top of page

ჰედა გაბლერი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

image_16818689.JPG

გიორგი ყაჯრიშვილი

ჰედა გაბლერი


ჰედაზე, სხვებზე და გარემოზე, სადაც ისინი ცხოვრობენ („ჰედა გაბლერი“ რუსთაველის თეატრში) დავიწყებ ბოლოდან: რატომ იკლავს თავს ჰედა გაბლერი? იმიტომ ხომ არა, რომ ქმარმა იურგენ ტესმანმა თითქმის მიატოვა? თუ იმიტომ რომ ეშინია ასესორ ბრაკის, რომელსაც „სამკუთხედი“ რომ არ გამოუვიდა მასზე უტყუარი ფაქტები მოიპოვა შანტაჟისათვის და მისი დამორჩილება სურს? თუ იმიტომ რომ მისი მომავალი გეგმები ჩაიშალა? თუ ყველაფერი ერთად? ყოველივე ეს მთავარი გმირის ხასიათში უნდა ვეძიოთ. სწორედ ამის ამოხსნას შეეჭიდა ახალგაზრდა რეჟისორი თათა პოპიაშვილი იმ მსახიობებთან ერთად, რომელიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ თეატრის სცენა თამაშობენ „ჰედა გაბლერს“. ჰედა გაბლერი თავისუფალ ლამაზ ცხოვრებაზე ოცნებობს. გენერლის ქალიშვილს სხვა ხელის მთხოვნელებიც ჰყავდა და თვითონაც არ იკლებდა თაყვანისმცემლებთან ფლირტს - ერთ-ერთი მათგანი აილერტ ლევბორგია, რომელსაც დაშორდა - „რატომ მართლა არ მესროლეთ მაშინ, როცა დამბაჩის ლულა ჩემს მკერდს დაუმიზნეთ“! - ეტყვის მოგვიანებით ჰედას. მდორე ცხოვრებით, მეცნიერი ქმრის ოჯახში ჩავარდნილ ჰედასთვის თავისუფლებაზე მეოცნებე ქალბატონისთვის პროზაული ცხოვრების მიუღებელია. ჰედა გაბლერი მხოლოდ იმიტომ გათხოვდა ახალგაზრდა, მაგრამ იორგენ ტელმანზე, რომ მან ჰედას მოწონებული სახლის ყიდვა და ლამაზი ნივთებით მოწყობა შეჰპირდა. ამიტომაც მიყიდა თავისი თავი. სცენა (მხატვარი ბარბარე ასლამაზი) მინიმალისტურია: მხოლოდ რამდენიმე ნაცრისფერი სხვადასხვა ზომის ტუმბო, რომელიც სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ხან სავარძლად ხან სარეცლად და ხან მაგიდად გამოიყენება. თეთრი კედლები რამდენიმე კარებითა და გასასვლელებით, ერთი კარი ჰედასა და იორგენის საძილე ოთახში გადის, რომელიც რამდენიმეჯერ ხდება მოქმედების მთავარი ადგილი.

 

მხატვრის მიერ შექმნილი კოსტიუმები პასუხობს პერსონაჟთა ხასიათს: იორგენი და აილერტი მეცნიერები არიან მათი ჩაცმულობაც უფრო სპორტულია, თეა ელვსტედის კაბები ისეთია, როგორიც შეეფარება მორიდებულ და მოკრძალებული ყოფილ გუვერნანტკას - რაღაც ხალათის მაგვარი დიდი თეთრი საყელოთი, ბრაკი კი ყოველთვის საზეიმო კოსტიუმსა და ფრაკით გვევლინება ხოლმე: ჰედას პირველ გამოსვლა თეთრი დილის ხალათით დიასახლისის სამოსია, რომელიც სტუმრებს არ ელოდება, მალევე იგი სისხლისფერ კაბა-ხალათში გამოწყობა, რასაც დიდი ყურადღებით ქურდულად აკვირდება ასესორი ბრაკი, ეს კაბა თითქოს მიღებაზე წასასვლელად ჩაუცვამს, მაგრამ ისე სწრაფად იცვლება გარემოებები ამ სახლში, რომ არანაირ წვეულებაზე იგი არ მიდის და ასე ფეხშიშველა წითელ კაბაში ასრულებს სიცოცხლეს. იბსენის ამ პიესის რამდენიმე წარმოდგენა მინახავს.

