top of page

ლაშა ბუღაძის ერთი დაუდგმელი პიესის გამო

lasha-bugadze-liggend.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ლაშა ბუღაძის  „ახალ ქართულ დრამატურგია“

 

ქართულ პოსტსაბჭოთა დრამატურგიას „ახალ ქართულ დრამატურგიას“ ვუწოდებდი, რომელიც თავისთავად ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა. მისმა წინამორბედმა დრამატურგებმა ალექსანდრე ჩხაიძემ, თამაზ ჭილაძემ, თამაზ ბაძღუამ, ირაკლი სამსონაძემ, შადიმან შამანაძემ, ლაშა თაბუკაშვილმა,  გურამ ბათიაშვილმა, მამუკა დოლიძემ, თამაზ მეტრეველმა  და სხვ. ხელშემწყობი და ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადებს დათო ტურაშვილის, თამარ ბართიას, ბასა ჯანიკაშვილის, ლაშა ბუღაძის, მანანა დოიაშვილის შემოქმედებით წინსვლას.

ამ „ახალი ქართული დრამარტურგიის“ ერთ-ერთი საინტერესო წამომადგენლის, ლაშა ბუღაძის შემოქმედება ფართო მკითხველის და თეატრის სპეციალისტებისათვის ცნობილი გახდა პიესების კითხვის იმ ღონისძიებებით, რომელიც პირველად რუსთაველის „თეატრალურ სარდაფის“ ინიციატივით  იქვე  გაიმართა. მსმენელმა მოისმინა ავტორის მიერ წაკითხული რამოდენიმე პიესა და მოიხიბლა ცოცხალი იუმორით, პერსონაჟების ხასიათების სიზუსტით, დრამატურგიული კანონების ცოდნით, წერის მანერის სტილით (ჩემთვის ეს ახალი არ იყო, ვინაიდან  მას თეატრალური ინსტიტუტის სწავლის პერიოდიდან ვიცნობდი და ერთ სემესტრში ლექციებსაც ვუკითხავდი).  30-მდე პიესის ავტორი ლაშა ბუღაძე ახალი ქართული დრამატურგიის იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთრ თავზე გადაიტანა საქართველოს უახლესი ისტორიის ქარ-ცეცხლი. ზოგი მათგანი ბოლო ეტაპის ეროვნულ-განმათვისუფლებელ მოძრაობაში იყო ჩართული და ძალიან  აქტიურადაც.  მათ არც პოლიტიკურ „თამაშებში“  მონაწილეობაზე უთქვავთ  უარი.  ამდენად თუ მათი შემოქმედებაში  

 

 

 

 

 

დღევანდელი და გუშინდელი მოვლენების ანარეკლს ვხედავთ, ეს არავისში არ უნდა იწვევდეს გაკვირებას. მაგ.  ბასა ჯანიკაშვილის „ომობანა“,  ლიკა მორალიშვილის „ეთერი“ და „თავისუფლების შუაღამე“,  თუმცა აქვე მინდა დავუმატო, რომ მიუხედავად ბოლო დროის საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ფაქტების და ისტორიების სიუხვისა დღევანდელ დრამატურგთა  შემოქმედებაში მათი ასახვა სრულად ვერ მოხერხდა. ეს რასაკვირველია ეხება ლაშა ბუღაძის დრამატურგიასაც. მე აქ მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის ომის შესახებ არ ვლაპარაკობ. ლაპარაკია ახალი თანამედროვე ქართველის სახის ჩამოყალიბების პროცესზე, იმ გმირის ან გმირთა პორტრეტების შექმნაზე, რომელზედაც შემდგომ დიდ წილად იქნება დამყარებული  სამშობლოს მომავალი.  ჩემი აზრით დრამატურგთაა სამიზნე უნდა ყოფილიყო იმ  პერსონაჟთა წარმოჩენა, რომლისთვისაც ისეთი ფუნდამენტური მოვლენები როგორიცაა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება, დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, კანონმორჩილი საზოგადოების შექმნა და ერის თვითშეგრძნების და თვითპასუხისმგებლობის ჩამოყალიბება  გახდებოდა ძირითადი ზნეობრივი ფასეულება, ის  რაც მთლიანად ცვლის არა მარტო რომელიმე კერძო პიროვნებას, არამედ მთელ თაობას.

