top of page

მაგი მარენის და სამოელ ბეკეტის უსასრულო კაშკაშა ნათება

75196395_1501569676641392_27982066354141

მაგი მარენისა და სემუელ ბეკეტის უსასრულო კაშკაშა ნათება                  

 

სოფო ნადიბაიძე                                                                                                                                                                                                                                                    

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა ,,საჩუქარი“ უმასპინძლა ფრანგ ქორეოგრაფ მაგი მარენს და მის დასს, რომელიც ქორეოგრაფის მეშვეობით მსოფლიოში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფ საზოგადოებაზე. სპექტაკლი სახელწოდებით ,,MAY B “ ირლანდიელი მწერლის სემუელ ბეკეტის აბსურდულ - მოდერნისტული ქორეოგრაფიაა.                                                                 

 

აბსურდულ - აბსტრაქტული სემუელ ბეკეტისა და მაგიური მაგი მარენის ენას მუსიკალური პულსი გააჩნია. რომანტიული,მიუღწევადი, იმედის მომცემი, სულისშემძვრელი მელოდიის უკან, უსასრულოდ ფრანც შუბერტისა და გევინ ბრაიერსის მუსიკა ისმის. ქორეოგრაფი და მისი დასის წევრები სოციალურ პრობლემებს ქორეოდრამის საშუალებით ინტიმურად, შეულამაზებლად წარმოგვიდგენენ.                             

 

მინიმალისტური სცენოგრაფია, თიხაში ამოსვრილი აბსურდში მცხოვრები სემუელ ბეკეტის პერსონაჟები ერთმანეთის გვერდი-გვერდ, სინქრონულად, არსებობისთვის მებრძოლი პერსონაჟები ქმნიან ატმოსფეროს, სადაც ყველა ლოდინის რეჟიმშია (,,გოდოს მოლოდინში”).                                                                                                                        

 

სპექტაკლის მსვლელობის დროს პერსონაჟების რითმული ამოძახილი გვააზრებინებს ადამიანის უსახურ პროტესტს, როდესაც ისინი გაიაზრებენ , რომ მათ აქვთ სასქესო ორგანო, შეუძლიათ კამათი, სიყვარული სწორედ მაშინ ჩნდება ,, მკრთალი ლურჯი წერტილი” - იმედის ნაპერწკალი.                                                                                              

 

მაგი მარენის ,,აბსურდულად” წარმოდგენილ ქორეოდრამაში (,,jesus’blood never failed me yet“ - ,,იესოს სისხლს არასოდეს უღალატია ჩემთვის”) გევინ ბრაიერსის მუსიკა ხმამაღალი გამოხატულებაა უსასრულო ყოფის, სადაც ერთს მაინც აქვს უსასრულო კაშკაშა ნათების აღქმის უნარი.

bottom of page