 

სპექტაკლის ბოლო სცენა რეჟისორისაგან დიდ ფანტაზიას მოითხოვს. ვერსად (სხვა შორის წინა საუკუნის 70 იან წლებში ვნახე ნორვეგიელების სპექტაკლი, ცივი, ასკეტური), იმ სპექტაკლშიც კი ეფექტური ფინალი ვერ მიიღწეოდა. თათა პოპიაშვილის მიერ „შეთხზული“ ფინალი ვიდეო ინსტალაციითა შექმნილი და მეორე ოთახის საწოლზე ვხედავ ჰეგა გაბლერს, რომლის თავში სროლით -„ლამაზად“ მოიკლავს თავს, ის რაც ვერ შეძლო აილერტ ლევბორგმა, თუმცა ჰედა დაჟინებით მოთხოვდა ლამაზი თვითმკვლელობის აქტის ჩატარებას. ოთახს ბევრი ყვავილს ვაზა და ბუკეტია, ერთ მათგანს ახლად შემოსული იულიანა ტესმანი, იორგენის მამიდა შემოტანას და ვაზაში ჩადებს. ამ სპექტაკლში ცოტა სასცენო ნივთია გამოყენებული, მაგრამ ყოველ მათგანს დიდი დატვირთვა და დანიშნულება აქვს, მაგალითად იატაკზე დაყრილი წიგნები, რომელზედაც რამდენიმეჯერ დგება ფეხშიშველი ჰედა - ერთგვარი პროტესტი ქმრის მოსაწყენი მეცნიერებისადმი. მამიდის (დარეჯან ხარშილაძე) და ორგენ ტესმანის დილის შეხვედრა მოულოდნელიცაა და სასიამოვნო, მაგრამ მხოლოდ იორგენისთვის. იულიანა ტესმანი, რომელსაც არა თუ დიდი ამაგი აქვს ძმისშვილზე, არამედ მისი ცხოვრების ნაწილია და მისი ერთადერთი ფინანსური მხარდამჭერი თავის დასთან ერთად.

 

დარეჯან ხარშილაძის ქ-ნ ტელმანის ძალიან სასაცილო და კომიკური ჩაცმულობა, ეს პლატფორმიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლითაც ძლივს-ძლიოთ გადაადგილდება, ქუდი რომლითაც ამაყობს მოგვიანებით ჰედას დაცინვის საგნად რომ იქცევა - ეს ყველაფერი ახალი რძლის მოსაწონადაა გამიზნული. ორგანულია მსახიობის მიერ შექმნილი სახე და ცხად წარმოდგენას იძლევა პერსონაჟზე, რომელსაც ის განასახიერებს - ძმისშვილით მოხიბლულ, უბრალო ოჯახის დიასახლისზე, რომლებსაც ნამდვილად სურს რომ ჰედა და იორგენი ბედნიერები იყვნენ. ჰენრიხ იბსენის პიესების მამაკაცები მიუხედავად მათი პრეტენზიულობისა ქალებთან შედარებით მაინც უუნარონი რჩებიან. ქალები თავიანთ რჩეულებს სრულყოფილ და თავისუფალ ადამიანებად თვლიან, მაგრამ ისინი უძლურნი არიან უპასუხონ მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს, ვერ ავლენენ ხასიათის სისრულეს, პრაქტიკულად ხელ-ფეხ შეკრულნი არიან, ასეთი ტელმანიც და ლევბორგიც. ქ-ნ იულიანა - იორგენ ტელმაში ხედავს დიდი მომავლის მეცნიერს და ოჯახის მამას, ფრაუ თეა ელვსტედი კი ლევბორგი აღმერთებს, ქმარიც კი მიატოვა მისი გულისთვის, მხოლოდ ჰედას არ სჯერა არც ერთის და არც მეორეს.

