ჰელვერის ღამე მორჩა - „მაპატიე“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ზუკა ნემსაძე
ჰელვერის ღამე მორჩა - „მაპატიე“
ხუთ თვეზე მეტია რაც, ლადო მესხიშვილის თეატრში, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი თავაძის დადგმული სპექტაკლი, „ჰელვერის ღამე“ ქართველი მაყურებლისთვის განხვილის თემადაა ქცეული. ალბათ ამას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმც ამის მოყოლით მკითხველს არ შევაწუხებ. ინგმარ ვილკვისტის პიესის მიხედვით დადგმული, „ჰელვერი ღამეს“ მაყურებელი არ აკლია, პირიქით იგი ნამდვილად მოთხოვნადი სპექტაკლია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როგორც კი სპექტაკლის თამაშის თარიღი ხდება ცნობილი, მეორე დღეს ყველა ბილეთი გაყიდულია. ქუთაისელი მაყურებელი კი აქტიურად სტუმრობს ლადო მესხიშვილის თეატრს და „ჰელვერის ღამეს“.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ბათუმელმა და თბილისელმა მაყურებელმა, გასტორლით უკვე ნახა, სამწუხაროდ, ამ დრომდე მისი ნახვის შესაძლებლობა არ მომეცა. 21 ნომბერს კი ქუთაისისკენ გავწიე, მზიანი დღე იყო, ნომებრისთვის შეუფერებლად ცხელოდა. ქუთაისის თეატრის წინ მაყურებელი, დროზე ადრე შეგროვილიყო და კარების გახსნის მოლოდინში იყვნენ. როგორც კი ამ საოცარ სივრცეში შეაბიჯებ ფეხს, მთელი ქვეყნისთვის არაერთი ცნობილი მსახიობის პორტრეტსა თუ სპექატკლებზე გადაღებული ფოტოების გამოფენას შეეჩეხები კედლებზე. ჩაბნელებული ფოიე, შუქი მხოლოდ ერთ, მარცხენა მხარეს, კაპელდინარი გეუბნება: „შუქს მიჰყევით“. იმთავითვე ხვდები, რომ ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი თავაძე ფსიქოლოგიურ დრამისთვის გამზადებს. მაყურებელი, დერეფნის ბოლოს, პარტერის ნაცვლად სცენაზე ამოჰყოფს თავს, სადაც სცენოგრაფ ვერა ყიფიანის, საინტერესო ნამუშევარს ხედავს.
მესამე ზარი, სცენა ბნელდება... მესხიშვილის თეატრის უზარმზარი ფარდა, ამჯერად კი „კედელი“ ზემოთ ადის... პარტერი ნათდება და სადღაც შუაში, შთამბეჭდავი კადრი, რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩანს.. ევა ხუტუნაშვილი სკამზე ზის, ცაში... ნელი ნაბიჯებით მოაბიჯებს სცენისკენ, თითქოს ღმერთი აგზავნის უმძიმესი მისიისთვის დედამიწაზე, სწორედ პარტერიდან, სწორედ იქედან სადაც, ხოლმე მაყურებელი ზის, თითეული მაყურებელიც იაზრებს რომ განსაკუთრებული მისიით მოვიდნენ ამ სამყაროში.. თუმც ახლა ევა ხუტუნაშვილის მიერ განსახირებული კარლას მისიის გასაგებად არიან შეკრებილები.
გიორგი თავაძემ, ვერა ყიფიანთან ერთად გადაწყვიტა, რომ ფსიქოლიგიური დრამისთვის კამერული სივრცეა საჭირო და ამ ყველაფერს მასშტაბური სანახაობის ელფერის მიცემა არ წაადგება. ასევე ყიფინიას სცენოგრაფია, საცირკო არენასაც წააგავს, გარდა იმისა, რომ აქ შეიძლება ცხოველური ემოციების შემსწრენი გავხდეთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორი დიდი არტისტი, მიუხედავად პარტნირობისა, აქ, მესხიშვილის ამ სცენაზე ერთმანენთს სამსახიობო ოსტატობის გამოვლენაშიც ეჯიბრებიან.
