მაგიური ფორმულების სამყაროში

მაგიური ფორმულების სამყაროში    

                                                               

სოფო ნადიბაიძე        

                                                                                

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ პროგრამის ფარგლებში, ლიონის Théâtre des Célestins ჟენევის თეატრ-ატელიე „carouge“, და მილანის საპროდიუსერო ცენტრის change performing arts ერთობლივი პროდუქციის „ზანზალაკების  და ავგაროზის“ წარმოდგენა გაიმართა. იდეის ავტორი და რეჟისორი  სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ( ჰოლივუდის კინემატოგრაფიის შუა პერიოდის ყველაზე განთქმული მსახიობი) ქალიშვილი ვიქტორია ტიერი ჩაპლინია.                            

 

სპექტაკლის ტემპო-რიტმის თანასწორობას მთავარი როლის შემსრულებელი აურელია ტიერი ჩაპლინი ტრანსფორმაციული ხედებით ახდენს. მაგიის ზეიმითა და ილუზიონისტური სცენებით აზეიმა ქართველი მაყურებელი კლეპტომანიით შებყრობილმა აურელია ტიერი ჩაპლინმა. ზანზალაკების და ავგაროზის ურთიერთობა მაშინ იწყება, როდესაც აურელიამ ერთფეროვანი ცხოვრების უმოქმედობას, ამჯობინა  საგნების საიდუმლოების  შესწავლა. 70 წუთის განმავლობაში გაუჩერებლივ ბრუნავს ფანტასმაგორიუ-სიმბოლისტური სცენოგრაფია. ყოველი სცენა ეჭვქვეშ აყენებს კლეპტომანიისკენ მიდრეკილ საზოგადოების უკიდეგანო ტრაგედიას, რომლის გამოსწორება შეუძლებელია.                                                                                                          

აურელიას სამყარო ნაჭრების ტყვეობაშია მოქცეული. საბოლოოდ განკურნებისკენ მისული მთავარი როლის  შემსრულებელი, თეთრად მოელვარე სამყაროდან,ბრუნდება მაგიური ფორმულების სამყაროში. მუნჯი კინოს, სიურეალიზმის,ილუზიონისტური შოუს ელემენტების ფონს ქმნის, უხმო კინოს პერიოდის მუსიკალური ატმოსფერო.