„თუნუქის დოლი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

გიორგი ყაჯრიშვილი

 

„თუნუქის დოლი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

 

ამ რამოდენიმე დღის წინა ამბები. ჯი იტყობინებოდა , რომ კრის­ტინ ბარ­ნე­ტი­მა  და მისმა ქმარმა მა­იკლ ბარ­ნე­ტმა ბავშვი იშვილეს, რომელსაც ნა­ნიზ­მის (ჯუ­ჯო­ბა) სინ­დრო­მი ჰქონდა. მან რამოდენიმეჯერ სცადა მშობლების მოკვლა, რომელიც 6 წლის ნაცვლად 22 წლის აღმოჩნა. ოჯახი იძულებული იქნა ბავშვი (ნატალია) მიეტოვებინა, რათა მისგან თავი გადაერჩინათ. ამერიკის სასამართლომ მშობლები სასამართლოს გადასცეს შვილის მიტოვებისთვის.

 

თბილისის საერთაშორისო ფესტივალის გუშინდელმა სპექტაკლმა ეს ამბავი გამახსენა - „თუნუქის დოლი“ ნობელის პრემიის ლაურეატის გუნტერ გრასის გახმაურებული რომანის ინსცენირებაა (აქვე შეგახსენებთ, რომ ფოლკერ შლონდორფმა 1979 წ. გადაიღო ფილმი ამავე სახელწოდეთ,  რომელმაც კანის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ და „ოსკარი“ დაიმსახურა, სადაც ნამდვილი ვარსკვალავები მოწვია: დევიდ ბენეტი, ანგელა ვინკლერი, დანიელ ორბრიხსკი , შარლ აზნავური).

 

ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლი „თუნუქის დოლი“ ბრეხტის „ბერლინერ ანსამბლში“ შეიქმნა და  რეჟისორო ოლივერ რიზეა, ხოლო ოსკარის როლს მსახიობი ნიკო ჰოლონისკი ასახიერებს.

 

ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ოსკარი შემოდის, გაცვეთილი ჩემოდით ხელში, სცენაზე მხოლოდ ის მცირე აქსესუარია, რაც მას წარმოდგენაში დასჭირდება:  მაღალი სკამი, ჭიქა წყლით და სასცენო  ლუკი (ზოგჯერ სარდაფში ჩასასვლელ კიბედ და  ზოგჯერ საფლავის თხრილად რომ იქცევა).

 

ოსკარს მაშინდელი გერმანელი მოწაფესავით მოგრძო შორტი- კომბინიზონი, რომბებიანი გეტრები და ნახევარჩექმები აცვია (კოსტუმების დიზაინერი ლაურა კრაკი). ორჭოფობს: რით დაიწყოს „თავიდან, ბოლოდან თუ შუიდან“ და მაინც თავის ისტორიის მოყოლას სულ თავიდან იწყებს - როგორ დამალა ბებიამისმა თავის ოთხ ქვედაბოლოში გაქცეული ცეცხლის გამჩაღებელი, რეციდივისტი იუზევ კალიაჩეკი - მისი მომავალი ბაბუა.

პატარა ოსკარი, რომელსაც დედამისმა აგნესმა დაბადების მეასე წლისთავზე  თუნუქის დოლი აჩუქა პატარაობიდან ტყუილების, ლოთობის, ფარისევლობისა  და ღალატის მორევში ჩაეფლობა. დედამისი ერთდროულად  თავის ქმართან ადოლფ მაცერატთან და თავისსავე  ბიძაშვილ იან ბრონსკისთან ცხოვრობდა, ამიტომ ოსკარი თავის თავს სამივეს შვილს ეძახის. ოსკარი ღებულობს საბედისწერო გადაწყვეტილებას - არ გაიზარდოს და ყოველთვის პატარა - გნომი დარჩეს.

