ქალის ხმა საქართველოდან, ანუ გროტესკიდან გლამურამდე
„ქალის ხმა“ საქართველოდან, ანუ „გროტესკიდან გლამურამდე“
ლაშა ჩხარტიშვილი
პრაღის კვადრიენალე სცენოგრაფიის სამყაროში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელსაც თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით ოლიმპიადასაც კი ადარებენ. ქართველმა არტისტებმა წელს უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა ამ მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმში. პირველად საქართველოს პავილიონი პრაღაში 4 წლის წინ მოეწყო, რომლის კურატორიც ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი გახლდათ. წელს კი, საქართველო პრაღის კვარდიენალეზე უფრო მომზადებული (ორგანიზებული) და საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ფართო მასშტაბიანი გამოფენით წარსდგა. წელს კვადრიენალეზე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის საქართველოს პავილიონმა დამთვალიერებლისა და სპეციალისტების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სცენოგრაფებისთვის, დამოუკიდებელი არტისტებისა და ზოგადად ქართული თეატრისთვის ამ მნიშვნელოვან ფორუმში ქართული პავილიონის ორგანიზების ხარჯები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტრომ დააფინანსა. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ლიფლეტი და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცა ინგლისურენოვანი კატალოგი, რომელიც უფრო კონკრეტულად და დაწვრილებით მოგვითხორბს თანამედროვე ქართულ სცენოგრაფიასა და მონაწილე არტისტების შესახებ.
საქართველოს პრაღის კვადრიენალეზე წარმოადგენდა თათია სხრიტლაძე (ვიდეო არტი), ნინო ჩუბინიშვილი (კოსტიუმების დიზაინერი, ვიზუალური არტისტი), სცენოგრაფები და კოსტიუმის მხატვრები: ნინო ჩიტაიშვილი, მანანა გუნია, ანა კალატოზიშვილი, ნინო კიტია, თეო კუხიანიძე, ანანო მოსიძე, ანა ნინუა, თამარა ოხიკიანი, ეკატერინე სოლოღაშვილი და კოსტიუმების მხატვრები: ნინო სურგულაძე და ნინო (ნუცა) ხიდაშელი. ეს ის ხელოვანები არიან, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ ქართულ თეატრში და ქმნიან საინტერესო შემოქმედებას. ეს ის არტისტები არიან, რომელთა ნამუშევრები ხელს უწყობს და ბევრ შემთხვევაში განაპირობებენ კიდეც სპექტაკლების წარმატებას.
წლევანდელ პრაღის კვარდიენალზე ქართველი არტისტების მონაწილეობასა და ქართული პავილიონის ორგანიზებას ხელმძღვანელობდა ნინო გუნია-კუზნეცოვა, რომელიც თამარ ბოკუჩავასთან ერთად იყო კონცეფციის ავტორი, პროექტის კურატორი. სწორედ მისი და მი მიერ შერჩეული გუნდის დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა საქართველოს ღირსეული წარდგენა პრაღის კვადრიენალეზე, რომელიც მრავალ პერსპექტივას უშლის ქართველ არტისტებს და ზოგადად ქართულ სცენოგრაფიას.
გამოფენის „ქალის ხმა“ კონცეფციის, გამოფენაზე მირებული შთაბეჭდილებებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ, უფრო დაწვრილებით გვესაუბრება გამოფენის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი და თანაკურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავა.
- ქალბატონო თამარ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა პრაღის კვადრიენალეში?
