გაიგე და დაინახე მეტი

„ გაიგე და დაინახე მეტი… “  

              

„ გაიგე და დაინახე მეტი… “   - ასეთი სლოგანი აქვს ბათუმის პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც 7 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. სამყაროს შემეცნება, თეატრალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, თვალსაწიერის გაფართოება არასდროსაა ზედმეტი. სწორედ ეს სურვილი ამოძრავებდათ ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შემქმნელებს.

ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - BATUMI INTERNATIONAL

ფესტივალის მიზანია:

  • მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში;

  • ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა;

  • გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა;

  • აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია და რეგიონში მოღვაწე შემოქმედებითი საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება.

ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში გავლენიანიანი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით, როგორებიც არიან: რომან დოლჟანსკი (ისრაელი), დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა), ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი), ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები.

 

 

ფესტივალის პროგრამა:

7-8 დეკემბერი 19:30 საათი |“მედეა“ (გერმანია) ბერლინერ ანსამბლი | რეჟ. მიხაილ ტალჰაიმერი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „დიდი სცენა“

 

9 დეკემბერი 13 საათი | "მიაგული" (ლილე შენგელია) საქართველო | რეჟ. გიორგი ჩხაიძე

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი თეატრი | მემედ აბაშიძის 49, ბათუმი

 

9 დეკემბერი 16 საათი | „მაკბეტი“ (უილიამ შექსპირი) საქართველო | რეჟ. გიორგი ჩხაიძე

ექსპერიმენტული თეატრი ყველგან | ტბელ აბუსერიძის 11, ბათუმი

 

9 დეკემბერი 19 საათი | „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო ?!“ (სლავომირ მროჟეკი) საქართველო | რეჟ. ანდრო ენუქიძე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „ექსპერიმენტული სცენა“

 

10 დეკემბერი 19 საათი | „სოფლის ღირსება“ (პიეტრო მასკანი) საქართველო | რეჟ. გიორგი თავაძე

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი | ოდისეი დიმიტრიადის 1, ბათუმი „დიდი სცენა“

 

10 დეკემბერი 21 საათი | "ედიტ პიაფი" (ნინო სადღობელაშვილი) საქართველო | რეჟ. გიორგი სიხარულიძე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „დიდი სცენა“

11 დეკემბერი 19 საათი | „ხანუმა“ (ავქსენტი ცაგარელი) საქართველო | რეჟ. ანდრო ენუქიძე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „დიდი სცენა“

 

13 დეკემბერი 19 საათი | „ეშმაკნი“ (პოლონეთი)ლეგნიცის  ელენა მონჯევსკას სახელობის თეატრი | რეჟ. იაცეკ გლომბი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „დიდი სცენა“

 

15 დეკემბერი 19 საათი | „ერთგული ხროვა“ (პოლონეთი) ლეგნიცის  ელენა მონჯევსკას სახელობის თეატრი | რეჟ. პაველ ვოლაკი, კატარინა დვორაკი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „დიდი სცენა“

 

17 დეკებერი 16-18-20 საათი | „ჩემი დიდებული ნამუშევარი“ (ესპანეთი) | რეჟ. დევიდ ესპინოზა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „ექსპერიმენტული სცენა“

 

18 დეკებერი 19 საათი | "შინელი" (ნიკოლაი გოგოლი) თურქეთი | რეჟ. მინე აჯარი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი | რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „ექსპერიმენტული სცენა“

 

19-20 დეკემბერი 19 საათი | „ღვთაებრივი კომედია“ (იტალია) ნო გრავითი | რეჟ. ემილიანო პელისარი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი |რუსთაველის გამზირი 1, ბათუმი „დიდი სცენა“

 

 

👉 ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ პორტალზე biletebi.ge, ასევე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სალაროში Tel: 0422  27 31 80

https://biletebi.ge/batumi-international-festival-of-theatre/Schedule