top of page

ქუთაისის თოჯინების თეატრი

ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს  დაარსდა.  სწორედ ამ დღეს  გაიმართა პირველი წამოდგენა   აკ. ბელიაშვილის „თეთრი ფინია“,  დირექტორი გახლდათ დოდო ანთაძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი სეგო ცაგარეიშვილი.

 

თოჯინების თეატრის შემოქმედება ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა და დღესაც ასე  გრძელდება. თეატრის რეპერტუარში 30 მოქმედი სპექტაკლია,  რაც მომავალი თაობის სულიერი და ესთეტიკური აღზრდის, მათი ხასიათის, ქცევის , ნებისყოფის ჩამოყალიბების საქმეს ემსახურება. პატარები ხომ შეუფასებელი სიმდიდრეა, ამიტომ თოჯინების თეატრის როლი ერთ-ერთი პირველია ამ საქმეში. თეატრი აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, გასვლით სპექტაკლებს მართავს რაიონებსა და რეგიონებში , იღებს მონაწილეობას  თეატრალურ ფესტივალებში.

70 წელზე მეტია თეატრის სამეურნეო და შემოქმედებით საქმიანობას წარმართავენ  ქართული კულტურის თვალსაჩინო წამომადგენლები: დოდო ანთაძე, დავით მანდარია, დავით კვიცარიძე, შოთა პირველი , ლევან შენგელია, გერვასი ცხადაძე, სიმონ ვაჩნაძე, მურმან ფურცხვანიძე, ლევან როხვაძე, შალვა ქებაძე, ია იაშვილი , ლევან გაბრიძიძე, თეიმურაზ ბაღდავაძე.

 

ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს, იაკობ გოგებაშვილის სახელი მიენიჭა 1990 წელს.

bottom of page