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად ღონისძიებისთვისაც ქართველების მონაწილეობა. ქართველების გამოფენა განსხვავდებოდა ძირითადი ტენდენციისგან, რომელიც წელს გახდა წამყვანი პრაღის კვადრიენალეზე, რადგან იყო ინდივიდუალური და თვითმყოფადი, რასაც გვეუბნებოდნენ კიდეც პავილიონში მოსული სტუმრები. ბევრი არაფორმალური წარმატება გვქონდა. ქართველებისთვის მონაწილეობა მსგავს ფორუმში არის გამოცდილება, კარგი საშუალება ვითარების გაცნობის, საკუთარი თავის პროპაგანდა-პოლუარიზაციის. უნდა გითხრათ, რომ დამთვალიერებლებით სავსე იყო ქართული პავილიონი. ძალიან ბევრი დათავლიერებელი მოდიოდა და გამოხატავდა აღფრთოვანებას. ბევრმა საქართველო იცოდა, მაგრამ მწირი ინფორმაცია ჰქონდა ქართული თეატრის შესახებ. ჩვენს პავილიონს სტუმრობდნენ ცნობილი ხელოვანებიც, მონაწილეებიც, გამარჯვებულებიც. ისინი ერთხმად აღნიშნავდენ, რომ საინტერესო და ორიგინალური გამოფენა იყო. ინტერესდებოდნენ, იღებდნენ ვიდეოს, ფოტოებს, გვისმევდნენ კითხვებს. ეს ინტერესი იმაშიც გამოიხეტებოდა, რომ კატალოგზეც იყო დიდი მოთხოვნდა. იმენად დიდი, რომ ბოლო დღეებში პრაქტიკულად კატალოგის გარეშე დავრჩით.
- რამდენად კარგად იყო წარმოჩენილი ქართული სცენოგრაფია და რა კრიტერიუმით შეირჩა მონაწილეები?
- ნინო გუნია, როგორც კურატორი, ამ პროექტზე ფქრობდა საკმაოდ დიდი ხანი, ჩვენ სისტემატურად ვურთიერთობდით და ხშირად ვსაუბრობით ტენდენციებზე, რაც გამოიკვეთა ბოლო ხუთ წელში. დავდიოდით სპექტაკლებზე და ვაფსაებდით მათ. ნამუშევრები გამოვარჩიეთ არა მარტო სცენოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ შემდგარი სპექტაკლებია ავირჩიეთ, სადაც სცენოგრაფიაც თამაშობს მნიშვნელოვან როლს. სრულიად მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ უკანკნელი წლების განმავლობაში, სტატისტიკურად ძალიან ბევრი ქალია სცენოგრაფი. რაოდენობრივადაც და ისეც, კარგი სპექტაკლების სცენოგრაფები, კოსტიუმების დიზაინერები არიან ქალბატონები. გამოიკევთა კიდევ ერთი ტენდენცია, სადაც რეჟისორები არიან სცენოგრაფები (ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი) და კოსტიუმების მხატვრები ქალები (ნინო სურგულაძე, ანანო მოსიძე). ჩვენი აზრით, საინტერესო იქნებოდა შექსპირის ორი სხვადასხვა კომედიის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ესთეტიკაში გადაწყვეტილი ნაწარმოებების ჩვენება. შევარჩიეთ სპექტაკლები, სადაც სცენოგრაფიამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სპექტაკლის წარმატებაში. ამიტომაც, აქცენტი გავაკეთეთ ქალებზე, ქალთა სცენოგრაფიაზე, რომელიც ამავდროულად არის გარკვეული ტენდენციის გამომხატველიც. კატალოგის შესავალში, მინისტრის მიხეილ გიორგაძის წინასიტყვაობაში, აღნიშნულია, რომ სფეროში, რომელიც მამაკაცთა დომინირების სფერო იყო, შემოდინა საკმაოდ საინტერესო შემოქმედი ქალების ნაკადი. სადაც დომინირებდა კაცი, ჩაენაცვლა ქალი. ვფიქრობდით, რომ ეს მნიშვნელოვანი ტენდენცია იყო. სხვათაშორის, გამოფენამ მოიცვა არა მხოლოდ დედაქალაქის თეატრში განხორციელებული სპექტაკლები, არამედ რეგიონებიდანაც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თამარ ოხიკიანის მიერ შესრულებული ორი ნამუშევარი ფოთის თეატრიდან და თეო კუხიანიძის „მაკბეტი“ (რეჟისორი ვანო ხუციშვილი) ქუთაისის თეატრიდან.
