შტერი შტერი, მარა ლამაზი და ბანძი კრიტიკოსები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ზუკა ნემსაძე
შტერი შტერი, მარა ლამაზი და ბანძი კრიტიკოსები
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, უკვე რა ხანია, პოპულარობას ქართველ მაყურებელში არ კარგავს, პირიქით, ყოვლედღიურად იხვეჭს სახელს, დღითიდღე ამრავალფეროვნებს რეპეტუარს. თეატრმა ჟოლდაკის ფანტასმაგორიით გახსნილ სეზონს მეორე პრემიერა შეაშველა - „სირანო უნდა მოკვდეს“. თარგმანი ირინა ბაგაურს ეკუთვნის, პიესის ავტორი კი, ლეონარდო მანძანი და როკო პლაჩიდი არიან, სპექატკლის მხატვარი ჯუზეპე სტეალტოა, კოსტუიმებზე კი, გრაციელა პეპემ და დავით გევქოვმა იმუშავეს, მუსიკის ავტორები, ალესანდრო ლევრერო, ფრანკო ვიზიოლი და ერეკლე გეწაძე არიან, ეს უკანაკნელი კი დიჯეის როლში გვევლინება სცენაზე.
ხშირად ტექნიკური ჯგუფის ჩამონათვალს რეჟისორით ვიწყებ, მაგრამ ამ ჩამონათვალს ახლა რეჟისორით დავასრულებ, ვინაიდან ლეონარდო მანძანზე ბევრია სათქმელი, მას ქართველი მაყურებელი, ქეთი დოლიძის დამსახურებით იცნობს. ფესტივალი „პადარკა“, სწორედ ის ადგილია, სადაც ქართველი მაყურებელი მანძანს არაერთგზის შეხვედრია. იგი ხალხის გაღიზიანების სურვილით შეპყროპიბილი რეჟისორია. მუდმივად, აკადემიური მაყურებლის გაბრაზებას ცდილობს. თურმე მანძანი, „მხიარული ხრიკებით და მახვილგონიერი, ხშირად სახალისო, მარტივი ინტერაქციით ცდილობს, მაყურებლის აყოლიებას, ხანაც აუდიტორიას სთხოვს წაიკითხონ მოკლე დიალოგები და მოხდეს ინტერაქცია“.
თუმცა, ლეონარდო მანძანს დაავიწყდა, რომ სპეციალურად ქართველი მაყურებლისთვის დადგმულ სპექტაკლში შესაძლებელია ეს მისი აკვიატებები, აღვირახსნილური სურვილები, წარმატების მომტანი არ აღმოჩენილიყო. ვინაიდან ჩვენ არა თუ უცხოელ, ზოგჯერ ჩვენივე გაფეტიშებულ რეჟისორებსაც კი არ ვწყალობთ. ალბათ მანძანს ჩემს სტატიას არავინ უთარგმნის, თუმცა მას არ გამოუვიდა: რა თქმა უნდა, რეჟისორის მანიპულაციას მაყურებლი აყვა, თუმცა რამდენიმემ სპექტაკლის მსვლელობის დროს, დატოვა პარტერი. მაინც ბევრნი დავრჩით, ერთი მიზეზით, უბრალოდ დავცინოდით რეჟისორს. ალბათ მანძანს, რომ მოესმინა ის შეფასაბები, რაც სპექტაკლის შემდეგ მაყურებელში იცვლებოდა, ზიარდებოდა, ეჭვი მაქვს, რომ თავად გაგიჟდებოდა, გაღიზიანდებოდა და წამოიგებოდა ხაფანგს, რომელიც თავად ააწყო.
გივიკო ბარათაშვილმა, ლუკა ჯაფარიძემ და ანასტასია ჭანტურაიამ, ნამდვილად გამოავლინეს სამსახიობო ოსტატობა, რომლებიც მიენდნენ რეჟისორის ჩანაფიქრს. მაგრამ, როგორც ყველა გზა დანიშულების ადგილამდე არ მიდის, ყველა საჭმელის ჭამა არ შეიძლება, ყველას როლის თამაშიც არ მოსულა, ალბათ. (მოსულა?! ხო აწი ამ ტერმინოლოგიით გავაგრძელებ სტატიას, მეც მინდა ავყვე მანძანის ტრენდს, და ცოტა გავიდე მომსახურეობის ზონიდან, ოღონდ დროებით)
სამი გამორჩეული არტისტი, ხმალამოღებული ილაშქრებს, ჩვენი ყოველდღიურების წინაშე, პოლიტიკის, საზოგადოების, სიყვარულის, ემოციის, ვნების, სექსის, ვერ შემდგარი ერექციის და რაც მთავარია დაჭაობებული სტერეოტიპების წინააღმდეგ. მსახიობები საინტერესოები და შთამბეჭდავები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიზიკური დატვირთვა აქვთ, მათი სამსახიობო ოსტატობა ნამდვილად იკვეთება, არც ერთს სიმღერის თუ ტექსტის წარმოთქმის დროს ხელი არ შეშლიათ, არცერთი წამით სუნთქვა არ გაქცევიათ და დაღლილობის ოხშივარი არ ამოუშვიათ პირიდან.
