top of page

პანდემია და ადამიანების სიყვარული

Screen%20Shot%202020-04-23%20at%2010.56_

ინგა გოგიბერიძე

"პანდემია და ადამანების სიყვარული"

რუბრიკაში - ინტერვიუები - მე მზად ვარ გული გადაგიშალოთ!

 

ლაშა ჩხარტიშვილს კარგად იცნობს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო თეატრალური საზოგადოებაც, ის ნიჭიერი, სიმართლის მოყვარული და ენერგიული ადამიანია,უყვარს საკუთარი პროფესია და ძალიან ბევრს მუშაობს. ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე არის თანდართული ლაშა ჩხარტიშვილის მიერ შექმნილი თეატრალური არქივის გვერდი https://www.theatrelife.ge/ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ- რომ არა მწერალი არ დაიწერებოდა პიესები, რომ არა თეატრი არ დაიდგმებოდა პიესები და არ იარსებებდა წიგნი და ბიბლიოთეკა და არც სათეატრო კრიტიკა იარსებებდა. მაშ ასე, ვსაუბრობთ თეატრმცოდნესთან, საქართველოს შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორთან და ელექტრონულ ჟურნალ www.theatrelife.ge მთავარ რედაქტორთან ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად.

- ლაშა,მოგესალმები, იმედია იმედიანად ხარ?

- გამარჯობა, მადლობა. არამიშავს, ვეჩვევი ახალი ცხოვრების წესს. იმედიანადაც ვარ.

- როგორაa არის შენი მეზობელი თამარა? რჩება სახლში???(ეს ხუმრობით რა თქმაუნდა)

- ჩემი მეზობელი თამარაც მშვენივრად გრძნობს თავს. სხვათაშორის, მითხრა რომ ახლა, ამ კარანტინის პერიოდში უკეთ აკონტროლებს ფიქრის გორას და ყველაფრის საქმის კურსში არის. ახლა სამეზობლო ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე უფრო მეტად გამოდის, შორს ვერ მიდიან და აქვე ასეირნებენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს და ბავშვებს. თამარასაც მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა აკონტროლოს ყველაფერი ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩის პერიმეტრზე.

- იმედი და სიხარული არ მოგშლოდეს. ემორჩილები ჯანდაცვის რეკომენდაციებს????

- რასაკვირველია, შეძლებისდაგვარად ვემორჩილები, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ. თუ აუცილებლობა არ არის, პროდუქტების შესაძენადაც თავს ვიკავებ მაღაზიაში შესვლისგან. არ დაემოირჩილები და 3000 ლარიანი ჯარიმა უნდა გადავიხადო, რომელსაც ჩემი ოთხი თვის ხელფასი სჭირდება. ამიტომაც, დავრჩი სახლში.

- დიახ, ყველანი სახლში ვრჩებით, გაგიჭირდა ამ რეალობასთან შეგუება????

- სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამჭირვებია, ცოტა მოულოდნელი იყო და უფრო თავზარდამცემი, როგორც გლოვას ეჩვევა ადამიანი და ეგუება ბედს, რაღაც ასე ვეგუები ახალ რეგულაციებს, ვცდილობ მივიღო ის რეალობა და თავი არ დავიტვირთო ზედმეტი ფიქრით, არ ჩავვარდე დეპრესიაში, არ მიღირს, სიცოცხლე მინდა :)  ამიტომ შექმნილ რეალობას ვიღებ როგორც თამაშის ახალ წესს და უნებურად ჩავერთე ამ თამაშში. სანამდე შევძლებ ეს უკვე არ ვიცი.

-კარგია, რომ ასე ფიქრობ, ყველანი ვეჩვევით სხვანაირად ცხოვრებას. გადააფასე თუ არა საკუთარ თავში რომელიმე ღირებულიება - პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ?