- უფრო კონკრეტულად, როგორ იყო გამოფენა გადაწყვეტილი კონცეპტუალურად და ფორმის თვალსაზრისით?
- ქართული პავილიონი საკმაოდ მრავალფეროვანი და უცხო იყო. სპექტაკლების საუკეთესოდ წარდგენის საშუალებად მივიჩნიეთ ვიდეო მასალა, რომელიც ვამჯობინეთ ესკიზებს. ჩვენ ესკიზების დემონსტრირება კი არ მოვახდინეთ, არამედ სპექტაკლები წარვადგინეთ ვიდეობის სახით, სადაც ვაჩვენებდით საუკეთესო ფრაგმენტებს სპექტაკლებიდან, რომელშიც კარგად ჩანდა ინდივიდუალურობა, განსხვავებული გადაწყვეტა. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, შევაცადეთ მაქსიმალურად კარგად გადმოგვეცა თითოეული სპექტაკლის თვის დამახასიათებელი ვიზუალური შტრიხები და სცენოგრაფიიაზე მუსაობის პრინციპი. ქალ სცენოგრაფებს ჩვენ ზოგადი მსგავსებები დავუდგინეთ. შევამჩნიეთ ერთგვარი გლამურულობა და მიდრეკილება გროტესკისკენ. საერთოდ, ლამაზია და დახვეწილი ქალთა სცენოგრაფია. გროტესკულობა განსაკუთრებით გამოიკვეთა რობერტ სტურუასთან, სპექტაკლში „ასულნი“, ანა ნინუას სცენოგრაფიაში. „ორმაგი ჯამბაზი“ ასე დავარქვით კომპოზიციას, რომელსაც სპექტაკლში დარეჯან ხარშილაძე და მარინა ჯანაშია ასრულებენ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ სილიკონის ნიღბების ხანგრძლივი მოთმენისთვის, მათი პორტრეტული თოჯინა გავაკეთეთ, რომელიც ბინას რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაიდებს. ეს თოჯინა პავილიონის შემოსასვლელში იყო განთავსებული და ერთგვარად ეგეგებოდა და აცილებდა ყველა სტუმარს. უნდა გითხრათ, რომ ძალიან პოპულარული გახდა ეს თოჯინა, ყველა ესალუნებოდა და გულმოდგინედ ათვალიერებდა.
- რით ხასიათდებოდა ქართველების გამოფენა და სხვა რა ტენდენცია გამოჩნდა ჩვენს ჯგუფურ გამოფენაში?
- ჩვენ ამოვედით ქართული ფორმა-შინაარსიდან და ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. შეგვეძლო მოგვეფრინებინა რაღაც და ხელოვნურად მოვახვედით თავს ჩვენს თეატრს რაღაც პროცესს; ამიტომ, ვარჩიეთ ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესი წარმოგევიჩინა, მის საუკეთესო და დამახასიათებელ ჭრილში. ერთი მხრივ, ქალთა სცენოგრაფია წამოიწია წინა პლაზე, ქალები კომფორტულად და ჰარმონიულად თანამშრომლობენ რეჟისორებთან, დავინახეთ ფერთა გამის ტენდენციაც: შავი, წითელი და თეთრის დომინირება, ერთგვარი საბაზისო, არქეტიპული ფერები; გამოჩნდა, რომ ლატენტური, გარდამავლი პერიოდია. ქალთა ესეთი თანამონაწილეობა პოლიტიკურად, მენტალურად, ახალი იდენტობის გამოკვეთსკენ პერიოდს გვიჩვენებს. ეს იყო გლამურსა და გროტესკს შორის განფენილი სცენოგრაფიული ვიზუალიზაცია, დოზა ერთნაირი არ არის, ზოგან გლამური სჭარბობს და ზოგან გროტესკი, მაგრამ ტენდენციები და ასევე საბაზისო ფერებსკენ მიდრეკილება, ვფიქრობ, საჭიროებს ღრმა ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს, რაზეეც დაყრდნობით შესაძლებელია, უფრო შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება. მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი დეტალი: დამთვალიერებლები აღნიშნავდნენ არტისტების ინდივიდუალურობასა და გამოფენის მრავალფეროვნებას.
