომელიც მცირე ხნით გარკვეულ დატვირთვას და ახალ ფუნქციას შესძენდა პატარა, ლამაზ და პერსპექტიულ ზღვისპირა ქალაქს.

1511065_258800530958464_885161445_n.jpg

კომედიის ფესტივალი 2018 წელს

გვანცა გულიაშვილი მიმოიხილავს კომედიის საერთაშორისო ფესტივალის 2018 წლის პროგრამას და გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას

61534125_300971250790453_310249899954693

თეატრალური იმერეთი 2017 წელს

თხუთმეტი წლის მანძილზე, უკვე მერვედ, იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის ხელშეწყობითა და იმერეთის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მნიშვნელოვან სათეატრო ფორუმ-ფესტივალს „თეატრალური იმერეთი 2017“ მასპინძლობს.

1.png

Georgian Show Case 2019 კრიტიკოსთა მიერ რეკომენდირებული პროგრამა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში ქართველმა კრიტიკოსებმა რეკომენდაცია მისცა 11 სპექტაკლს. 

34814399_2009237362722229_43291820276821

თეატრი არ არის სკანდალი, სკანდალი თავად რეალობაა

თამარ ცაგარელის მომიხოლვა ახალი დრამის ფესტივალზე, რომელიც 2018 წელს გაიმართა. 

66364796_2342751769174116_13223605886590

და იქმნა დიქტატურა...ჯერჯერობით მხოლოდ ფოთის თეატრში

ფოთის რეგიონული თეატრების მესამე საერთაშორისო ფესტივალის მიმოხილვა

34561786_1347001452067539_85934868649612

ზურიკელები, ლიმონები და მოტეთრო ბაირაღები...

თუ როგორი იქნება ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალი - ისევ პერიფერიულად მღელვარე, ძველებურად მაამებლური თუ მომავლის ფორმებსა და პერსპექტივაზე მორგებული, ამას შორეული 2021 წელი გვიჩვენებს.

maxresdefault.jpg

„თეატრი არის სკანდალი, სკანდალი თავად რეალობაა“

2018 წლის პირველი ივლისიდან ათი ივლისის ჩათვლით, დრამატურგების, რეჟისორების, მუსიკოსების და მსახიობების, რა თქმა უნდა მაყურებელთან ერთად, შეხვედრის ადგილი დიღომში, კინოსტუდიის - „ქართული ფილმი“ - მეხუთე პავილიონში გახლდათ, სადაც "ახალი დრამის ფესტივალი" გაიმართა და სადაც ხელოვანები, სპეციალურად, ამ ფესტივალისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებს სთავაზობდნენ მაყურებელს. 

file (1).jpg

მოიტანე ბედნიერება

მაყურებელს და შემოქმედებით ჯგუფს შორის არ არსებობს  ზღვარი. აქ არ არის სცენა და მაყურებელთა დარბაზი. წარმოდგენაზე მისულს დარბაზში განლაგებული მრგვალი, გაწყობილი  მაგიდები გხვდება.

DQ2lThJV4AALeEs.jpg

ევროპა თეატრს 2016

„ევროპის  ჯილდო –  თეატრს“  (Premio Europa per il Teatro), ასეთი სათაური ჰქონდა პროექტს, რომელიც 1986 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ჯორჯო სტრელერმა და საფრანგეთის იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა ჯეკ ლანგმა ევროპის კულტურის კომისიას წარუდგინეს.

1625464_327404957391209_2066113657_n.jpg

რატომ არის ადამიანი მიდრეკილი ძალადობისკენ

საქართველოში არსებული რეგიონული თუ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების ერთ-ერთი უპირველესი მიზანია მაყურებელს შესთავაზოს სპექტაკლები, რომლებშიც ასახულია მსოფლიო სათეატრო სივრცეში მიმდინარე პროცესები.