ბარათაშვილი, ჭანტურია და ჯაფარიძე აყვნენ რეჟისორს, სწორედ გაიზრეს როლები და მაყურებელთა უმრავლესობას, კულტურული შოკი მაინც მიაღებინეს. მართალია, თეატრის ამ დიდებულმა კედლებმა, სწორედ ის გარყვნილობები (ცხადია, ასე არ ვფიქრობ) მოისმინეს რაც ჯერ არ მოუსმენიათ, „დედა, დედა დაინგრა ქვეყანა?!“ - ეჭვი მაქვს, რომ მაყურებელს ეს არ უფიქრია. ვაი იმას, ვინც „საძაგელი“ არტისტებისგან, რაიმეს არ მოელის. მაგრამ ცოტა მეუცნაურა ფაქტი, გივიკო ბარათაშვილი, ხომ საბა ასლამაზიშვილის დადგმულ „ღმერთებში“, მაყურებელს ღიად, გახსნილად და გააზრებულად ეუბნება „შენ ხარ ღმერთი“, მაყურებელია ღმერთი! ხოდა სწორედ, ეგ ღმერთები გადაწყვეტენ რა ბედი მოელის სპექტაკლს „სირანო უნდა მოკვდეს“...
ანსტასია ჭანტურია, ქმნის ვნებიანი, მეოცნებე, გახსნილი, ქალის სახეს, რომელიც სიყვარულის მოლოდინშია, ამავდროულად კი გვთავაზობს საინტერესო გარდასახვებს, ეპიზოდიდან ეპიზოდამდე.
რაც შეეხება ლუკა ჯაფარიძეს, რომლის ტექსტიდან, აკვიატებული „შტერი, შტერი მარა ლამაზით“ წამოვედი სახლში, მასზე არ შეიძლება იგივეს თქმა: იგი ლამაზია, მარა შტერი არაა. საინტერესო, ნაზი, ლამაზი, ზოგჯერ მოსულელო, ღიმილიანი, სექსუალური, მეოცნებე, შტერი, სულელი კრისტიანის სახე ქმნის, ანსტასია ჭანტურიას, როქსანაზე შეყვარებული ბიჭის, რომელსაც გივიკო ბარათაშვილის, ვერაგი, სირანო ასულელებს. ისე, რა მაგარია, როცა უცხოელი რეჟისორი, ისე კარგად შეისწავლის შენს ქვეყანას, რომ „შტერი, შტერი მარა ლამაზიც“ კი იცის.
გემრიელი, ლუკმა კი ბოლოს, გივიკო ბარათაშვილის სირანო, რომელიც არაფრის ნებით არ უნდა მოკვდეს. მაყურებელი ბარათაშვილზე ძალზედ შეყვარებულია, თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ გოგონებს, მისი ფანების რიგებიდან, რომლებიც ბარათაშვილის დანახვაზე ასტრალში გადიან. გივიკო ბარათაშვილის სირანოს პოეტურობაზეც ხომ ანასტასია ჭანტურაიას როქსანაც სველდება, თუმცა იგი ბოლომდე არ აღიარებს ამას.
აქვე ორი სიტყვით, თეატრის ცნობილ კრიტიკოსზეც ხომ უნდა ვთქვა?! ლაშა ჩხარტიშვილი ახალ თეატრში მისული სამთავრობო (ისე მთავრობა ამ თეატრს როდი წყალობს და პირიქით) რიგში დასვეს. გივიკო ბარათაშვილს, როგორც სირანოს, როგორც მსახიობს, რომლის წინასწარმომზადებული ტექსტი იმპროვიზაციაზეა გათვლილი, მეტი რა უნდოდა?! თან ხომ ეგ ჩხარტიშვილის ნამოწაფარია, ჰოდა სირანოს ამოეფარა და მთლად ბანძი კრიტიკოსი ეძახა, ბანძი რეცენზიებითო. ლამის იყო, ამის შემსწრე ჩადგმული სკამიდან (ვინაიდან ამ თეატრში სულ ანშლაგია) ვყირავდებოდი, რომ აგერ უკანა რიგებში, თეატრალურის სტუდენტებში ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, მგონი ნახევარზე მეტს გივიკოს ადგილზე უნდოდა ყოფნა და ჩხარტიშვილისთვის თვალებში ჩახედვა.
სპექტაკლი რომ დამთავრდა ამოვისუნთქე, გადავრჩი - თქო. კიდევ კარგი, მსახიობები ვერ მცნობენ. ყველა ჩხარტო ლაშარაშვილს (ეს ზედმეტესახელი რობიკო სტურუასგან ერგო თეატროლოგს) მისჩერებოდა და მის რეაქციას აკვირდებოდა.
ლეონარდო მანძანმა პროვოკაციული და საინტერესო ფორმის სპექტაკლი შემოგვთავაზა, ამავდროულად ტექსტები რიტმული (უფრო კლუბური) მუსიკით დატვირთა, რაც ვფიქრობ, უფრო მეტ მაყურებელს, მათ შორის, ქლაბერებსაც მოიზადავს ახალ თეატრში. „სირანო უნდა მოკვდეს“ თავისი ფორმით (და არა სათქმელით) უალტერნატივოა თანამედროვე ქართყულ თეატრში.
„შტერი, შტერი მარა ლამაზი“, ბანძი თეატრის კრიტიკოსები, უკანა რიგებში მჯდომი თეატრმცოდნეები და ჩხარტიშვილზე გადატეხილი ჯოხი, დაბულინგებული მაყურებელი, რომელიც ღმერთია და ჩამყაყებული ქართული სტრეოტიპები ეჰ - „შტერი, შტერი, მარა ლამაზი“, სალამი ახალ თეატრს, მეშინია, გთხოვთ, თეატრმცოდნე არ გეგონოთ, მე უბრალოდ პოეტური სულის მქონე, ჟურნალისტი ვარ – „შტერი, შტერი მარა ლამაზი“.
ფოტო: ანუკა მაისურაძე