მზად ხარ ასაკობრივი რევოლუციისთვის?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ზუკა ნემსაძე
მზად ხარ ასაკობრივი რევოლუციისთვის?!
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე
ავსტრიელი დრამატურგის პეტერ ტურინის პიესა „ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დადგა. პიესა ავსტრიული მხარის თანხმობით სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის, მზია გარდავაძემ თარგმნა.
რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, რუსთავის თეატრში შეკრებილ მაყურებელი, „მრგვალის მაგიდის“ ფორმატში დაგვსვა და მოგვცა შესაძლებლობა, სპექტაკლის მსვლელობისას აქტიურად ვყოფილიყავით ჩართული, მაქსიმალურად გვეკონტროლებინა მსახიობების ემოციურობა და მოცემულ სიტუაციაში ბოლომდე გაგვეაზრებინა მათი მიერ გათამაშებული სახეები. ნემსაძემ, სცენოგრაფ ბარბარა ასლამაზთან ერთად, სწორედ ისეთი გარემო შემოგვთავაზა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურებაში იკვეთება. სცენის ცენტრში ალცჰაიმერით დაავადებული ორი პერსონაჟი და ჩვენ გამადიდებელი ლუპით დამკვირვებელი საზოგადოება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ ასე ვუცქერთ, ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან განსხვავდებიან. თუმცა რეჟისორის დაკვეთა, მხოლოდ გამადიდებელი ლუპით დაკვირვება არ იყო, მან როგორც დასაწყისში ასევე სპექტაკლის მსვლელობისას არა ერთი მნიშვნელოვანი დავალება შემოგვთავაზე, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად.
სპექტაკლის დასაწყისში, ტექნიკურმა რეჟისორმა ლიზა გაფრინდაშვლმა, წამყვანის, უფრო სწორედ კი მედიატორის როლი მოირგო და მაყურებელს შესთავაზა ფრაზა „აბლაბუდა მაბლაბუდა შიგ ობობა გაბლანდულა“ - სწორედ ეს ენის გასატეხი აღმოჩნდა, ის გარდმტეხი ძალა მაყურებელში, რომელმაც დაგვაფიქრა, ჩვენში რაღაც პროცენტით უკვე ჩაბუდებულ ალცჰაიმერზე, რომელიც მინიმალურის დავიწყებით იწყება და სწორედ ჩვენ წინ წამორდგენილი პერსონაჟებივით მაქსიმალური დავიწყების სახეს იძენს.
„ერთად ალცჰაიმერით ცხოვრება მშვენიერია“ არის სპექტაკლი ალცჰაიმერით დაავადებული წყვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ იცვლება ყოველდღიური ცხოვრება, მეხსიერების, ცნობიერებისა და პიროვნების დაკარგვის პროცესში.
რეჟისორი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ დაავადების სირთულეზე, არამედ იმ ადამიანურ გამძლეობაზე და ურთიერთგაგებაზე, რომელიც მეხსიერების დაკარგვის პროცესშიც კი რჩება. ამ სპექტაკლის დადგმით, იგი ცდილობს გააღვივოს აუდიტორიის ემპათია და სიღრმისეულად გაუგოს ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს. ესაა მოწოდება სიყვარულისა და თანაგრძნობისკენ, რომელიც სცდება დაავადების ჩარჩოებს და აჩვენებს, რომ ადამიანური ურთიერთობები უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი გონებრივი შეზღუდვა.
ანა შარვაძისა და ბაჩო ქაჯაიას მიერ შექმნილი პერსონაჟები, ემოციურები არიან. ისინი ახერხებენ, პერსონაჟის ფსიქოლოგიური და ემოციური სირთულეების სრულად გადმოცემას. მათ ბოლომდე აქვთ გააზრებული, პერსონაჟების ყველა ნიუანსი, რაც მათ განსაკუთრებულად რეალისტურ და მრავალშრიან განსახიერების შესაძლებლობას აძლევთ. ბაჩო ქაჯაია, ახერხებს მცირე დეტალებითაც კი პერსონაჟის სულის სიღრმისეული ფენების გადმოცემას, რაც მის შესრულებას დამაჯერებლობას და სპეციფიკურობას მატებს. პერსონაჟის ემოციური ინტენსივობის ოსტატურად გადმოცემით, მაყურებელს საშუალებას აძლევს, პერსონაჟის ტკივილი, სიყვარული ან შიში საკუთარ თავში განიცადონ.
