„მზის სხივი“ ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლებში

ნიკა წულუკიძე

ერთი დღე  (ლეილა ძიგრაშვილი)

ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ქალბატონი ლელია და მეუბნება - ნიკა ლექსები გიყვარს? ... პროზა... თუ ასეა მოდი ჩემთან.

ჰოდა მეც მივედი.

 ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც აღმოვჩნდი ერთი მაყურებლის თეატრში. არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ შენ მაინც არ მოგასმენინო ჩემი დამუშავებული ნაწარმოებებიო. დაიწყო, პირველად ,,დათა თუთაშიადან“  წაიკითხა ნაწყვეტი. მალევე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე დადგა, დღე რომელიც სხვა ძალიან ბევრი, საჭირო დღის საფუძველი აღმოჩნდა. არაერთი მკითხველისთვის მომისმენია, მაგრამ ჩემთვის დღემდე გამოცანაა როგორ შეძლო 90 წლის ლეილამ უცბად გამხდარიყო კეკლუცი, მიმზიდველი, მეტიც სექსუალურიც კი და საოცარო ბუნებრივობით გაეოცხლებინა ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟი. თუთაშხიას მოყვა ჩარლი ჩაპლინის წერილი -ჯერალდინა ჩაპლინს, მარკესის ბოლო სიტყვა, ინანიშვილს, ანა კალანდაძე, მურმანს, მუხრანი და ასე გავიდა ოთხი საათი. ლეილა კითხულობდა და მე გარინდული ვუსმენდი. რა უფლება გაქვთ თქვენ, რომ ამას მხოლოდ აქ, ამ პატარა ოთახში კითხულობთ და არ ატარებთ მხატვრული კითხვის საღამოებს. რატომ არ ზრდით სტუდენეტებს?!... აღფრთოვანების ნაცვლად პირდაპირ ჩხუბზე გადავედი. იმიტომ რომ ჩემთვის არავის არ სცალია - მიპასუხა ლეილამ. იქიდანვე დავურეკე დიმიტრი ღვთისიაშვილს, ერთ დღეში დადგინდა თარიღი, გამოცხადაა ტელევიზიით, მომზადდა აფიშა, დაიბეჭდა მოსაწვევები... თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი გადაიჭედა ხალხით, ყველაზე მეტად ჩემი სტუდენტების აზრი მაინტერესებდა, მინდოდა დარწმუნებულიყვნენ რომ ნიჭირებეას ასაკი არა აქვს! ლეილას მაყურებელი ფეხზე წამომდგარი შეეგება, დაიწყო... დაიწყო მაგრამ რა დაიწყო, მთელი დარბაზი საკუთარ დროსა და სივრცეში ამოგზაურა. მოხუცი ქალის გულის გასათობად მოსული საზოგადოება, დიდი მკითხველის საღამოზე აღმოჩნდა. სცენაზე ამოვარდა გაოგნებული გოგა პიპინაშილი რომელთან ერთადაც გავაკეთეთ მეორე საღამო, მხოლოდ მოსწავლეებისათვის, თუმანიშვილის თატრში.  არ დამავიწყდება თემურ ჩხეიძის აღფრთოვანება, ელდარ შენგელასია გამოტყდომა ლეილას ასეთ შესაძლებლობებში. გაკვირვებული კოლეგები და ბედნიერი ლეილა. სწორედ ამ ბედნიერი დღის წყალობით ჩვენ გავაკეთეთ ლეილას ცხრა საღამო, უნივერსიტეტებით დაწყებული, თეატრებით დამთავრებული, მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც მშობლიურ რუსთაველის თეატრში ჩატარებული საღამო იყო. დიმიტრი ღვთისიაშვილის წყალობით გაიხსნა ლეილა ძიგრაშილის ვარსკვლავი. ასევე რადიოთი და ტელევიზიით ჩავწერეთ ყველა ნაწარმოები.  ქალბატონ ლეილას მრავალ ეპითეტს, კიდევ ერთი მხატვრული კითხვის ოსტატი დაემატა. ამას წინათ დამირეკა და მითხრა შენ რომ ჩემი ,,პროდიუსერი“ არ ყოფილიყავი რა მეშველებოდაო... ლეილასი არ ვიცი მაგრამ ჩვენ, ნმდვილად ბევრი დაგვაკლდებოდა, თქვენი საღამოებისთვის რომ არ მოგვესმიანა. მოუთმენლად ველოდები თქვენს რეპერტუარში კიდევ ერთი ახალი ავტორის, გოდერძი ჩოხელის გამოჩენას, რომელიც უკვე მზად აქვს მომავალი საღამოსთვის 92 წლის ახალგაზრდა ხელოვანს.