13615350_486928041496628_261989341006029

ორი ფესტივალი - მსგავსება და განსხვავება

როდესაც ოზურგეთის ნ. დუმბაძის სახ. თეატრალური ფესტივალის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ მისი სპეციფიკა - კერძოდ კი, ის რომ იგი წელსაც მხოლოდ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი იყო.

news_31761.jpg

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი: შფოთიანი სექტმებრის თეატრალური ქრონიკა

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ამ ოთხი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, ჩვენს თვალწინ შეიქმნა, ჩამოყალიბდა, დაიხვეწა, ევროპული ფესტივალის  კლასიკური სახეც შეიძინა და თეატრის პროფესიონალებისა თუ მაყურებლისთვის აუცილებელ და საინტერესო მოვლენადაც იქცა. 

logo.png

ევროპა თეატრს 2011

„ევროპის  ჯილდო –  თეატრს“ (Premio Europa per il Teatro), ასეთი სათაური ჰქონდა პროექტს, რომელიც 1986 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ჯორჯო სტრელერმა და საფრანგეთის იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა ჯეკ ლანგმა ევროპის კულტურის კომისიას წარუდგინეს.

ხალხის მტერი 1.jpg

I am, What I am

თომას ოსტერმაიერის  სპექტაკლით „ხალხის მტერით“ დაიხურა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი

47483-ulmann-fall-of-the-antichrist-c-ja

ბრნოს თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალი

ბრნოს  თეატრალური  სკოლების  საერთაშორისო  ფესტივალი  წელს  28-ედ  ჩატარდა.  დღიდან  დაარსებისა  დღემდე  ფესტივალში  მსოფლიოს  ოთხი  კონტინენტის: - სამხრეთ  ამერიკის  და  აფრიკის,  აზიისა  და  ევროპის  თეატრალურმა  სკოლებმა  მიიღეს  მონაწილეობა. 

1511065_258800530958464_885161445_n.jpg

„ვაჩუქოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“

თუ სადმე კომედიის ფესტივალი უნდა გამართულიყო ალბათ აუცილებლად გორში, გიორგი ერისთავის სამშობლო კუთხეში. მან უკვე საერთაშორისო ფესტივალის  სტატუსი შეიძილა, უკვე ტრადიციად იქცა, მაგრამ ტრადიციულად მრავალი პრობლემების გარეშე მაინც ვერ ატარებს  ფესტივალს. მთავარი და დიდად  მოსაგვარებელი საკითხი დაფინანსებაა.

MOJ_BOJ_fotocCtibor_Bachrat_05_Koprovat.

RE: ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

„დივადელნა ნიტრა“ სლოვაკეთის ყველაზე დიდი თეატრალური ფესტივალია, რომელიც წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც 1992 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვის მიწურულს ტარდება, წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა.

14207819_683907695089555_658058706940563

მონოპიესების ფესტივალი 2016

უკვე მესამე წელია, ორგანიზაცია “Art Way” ბათუმში მონოპიესების ფესტივალს მართავს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა რამდენიმე ათეული პიესა და იმდენივე სპექტაკლი. უკვე გამოიცა „მონოპიესები“, რომელიც ორი წლის განმავლობაში, ამ პროექტის ფარგლებში, შექმნილი პიესების კრებულს წარმოადგენს განხორციელებული სპექტაკლების ანოტაციებით.

13908871_1025849440864362_29663733785243

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“

ამ წერილის პესიმისტური სათაური ჩემისთანა ოპტიმისტური კაცისგან ალბათ გიკვირთ, არც კეკლუცობაა ჩემი მხრიდან, უფრო დასკვნაა იმ იძულებითი ძალადობით მიღებული შთაბეჭდილებებისა, რაც ბოლო პერიოდში მომრავლებული საფესტივალო სპექტაკლების ნახვის შემდგომ გამიჩნდა.

news_31761.jpg

თეატრალური შემოდგომის ვარსკვლავთცვენა

ქართული შოუ–ქეისი ყოველთვის მიგვაჩნდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანულ და მნიშვნელოვან მოვლენად, მაგრამ წელს ეს პროგრამა განსაკუთრებულად მოწესრიგებული და საინეტერესო აღმოჩნდა.

