რეალობა არ არსებობს!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
თამთა ქაჯაია
რეალობა არ არსებობს!
[...] „შენ მომავალი აღარ გაქვს“. ყველასათვის ცნობილმა რეჟისორმა, ზურაბ გეწაძემ, 22 ნოემბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტალურ სცენაზე, (ტექსტი - ბასა ჯანიკაშვილი) „მშვიდობით თემურ“ პრემიერა წარმოდგვიდგინა. აღნიშნული პიესა გროტესკითა და შავი უიმორითაა გაჯერებული თუმცა, მასში განვითარებული იუმორით გადმოცემული პარადოქსულობა, აბსურდის თეატრის ელემენტებსაც შეიცავს - რეჟისორის წინამორბედი სპექტაკლებიც ხომ ამავე ჟანრის სპექტაკლებია („მელოტი მომღერალი ქალი“, „მარტორქები“). აბსურდის თეატრის ფუძემდებლები ხომ მუდმივად ამბობდნენ ცხოვრება, თავისი არსით არალოგიკური და უაზროაო. ხოდა ასე გვემშვიდებობა სპექტაკლის დასაწყიში მთავარი მოქმედი გმირი ახალგაზრდა თემური (ვატო სანიკიძე) ... რომელმაც თითქოს ამოწურა ცხოვრებისეული სიამოვნებანი და თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მისი ტრაგიკული განზრახვა აბსურდულ კონტრასტშია გადმოცემული - ეს კონტრასტი არა მხოლოდ კომიკური სცენების შექმნას უწყობს ხელს, არამედ დღევანდელობას ასახავს, საზოგადოებას სარკეში ახედებს - რომლითაც ყველაზე საშინელი ამბავი, თვითმკვლელობა ზედაპირული დამოკიდებულებით ფასდება.
სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები (ხელმძღვანელი - სოსო ნემსაძე): თემური (ვატო სანიკიძე), ბანკის ოფიცერი (მარიამ მღებრიშვილი), მხატვარი (მაშიკო თვალაბეიშვილი), არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი (ნინი ურუმაშვილი), ჟურნალისტი (კესო დვალიშვილი), ინგა (ნინა შონია), ოპერატორი (მიხეილ კანდელაკი), რუსთავისა და თავისუფალი თატრის მსახიობები - პოლიტიკოსი (ირაკლი ჭიშკარიანი) დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი (კახა მიქიაშვილი). ყოველთვის აღვნიშნავ და მიხარია, როდესაც სტუდენტები მონაწილეობენ სპექტაკლში, რადგან ეს მათთვის მნიშვნელოვან პროფესიულ განვითარებას ნიშნავს.
„რეალობა არ არსებობს!“. პიესის ფაბულა ერთი შეხედვით მარტივია და არანაირ სიღრმეებში ჩასვლასა და სიმბოლოების განხილვას არ საჭიროებს. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დღეს, როდესაც ასეა აჩქარებული დრო და ზედაპირულია ადამიანების დამოკიდებულებები, დღეს, როდესაც ასე მცირე დოზით არსებობს თანაგრძნობა და ემპათია გვემშვიდობება თემური... სპექტაკლშიც და პიესაშიც მასთან მისული არცერთი პერსონაჟი მას არ უთანაგრძნობს, პირიქით, უწონებენ კიდეც გადაწყვეტილებას და ფინალში აიძულებენ თავის მოკვლას. არც სპექტაკლში და არც პიესაში არ არსებობს გრძნობები, ნამდვილი, გულწრფელი გრძნობები - როგორც კომედია დელარტეში - უხილავი სტრეოტიპული პერსონაჟები, მსხიობები. მათი ფორმა და ფუნქცია გასაზღვრულია, მორგებული აქვთ სოციალური როლები რითაც მალავენ ნამდვილ ემოციებსა და ერგებიან გარემოს მოთხოვნებს. საზოგაოდების მიერ შექმნილი სტანდარტების, მოლოდინის გამამართლებელ საშუალებად იქცევა ახალგაზრდა კაცი.