- გადაფასების პროცესი ხანგრძლივია და ეტაპობრივი. გზადაგზა ხდება მოვლენების გადაფასება, თანმიმდევრულად ხდება ღირებულებების და მოვლენების ანალიზი. ამ თვეების განმავლობაში მაინც ბევრი რამის გადაფასება მოხდა, თუმცა განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ვგრძობ, თუ არ ჩავთვლი ფინანსურ კრიზსს, შეჩერებულ პროექტებს, ფესტივალებს, კონფერენციებს და მივლინებებს. ის რომ ტექნოლოგიის პროგრესი აისახებოდა ჩვენს ცხოვრებაზე ვიცოდი და მზად ვიყავი და სიმართლე გითხრათ კომფორტულიც კი არის ახალი ტიპის ურთიერთობებზე გადასვლა. ვიცოდი, რომ ამ გამოწვევის მიღება ადრე თუ გვიან მოგვიწევდა და მინდა გითხრათ, რომ „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით, მაგალითად, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ოპერატიულად მოუხდა სწავლების ონლაინ პრინციპებზე გადასვლა და მშვენივრად გაართვა თავი უნივერსიტეტმა ამ გამოწვევას, ადმინისტრაციამაც, პედაგოგებმაც და სტუდენტებმაც. მეტსაც გეტყვით, ონლაინ ლექციებზე ანშლაგები მაქვს, რაც აქამდე არ მქონია, უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, ვზოგავთ დროს, რესურს და ეს კარგიც კი არის.

- სწორედ ამიტომ აგირჩიეთ რესპოდენტად, რომ ვიცოდი არ მოდუნდებოდი. არც მე ვაძლევ თავს მოდუნების უფლებას. მოგვიყევით საინტერესო დისტანციურ პროექტებზე ?

- ამჟამად, რამდენიმე დისტანციურ პროექტზე ვმუშაობ. უპირველესი ეს ონლაინ ლექციებია, რომელიც უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ არის მთელი რიგი პროექტები, რომელშიც ჩართული ვარ და დისტანციურად ვახორციელებ. მაგალითად, „თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო გაერთიანების“ ინიციატივით აპრილის ბოლოს ვამზადებთ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „Theatre Online“, რომელიც მთლიანად იმ გამოწვევებს ეძღვნება, რომლის წინაშეც აღმოჩნდა თეატრი, როგორც ხელოვნება. მოგეხსენებათ თეატრი ერთადერთი ცოცხალი ხელოვნებაა და ფაქტობრივად პანდემიის პირობებში მას მოუხდა გაჩერება, პროცესი შეჩერებულია და თეატრი ეძებს გზებს ამ კრიზისიდან გამოსვლის. პირველი ეტაპი იყო სპეტაკლების ცოცხალი ეთერის პრინციპით ჩვენება ინტერნეტის საშუალებით, ამ ხერხს მთელი მსოფლიოს თეატრებმა მიმართა და სამყაროს მიეცა შესაძლებლობა ისეთი სპექტაკლების ნახვის, რომელთა ნახვას მხოლოდიოცნებებდა, მეორე ეტაპზე თეატრების ნაწილი ცდილობს პირდაპირი ეთერის საშუალებით პიესების ონლაინ თეატრალიზებული კითხვების ციკლი მოაწყოს. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტება ქეთევან სამხარაძემ და დავით თარბამ თანამოაზრეებთან ერთად შექმნეს პლატფორმა სოციალურ ქსელში, სადაც უკვე შედგა პირველი პროექტის პრეზენტაცია და მას საკმაოდ დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ფართო საზოგადოება. აი, სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება ეს საერთაშორისო კონფერენცია და მეც მოვამზადე უკვე მოხსენება „თეატრი კარანტინში“, რომელსაც საჯაროდ წავიკითხავ და ამ კონფერენციაზე დასწრება და მომხსენებლთა მოსმენა, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყნიდან გაერთიანდა ამ კონფერენციის გარშემო, შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს დისტანციურად

