
მანდრაგო რას ნაყენი და სასწავლო თეატრის სცენაზე დატრიალებული ფარსი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მარიამ ბელთაძე
მანდრაგორას ნაყენი და სასწავლო თეატრის სცენაზე დატრიალებული ფარსი
ნიკოლო მაკიაველის პიესა მანდრაგორა, 1512 წელს დაიწერა და მიჩნეულია აღორძინების ხანის საუკეთესო კომედიად. მოქმედება ფლორენციაში ხდება და ჩვენ ვხდებით იმის მომსწრენი, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად. ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას და რამდენად სწორია მორალური თვალსაზრისით ჩვენი მიზანი. მაკიაველი პიესაში, ფლორენციელი საზოგადოების კომიკურ და სატირულ სახეს გვიხატავს და ერთმანეთისგან განსხვავებული დასამახსოვრებელი პერსონაჟებით გვანებივრებს მკითხველს. კალიმაქოს იმდენად შეიპყრობს ლუკრეციასთან ურთიერთობის სურვილი, რომ ის მზადაა ყველანაირ სიცრუესა და მანიპულაციას მიმართოს, ოღონდ სასურველი ქალი ხელში ჩაიგდოს. თუმცა, ის გათხოვილი ქალი გახლავთ და მასთან შეხვედრა არც ისე მარტივია, მაგრამ კალიმაქო არ იხევს უკან და მის მსახურ ლიგურიოს მიმართავს დასახმარებლად. ლიგურიო ჩემთვის, იმავე ასოციაციას იწვევს, როგორსაც კომედი დელ’ არტეს არლეკინი. ის ჭკვიანი და გამჭრიახი მსახურია და სწორედ ის ხლართავს ურთიერთობებს პერსონაჟებს შორის. ლუკრეციას ქმარია, საეკლესიო პირი ფრატო. ლიგურიო მზადაა ყველა გარიოს ამ საქმეში, ოღონდ კალიმაქოს ლუკრეციას ალერსი, პირდაპირ ლანგრით მიართვას. მაკიაველი ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიცაა სიყვარული, ღალატი, პიროვნების მორალური თუ ამორალური ქცევები. ის წარმოგვიდგენს ადამიანის იმ მანკიერ თვისებებს, რომელიც ყოველთვის, ყველა ეპოქაში აქტუალურია და ამდენად, მასზე მსჯელობას არაერთ ნაწარმოებშიც ვხვდებით. მორალური გადასახედიდან თუ შევხედავთ, შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად სწორია ადამიანის გაბითურება და ამხელა ტყუილის წამოწყება მხოლოდ, იმიტომ რომ სხვისი ცოლის სურვილი გტანჯავს? თუ გამართლებულია ყველანაირი საშუალება, როდესაც დამატყვევებელ გრძნობას განიცდი, რასაც სიყვარული ჰქვია?.
რეჟისორი ტარიელ კუბლაშვილი, თეატრალური უნივერსტეტის სცენაზე, სწორედ ამ სატირულ კომედიას აცოცხლებს და საინტერესო ხერხებით ცდილობს, სპექტაკლის მსვლელობის პროცესში, მაყურებლის ყურადღება დაიპყროს.
ვაწყდებით მსახიობების მიერ კომედიურ ჩანართებს და ეგრეთ წოდებული მეოთხე კედლის დარღვევას. კალიმაქოს დაჩი ცაავა განასახიერებს და გვერდს რაჟდენ ლაღაძის ლიგურიო და სანდრო ფოლოდაშვილის ე.წ. სირო უმშვენებს. კალიმაქო მიზანდასახული, გამჭრიახი ახალგარდა მამაკაცია, საკამოდ მომხიბვლელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. დაჩი ცაავას შესრულება გადამდებია და მისი შინაგანი ტემპო-რიტმი და ლუკრეციას მიმართ ლტოლვა ნამდვილად იგრძნობა. მისი ხმის ტემბრი პერსონაჟს ნამდვილად მოუხდა და რამდენიმე ინტონაციური ხარვეზის მიუხედავად, კალიმაქო, როგორც პერსონაჟი შედგა. რაც შეეხება, რაჟდენ ლაღაძეს ლიგურიოს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო მსახიობის პლასტიკა, რომლის საშუალებითაც, კარგად გადმოსცემს მისი პერსონაჟის ხასიათს. რაჟდენ ლაღიძის პერონაჟი, როგორც ვიცით, მსახურია, რომელიც კალიმაქოს სურვილის შესასრულებლად იბრძვის. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, ჩემის აზრით, მისი მოქნილობაა. მას შეუძლია მოერგოს ყველანაირ სიტუაციას და ისე წარმართოს საქმე, როგორც მას კონკრეტულ მომენტში აწყობს.
