ფოთის დრამატული თეატრი

ქართული თეატრის ფარდა ფოთში პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ ფოთი თეატრალურ ქალაქად იწოდება. პირველ სპექტაკლებად წარმოდგენილ იქნა  აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“და  ალ. თუთაევის „სოფიო“. მას შემდეგ ფოთელ სცენისმოყვარეებს თითქმის უწყვეტი სეზონი ჰქონდათ.

 

1925 წლის 29 ოქტომბერს თეატრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მას სათავეში ჩაუდგა  იუზა ზარდალიშვილი.

 

1928 წელს ფოთის  სახელმწიფო თეატრი მუშათა სახელმწიფო თეატრად გადაკეთდა, რომლის დირექტორი ბორის გამრეკელი გახდა.

 

განახლებულ სტაციონარზე, განახლებულ სათეატრო შენობაში დასი მუშაობას იწყებს 1936 წლიდან, ნიკო გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.

 

1963 წლიდან  თეატრი ვალერიან გუნიას სახელობისაა.

 

1985 წელს დასრულდა ძველი შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა ქართული თეატრის დღეს 14 იანვარს.   დასი კი 27 მარტს, პრემიერით  „მედეა“--ევრიპიდე, წარსდგა მაყურებლის წინაშე. ამავე წლის 31 მარტს კი მცირე დარბაზში გერნეტისა და გურევიჩის „ბატის ჭუკი“ იხილეს პატარებმა.

      

2000 წელს , შენობის  გუმბათში განთავსებულ დარბაზში, ნაჩვენები იქნა  ნ. ბასილიას „აკრძალული“.

      

2005 წლის მარტში თეატრმა დატოვა შენობა მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს  მოთხოვნით, რომელმაც რეკონსტრუქციის შემდეგ აღადგინა საკათედრო ტაძრი ამ შენობაში.

     

2006 წლის 1 მარტიდან თეატრმა ფუნქციონირება აღადინა ფოლკლორის ცენტრში, სადაც პირველი სპექტაკლი 2006 წლის 29 აგვისტოს იქნა ნაჩვენები. „როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი“- ნახუცრიშვილი, ბედელაძე.

     

2014 წლის 31 მაისს თეატრმა იზეიმა ახალი შენობის გახსნა საკონცერტო, თეატრალური ნომრებით. პირველი პრემიერა კი 2014 წლის 25 ივლისს წარმოადგინა. უილიამ შექსპირის  „ჰამლეტი“. რეჟისორი დავით მღებრიშვილი.

     

2019 წლიდან  თეატრის შენობაში რემონტია და თეატრი კვლავ ფოლკლორის ცენტრში ფუნქციონირებს.