top of page
თელავის დრამატული თეატრი
1981 წლის 30 მაისს თელავის თეატრი გადავიდა ახალ შენობაში(ახლანდელი თეატრის შენობა) შენობის არქიტექტორები და პროექტის ავტორები იყვნენ: გ. ჯაბუა, კ. მემანიშვილი და ე. ცხაკაია. ეს არის ერთ-ერთი საბჭოთა არქიტექტურის ნიმუში. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ შენობის შიგნით, ფოიეში განთავსებულია 17-ე საუკუნის ციხე-სადროშე. ფოიეში მრგვალ კედელზე მოხატულია პანო (ავტორი იური ქლიბაძე) აქვს შემდეგი სათავსოები:დარბაზები, ფოიე, ვესტიბიული, ჭაღი. შიდა სარემონტო სამუშაოები(მოეწყო საგრიმიოროები, სასტუმრო ოთახები, ფოიე და ა.შ.) ჩატარდა 2014-2015 წლებში. შენობის ბოლო რეაბილიტაცია, თეატრის გარე ფასადის აღდგენა 2016 წელს.
bottom of page