
სან ნიკოლას პიაცა ლიეტუვაში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.01.2026
ნერონ აბულაძე
სან ნიკოლას პიაცა ლიეტუვაში
ქართულ თეატრის სცენაზე არაერთი წარმოდგენა განხორციელდა, რომელიც ნარკომანიასა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ტრაგიკულ ყოფას ასახავს. ეს თემა განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში გააქტიურდა და ცხადია, რომ დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ,,სან ნიკოლას პიაცა“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ვეფხია ნადირაძემ სამტრედიის თეატრში განახორციელა. წარმოდგენის ლიტერატურუკლ საფუძველს ქეთი პატარაიას ამავე სახელწოდების პიესა წარმოადგენს. აღნიშნულ თემაზე მუშაობა სადადგმო ჯგუფისგან განსაკუთრებულ სიზუსტეს და ამავე დროს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხშირად სცენაზე გათამაშებული ამბავი რეალური ადამიანების ტკივილს ეხება. სწორედ ამ წონოსწორობის პოვნას შეეცადა ვეფხია ნადირაძე, რომელმაც მაყურებელს ერთდროუილად ტრაგიკული და ანალიტიკური გამოცდილება შესთავაზა. რეჟისორი არ ცდილობს ნარკოტიკების რომანტიზებას ან მარტივ მორალურ დარიგებებზე გადასვლას, არამედ, მთელი სიმძაფრით გვიჩვენებს სისტემურ გარემოებებს, სისუსტეებს, რომელსაც ადამიანი გარდაუვალი დამოკიდებულებისკენ მიყავს.
თავიდან ყველაფერი კარგად იწყება. ექვსი თანაკლასელი ლაშქრობაში წასვლას გადაწყვეტს. გზად წვიმა მოუსწრებთ და სოფლის მიტოვებულ კლუბს აფარებენ თავს. სიცივისგან თავის დასაღწევად კოცონსაც ანთებენ, მიირთმევენ ჩაის და იწყებენ გარემოს დათვალიერებას. აქვე იპოვიან ძველ რეკვიზიტებს, ეროვნული სამოსის დეტალებს, ბიტაფორიულ ჩინჩხს და ფარდას, რომელზეც ლომის თავია გამოსახული. საექსპოზიციო ნაწილის დასასრულს, სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ მოქმედება იძაბება. თანმიმდევრობით ვეცნობით მოქმედ გმირთა წარსულს და სამომავლო გეგმებს, მათ დამოკიდებულებებს ერთმანეთთან და ზოგადად გარესამყაროსთან. მოქმედების ცენტრში მაინც სალომეს პერსონაჟი დგარს, რომელიც ფარულად რამოდენიმე თანაკლასელს უყვარს...თამაშდება ფრაგმენტები შექსპირის ცნობილი ტრაგედიიდან - ,,რომეო და ჯულიეტა“. კულმინაციას კი ნარკოტოკი და მისი მიღება წარმოადგენს, რომელსაც ერთიანი განზრახვიდ ჩუმად ჩაიში ურევენ სალომეს და რაც დასასრულს მის უპირობო დაღუპვას განაპირობებს. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ განსაცდელში ჩავარდნილს ყველა მიატოვებს და სასიკვდილოდ წირავენ. მხოლოდღა შეყვარებული არ სცილდება უკანასკნელ წუთამდე. აქ იკვეთება განწირულობისა და მარტოობის დამატებითი თემატიკა, სადაც გმირი თავისდაუნებურად ხვდება და გამკლავება უწევს ცხოვრებუსეულ სისასტიკეებთან და მისგან გამოწვეულ კატაკლიზმებთან. შედეგი გარდაუვალი სიკვდილია, მარადი მარტოობა, როგორც ეს ქვეტექსტებში იკითხება. ამ ვითარებაშიც ხასიათების გამოვლენა მთელ სურათს პანორამულს ხდის და ამდიდრებს ექსპრესიას. საფინალო სცენები ურთიერთ თავის მართლებას ეხება, რა დროსაც თითეული პერსონაჟი ავლენს თავის რეალურ სახეს.