შესაძლებელია ერის ევოლუციურ და ისტორიულ ასპექტში ამ სახელცვლილებების შესახეხ ჯერ ადრეა საუბარი და სათანადო დასკვნების გაკეთება, რასაც შესაბამისი სოციოლოგიურ თუ ზოგადად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევები უნდა ედოს საფუძვლად,  მაგრამ ლიტერატურა და დრამატურგია ხომ ხელოვნების ის დარგებია, სადაც

 

 

 

 

 

აუცილებლად უნდა აისახოს საზოგადოებაში მიმდინარე დღევანდელი პროცესები.  ამ კუთხით ლაშა ბუღაძის დრამატურგია საინტერესოდ მეჩვენება, თუმცა ასევე გულისტკივილით მინდა ყურადღება მივაქციო ერთ, ჩემი აზრით მნიშვნელოვან მომენტს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აღმოჩნდა რომ გარდა ერთი წარმოდგენისა - „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და ... პრეზიდენტი“ რომელსაც დრამატურგიული პირველწყარო არა აქვს (იგი ძირითადად რეჟისორ რობერტ სტურუასთან ერთად შეიქმნა),  ბოლო დროს ლაშა ბუღაძის პიესების სასცენო გადაწყვეტა თითქმის ყოველთვის „აგვიანებს“.  მხედველობაში მაქვს თუნდაც ბოლო დროს ქართულ სცენაზე  განხურციელები და „ნაფტალინი“.

მისი პირველი პიესებიდან არის რამოდენიმე მაგალითისათვის თუნდაც „ნუგზარს და მეფისტოფელს“  რომელსაც კონკრეტული დროს არ აქვს და ამდენად მას „სიძველე“  არ ელის. ხოლო რაც შეეხება ისეთებს, რომლებიც სცენაზე არ ყოფილა წარმოდგენილი, ჩემი აზრით ავტორისეულ გადახედვას მოითხოვს. (იგივე აღნიშნა თვით დრამატურგმა „ნაფტალინის“  პრემიერის  შემდეგ!) ის რომ მისი პიესების პერსონაჟები თანამედროვე საქართველოს შვილები არიან, რასაკვირველია გარდა ისტორიული პიროვნებებისა - სტალინი, ვასილ მჟავანაძე  და სხვ. სულაც არ ნიშნავს რომ ისინი დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობენ. პერსონაჟთა კარიკატურულობა, ინდივიდუალორობა ხშირ შემთხვევაში აკნინებს ზოგადად თანამედროვე ქართულ ხასიათს.  მეჩვენება რომ განზოგადების პრინციპის ნაკლებობა არის ის მიზეზი, რაც ამ ავტორის პიესებს თანადროულობას უკარგავს.  კერძო მოვლენა, კერძო შემთხვევა ხდება ხშირად მისი ძირითადი სიუჟეტი. ამის მაგალითად თუნდაც

 

 

 

 

მისი ბოლო პიესის ისტორიაც  კმარა.  ერთმა რეჟისორმა ლაშა ბუღაძეს შეუკვეთა პიესა თეატრის შესახებ. დრამატურგმა იმ დროს  ქალაქში ფართოდ  გავრცელებული ჩვენივე მეგობრის ცოლი მოყვანის ისტორია მოყვა და თეატრთან დაკავშირების მიზნით, მთავარი პერსონაჟი თეატრის რეჟისორად გამოიყვანა, ავტორმა თბილისური ეს ისტორია თეატრალურ ინტრიგად აქცია და მოვლენა თეატრის სამყაროში გადაიტანა.  მალე ამბავი მოძველდა,  ის წყვილი დიდ ხანია დასცილდა ერთამანეთს, აღარც პიესა დაიდგა,  ვინაიდან  იგი სულ მალე ყველასთვის უინტერესო გახდა.

