„საკუთარი ცოდვების პატიმარი“

თემო დვალი

„საკუთარი ცოდვების პატიმარი“

ფესტივალ „საჩუქარზე“ წელს,უკვე მეორედ,წარსდგა ფრანგული დასი.ამჯერად, მარჯანიშვილის თეატრში,მაყურებელმა იხილა წარმოშობით ბრიტანელი რეჟისორის ვიქტორია ტიერი ჩაპლინის სპექტაკლი „ზანზალაკები და ავგაროზი“. სპექტაკლი გამოუსწორებელ კლეპტომან ქალზეა,რომელიც სრულიად ოსტატურად იპარავს გარშემო ყველაფერს.

წარმოდგენა გამოირჩევა დახვეწილი იუმორითა და პლასტიკით,ასევე,ქართველი მაყურებლისთვის ჯერ კიდევ უცხო ილუზიონისტურული სცენებით,რომელიც უხვადაა სპექტაკლში.სპექტაკლის ყურებისას გიჩნდება წარმოდგენა,რომ თეატრის ნაცვლად რომელიმე ილუზიონისტის შოუზე მოხვდი,რომელიც ოსტატურად ატყუებს მაყურებელს.ამ ყველაფერმა დიდი ოვაცია გამოიწვია პარტერში მყოფ მაყურებელზე.

პირადად მე დამრჩა განცდა,რომ სცენაზე ოციანი წლების რომელიმე ცნობილი უხმო კინო გაცოცხლდა,რადგან პლასტიკაც,მუსიკაც,იუმორიც და შინაარსიც ამაზე მეტყველებდა და ალბათ იმიტომაც,რომ სპექტაკლი აბოლუტურად უსიტყვო იყო და მსახიობები ყველაფერს მოძრაობით გვანახებდნენ.

სპექტაკლის პირველი ნახევრის ყურების დროს დარბაზში ალბათ ვერავინ იფიქრებდა,რომ კომედია მალე დრამაში გადაიზრდებოდა,უმრავლესობას ეგონა,რომ ერთ მშვენიერ კომედიას ესწრებოდა და არც კი ფიქრობდა იმაზე,რომ კლეპტომანია დაავადებაა,რომელზეც უბრალოდ კომედიის დადგმა აზრს მოკლებული იქნებოდა.პარტერში სამარისებული სიჩუმე მაშინ ჩამოვარდა,როდესაც მთავარი პერსონაჟი ბორკილებ დადებული გამოვიდა სცენაზე,მისი მსაჯულები არა დამიანები,არამედ,მისივე ნაქურდალი ნივთები არიან,რომლებიც სჯიან მას ამ მანკიერებისთვის.სიუჟეტის დრამატულობა პიკს აღწევს მაშინ,როდესაც ჩვენს თვალწინ თამაშდება ბრძოლა,ბრძოლა საკუთარ თავთან,ბრძოლა საკუთარ ცოდვებთან,რომლებიც აღარ ასვენებს ამ ქალს.

ამის შემდეგ ქალი ინანიებს თავის დანაშაულს და ყველაფერს,რაც მოიპარა,უკან აბრუნებს,რათა დასჯას გადაურჩეს,ის კმაყოფილია დანაშაულის გამოსყიდვით,თუმცა აღმოაჩენს,რომ მოპარული ნივთებიდან ერთი მაინც დარჩა დაუბრუნებელი და სწორედ აქ ტყდება,ის ვერ ელევა ლამაზ შარფს და თავისთვის იტოვებს.ქალი ისევ ისჯება,სადაც არ უნდა წავიდეს და რა კარიც არ უნდა გამოაღოს ყველგან ეს შარფი ხვდება. აქ რეჟისორმა ყველას გაგვახსენა,რომ სადაც არ უნდა წავიდეთ ჩვენი მოუნანიებელი ცოდვები ყოველთვის შეგვახსენებენ თავს,ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ თუ არ გვინდა,რომ ჩვენც მთავარი პერსონაჟივით დაგვემართოს. სპექტაკლი სრულდება ისე,როგორც დაიწყო,ქალი აანლიზებს თავის დანაშაულს და ხვდება,რომ მდიდრულად ცხოვრებას და ცოდვაში ყოფნას,ისევ ღარიბულ ტანსაცმელში მშვიდად ყოფნა ურჩევნია.

წარმოდგენა არაჩვეულებრივად არის აწყობილი და ქართველმა მაყურებელმა ის ერთი ამოსუნთქვით ნახა და ძალიან თბილად მიიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის,რომ რამდენიმე მაყურებელმა სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ასეთი ფრაზა თქვა: „ჯიბეები შეამოწმეთ,ჩვენც ხომ არ მოგვპარა რამე“. სწორედ ასეთი რეაქცია მეტყველებს იმაზე,რომ სპექტაკლი ნამდვილად შედგა.