 

იბსენისთვის გარემო - საზოგადოება გამოდის არა მარტო დრამატული მოქმედების ფონი, არამედ ასევე ერთ-ერთი მთავარი გმირი: „რას იტყვის ხალხი?“ დაცინვითა და ნიშნის მოგებით ეუბნება ჰედა - ია სუხიტაშვილი ტელმანს. რაც შეეხება გარემოს მისი გადმოცემა იბსენის პიესებში გმირის გარშემო მყოფი საგნების მეშვეობით ხდება. იმისათვის, რომ გააკეთოს ის, რაც მას სურს, გმირმა ჯერ უნდა დაძლიოს მის გარშემო არსებული ნივთების ინერცია. გარემო მჭიდროდ აკრავს მათ ირგვლივ, ისინი ეწინააღმდეგებიან გარემოს და ცდილობენ მასზე ამაღლებას. ჰედა-ია სუხიტაშვილს განსაკუთრებით ნერვებს უშლის და არ მოსწონს გაუთავებელი სუნი, რომელიც მის სახლში დგას „როგორ ყარს“ ამბობს და მოითხოვს ყველა ყვავილი გაიტანონ სახლიდან, თითქოს ეს მას ხელს უშლიდეს ჩაფიქრებული განხორციელებაში : ქალბატონი იულიანა ტესმანის დაგდებული ქუდი, იორგენის სახლის ჩუსტები, როგორ სიძულვილით მოისვრის ორივეს. სამაგიეროდ საგულდაგულოდ მოვლილი აქვს მამამისი იარაღები, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენოს.

 

სპექტაკლის გმირებს შორის შორის ურთიერთობები საკმაოდ რთულია. ასესორი ბრაკის სასურველი „სამკუთხედი“: ბრაკი -იორგენი - ჰედა სპექტაკლში სხვა პერსონაჟთა შორისაც იკითხება: ქ-ნ ტელმანი-იორგენ ტელმანი-ჰედა; თეა ელვსტედი- აილერტ ლევბორგი-ჰედა; და ბოლოს: თეა ელვსტედი-იორგენ ტელმანი-ჰედა; თუ პირველის შექმნას ჰედა წინ აღუდგება და ასესორის წინადადებას ცინიკურად უარყოფს, ქ-ნ ტელმანსაც დროულად ჩამოიშორებს, მორალურად განადგურებული ლევბორგი ჰედას ნაჩუქარი იარაღით იღუპება, აი, თეა ელვსტედი-იორგენ ტელმანი-ჰედა „სამკუთხედს“ კი ვეღარ შველის, ტელმანი და ფრაუ ელვსტედი ისეა არიან გატაცებული ლევბორგის ხელნაწერების აღდგენით და ერთმანეთით, რომ აქ ჰედა უძლურია.

 