ძალზე რთულია ამ მიზეზებზე საუბარი, შესაძლებელია ეს ჩემი სუბიექტური  განწყობაა და სხვა მკვლევარს სხვაგვარად მოეჩვენოს,  მაგრამ ერთი კი ფაქტია. ლაშა ბუღაძის პიესა უნდა დაიდგას,  მაშინ როცა ის დაიწერა და არა ორი, სამი და უფრო მეტი წლის შემდეგ. მის დრამატურგიას გვიანეულ  კომედია დელ’არტეს შევადარებდი, სადაც საქმე გვაქვს ზოგად სქემასთან,  თუ გნებავთ  სცენართან (აქ არ უნდა დავივიწყოთ რომ ლაშა ბუღაძე კინოდრამატურგია  სპეციალობით!) და მის ნიღბ-სახეების, ნიღაბ-პერსონაჟების სახეცვლილებებთან, რომელთა ნახვაც სცენაზე ზუსტად იმ მოვლენებს უნდა მოჰყვეს, რომელიც გუშინ, გუშინწინ მოხდა ჩვენს ქალაქში. ეს ნიღბებია;  „ყოფილები“ - რაიკომის მდივანი, ცენტრალური კომიტეტის  მდივანი, საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე,  მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, ინტელიგენტი - მეცნიერი, ექიმი, პროფესორი,  საზოგადოებრივი და ელიტის წარმომდგენლები - პროფესორის ცოლი, მომღერალი, მსახიობი, ხელოვნების სხვა დარგის ასევე, დაბალი ან საშუალო ფენის წარმომდგენლები - ქორვაჭრები, ძუნწი და ხარბი მეზობელი ან შორეული ნათესავი. ამ სქემებში და ფსიქოტიპების მეშვეობით მიმდინარეობს ძირითადი ქმედება ამ და

 

 

 

 

 

 იმქვეყნიურ სამყაროში - „ნაფტალინი“, „სტალინი და დანარჩენი 10 სტალინის  ცხოვრება, სიკვდილი, დაკრძალვა, გადაკრძალვა და დაბრუნება“, „ნუგზარი და მეფისტოფელი“, „ჯარისკაცი, სიყვარული,  დაცვის ბიჭი და ... პრეზიდენტი“. საქართვეოში და მის ფარგლებს გარეთ პოულარული მწერლის,  ასევე საინტერესო თვითმყოფადი დრამატურგის პიესების  პრემიერებით არ  ვართ  განებივრებული. უხვად დაწერილი პიესებიდან  მხოლოდ რამოდენიმემ ნახა რამპის შუქი. მსურს გავერკვევი რა ფენომენის მოვლენა ეს და რატომ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ  თანამედროვე რეჟისორებში ლაშა ბუღაძის არა მარტო  მისი შემოქმედების და მიმართ  ინტერესი ნაკლებია.  კიდევ დასკვნების გაკეთება იმიტომ მიჭირს,  რომ ცოტა გაუგებარია რის კრიზისთან გვაქვს  საქმე: თანამედროვე რეჟისორის, სარეჟისორო კადრების, სარეჟისორო სკოლის, თუ ზოგადად თანამედროვე დრამატურგიისადმი ინტერესის დაკარგვის. თუმცა აქვე აუცილებელად უნდა აღნიშნოს  ახალგაზრდა რეჟისორები დავით საყვარელიძის („ოთარი“, ,,სულიერი არსებები“, „ნაფტალინი“) და გიორგი თავაძის  („ნუგზარი და მეფისტოფელი -  ორჯერ) დამსახურება, რომელებმაც ყველაზე ხშირად მიმართავდნენ ლაშა ბუღაძის დრამატურგიას. ბუღაძის პიესების დაგმებიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა, რეჟისორი რობერტ სტურუას პოლიტიკური სპექტაკლი „ჯარისკაცი, დაცვის ბიჭი, სიყვარული  და ... პრეზიდენტი“ და არა იმიტომ, რომ სხვა დანარჩენი დადგმები არ იყო საინტერესო. არა! ამ სპექტაკლმა დიდი ხმაური  გამოიწვია და უფრო მეტიც - ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის,  რეჟისორის და მთელი რუსთაველის თეატრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო იყო ის, თუ როგორ იმუშავეს რეჟისორმა და