 

ასე გაივლის ნიკო ჰოლონისკი-ოსკარის ცხოვრების პირველი ნახევარი დოლის ბრახუნსა და შუშისმსხვრეველ კივილში, როდესაც იმას არ უსრულებენ, რასაც მოისურვებს. მსახიობი  სცენაზე ბებიაცაა, დედაც მაცერატიცა და იანიც. იგი ერთნაირი ოსტატობის ახერხებს ამ პერსონაჟთა სახეების და მათი ხასიათების გადმოცემას,  გერმანიის იმდროინდელი სამეფოს ისტორიული ეპოქის სურათების წარმოდგენას პირველის მსოფლიო ომიდან ფაშიზმის დამკვიდრებისა და მისი დამარცხების დრომდე. პერიოდულად იგი ახალ სამოსშიც იმოსება, ჩემოდნიდან ახალ კოსტუმს ამოიღებს და მოირგეს, ხან კი ნახევრად შიშველი გვევლინება სცენაზე. მის ასეთი „მეტამორფოზები“ სრულიად ბუნებრივია - ჩაცმულობასთან ერთად იცვლები მისი ხასიათი, გამწყობა, მსოფლმხედველობა, მაგრამ არ იცვლები მისი სიმაღლე, იგი ისევ პატარა ჯუჯა ოსკარად რჩება. სიმაღლეში არგაზრდა მხოლოდ კაპრიზია არაა. ოსკარს სურს პატარა ბავშვი დარჩეს, გარეგნულად მაინც, რათ ყველა სურვილი აუსრულონ, თუმცა გონებრივი ზრდასრულობა უკვე შეიმჩნება. ჩვენს თვალწინ ნიკო ჰოლონისკი-ოსკარი „ზრდასრულ მამაკაცად“ იქცევა.  რაც დრო გადის აგნესასა და იანის  ღალატობრივი სიყვარული მისთვის სულ აშკარა ხდება, ბრაზით ატანილი ოსკარს დედის ნაჩუქარი კიდევ ერთი დოლი შემოეფშვნება. მასში თანდათან იბუდებს შურისძიების ნაპერწკალი. ამისთვის გერმანიის 1935 წლის მოვლენები ეხმარება - ადოლფ მაცერატი ფიურერის პარტიაში შედის, მათ ქალაქშიც (ძველი დაციგი - გდანსკი) „სვასტიკებია“ მიტინგებია. ოსკარის ახალ ჰიმნს სწავლობს დოლზე დასაკრავად. მდინარის პირას სასეირნოდ წასულ ოსკარსა და „ოჯახურ სამკუთხედისთვის“ გველთევზებით გამოტენილი ცხენის თავის პოვნა საბედისწერო აღმოჩნდება: დედა უსაზღრო თევზის ჭამას შეეწირება  (ოსკარის პირველი შურისძიება). იან ბრონსკის, ბიძამისს, ან შეიძლება საკუთარ მამასაც ჰოლონეთის საელჩოსთან მიიყვანს ძალით და ისიც გერმანელების ტყვიას შეეწირება (ოსკარის მეორე შურისძიება)  - კიდევ იმსხვრევა ერთი დოლი.  17 წლის ოსკარი უკვე კურტის მამაა  (კიდევ ერთი სისხლია აღრევა - მარიამი შინამოსამსახურე   ადლოფ მაცერატის  და მისი საყვარელია ერთდროულად), რუსების შემოსვლის შემდეგ ოსკარი   მაცერატსაც გაყიდის  და მასაც მოუღებენ ბოლოს (მესამე შურისძიება).

ახლა კი როცა ყველამ თავისის საკადრის მიიღო  ოსკარი ზეიმობს - მას  გაზრდის სურვილი ეუფლება და ის იზრდება კიდევაც. ახალა თუნუქის დოლოს მფლობელი კი მისი სამი წლის შვილია კურტია.

მონოსპექტაკლი თანაც ასეთი ხანგრძლივი თავისთავად ბადებდა საშიშიროებას, რომ იგი გაწელილი და მოსაწყენი აღმოჩნდებოდა, მაგრამ გუშინ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სულ სხვა რამ მოხდა - უნიჭირესმა მსახიობმა  ნიკო ჰოლონისკიმ სრულად დაიპყრო მაყურებლის ყურადღება, რომელიც სულმოთქმელად უქმენდა პატარა ოსკარის მძიმე ისტორიით, მასთან ერთად განიცდიდა მის ტრაგედია და ადექვატურად რეაგირებდა მის ყოველ ჟესტზე  და  ქმედებაზე.