ანა შარვშიძის, მიერ განსახირებეული პეროსნაჟი, ნამდვილად ემოციურია, იგი თავიდან ბოლომდე შედის როლში და სამსახიობო ოსტატობით, მაყურებელს აიძულებს, რომ ყველას თვალი და ყურადღება მასზე იყოს ორიენტირებული. იგი შთამბეჭდავია მიზასცენებში, სადაც ერთდროულად, როგორც მოხუცი, ისევე მოგონებების მიერ ამოტივტივებული ახალგაზრდა ქალი უნდა წაუდგინოს მაყურებელს. სწორედ ასეთ მომენტებში, დაჩი დოდაშვილის მიერ ზუსტად ისეთი მუსიკალური გაფორმებები ისმის, რაც მსახიობსა და მაყურებელს უფრო და უფრო აახლოებს.
ერთ-ერთი მიზანსცენა, როცა მოხუცებულებმა ანი შარვაძემ და ბაჩო ქაჯაიამ, უნდა იცეკვონ, ქორეოგრაფ გია მარღანიას მიერ დადგმული, ტანგო, უფრო ვალსის ელემენტებით, ზუსტად ასახავს სპექტაკლის მიმდინარეობისას ახალგაზრდობაში გავლენიანი, ხოლო მოხუცებულობაში ალცჰაიმერით დაავადებული წყვილის განვლილ ცხოვრებას.
ასევე უნდა აღინიშნოს, გიორგი ბუაჩიძის მიერ შექმნილი ექიმი, პოლიციელის ხელჯოხითა და ალიკაპით, უგულო გამომტყველებით და ადამიანური „ხერხემლიდან“ ამოვარდნილი ქცევებით, სწორედ იმ უგულო, უნიათო, არაფრისმქნელი, საზიზღარი არსების სახეს ქმნის, რომელსაც ცხოველსაც კი ვერ შეადარებ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ცხოველები სიყვარულისა და მზრუნველობის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ზოგჯერ ისინი ამას ადამიანზე მეტად ავლენენ. ასე, რომ ბუაჩიძის ექიმი არაფერს გავს, თავადაა ის დაავადება, ის პრობლემა რომელიც ჩვენ საზოგადოებას სჭირს, რომელსაც უსიყვარულობა ქვია.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პატარა მსახიობის, ნიკოლოზ რამიშვილის მიერ შთამებჭდავად, შესრულებული როლი, „შვილიშვილი“, აშკარაა, რომ პატარ მსახიობი ზუსტად იაზრებს სპექტაკლის სიმძიმეს და რეჟისორის მიერ დაკისრებულ მისიას პირნათლად ასრულებს, სპექტაკლი რამიშვილის ცეკვით იწყება, შემდეგ კი მაყურებელთან ერთად, პარტერიდან აკვირდება ბებია-ბაბუის ცვლილებებს, ალცჰაიმერით გამოწვეულ პრობლემებს და ფინალურ სცენაში, არაორდინალური ქცევებითა, ტანის მოძრაობებით და ე.წ. შემოდგომის ჭრელა-ჭრულა ფოთლების ჰაერში აყრით სრულდება.
სპექტაკლის მსვლელობის დროს მოხუცებულმა წყვილმა არა ერთი ეპიზოდი გაიხსენეს განვლილი ცხოვრებიდან. რეჟისორმა, მათი სხვადასხვა ემოციური მდგომარეობიდან, მეამბოხე სულიც წარმოადგინა, რომელსაც საპროტესტო აქციების ხმები გასდევდა ლაიტმოტივად, აშკარაა, რომ ცოლიც და ქმარიც, მიუხედავად იმისა თუ ცხოვრების განმავლობაში რა არ ჩაუდენიათ, ერთმანეთის ღალატიდან დაწყებული, ტყუილითა და სხვდასხვა ცოდვით დასრულებული, ისინი ყველაფრის მიუხედავად კარგი მოქალაქეები არიან. პროტესტანტი და სახელმწიფოებრიობის მოყვარული ცოლ-ქმარი ალცჰაიმერთან ერთად, ასაკობრივი „რევოლუციის“ წინაშე მაინც უძლურები არიან.
და, მაინც, საინტერესოა, რა არის ჩვენი ცხოვრება? ჩიტივით გაფრენილი წამი თუ დაგროვილი ემოციები, სწორედ ისეთი როგორიც ე.წ. შემოდგომის ჭრელა-ჭრულა ფოთლებია.