სენაკის დრამატული თეატრი
სენაკის თეატრის ისტორია იწყება 1881 წლიდან.პირველი წარმოდგენა გაიმართა 1881 წლის 8 თებერვალს-ნაჩვენები იქნა მოლიერის ,,ძალად ექიმი“. თეატრში მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: შალვა დადიანი,ვალერიან გუნია,აქვსენტი ცაგარელი,ნატო გაბუნია,ვასო აბაშიძე, მაკა საფაროვა აბაშიძე, აკაკი ხორავა,არეთა ლოლუა და სხვანი.
1967 წელს ცხაკაიას სახალხო თეატრმა მონაწილეობა მიიღო სახალხო თეატრების საკავშირო ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა მოსკოვში, კრემლის დარბაზში. წარმოდგენილი იქნა მ.ხუნწარიას პიესა ,,ტეხურის პირას“. აღნიშნულ ფესტივალზე ცხაკაიას სახალხო თეატრმა გაიმარჯვა და დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით. მონაწილე მსახიობებსა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს მიენიჭათ ლაურეატის წოდებები.
1990 წელს თეატრს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი, დაიდგა ვ.კანდელაკის ,,დრო 24 საათი, რეჟისორი დავით ხინიკაძე.
2008 წელს თეატრის შენობა ნაგებობას მიენიჭა კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლის სატატუსი.