top of page

ფოთის დრამატული თეატრი

ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალი შენობის მშენებლობას საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა. 2014 წლის 31 მაისს შენობა საზეიმოდ გაიხსნა. თეატრის შენობის პროექტის ავტორი საპროექტო ფირმა „ლატელიტია“, ხოლო პროექტის  არქიტექტორი - ლადო ხმალაძე. ახალი შენობა ჯამში, 607 მაყურებელზეა გათვლილი.

 

ფოთის თეატრის შენობა თანამედროვე არქიტექტურულ დიზაინს ატარებს. ფოთის თეატრის შენობაში მხოლოდ ერთი დიდი სცენაა. ღია დარბაზი, საიდანაც მთელს სივრცეზე იშლება დიდი და ღრმა სცენა, რომელიც თანამედროვე, მულტიფუნქციური განათებით არის აღჭურვილი, წარმოდგენის აღქმის სრულ საშუალებას იძლევა. სცენა მაღალჭერიანია, კარგი აკუსტიკური მონაცემებით. ზოგადად თეატრის შენობა მულტიფუნქციურია. სცენაზე შესაძლებელია, როგორც სპექტაკლების, ისე საკონცერტო წარმოდგენის გამართვა, როგორც ორკესტრისთვის, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლისათვის. თეატრს გააჩნია ერთი დიდი ფოიე, რომლის გამოყენება შესაძლებელია, როგორც კონფერენციებისათვის, ასევე სხვადასხვა დანიშნულებით. შენობას გააჩნია რამდენიმე სათავსო, საგრიმიორო და სარეპეტიციო სივრცეები.

 

ფოთის თეატრში ამჟამად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1 (6).jpg
1 (2).jpg
ფოთის დრამატული თეატრი
1 (4).jpg
1 (5).jpg
1 (8).jpg
1 (11).jpg
1 (10).jpg
1 (9).jpg
bottom of page