სენაკის დრამატული თეატრი
თეატრის შენობის მშენებლობა დაიწყო 1955 წელს და დასრულდა 1959 წელს. მისი არქიტექტორი იყო ადგილობრივი მკვიდრი ხუტა გოგოლაძე, მშენებელ ინჟინერი ვ.არჩაია შენობა განეკუთვნება ბაროკოს არქიტექტურულ სტილს, მისთვის დამახასიათებელი კოლონებით, კლასიკური ორნამენტებითა და ჭაღებით.
1984-85 წლებში შენობას ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
1992-93 წლების სამოქალაქო ომისა და 2008 წლის აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა ძლიერ დააზიანა შენობა ნაგებობა.
თეატრის რეკონსტრუქცია 2015... წელს დაიწყო და ის ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით განხორციელდა. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა ჭერის უნიკალური მხატვრობა. პარტერში და იარუსზე დამონტაჟდა ახალი სავარძლები სცენა აღიჭურვა თანამედროვე განათებისა და გახმოვანების აპარატურით შენობა მოიცავს სამ სართულს:
პირველ სართულზე განთავსდა თოჯინების თეატრის დარბაზი, მუზეუმი და ადმინისტრაცია.
მეორე სართულზე მაყურებლის დიდი დარბაზი, სარეპეტიციო ოთახი და ბუფეტი.
მესამე სართულზე განთავსდა მცირე დარბაზი, მონო სპექტაკლებისთვის, საგრიმიორო და გარდერობი.
თეატრს ალტერნატიული სივრცე არ გააჩნია. რეაბილიტაციის პერიოდში დროებით სარგებლობდა ქალაქის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შენობაში არსებული დარბაზით.
თეატრი მოლოდინშია ცვლილებების, განვითარებისა და წინსვლის. 2021 წელს ქალაქის თეატრალურ ისტორიას 140 წელი უსრულდება.