 

 

 

 

და დრამატურგმა იმ იდეებზე, რომელიც ბუღაძისგან მოდიოდა და რა ფორმა მიიღო მან სტურუს მეშვეობით. საერთოდ  კიდევ ერთი რამეა მნიშვნელოვანი - დრამატურგს თითქმის არც ერთხელ არ მოსწონს სპექტაკლი, რომელიც მისი პიესის მიხედვითაა დადგმული და  ჩემი აზრით ეს არც „კეკლუცობაა“ პრესის წინაშე ან მეგობრების წინ „თამაში“ -  ვფიქრობ ლაშა ბუღაძე ნამდვილად დიდი მოთხოვნილებას უყენებს საკუთრ შემოქმედებას და იმას, რაც ამ შემოქმედებას მოაქვს.

ასეა თუ ისე, საქმე გვაქვს თვითმყოფად დრამატურგთან ჩამოყალიბებული სტილით და წერის მანერით, საკუთრი კონცეფციებით, მისწრაფებებით და რაც მთავარია თეატრის ზოგადად და კერძოდ  კი დრამატურგიული კანონების  ფლობით და თეატრალური ხელოვნების ცოდნით.

მისი პირველი პიესა „ოთარი“ განხორციელდა  1997 წელს რუსთაველის „თეატრალურ სარდაფში“ რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ, რომელსაც  მალევე მოყვა „ეს სკამი და ეს საწოლი“ რეჟისორი ოთარ ეგაძე, „ნუგზარი და მეფისტოფელი“  გიორგი თავაძის დადგმით სამეფო უბნისა და ბათუმის თეატრებში, გასული წლის სეზონში  კი „პანთეონი“ მუსიკისა და დრამის (რეჟისორი გ. იაშვილი)  და ახმეტელის (რეჟისორი დ. ხვთისიაშვილი)  თეატრებში, რომლის სიუჯეტიც მრავლად მოჭარბებული მიტინგების ფონზე მიმდინარეობს.  გროტესკული კომედია იმაზე, თუ რომელ საზოგადოებრივ მოღვაწეს  უფრო მეტად ეკუთვნის სანუკვარი განსასვენებელი პანტეონში  და რომელში - მთაწმინდაზე  თუ დიდუბეში.

და ამავე სეზონსი „ნაფტალინი“ ისევ დავით საყვარელიძის მიერ განხორცილებული მარჯანიშვილის თეატრში, რომელიც წარმოდგენილი იყო მ. თუმანიშვილის ფონდის მიერ ჩატარებული თანამედროვე ქართული პიესის

 

 

 

 

 

 კონკურსის ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურა თუმცა ნომინირებული არ იქნა კონკურსის პირობების (ის ჟურნალში აღმოჩნდა გამოქვეყნებული) დარღვევის გამო. სპექტაკლი იუმორით, სახასიათო სახეებით  და რაც მთავარია მსახიობების ოთარ მეღვინეთუხუცესის და გურანდა გაბუნიას უარესად საინტერესო, უმაღლესი ოსტატობითა და მომხიბლაობით შესრულებული როლებით,  რას ჯანსაღ და გულწრფელ სიცილს იწვევდა დარბაზში.  

სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მაგ. ისტორიულმა პიესამ  „სტალინი და დანარჩენი 10 სტალინის  ცხოვრება, სიკვდილი, დაკრძალვა, გადაკრძალვა და დაბრუნება“  სალვადორ დალის სურათი „ლენინის ექვსი გამოცხადება“  გამახსენა, აღსავსე გროტესკული და სარკაზმული ელემენტებით, „კავკასიოლოგი“ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძახილი, სადაც ხაზგასმულია ამერიკის გადამწყვეტი მისია და როლი ამ  პროცესებში,  „თავი“ თანამედროვე ფანტასმაგორია კომპიუტერული ტექნიკითა და ვირტუალური სამყაროთ.

თავის პირველ პიესებში ავტორი ძირითადად ჭარბად მიმართავდა რემარკებს, რაც თანამედროვე თეატრში იშვიათობაა, ხოლო პოსტმედერნისტულ დრამატურგიაში ქმედების ეს ნიშნები მითითებული ავტორების მიერ  საერთოდ  გაქრა. ლ. ბუღაძესთან კი ამ რემარკებს ვხვდებით ყოველ ნაბიჯზე და ზოგჯერ ყოველი ფრაზის  შემდეგ. მაგ. შეიძლება ითქვას, რომ „ოთარი“  რემარკების კრებულია, არც გვაინეულ პიესაში „სულიერი არსებები“ შეიმჩნება რემარკების ნაკლებობა ისეთი ტიპის რემარკებისა, როგორიცაა „გაიხედა“ „გაიწია“,  „გაიცინა“  და სხვ.

 

 

 

 

 

ლაშა ბუღაძის პიესების სცენური ვერსიებიდან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა „7 პპ“ – 7 პატარა პიესამ: „გოგიკო და ძიძა“, „დედის მონოლოგი", „აღშფოთებული ტატიანა“, „ციცო დეიდას ტრაგედია“, „გოგის უხერხულობის ამბავი“,  „ბიძინას ამბავი“,   „ორი დაცემინების ამბავი“ დადგმული ზურაბ გეწაძის მიერ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობის თეატრში,  სადაც ყველაზე ნათლად გამოჩნდა ლ. ბუღაძის დრამატურგიის უმნიშვნელოვანესი ნიშანი - მინატურულობა, მოქმედების ცალხაზობრივობა,  ფაბულის ზუსტი მოხაზვა, სიუეტის სიმძაფრე და სიზუსტე, ცოცხალი იუმორი,  ხასიათების ზუსტი განსაზღვრა.

როდესაც ლაშა ბუღაძის დრამატურგიაზე ვსაუბრობთ ძირითადად იმ თვისების გარდა რაც ზემოთ აღინიშნა, არის ერთი მთავარი და დასამახსოვრებელი - პიესები მონოლოგებით და დიალოდებით, საინტერესო ეპიზოდური ისტორიებით, მაგრამ ძირითადი ღერძი „გამჭოლი ხაზი“, თუ გნებავთ ისტორია, ამბავი ნაკლებად მოიპოვება. პიესის კითხვისას რთულია ამ ამბავის აღმოჩენა, რომელიც შეიძლება არც იყოს  და რაც უფრო ართულებს მის დასადგმას. ამიტომ რეჟისორთა ძალისხმევა ამ ფაბულის გამოსაყოფად სრულიად გასაგებია. ვინმემ შეიძლება მომიყვეს რა ხდება მაგალითად იმ ტექსტში რაც  „ჯარისკაცი, სიყვარული,  დაცვის ბიჭი და ...  პრეზიდენტში“  წერია? - თითქმის არაფერი. რობერტ სტურიას რეჟისურით კი იგი „დამრტყმელი ძალა“  გახდა იმდროინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში. დადგამს კი როდისმე მას კიდე ვინმე? - არა. სწორედ ეს არის ის რეალობა, რაც ლაშა ბუღაძის დრამატურგიას ახასიათებს. 

bottom of page