1411452743_brinji.jpg

2013 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

თბილისის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2013 წლის 19 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საერთაშორისო პროგრამაში (19.09.-5.10) გამოცხადებული სპექტაკლებიდან, მინიმუმ ოთხი, მსოფლიოში სახელგანთქმულ, თანამედროვე, საკუთარი სათეატრო ენის მქონე რეჟისორებს ეკუთვნოდათ: რობერ ლეპაჟი, სილვიუ პურკარეტე, მაია კლეჩევსკა, პიპო დელბონო.

232412344.jpg

Georgian Show Case - 2016

ჟურნალის - „თეატრი და ცხოვრება“ - წინა (5) ნომერში 2016 წ. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამების (Georgian Showcase) ზოგადი მიმოხილვა შევთავაზე მკითხველს. ახლა, კონკრეტულ სპექტაკლებს (რეკომენდებული თუ საპრემიერო) გავაანალიზებ. უცხოელი ექსპერტებისთვის შეთავაზებული პროგრამის ავ-კარგიანობის შესახებ მოგახსენებთ.

ee12e46e564b6b8aa25ed2307e523a3a.jpg

ქართული სპექტაკლების პროგრამა 2016

სულმოუთმენლად ველი ხოლმე სექტემბრის ბოლოს. პერიოდს, როდესაც მერიის დაარსებული - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - იწყება. ეს „სათეატრო ზეიმი“, წელს უკვე მერვედ გაიმართა. ის წლიდან-წლამდე  იხვეწება.

news_31761.jpg

თეატრალური ფესტივალის შუქ-ჩრდილები

ფესტივალის დიდ თუ მცირე ფორმის სპექტაკლებზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, მაგრამ ფრანგებს ვერ ვუღალატებ და ფილიპ ჟანტის კომპანიის სპექტაკლს „უძრავი მოგზაურები“ ორიოდ სიტყვით მაინც შევეხები.

11403095_514158532064473_166357898668387

მონოპიესების მეორე ფესტივალი

მონოპიესების ფესტივალს, რომელიც 2014 წლიდან იმართება ბათუმში, სკანდალები თავიდანვე დაებედა თითქოს.

10982000_661206974014259_124162398991186

„თეატრალური იმერეთი 2015“

უკვე მეორე წელია იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის ხელშეწყობითა და იმერეთის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მნიშვნელოვან სათეატრო ფორუმ-ფესტივალს „თეატრალური იმერეთი 2015“ მასპინძლობს.

13835952_1799565586944225_210733897_o.jp

“მეთევზე“, “ხეჩო“, „ხანუმა“ ... და სხვანი

ფოთში რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, რომელიც 17-27 ივლისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, თანაბრად აირეკლა ქართული თეატრის მიმქრალი და კარნავალური ბრწყინვალება, უგემოვნო ტაშ-ფანდური, სიდუხჭირეს გამოკერებული და შეჩვეული დრამატული ყოფა და თვითნაკეთი ოპტიმიზმიც... მოკლედ, რა ბედკრულ არტისტულ აწმყოშიც უნდა ვცხოვრობდეთ, მომავალი მაინც ჩვენია.

780_39744848_674163069623664_63815378580

მკვდარი ქალაქები, ცოცხალი პეიზაჟები...

პარადოქსია, მაგრამ კრიზისი ზოგჯერ ახალ და უფრო საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის ხელოვნებაში. ამის მაგალითია რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს, ივლისის ბოლოს უკვე მეოთხედ გაიმართა. ფოთში ახალი თეატრი ზარ-ზეიმით 2015 წელს გაიხსნა, თუმცა, ნაჩქარევი სამუშაოების გამო, დღეს უკვე ავარიულია. ამდენად, აუცილებელი გახდა, რომ ფესტივალს შენობიდან ქუჩაში, ზღვის პირასა თუ მალთაყვის ტყეში  გადაენაცვლა... და ამის გამო სრულიად სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა.

bottom of page