მთელი წარმოდგენა კინოგადაღებების პრინციპზეა აგებული და შესაბამისად მიზანსცენათა კონტარსტული მონაცვლეობაც ამ პრინციპის ლოგიკას ეყრდნობა, სადაც გარდამავალი ტიხრის ფუნქციას კლაპი ასრულებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის მხატვრული გაფორმება - (ნანა რუხაძე) - : ეს ერთგვარი სცენაა სცენაზე, მინისცენა, სადაც მონიტორის მეშვეობით ჩანს ან დარბაზი, სადაც იმართება წარმოდგენა, ან თვით სცენა, სადაც ვითარდება დრამა და თავის კულმინაციას აღწევს. ასევე ლომის თვალებში ჩახატული თითოეული გმირი... და ლომი, ეს სიმბოლოა მოვლენათა ელვის უსწრაფესად დატრიალებისა, რომელიც გარდაუვლად მთავრდება გმირის დაღუპვით. ეს იკითხება, როგორც პარალელური სამყაროდან კონკრეტულ სივრცეში გადმონაცვლება, როგორც ემპირიული ხედვა სუბიექტისა ობიექტზე, რათა მრავალწახნაგოვანი განჭვრეტის საშუალება მიეცეს მაყურებელს. ლომის გამოსახულებაც და ასარკებული ფონიც ორგანულადაა შერწყმული სიუჟეტთან. ეს ის შემთხვევაა, როცა ფონი წინა პლანზე გადმოინაცვლებს საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც ეს ხდება სიბნელის სრული სივრციდან გამოყოფილი სინათლის წყაროს შემთხვევაში. თავისთავად ტექნიკური საშუალება არ იძლევა მასშტაბის განვრცობის შესაძლებლობას, მაგრამ მასშტაბს ანსამბლური შესრულება გვაძლევს, რომელიც თავიანთი ხასიათების გამოვლენით მოიცავს ვითარების აზარტულ ატმოსფეროს. ზუსტი ტექნიკური გათვლების მეშვეობით იკვეთება ქვენა დინებები სიუჟეტის არქიტექტონიკაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპექტაკლი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და მხატვრულობას ადგილი არ დარჩა, პირიქით, სწორედ ეს გათვლები იძლევა მხატვრულ ღირებულებას, როგორც ფორმულა ან ამოცანის ამოხსნა, მაგრამ ამ ამოხსნაში გამოყვანილია თითეული შემსრულებლის შემოქმედებითი პოტენციალის ფორმულა.
რეჟისორი ცდილობს სპექტაკლში პერსონაჟთა ხასიათები მაქსიმალური მრავალფეროვნებით გახსნას. თვითონ მსახიობებიც - ( ნინო ჭახნაკია, ანა მელქაძე, ნანუკა კაკაბაძე, ხვიჩა დარსაველიძე, გელა დოლიძე, გიორგი შენ გელია) ზუსტად არიან მორგებული თავიანთ როლებს, ეტყობათ მუშაობა თავიანთი პერსონაჟების ხასიათების გასახსნელად, მათ იციან და შეიძლება ითქვას, ცხოვრებაშიც იცნობენ თავიანთ გმირებს. შენიშვნის სახით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ფინალურ სცენებში ადგილი აქვს ზედმეტ ექსპრეესიას, გადაჭარბებულ ემოციურობას, რაც გარკვეულწილად ცდება მხატვრული ზომიერების ზღავარს. მიზანსცენები დალაგებული და გაანგარიშებულია მათემატიკური სიზუსტით, რომ თავისუფლად და ლოგიკურად გათამაშდეს მთელი კომპოზიციური სტრუქტურა. თითოეული ეპიზოდის გადაბმა საკმაოდ ოსტატურად ხდება. წარმოდგენა კარგადაა დამუშავებული ტექნიკური თვალსაზრისით და ერთი ამოსუნთქვასავით იკითხება. რა თქმა უნდა ყველაფერ ამას წინ უძღვის ლიტერატურული პირველწყარო, რომელსაც ასევე მაღალპროფესიულად უდგება თავად რეჟისორი და შესაბამისად მთელი საშემსრულებლო გუნდი.
აღნიშნული სპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - ,,თეატრალური იმერეთი 2025“ - იყო წარმოდგენილი. ამ ფესტივალზევე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ლიეტუვას რესპუბლიკის, ქალაქ კაუნასის დრამატული თეატრი და მისი უშუალო ხელმძღვანელი ჰანა შუმელაიტე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართულ- ლიეტუვური კულტურული ურთიერთობის არსებობასა და გაღრმავებაში. სწორედ ამ დამსახურებისათვის გადაეცა ქალბატონ ჰანას საქართველოს თეატრალური საზოგადოების სპეციალური ჯილდი - ,,ქართული თეატრის მეგობარი“. ამ ფესტივალზევე შედგა მოლაპარაკება, რომ სამტრედიის თეატრი სპექტაკლით - ,,სან ნიკოლას პიაცა“ ქალაქ კაუნასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - ,,მასკარადი“ - წარსდგებოდა საერთაშორისო მაყურებლის წინაშე, როგორც ფესტივალის საპატიო სტუმარი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის სამსახურისა და თავად თეატრის ხელმძღვანელობის ძალისხმევით დაგეგმილი გასტროლი შედგა. სამტრედიის თეატრმა ლიეტუველ მაყურებელს გააცნო თავისი შემოქმედება და აქვე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა როგორც აღნიშნულ საფესტივალო გუნდთან, ისე სხვადასხვა სახის კულტურულ გაერთიანებებთან.