top of page

ქუთაისის ოპერის თეატრი

ქუთაისის ოპერის დღევანდელ შენობაში 1955 წლამდე განთავსებული იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი. მანამდე კი სპექტაკლები ქუთაისის საზოგადო საკრებულოს შენობაში იმართებოდა.

"ქუთაისის სცენისმოყვარეთა თითქმის 20 წლიანი მოღვაწეობა 1879 წლის შემოდგომაზე მუდმივი დასის შექმნით დასრულდა.

სწორედ ამ დასისთვის აიგო ქალაქის თვითმმართველობისგან იჯარით მიცემულ მიწაზე ხარაზოვის თეატრის შენობა. მშენებლობა 1879 წლის სექტემბერში დაიწყო 1880 წელს დასრულდა. 1894 წლის 18 ნოემბერს ქალაქის სათათბირომ დაადგინა რომ ხარაზოვისგან შეესყიდა თეატრის შენობა. 1946 წელს შენობა ხანძარმა იმსხვერპლა. ხანძრის შემდეგ პრაქტიკულად ახალი შენობა აიგო, რომელშიც ხარაზოვისეული თეატრის მხოლოდ ერთი, რუსთაველის ქუჩის მხარეზე მდებარე კედელი იქნა შემორჩენილი. ამ შენობაში დაჰყო ქუთაისის თეატრმა 1955 წლის 6 ნოემბრამდე, თეატრის ახალი, ამჟამინდელი შენობის გახსნამდე", - ვკითხილობთ წიგნში "ქუთაისო ჩემო დედავ"-ში, რომლის ავტორი ზურავ ჯავახაძე, ხოლო რედაქტორი მერაბ კეზევაძე გახლავთ.


ზემოთაღნიშნული წიგნის მიხედვით, ამჟამინდელი ოპერის თეატრის შენობაში ფილარმონია ფუნქციონირებდა, ხოლო 1969 წლის 27 დეკემბრიდან ოპერის თეატრია განთავსებული.


1919 წელს მელიტონ ბალანჩივაძის ინიციატივით, ქუთაისში პირველი მუსიკალური სკოლა გაიხსნა, რომლიც ორი წლის შემდეგ მუსიკალურ ტექნიკუმად გადაკეთდა. ქუთაისის სამუსიკო ტექნიკუმი შემდგომ წლებშიც არაერთხელ წარმდგარა ქუთაისელების წინაშე საოპერო დადგმებით.


1968 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,  1969 წლის იანვრიდან ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დაარსების შესახებ. 1969 წელს 27 დეკემბერს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი".
 

ქუთაისის ოპერის  თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2010 წლის 8 იანვარს დაიწყო. განახლებული თეატრი  2010 წლის 29 დეკემბერს გაიხსნა.


ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანალოგია. სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვიძის მიერ შექმნილი 13 რომაული ქანდაკება დგას.

DSC06004.JPG
DSC05994.JPG
DSC05991.JPG
DSC06006.JPG
bottom of page