ევა ხუტუნაშვილი, ძლიერი, ემოციური, გონიერი, მოსიყვარულე, მძიმე ქალის მხატვრულ სახეს ქმნის. მისი სცენური გრანდიოზულობა მაყურებელს უბიძგებს, სივრცე და დროს სხვაგვარად აღიქვას, მსახიობი ქმნის ემოიცურ სამყაროს, რითაც აუდიტორიას მთლიანად იპყრობს. მისი სამსახიობო ოსტატობა, სხეულის ენა, ყოველ ნაბიჯზე ვლინდება. საინტერესო და შთამბეჭდავია მიზასცენებში სადაც იგი, მთლიანად იაზრებს მის მიერ განსახირებული პერსონაჟის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თავს არ ზოგავს მის გადმოსეცამად. ხუტუნაშვილის მიერ განსახირელებული კარლას, თითუელი ჟესტი, ემოცია და სიტყვა ორგანულად ერწყმის პერსონაჟის შინაგან ბუნებას. მსახიობი მაყურებელს, სრულიად ძირავს მისი პერსონაჟის სამყაროში და აიძულებს მის მიერ გათამაშებიული ყველა დეტალის თანამონაწილე გახადოს.
რამაზ იოსელიანის ჰელვერს ასაკი არ აქვს, იგი მეოცნებე, სულელური აზრების, საცოადავი თუმცა გულწრფელი, სუფთა პერსონაჟის სახეს ქმნის. იოსელიანის მიერ, გათამაშებული დეტალი, ყველა ქცევა, ყველა სასცენო მოძრაობა მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. იგი ახერხებს, პერსონაჟის ყველა შრე გააერთიანოს და თანმიმდევრულად გამოხატოს, რითაც დამაჯერბლობას იძენს. მისი ყურებისას გავიწყდება, რომ ვარსკვლავ იოსელიანს უყურებ, იგი ჰელვერია, ასაკის გარეშე. ბიჭი, კაცი, ბავშვი - რომელი?! არცერთი და ამავდროულად ყველა! იოსელიანი სხეულის პლასტიკურობით ავლენს, პერსონაჟის ფარულ შრეებს, თითების, ხელების, ფეხების მოძრაობით, მიმიკების, სხეულის ენის გამოყენებით მაყურებელს აიძულებს, რომ მასზე იყოს კონცეტრირებული. იგი ფლობს, ღრმა ფსიქოლოგიური გადმოცემის უნარს, რითაც პერსონაჟის შინაგანი სამყაროს ყველა დეტალს მაყურებელს უზიარებს. მაშინაც კი როცა, ევა ხუტუნაშვილზეა ჯერი, რომ მაყურებლის წინ წარსდგეს, იოსელიანი თავს მოდუნების შესაძლებლობას არ აძლევს და უკვე სხეულის ენითა და ქცევებით აგრძელებს პერსონაჟის განსახირებას.
როცა, მსახიობებმა მაყურებელს უკვე გააზრებინეს, რომ სამყაროში, „ჩვეულბრივები“, „არაჩვეულებრივებს“ დევნიან, მოქმედი პერსონაჟების ეპოქაში კი კლავდნენ კიდეც.. ევა ხუტუნაშვილის, კარლას გადაწყვეტილებას, რომ რამაზ იოსელიანის ჰელვერის მოკლას, მაყურებელი უკვე ცრემლებით შეხვდა..
ხუტუნაშვილმა, ქცევებითა, მოძრაობებით, უსიტყვოდ გაგვააზრებინა თუ რას უპირებდა, მასზე უმიმეზოზოდ, უკიდეგანოდ შეყვარებულ ჰელვერს და პირიქით იოსელიანის ჰელვერზე, უკიდეგანოდ შეყვარებული კარლა, რომელსაც ტანჯვისთვის, ტკივილისთვის არ ემეტება ჰელვერი.
და სიკვდილის სცენა, სადაც უკვე დაგვავიწყეს რომ ქართული თეატრის დიდი არსტიტები იდგნენ ჩვენ წინ, გულწრფელობითა და ემოციებით, მაყურებელიც ტიროდა ევა ხუტუნიშვილის კარლასთან და რამაზ იოსელიანის ჰელვერთან ერთად. აბების დედოზირებით კარლამ ჰელვერი მოკლა, იმიტომ რომ მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა, მოსალოდნელი ტკივილისგან და ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა, უგულო ექიმებისგან, სისტემისგან და რაც მთავარია ხალგისგან...
