top of page

ქორეოდრამით გადმოცემული ნაბიჯის სტატისტიკა

48364745_524000578084519_673669375038010

ქორეოდრამით გადმოცემული ნაბიჯის სტატისტიკა                                                                                                                                                                        

სოფო ნადიბაიძე    

                                                                                               

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული თეატრის სპექტაკლი ,,ნაბიჯის სტატისტიკა“, რომლის რეჟისორია თათა თავდიშვილი, მხატვარი/ქორეოგრაფი ტატო გელიაშვილი, მუსიკალური გამფორმებელი MICHEL.                      

 

ერთმოქმედებიანი ქორეოდრამის ავტორი გურამ ჯახუტაშვილია, რომლის ლექსიც ,,ნაბიჯის სტატისტიკა“ სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ღერძია. რეჟისორმა მაყურებელთან უშუალო კავშირის დასამყარებლად მოძრავი სცენა გამოიყენა და მის გარშემო მსხდომი მაყურებელი სპექტაკლის თანამონაწილე გახადა.მინიმალისტური სცენოგრაფიით,მუსიკით,რომელიც ნაბიჯის იმიტაციას ქმნის, აბსტრაქტული და, ამავე დროს, სიმბოლური მოძრაობებით, მსახიობების მძაფრი და ემოციური გათავისებით ერთმოქმედებიანი ქორეოდრამა წინ გადადგმულ ნაბიჯად მოგვევლინა.

 

სპექტაკლში სასცენო მეტაფორებია გამოყენებული. ერთ-ერთი სცენა თვალნათლივ გამოხატავს დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯის ტრაგედიას, რომელშიც ორი პარალელურად განსხვავებული ამბავი ხდება, მუსიკოსი - რომელიც თვითმკვლელობით ისწრაფებს  სიცოცხლეს და მთასვლელი, რომელიც ყველანაირად ცდილობს მიაღწიოს საწადელს. ,,რომელიც,სხვისგან განსხვავებით მოკლეზე მიდის?”. მუსიკოსის როლს, სოფიო ზერაგია ასრულებს,რომლის მარადიულობაში ხედვა და გარდასახვა საიქიოში ემოციურ ეფექტს ქმნის. მთასვლელის როლში თავად რეჟისორია - თათა თავდიშვილი მისი შესრულება გაფიქრებიბებს დღის მანძილზე გადადგმულ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რეალურად აქედან წინგადადგმული ნაბიჯი რომელია. ამ კითხვის გარშემო ტრიალებს მოძრავი სცენა,მსახიობები,პოეტი,რეჟისორი,მხატვარი,მუსიკოსი. მათი მთავარი სათქმელი გადაიკვეთა და ერთ მთლიან ნაჭუჭში მოექცა ქორეოდრამის სახით.

bottom of page