- გარდა სცენოგრაფების ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული ესთეტიკისა, რით იყო გამოფენა მრავალფეროვანი?
- გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი არტისტი ნინო ჩუბინიშვილი, რომელიც პერფორმანსიკენ არის მიდრეკილი და მისი ქმედითი, ინტერაქტიული პერფორმანსი იყო საკმაოდ საინტერესო, ეს იყო ვიდეო გამოფენა. ჩვენი პავილიონის სივრცის სცენოგრაფიულად გადაწყვეტის ავტორი იყო მანანა გუნია. ჩვენი გამოფენის ორიგინალურობას, პავილიონის ადგილმდებარეობამაც შეუწყო ხელი. ჩვენს პავილიონს სამი კარი ჰქონდა, ყველა დამთვალიერებელი ჩვენთან ხვდებოდა, სხვა გამოფენებზე შესასვლელად ჩვენგან უნდა გასულიყო. ეს დამთხვევა, მეტაფორულად ქართულ გეოპოლიტიკასაც დავუკავშირეთ. დერეფანი, სადაც არის გამორჩეული და ინდივიდუალური კულტურა. გარდა ამისა, ჩვენს გამოფენას გამოარჩევდა ვიდეო არტი, რომელმაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა, რამდენიმე ეკრანზე ერთდროულად მიდიოდა ვიდეო არტი, რომელიც შექმნა ვენის ხელოვნების სკოლის ასისტენტ პროფესორმა თათია სხირტლაძემ, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ქალია. იგი დეტალურად ჩაწვდა ჩვენს იდეას. დიდ კედელზე მიდიოდა ვიდეოარტი, რომელიც ორი შრისგან შედგებოდა. ერთი იყო ზედაპირული, ოდნავ სტატიკური გამოსახულება, მეორე უფრო დინამიკური. თათიამ რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზა. ეს იყო ძალიან კარგი თანამშრომლობა, ის დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს და დეტალურად გაეცნო გამოფენის მასალებს. თათიამ შემოგვთავაზა დები იშხნელების ერთ -ერთი სიმღერა. მან მოძებნა ისეთი ჩანაწერი, სადაც დები იშხნელები არ არინ ანციონალურ კოსტიუმებში და მათ აცვიათ შავი კაბები. მათი სახეები გახდა ფანჯრები უკანა სამყაროში. ორი თანამედროვე და არქაული ფორმა, რაც ჩვენი პავილიონის იდეას, ტრადიციისა და ნოვაციის კავშირს დაუკავშირდა. განახლებული იდენტობა ნიშნავს იმას, რომ შეინარჩუნო შენი, რომ არ გახდე სხვა და ამავდროულად ჩაეწერო ახალი სამყაროს, ხელოვნების, ახალი რელობის კონტექსტში. თანამედროვესი და არქაულის, ტრადიციისა და ნოვატორობის ძალიან კარგი სინთეზი წამროგვიდგინა. ვიდეოარტის უკანა კადრებს კოდური კადრები შეიძება დავარქვათ, ეს კადრები გადაღებული იყო ოპერისა და რუსთაველის თეატრის სცენის მიღმა, ვიდეო გამოსახულებაზე ასახული იყო ტექნოლოგიური დეტალები, რომლებსაც სცენოგრაფი იყენებს, ასევე სცენის მეურნეობა: კედლების ფაქტურები, კოლექტორი, განათების სისტემა, ფერადი მავთულები და ეს ყველაფერი ავიდა მხატვრული ნაწარმოების ხარისხში. ოთხი ფანჯარა იყო სხვა სამყაროში, რამაც შემქმნა არჩვეულებრივი ატმსოფერო. გამოსახულებას კრავდა მარინა ჩარკვიანის მიერ გაკეთებული თანმედროვე მუსიკა, რომელიც ხმოვან აურას მქნიდა, რომელიც არ იყო ტრადიციულ მელოდიურ პრინციპზე დაფუძნებული. ეს კომპოზიცია თავისი ეკრანებით და სტრუქტურით, აქა იქ გარღვეული შავი ყუთის პრინციპზე იყო დამყარებული, რომელსაც გამორჩეული ხიბლი და აურა ჰქონდა, არა შოკისმომგვრელი, არამედ შემპარავი და მომნუსხველი.