სიკვდილის სცენაში, მიუხედავად იმისა, რომ იოსელიანის ჰელვერი ზოგჯერ რეალობას ვერ აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს სხვანაირად უყურებს, გვახვედრებს, რომ მისი პერსონაჟი ხვდება, რომ კლავენ, მაგრამ რატომ? ამას ვერ იაზრებს. ვერ ხვდება თუ რატომ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი ხუტუნაშვილის კარლამ. ამ დროს კი მესხშივილის თეატრში მისული მაყურებელი ტირის, მეორე რიგიდან ქვითინის ხმაც ისმის, ევა ხუტუნაშვილის პერსონაჟთან ერთად, მაყურებელი ჰელვერს დასტირის. ხუტუნაიშვილი, იმდენადაა მისი პერსონაჟის გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული, რომ წამითაც კი არ ნებდება, სწორედ ამ დროს მისი სხეული, მიმიკები მაყურებელში ცრემლებს იწვევს..
ე.წ. პროლოგის შემდეგ უკვე მეორედ იხსნება თეატრის ფარდა, მაგიდაზე რამაზ იოსელიანის ჰელვერის ცხედარია,რომელსაც ევა ხუტუნაშვილის კარლა მიაგორებს და გაჰყვირის: „მაპატიე“, „მაპატიე“, „მაპატიე“ - პარტერში, თეთრ სუდარაზე მაცხოვრის სახეა, რომელიც წამებში ქრება და ხუტუანიშვილის კარლა პარტერისკენ მიდის, საიდანაც შემოვიდა, იმ სკამისკენ ნელი ნაბიჯებით მიდის, თუმცა ახლა ჯარისკაცებს ხედავს, ჰელვერის ოცნებას, რომელიც ვერასდროს ასრულდებოდა... სწორედ ამ ჯარისკაცების ფონზე, ისევ ცისკენ მიმავალი ევა ხუტუანიშვილის სილუეტი, ნელ-ნელა იკარგება და ქრება. ღმერთის უმძიმესი მისია შესრულებულია, „ნაშვილები“ (თუმცა ალბათ საკუთარ შვილზე მეტად უყვარს კარლას) ჰელვერის ღამე მორჩა, მეოცნებო უასაკო ბიჭი/კაცი მოკლეს.
ევა ხუტუნაშვილისა და რამაზ იოსელიანის მიერ გათამშებულმა პერსონაჟებმა, ერთ ისტორია გაამხსენეს:
დაახლოებით, 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა სოფელში ყოფნისას, მეზობელმა ქალმა, ასეთი რამ მომიყვა, 28 წლის „განსხვავებულ“ შვილს, რომელიც სავადმყოფოში მძიმე ტკივილებისგან იტანჯებოდა, მანამდე კი ემოციური ტანჯვა ხალხისგანაც არ დაჰკლებია. ცრემლებით სავსე თვალებით მითხრა, რომ მისივე გადაწყვეტილებით, ექიმებს ნემსი გააკეთეებინა და მისი შვილი დააძინებინა. 15 წლის ბიჭმა ვერ გავიაზრე დაძინება რას ნიშნავდა, პირდაპირ აღვიქვი, როგორც კი მეზობელი წავიდა, ბებიაჩემმა თქვა: ძლიერი ქალია, შვილს მისი გადაწყვეტილებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანაო, დაასვენაო.
როგორი ემოციურია როცა დედას/ქალს ეკისრება მისია, „როცა მასში ღმერთს კლავს“ და ერთადერთ შვილს სიკვდილისთვის იმეტებს. შვილმკვდარი, (თვითონ კი მიიჩნევს, რომ მკვლელი) დედის სტატუსით ცხოვრებას აგრძელებს..
ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი სამსახიობო ოსტატობის მასტერკლას ატარებენ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, მისულ მაყურებელს კი აფიქრებენ, ასევდიანებენ მაგრამ გუწრფელობით გადმოსცემენ ამბავს ჰელვერის ღამეზე. ეს არის ღამე, რომელიც ყველასთვის არ დგება, თუმცა ეს ღამე მხოლოდ ძლიერი ქალების ხვედრია, ქალების რომლებსაც შეუძლიათ სიკვდილისთვის გაიმეტონ და ამით დაიცვან მათთვის საყვარელი ადამიანები.