top of page

ფესტივალის „საჩუქარი - 2019“ პროგრამა ცნობილია

61043138_1372699236195104_26670834313508

ძვირფასო მეგობრებო,

მოხარული ვართ გაცნობოთ, წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე  წელიწადს თეატრისა და ხელოვნების  მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდერობას ჰქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.  

აუცილებლად გაეცანით ფესტივალის 2019 წლის პროგრამას და არ გამოტოვოთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო დასების, ხელოვანების, ნაწარმოებების ხილვა ჩვენს ქალაქში! ფესტივალი დაუვიწყარ შემოდგომას გპირდებათ!

პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკით https://giftfestivaltbilisi.home.blog/2019/08/23/მიხეილ-თუმანიშვილის-სახ-3/

ან ჩვენი ვებსაითით www.giftfestival.ge

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად https://biletebi.ge/ ონლაინ სისტემით.

კოორპორატიული შეკვეთებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ფესტივალის კომუნიკაციის სამსახურს, საზოგადოებასთან და მაყურებელთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ეკა ყიფშიძეს giftfestivalcommunications@gmail.com 

ღრმა პატივისცემით,

ფესტივალის „საჩუქარი“ გუნდი

ფესტივალის პროგრამა სრულად იხილეთ  აქ

bottom of page