top of page

გორის დრამატული თეატრი

1920 წელს ქალაქ გორი მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა. თითქმის ყველა შენობა განადგურდა, მათ შორის ის შენობაც სადაც წარმოდგენები იმართებოდა. გაიხიზნა ქალაქის მოსახლეობაც.

1920-1930 წელს აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1920-1930 წლებში  სცენისმოყვარეებმა  დაიწყეს სპექტაკლების გატანა გორის რაიონის სოფლებში.  ეს იყო იმ პერიოდისათვის  დიდი სიახლე. სოფლის  მასახლეობა ეზიარა თეატრიალურ ხელოვნებას, რაც  მათვის სიახლე იყო.

1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. მაყურებელი თეატრის შენობას ითხოვდა.

1939 წლის დასასრულს  გორში უკვე მთავრდებოდა ახალი 500 ადგილიანი შენობა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა შალვა თავაძეს თეატრის ახალი შენობა გაიხსნა 1939 წლის 21 დეკემბერს. ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე წარმოდგენილი იყო  1940 წლის 30 იანვარს -იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე.“ რეჟისორი პ.ფრანგიშვილი მხატვარი- ა.ჟორდანია.

 

დღეისათვის თეატრის შენობა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი-ძირითადი  შენობა ძველი ისტორიული  მნისვნელობისაა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს,ხოლო მეორე ახალი  აშენებული ადმინისტრაციული ნაწილი. დღეისათვის თეატრში ფუნქციონირებს 3 სცენა.დიდი, მცირე და პატარა.

გარე ფასადი.jpg
ფოიე.png
ფოიე..png
ფოიე.jpg
bottom of page