გაიგე და დაინახე მეტი

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რომელთა შერჩევა მოხდა საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭოს მიერ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „შოუ-ქეისი“, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები.

Drunk enough to say I love you?

წლევანდელ ,,დურუჯში” ნომინირებული სპექტაკლებიდან პირადად მე ყველა ვერ ვნახე. როდესაც საუბარია ესოდენ გამომწვევი სათაურისა და ფინანსური მასშტაბების მქონე პრემიაზე, ვფიქრობ აუცილებელია სპექტაკლი სარეპერტუარო ხასიათის იყოს. ჩემი აზრით თეატრები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ნომინირებული სპექტაკლების პერიოდულ ჩვენებას. ამის მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოებაში კონკრეტულ სპექტაკლებთან მიმართებაში რაიმე ცრუ მოსაზრება არ გაჩნდეს.

ერისთავის თეატრის კონკურსი

ერისთავის თეატრი აგრძელებს ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერას და აცხადებს კონკურსს ,,GATE 35,,
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა რეჟისორებს 35 წლამდე.

ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ იწყება

მოხარული ვართ გაცნობოთ, წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე  წელიწადს თეატრისა და ხელოვნების  მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდერობას ჰქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.  

ოზურგეთის თეატრი საქართველოში სამი პრიზით დაბრუნდა

ანა პეტროვასა და ნევენა მიტევას სპექტაკლი „კოცნა“ ბულგარეთსა და უკრაინაში წარმატებული ტურის შემდეგ მალთაფეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელშიც ათი ქვეყნის ჩვიდმეტი თეატრი მონაწილეობდა. თავად თურქეთი ფესტივალზე შვიდი თეატრით იყო წარმოდგენილი.

პრემიერა ფოთის თეატრში და საგასტროლო ტურნე

23-24 სექტემბერს ფოთში, 26 სექტემბერს თბილისში, გრიბოდოვის თეატრში, 27 სექტემბერს გორში, 28 სექტემბერს ახალციხეში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელწიფო თეატრი მასშტაბურ პრემიერას გამართავს. 

პრესკონფერენცია

17 სექტემბერს, სამშაბათს  11:00 საათზე,  (ათონელის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანი)
 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია -  პროგრამის პრეზენტაცია.