სანდრო ფოლოდაშვილის პერსონაჟი ე.წ. სირო მისი ბატონის ერთგული მსახურია. ის სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტიპია, რომელიც გამომსახველობით და კომიკური ელემენტებით გამოირჩევა. მისი შესრულება შესაძლოა ილუსტრირებულად და გადაჭარბებულად მოგვეჩვენოს, თუმცა, სპექტაკლში კარგად ეწერება. მსახიობი, ყოველი გამოჩენის დროს, ნამდვილად ახერხებს მაყურებელს სახეზე ღიმილი მოჰგვაროს. ლაშა მორჩილაძის ნიციას რაც შეეხება, მას გარემოებების მსხვერპლიც კი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ატრიალებს თითქმის ყველა პერსონაჟი, თავის ჭკუაზე. ლაშა მორჩილაძეს, უნდა აღინიშნოს, კარგად აქვს მორგებული პერსონაჟის ხასიათი და გააზრებულია მისი ყოველი შეფასება. ის კარგად გადმოსცემს თავისი გმირის მხატვრულ სახეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ილუსტრირებული შესრულების ელემენტები ლაშა მორჩილაძესაც თან სდევს. ანა თოგოშვილი, რომელიც ლუკრეციას დედის როლს ირგებს საინტერესო პერსონაჟად გვევლინება. ის ტემპერამენტიანი და ცეცხლოვანი ქალია, რომლის სიტყვასაც მისი შვილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მისი შესრულება, ჩემის აზრით, ზოგჯერ არადამაჯერებელია და ხელოვნური, ამიტომ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. იგივე შეიძლება ითქვას თამარ ქადაგიძეზეც, რომელიც სპექტაკლში მრევლის სახეს წარმოგვიდგენს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორმაც გადააჭარბა პესონაჟზე მუშაობის დროს. ვინაიდან თამარ ქადაგიძის სახე ჩემთვის ზედმეტად უტრირებული იყო. თუმცა, მსახიობს ჰქონდა კარგი მომენტები და შეფასებები, რამაც მაყურებელი გაახალისა და მოწონება დაიმსახურა. ყველაფრის მიუხედავად, თამარ ქადაგიძის პერსონაჟი ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. ნიკა გუგუნავას მიერ შესრულებულმა მღვდელმა ფრატომ დიდი წვლილი შეიტანა სპექტაკლის წარმატებაში. მსახიობის შეფასებები, ინტონაცია და მიმიკა ზუსტი იყო და კომედიის ჟანრის ფარგლებში კარგად წარმოადგენდა იმ სამწუხარო რეალობას, სადაც სასულიერო პირები მატერიალური სარგებელის მიღების მორევში იძირებიან. თავად ლუკრეციას რაც შეეხება, ქალს, ვის გამოც ამხელა ტყულების ქსელი იხლართება, ნანა ბიბილაშვილი განასახიერებს.
ლუკრეცია მშვენიერი ქალბატონია, რომელიც უბრალო იარაღია, რათა გვაჩვენოს ავტორმა, თუ რაზე არის წამსვლელია ადამიანი. ნანა ბიბილაშვილი ჰაეროვნად და მსუბუქად გადმოსცემს პერსონაჟს სცენაზე. მის გამოჩენას მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდება, რადგან აინტერესებს თუ ვინ არის ქალი, ვის გამოც ამხელა ტყუილზე და სიცრუეზე წასვლა ღირს. თუმცა, ესთეტიკური სილამაზისა და ენერგიის მიუხედავად, მისი პერსონაჟი პირადად ჩემთვის დასამახსოვრებელი არ არის. ვფიქრობ, რომ მას განსაკუთრებული ფერი და ენერგია სპექტაკლში არ შემოაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ქორო, რომელმაც სპექტაკლი გაამდიდრა, გაახალისა და ტემპი და ენერგეტიკა შემოიტანა. ქოროს როლში ვხედავთ ნინუცა ცაგარეიშვილს, ელენე ჭავჭავაძეს, ნინი მაჭავარიანს, გიო სირბილაძეს და დაჩი მუჯირიშვილს. ქორო ნამდვილად გამოირჩეოდა ვიზუალური ესთეტიკით და ქოროს მონაწილეთა გამოჩენა მაყურებელს იყოლიებდა კიდეც. სიმღერით გადმოცემული პერსონაჟთა გასაჭირი და მდგომარეობა საინტერესო ხერხია და, ამ შემთხვევაში, გამართლებულია კიდეც. მხატვარი ნუცა კერესელიძეა და საინტერესო სივრცეს გვიქმნის წითელი კედლით, რაც პერსონაჟების ტემპერამენტზე მეტყველებენ. სცენა მოძრავია და მისი საშუალებით, ჩვენ ვხვდებით ეკლესიაშიც და იქაურ გარემოსაც ვეცნობით. კედელზე ჩამოკიდებული მანდრაგორაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლის დანიშნულებაც დეკორაციაშიც, ისევე სიმბოლურია, როგორც სპექტაკლში, მისი ნაყენის მნიშვნელობა.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისგან გაცოცხლებული ამბავი მანდრაგორას ნაყენზე და აღორძინების ხანის ფლორენციაზე, სპექტაკლში საინტერესოდ და სახალისოდ არის გადმოცემული. მსახიობების მიერ პარტერის ათვისება და ქოროს სიმღერით შემოსვლა კარგი გადაწყვეტაა და კარგად ერწყმის ესთეტიკას. საბოლოოდ, რომ ვთქვათ, საათნახევრის განმავლობაში, მაყურებელის ინტერესი სპექტაკლის მიმართ სპექტაკლის ბოლომდე იგრძნობოდა და მთლიანად იყო ჩართული სცენაზე განვითარებულ მოქმედებაში.