top of page

გორის დრამატული თეატრი

XIX საუკუნის ქართული თეატრის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს გორში თეატრის ჩამოყალიბება წარმოადგენს. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს, აქ, სცენისმოყვარეებს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“. სწორედ გორიდან დაიწყო ქართული თეატრის აღდგენის და ქართული დრამატურგიის განვითარების პროცესი. ამ პროცესს სათავეში ედგა გიორგი ერისთავი, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, თბილისში, 1850 წლის 14 იანვარს პირველად წარმოადგინა მისივე პიესა ,,გაყრა“.

თანამედროვე კვლევების მიუხედავად, დღემდე, გორის თეატრის ოფიციალური დაარსების თარიღად 1865 წლის 26 ივლისი ითვლება, დღე როდესაც საჯაროდ უჩვენეს გ.ერისთავის კომედია „ძუნწი“.

მნიშვნელოვანია, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში თავიდანვე მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.

1939 წლის დასასრულს,  გორში თეატრისათვის აშენდა, ახალი, 500 ადგილიანი შენობა, რომელსაც შემდგომში ეწოდა გიორგი ერისთავის სახელი. დაარსებიდან დღემდე ერისთავის თეატრში არაერთი სახელგანთქმული მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა.

თეატრი დღემდე აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

Picture1.png
Picture3.png
Picture2.png
bottom of page