- გამოფენის სახელწოდებაც - „ქალის ხმა“ალბათ, ქალ სცენოგრაფთა დომინანტობის გამო შეირჩა...
- გამოფენის სახელწოდება ნაკარნახევი იყო კონცეფციიდან და ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული, თათია სხრიტლაძის ვიდეო არტი ოთხი ქალის, დები იშხნელების ერთ-ერთ ვიდეოს ეფუძნებოდა, ჩვენი გამოფენა პრაქტიკულად, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით იყო ქალის ხმა, ეს იყო ქალის თვითგამოხატვა, თვითძიება, საკუთარი თავის გახმოვანების პროცესში თვითგაუცხოება და თვით დადგინება.
- მაინც საით მიდის მსოფლიო სცენოგრაფია, საითკენ ვითარდება?
- საინტერესოდ ვითარდება მსოფლიოში ეს დარგი. მონაწილეობა ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, ჩასვლა და დაკვირვება პროცესზე, ძალიან გამიკვირდა, წინა კვადრიენალეზე თეატრს ჰქონდა დიდი ყურადღება დათმობილი, წელს არტს, ეს არ იყო კალსიკური სცენოგრაფია.
- და ქართულ სცენოგრაფიას რა ადგილი უჭირავს ამ სივრცეში? რამდენად თანამედროვეა და რამდენად მისდევს მსოფლიო სცენოგრაფიის ტენდენციებს?
- ქართული სცენოგრაფია არც ავანგარდშია და არც ჩამორჩენილი, უფრო ინდივიდუალურია, ეს კითხვა, სხვაშა შორის, ჩვენს დაგვებადა: - რა უნდა ვქნათ ჩვენ, უნდა ხელოვნურად მივდიოდ ტრენდებს, რაღაც მიმართულებით რომ განვითარდა, თუ ჩვენ ვკონცენტრირდეთ და ჩვენ თვითონ განვითარდეთ, ჩვენ თვითონ ვიფიქროთ ჩვენს მხატვრულ ამოცანებზე?, მე, ეს მეორე გზა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ თავს ზემოთ ვერ ავხტებით. არავისთვის დასამალი არ არის რომ გასული საუკუნის 50 -60 - აინი წლებიდან დღემდე, პოსტ და პოსტ პოსტ მოდერნისტულ სამყაროს ტენდენციებში ბოლომდე ვერ ჩავერთეთ, ჩვენი სპეციფიკური ობიექტური მოცემულობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან საინტერესო ხელოვნება, რომელიც ასეთ განცვიფრებას იწვევდა. რაც მე ვნახე პრაღაში, პოსტ დრამატულ თეატრსაც ვერ ვუწოდებ, რადგან არტი უფრო დომინირებს. თეატრალები ამბოდბენ, რომ მეტი იყო არტი და სახვითი ხაზი დევნის თეატრს, თეატრი დადის ინტერაქტული თანამონაწილეობის დონეზე, ინტერაქტივიც არიას არა ადამიანსა და ადამიანს შორის, არამედ ობიექტსა და ადამიანს შორის. ამ დროს მნიშვნელოვანია შენი თავის ერთგული დარჩე, მაგრამ არ ჩაიკეტო და ყოველთვის გახსნა გზა და გააფართოვო სივრცე.