„ვინ გაბედავს თავის მოკვლას ჩვენს დროში?“
თემური (ვატო სანიკიძე) ქმნის უსუსური, უძლური, დაბეჩავებული და უუნარო კაცის სახეს, რომელიც ცოლმა მიატოვა უმუშევრობის გამო. სპექტაკლის დასაწყისში რამდენჯერმე გადაზედმეტებული ემოციითა და ყვირილით ცდილობს გრნობების გამოხატვას, რაც ვფიქრობ ოდნავ გადაჭარბებულია, თუმცა, იგი მომავალი მსახიობია (სტუდენტი) და ჯერ კიდევ ყველაფერი წინა აქვს. ინგა (ნინა შონია) თემურის მეუღლეა, იგი ქმნის უსიყვარულო ქალის სახეს, რომელსაც ქმარი მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის ჭირდება. ბანკის ოფიცერი (მარიამ მღებრიშვილი) ქნის დღევანდელ, თანამედროვე სესხის ოფიცრის გმირს. მისი მასკულინური ჩამულობა და ქცევები, მიმიკები, სიარული პერსონაჟის ხასიათს ამართლებს. მხატვარი (მაშიკო თვალაბეიშვილი) სრულიად შეშლილი, პათეთიკური ხელოვანის როლს ირგებს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი (ნინი ურუმაშვილი) ქმნის გაშარჟებულ არასამთავრობო ორგანიზაციების კრებით სახეს. რაც შეეხება პოლიტიკოსს (ირაკლი ჭიშკარიანი) დღევანდელი პოლიტიკოსების ანარეკლია, როგორც ჰაბიტუსით ასევე, როლის შესრულებით. იგი სრულიად პათეთიკურად (თან ბუნებრივად) დამაჯერებლად ამბობს სიმართლეს და (თან იტყუება) ოსტატურად უმკლავდება დაკისრებულ ამოცანას.
დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი (კახა მიქიაშვილი) კრებითი სახეა იმ ადამიანის, რომელიც დროს და ვითარებას ერგება, პროფესიას საჭიროების მიხედვით იცვლის. თუ გნებავთ მღვდელი იქნება, თუ გნებავთ დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი ან თუნდაც არსებულ სიტუაციას მოერგება და იმის მიხედვით დაგეხმარებათ. და ბოლოს, ჟურნალისტი (კესო დვალიშვილი) ქმნის გაშარჟებული დღევანდელი ჟურნალისტის სახეს, რომელიც მხოლოდ შოუსა და წარმოდგენაზეა ორიენტირებული, რომელსაც მხოლოდ რეიტინგი აინტერესებს და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე უღირს ამად.
„შენ ახლა გარდაცვლილი ხარ“.
პიესის აბსურდული ხასიათი შემდეგში მდგომარეობს, თითოეული პერსონაჟი თემურის საქციელს „მაღალმხატვრულ“ კონტექსტში აღიქვამს ისე, რომ რეალურ ტრაგედიას არავინ იმჩნევს. მისი სიკვდილი თუ ხალხს შთააგონებს, მაშინ გაჩნდება მასობრივი ახალგაზრდების თვითმკვლელობები. ტრაგედია კულმინაციურ კომედიად გარდაიქმნება მაშინ როდესაც, თითოეული პერსონაჟი ცდილობს საკუთარი „ფილოსოფიური“ (არაფრის მთქმელი, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს) შეხედულებით გაამართლოს მომხდარი. თუმცა, სპექტაკლში ნაკლებად არის მიზანსცენები და რეჟისორული გადაწყვეტა, რამაც გამოიწვია ის, რომ სპექტაკლი მშრალი გამოვიდა. სპექტაკლი დატვირთულია დიალოგებით - მიზანსცენენები უფრო მეტად გააძლიერებდა ამბის განვითარებას და ემოციურ დაძაბულობას შესძენდა. პიესაში საკმარისია „შარჟი“, ფინალურ სცენაში პირდაპირი ეთერი გადის რაც ვფიქრობ ტრივიალური და ბანალურია - რეჟისორი ზედმიწევნით მიყვება დრამატურგის რემარკებს.
რეალურად ეს სპექტაკლი იკვლევს ინდივიდის ტკივილის იგნორირებას, საზოგადოების მიდრეკილებას ტრაგედიაში სილამაზის ძიებისკენ - რაც დამანგრეველია. რამდენად ხშირად ვხედავთ ადამიანის ტკვილის როგორც სანახაობას? - ტრაგედია ნორმალიზდა.