იბსენის და ორი თეატრალური სისტემის რღვევის მომენტში უწევს მოღვაწეობა - ადრეული რომანტიკული პიესებიდან „ახალი დრამის“ პიესებზე გადასვლაზე, რაც ვლინდება მისი პიესების ატმოსფეროსა და რეჟიმს შორის წინააღმდეგობაში. იბსენი თავისი რომანტიზმით, რომელიც მასში არსებობდა ცდილობას აჩვენოს რომ ადამიანებს ერთმანეთის არ სჯერათ; ქვეტექსტი მის პიესებში არის ადამიანური ურთიერთობების იძულებითი არაგულწრფელობის ნიშანი, რაღაც დამამცირებელი ადამიანისთვის, თავისუფლების ნაკლებობის გამოხატულება: იბსენის გმირები ინდივიდუალისტები არიან - ისინი საკუთარ დამოუკიდებელ ქმედებებს აღიქვამენ, როგორც ბრძოლას პირადი თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთი გმირია ჰედა - ია სუხიტაშვილი. ჰედა ცინიკურია, ცხოვრებისგან დაღლილი და ყინულივით ცივი, მაგრამ დაუცველი და მეამბოხე. საქორწილო მოგზაურობიდან დაბრუნებულს ქალაქში მისი ძველი სიყვარული ხვდება და იწყება მის ცხოვრების ახალი ეტაპი. ხვდება რომ ამ ქორწინებით აშკარად შეცდომა დაუშვა და ვერასდროს ვერ მიღწევს იმას რაც დაგეგმილი ჰქონდა - კარგად მოწყობილი სახლი, ავეჯით, მიღებებით და ბევრი სტუმრებით. ჰედა-ია სუხიტაშვილი სნობიცაა, დაბალი ფენის წარმომდგენელი, რომელიც მაღალ საზოგადოებაში ადგილის მოპოვებას ოცნებობდა. ცდილობს საკუთარი პრაქტიკული ინტერესებიდან გამომდინარე, გზიდან ჩამოიცილოს ყველა თუნდაც იულიანა ტესმანი (დარეჯან ხარშლაძე), ფრაუ ელვსტედი (ლელა ახალაია) და თუნდაც ასესორი ბრაკი (მალხაზ ქვრივიშვილი). ქმართან (ბაჩო ჩაჩიბაია) ურთიერთობაშიც ძალიან ცივია, რომელზედაც დიდი გავლენა აქვს, ხელის ერთი მოძრაობით და მოკლე შეძახილებით: „დაჯექი“, „ახლავე ადექი და მიწერე“-თი „მართავს“. ტელმანზე ზრუნვაც მხოლოდ ფარსია, რათა ქმრის კარიერას არ მიადგეს ზიანი, მან ხომ დიდი კრედიტი აიღო, რომ ეს სახლი შეეძინათ. მეტოქის - აილერ ლეტბორგის გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა ტელმანის კონკურსიც კი მოუგოს, სრულიად არღვევს ჰედას გეგმებს. სულ ორჯერ შეხვდებიან ისინი ერთმანეთს ჰედას სახლში და მეორე შეხვედრის შემდეგ „დე იყოს შენი საქციელი მშვენიერი აილერტ ლევბორგ“ ეტყვის ჰედა და საკუთარ დამბაჩას ატანს - მშვენიერი თვითმკვლელობის მოლოდინში. ჰედას და ასესორი ბრაკის ურთიერთობა არაგულწრფელია. ისინი ერთს ფიქრობენ, მაგრამ მეორე უნდა თქვან. ასესორი ბრაკის ეზოდან შემოსვლა, რითაც მხოლოდ ის სარგებლობს მანიშნებელია რომ სიტყვებსა და მიზნებს შორის დიდი სხვაობაა. ჰედას ოთახში თვალთვალი, როდესაც ის ტანსაცმელს იცვლის, რათა სისხლისფერ კაბაში გამოეწყოს სხვა არაფერია თუ არა ნამდვილ გრძნობების და განზრახვების დამალვა. იორგენ ტესმანი (ბაჩო ჩაჩიბაია) ჰედაში შეყვარებულია და უსიტყვოდ უსრულებს მის ყოველ კაპრიზს თუ ბრძანებას. კარიერისტია და მერყევი ხასიათის, ამავე დროს შურიანიც.

 