კონფერენციის პარალელურად თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში რექტორის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ვასაძე და მე ვმუშაობთ ორტომეულზე „ქართული თეატრი 2015-2019 წლებში“, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ კრიტიკოსების რეცენზიებს ამ პერიოდში დადგმულ სპექტაკლებზე, არამედ სტატისტიკურ და ანალიტიკურ კვლევასაც ქართული თეატრის უახლესი პერიოდის ცხოვრებაზე. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ვმუშაობ ორ კვლევაზე, რომელიც ქართულ თეატრს ეხება და პრესტიჟული საერთაშორისო გამოცემებისთვის მზადდება.

ამასთანავე ივნისში დაგგემილი გვქონდა ქართული თეატრის ერთი განვლილი სეზონის შეფასება, სიმპოზიუმის სახით, რომელიც ახლა უკვე დისტანციურად გაიმართება და ვემზადებით სწორედ ამ პროექტებისთვის.

- გილოცავ,ძ ალიან გამიხარდა, რომ ახალ წიგნზე მუშაობ და ჩვენს მკითხველებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ახალ კვლევებსა და თეატრალურ კრიტიკას. მოგეწყინა თუ არა?-ეს კითხვა ახლა არასწორია ,მაგრამ ჩამონათვალში უკვე იყო....

- იმის გათვალისიწნებით, რაც ჩამოვთვალე, მოწყენის დრო და საშუალება აღარ დარმჩა და სულ მიკვირს, როცა წუწუნებენ თავისუფალ დროზე, როგორ რჩება ამ ხალხს თავისუფალი დრო? იმდენი რამის მოფიქრება შეიძლება, იმდენი წიგნის წაკითხვა, იმდენი კარგი ფილმის და სპექტაკლის ნახვა... ასე რომ, „მოსაწყენად არა მცალია“ 

- როგორ ფიქრობ, თეატრალური ცხოვრება შეიცვლება პანდემიის შემდეგ?

- ძალიან საინტერესო და გამომწვევი კითხვაა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვფიქრობ და ცალსახა პასუხი არ მაქვს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო თეატრზე, ალბათ უფრო მეტად შეიცვლება და ტექნოლოგიური პროგრესი კიდევ უფრო შეიჭრება თეატრში. ფაქტია, რომ ახლა თეატრი ჩიხში მოექცა და გამოსავალს ეძებს. დარწმუნებული ვარ იპოვის და ახალი, განსხვავებული ეპოქა დაიწყება თეატრში, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ თეატრზე, დიდი იმედი არ მაქვს, რომ რაიმე შეიცვლება და ფაქტია, რომ ჯერ ქართული თეატრი ვერ ახერხებს რაიმე ახლის შემოთავაზებას. სეზონის ნახევარი ფაქტობრივად ჩაიშალა. დიდი ნაწილი კვლავ ელოდება პანდემიის დასრულებას, რათა ტრადიციულად და კომფორტულად გააგრძელოს მუშაობა იმავე პრინციპებით, როგორც პანდემიამდე მუშაობდა. საერთოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო თეატრების დიდი ნაწილი კომფრმიზმშია ჩაძირული და არც სიახლის მიღება სურთ და არც ზედმეტი ფიქრი გამოსავლის საძიებლად, ისევ ახალგაზრდების იმედად ვარ, რომლებსაც ენთუზიაზმი აქვთ მხოლოდ და არანაირი ფინანსური რესურსი, მაგრამ ისინი ეძიებენ ახალ ხერხებს და ფორმებს.

- მშვიდობა გქონდეს!

- დიდი მადლობა. მეც მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, სულიერი სიმშივიდე და კეთილდღეობა.

© ინგა გოგიბერიძე

© ლაშა ჩხარტიშვილი

ბათუმი, თბილისი. 2020 წელი. 23 აპრილი. პანდემიაა

bottom of page