სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
1990 წელს ქ. სოხუმში, ქართული თეატრის ისტორიას შეემატა კიდევ ერთი ახალი საბავშვო თეატრი. სოხუმელი ინტელიგენციის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაიბადა სოხუმის მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრი „თეთრი ტალღა“. 1991 წლის 10 მაისს გაიმართა პირველი სპექტაკლი საპრემიერო ჩვენება ი. კალაბის „ ჩვენი ეზო“. ახლადფორმირებული თეატრის პრეზენტაცია დალოცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა - დავითმა. ეს დღე ისტორიული აღმოჩნდა, განხორციელდა სოხუმში მცხოვრები ქართული ინტელინგეციის მრავალი წლის ოცნება, რათა შექმნილიყო კიდევ ერთი ქართული სულიერებისა და ეროვნული იდენტობის შემანარჩუნებელი კერა. აფხაზეთში განვითარებულმა შემდგომმა საომარმა მოქმედებებმა თავისი დაღი დაასვა თეატრის ფუნქციონირებას და სხვა მრავალ ათას აფხაზეთის მაცხოვრებლებთან ერთად დევნილობაში აღმოჩნდა. 2003 წლის 7 მაისს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დადგენილების საფუძველზე თეატრს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. ამჟამად თეატრი მოღვაწეობს ქ.
თბილისში და სპექტაკლებს მართავს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე, მონაწილეობას ღებულობს საქართველოში გამართულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, აქვს გასტროლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. თეატრი დაჯილდოვებულია 2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს თეატრალური საზოგადოების განსაკუთრებული ჯილდოთი „ მაჩაბელა“, პატრიოტული იდეოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენს თეატრში მოღვაწოებდნენ ქართული ხელოვნების გამორჩეული რეჟისორბი, მხატვრები,კომპოზიტორები,ქორეოგრაფები და მსახიობები, კერძოდ: დავით კობახიძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე, თინათინ ჰეინე, ჯეირან ფაჩუაშვილი, აივენგო ჭელიძე, უშანგი იმერლიშვილი,მირიან შველიძე, ივანე ასკურავა, იაკობ ბობოხიძე, გიორგი ჩლაიძე, კირა მებუკე, გიორგი ოსეფაშვილი, გივი ოდიკაძე, რამაზ კემულარია, რეზო თავართქილაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ზურაბ ანთელავა, გიორგი რატიანი, ნუგზარ წერედიანი, ლიანა მიქაშავიძე და სხვანი. ამჟამად თეატრის რეპერტუარში არის 10 მოქმედი სპექტაკლი.