ლევბორგოს ხელნაწერების წაკითხვამ დაარწმუნა საკუთარ უნიჭობაში და როგორც კი ჰედა მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ხელნაწერები ავტორს არ დაუბრუნონ ჯერ თითქოს შეეწინააღმდეგება, მაგრამ მალევე დასთანხმდება. აილერტ ლევბორგი (ლაშა ჯუხარაშვილი) მისი ანტიპოდია, გონიერი, პერსპექტიული მეცნიერი, თუმცა ამავდროულად გზააბნეული და მერყევი ხასიათის. ჰედას ყოფილი შეყვარებულის როდესაც ჰედამ კინაღამ დამბაჩა დაახალა და სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს თავის მოწაფის დედასთან რომანი მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. იგი ამ ქალაქიდან გადახვეწილი და შემდგომ დაბრუნებული, სკანდალური წიგნის ავტორი თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებდა, მაგრამ ჰედა, რომელიც მის ცხოვრებაში ხელახლა აღმოჩნდება გადაწყვეტს ბოლომდე გაანადგუროს ლევბორგი - თვითმკვლელობისკენ რომ უბიძგა და იარაღიც გაატანა, არაა საკმარისი მისთვის - მის ხელნაწერებსაც, რომელიც ახლა უკვე მისი და იორგენის საკუთრებაა წვავს და წვავს დიდი სიამოვნებით. მაგრამ მხოლოდ კაცები არ არიან ჰედას თავდასხმის ობიექტი - მისი კიდევ ერთი მსხვერპლი ფრაუ ელვსტედია (ლელა ახალაია), მისი სტუდენტობის მეგობარი, რომელსაც არასდროს ასვენებდა და თმების დაგლეჯით ემუქრებოდა. და ახალა როცა მათი გზები ისევ გადაიკვეთა და ორივე „ახალ სამკუთხედში“ აღმოჩნდნენ ლევბორგთან ერთად ჰედას „ფრთები შეესხა“ და მსხვერპლი თავისი ფეხით მივიდა მასთან: ჯერ თბილად შეხვდება, დაუყვავებს, ჩუმად ჩხრეკს მის ჩანთას, რომ გაიგოს „რით არსებობს“, მერე მოხვევა და ეფერება, წვრილად გამოჰკითხავს ქმრის მიტოვების და ლევბორთან ურთიერთობის ამბებს. რომ გვერდიდან არ იცილებს და სახლშიც კი არ უშვებს. მისი მონაყოლიდან ადვილად გაარკვევს, რომ თეასა და ლევბორგს შორის მისი ჰედას აჩრდილი დგას. და აი, სულ მალე მისი იმედები აღსრულდება - ლევბორგისა და თეას დაცილების ამბავიც მისი თანდასწრებით მოხდება: გულში ზეიმობს ჰედა და ყურში ჩაესმის როგორ გულდაწყვეტილი საყვედურობს ფრაუ ელვსტედი თავის შეყვარებულს „საერთო შვილის“ მოკვლას - იმ ხელნაწერების განადგურებას რაც ერთად შექმნეს - ლევბორგი მკვდარია და ეს ხელნაწერები დამწვარი. თითქმის მიზნები მიღწეულია, მაგრამ ისევ ფრაუ ელვსტედია ეღობება გზაზე და როგორც ადრე ლევბორგი ახლა ცდილობს ტელმანს დაეხმაროს ყოფილი შეყვარებულის ჩანაწერების აღდგენით. „არ გიკვირს თეა? ახლა შენ ზიხარ იორგენ ტესმანის გვერდით სწორედ ისევე, როგორც ოდესღაც აილერტ ლევბორგთან იჯექი“ და ჰედა - ია სუხიტაშვილის ამ ფრაზაში ეჭვიანობაც და დამარცხებული ქალის ინტონაციებიც იკითხება. ამ სხვადასხვა ფობიებით შეპყრობილ არსებებში მხოლოდ ერთი ფრაუ ელვსტედია (ლელა ახალაია) გულწრფელი, ღირსეული მეგობარი და პარტნიორი. ლევბორგის სიკვდილის მერეც მზადაა ჰედასვე სიტყვებით რომ ვთქვათ „ ძეგლი დაუდგას ლევბორგს“. სპექტაკლის ბოლო სცენა დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს ; ერთ მხარეს თეა და იორგენია, მეორე მხარეს ჰედა და ბრაკი.

 

თუ პირველები სამომავლოდ შრომობენ და ხელნაწერის აღდგენას ცდილობენ, მეორენი ისევ არკვევენ ურთიერთობას და ცდილობენ ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვებას: „მაინც სავსებით თქვენ ხელთა ვარ, თქვენს ნება-სურვილზე ვარ დამოკიდებული და მაშასადამე თავისუფლებას მოკლებული, თავისუფლება დავკარგე! … არა ამას ვერასოდეს ავიტან ვერასოდეს! - ეუბნება ბრაკს ჰედა და მეორე ოთახში გადის. რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი სპექტაკლი ბევრი ნიშნითაა გამორჩეული.

 

ახალგაზრდა რეჟისორი, თათა პოპიაშვილი რამდენიმე წლის პაუზის შემდეგ ახორციელებს სპექტაკლს და აკავებს ერთი წლის წინ რობერტ სტურუას მოწვევით თეატრში დაბრუნებულ მალხაზ ქვრივიშვილს, რომელიც ათიოდე წელია არ გვინახავს, ასევე ლაშა ჯუხარაშვილისთვის ეს ერთ-ერთ დიდი და საპასუხისმგებლო როლია ამ თეატრში. ლელა ახალიასთვისაც თეას როლი დიდი გამოწვევაა რასაც შესანიშნავად გაართვა თავი, ბაჩო ჩაჩიბაია თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ქმნის იორგენის ძალზე დასამახსოვრებელ სახეს, ხოლო ია სუხიტაშვილის ჰედა ეს ამ სპექტაკლის ღერძია, რომელიც სულ სცენაზეა ქმნის ნორვეგიელი ძლიერი ქალის სახეს, რომელიც სრულიად იბსენისეულია, იმ ეპოქის ქალბატონია, რომელიც არა მხოლოდ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, არამედ ქალთა ემანსიპაციისთვისაც.

bottom of page