„უხერხემლო“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
მარიამ სამხარაძე
„უხერხემლო“
(ილიაუნის თეატრი)
„წითელი კაბა, რომელიც იქცა სიმბოლოდ ბრბოზე გამარჯვების“
დარბაზში შესული მაყურებლის თვალწინ ნაცნობი გარემო იშლება. სცენა დატვირთულია დეკორაციით, რომელიც პირველივე ასოციაციით სოფლის ღარიბ, თბილ კერას მოგვაგონებს, მაგრამ სიმბოლური დატვირთვა არ წარმოადგენს. სახლს თეთრი ფარდა ორ ნაწილად ყოფს, პირველი ნაწილი დატვირთულია ავეჯით: ხის კარადები, დივანი, ტანსაცმლის საკიდი, მაგიდა, კედლები რომლებიც ღუმლის კვამლისგან და სიძველისგან არის ჩაშავებული ზედ კი ხალიჩა და ხატები კიდია. მეორე მხარეს თეთრი თხელი ფარდა ფარავს, რომელსაც ლანდი გასდის და მის უკან მიცვალებული ასვენია.
მოქმედების დასაწყისში ჩვენ ვეცნობით ცოლ-მართას (მაია ხორნაულს) და ქმარ- მამიას(გიორგი ცერცვაძე) . ცოლ-ქმარს, რომლებსაც თავს დიდი ტრაგედია დაატყდათ, გარდაეცვალათ შვილი და ემზადებიან მის დასაკრძალად. შვილი, რომელიც იყო ტრანსსექსუალი ქალი ელა, სოფლიდან გარიყული, ყველასგან მოძულებული, საკუთარი თავის იმედზე მყოფი, მარტოობისთვის განწირული და 15 წლის ასაკში მშობლებისგან სახლიდან გაგდებული. Ელას პერსონაჟი იმის და მიუხედავად, რომ ფიზიკურად არ არსებობს მაინც მოქმედების მთავარ პირად გვევლინება. Ელა, რომელმაც აირჩია თავისუფლება, განსხვავებულობა, რის გამოც მშობლებს ისედაც დიდი ხნის გამოტირებული ჰყავდათ. ქალი, რომელსაც ტალახი Ესროლა მღვდელმა, როდესაც ელის მამა წესის აგების თხოვნით მისული უარით გაისტუმრა. ესროლა ბრბოდ გადაქცეულმა სოფლის მაცხოვრებლებმა, როდესაც შვილის სასაფლაოზე დაკრძალვაზე უარი განუცხადეს ოჯახს.
მოქმედების განმავლობაში Ოჯახთან მისასამძიმრებლად მხოლოდ ორი ახალგაზრდა გამოჩნდება, რომლებიც როგორც ირკვევა ელას მეგობრები არიან თან კი ელასთვის განკუთვნილ წითელ კაბას მოუტანენ მშობლებს რათა ელას ჩააცვან დაკრძალვისას. Ნინო (ანიკო შურღაია) დანიელი(გიორგი მაქაძე) ეს მეგობრები აღმოჩნდებიან ისინი, ვინც მიიღო ელა ისეთი როგორიც იყო და შეიყვარა. Მმოქმედებასთან ერთად დაკვირვების შემდეგ მივხვდებით რომ ნინო არის პერსონაჟი, რომელსაც ელა პირადი მიზნებისთვის სჭირდება, როგორც გარდაცვლილი ისე ცოცხალი. Ნინო რეჟისორია რომელიც იღებს ფილმს, სადაც ელა მთავარ როლს ასრულებს. Ნინოს ემოციებისა და საუბრის ტონით თუ ვიმსჯელებთ იგი მშობლების გამოჭერაზეა და ელოდება მომენტს ორიოდე ზედმეტ სიტყვას როდის დასტყუებს მათ, რათა მის სასარგებლოდ გამოიყენოს. Ნნინოსგან განსხვავებით ვფიქრობ დანიელი მაგალითია მეგობრობის და ღირსეული შეყვარებულის. Სსიყვარულის რომელსაც გულწრფელად იცავს ელას მშობლების წინაშე.
ანიკო შურღაიას და გიორგი მაქაძეს განსახიერებული პერსონაჟები არ მოითხოვს დიდ გარდასახვას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხასიათიდან ამოგლეჯილ და ავთენტურობა მოკლებულ თამაშს ვხედავთ სცენაზე, რომელიც რაღაც მომენტში ხელს გიშლის სიტუაცია აღიქვა იმ სიმძაფრით, რაც რეალურად ტრიალებს სცენის გარშემო.
Რაც შეეხება მამის პერსონაჟს: მამია არის ადამიანი, რომელიც პატივს ცემს ტრადიციებს და ძველ ყაიდაზეა აღზრდილი, ვერ ეგუება ფაქტს, რომ მისი შვილი ტრანსსექსუალია. Მის გამომეტყველებას, თვალებს ეტყობა ბრაზი, რომელიც არ აძლევს საშუალებას მიეცეს დარდს და სათანადოდ გამოიგლოვოს შვილი, სამაგიეროდ დარდი რომელიც მას შინაგანად ანადგურებს ცდილობს ალკოჰოლით ჩაახრჩოს და მართასგან მალულად სასმელს ეძალება. ყველაფრის მიუხედავად მაშინ, როდესაც მამიას და მის ოჯახს ზურგს კიდევ ერთხელ აქცევს სოფელი და არ მისცემენ უფლებას ელა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალონ მამია საკუთარი ხელებით ამოთხრის საფლავს ეზოში, საკუთარი ხელებით აჭედებს სასახლეს, რომლის ფიცრებიც ფუტკრის სკებს მოხსნა. თითქოს მშობლის ინსტინქტი იღვიძებს და ცდილობს შვილის მიმართ, რომელიც გაციებული წევს სასახლეში ოდნავი მზრუნველობა გამოიჩინოს, რომელიც ცხოვრებაში დააკლო. გიორგი ცერცვაძე მამის როლს შესანიშნავად წარმოგვიდგენს, თითოეულ ემოციას და განცდას სწორად იჭერს. თავდაპირველად მისი შესრულება ხელოვნური მომეჩვენა, მაგრამ როგორც კი მამიას პერსონაჟის ხასიათი დავიჭირე მივხვდი რომ მსახიობი კარგად ართმევს მოცემულ დავალებას თავს.
მართა, დედაა რომელსაც თითოეული ცრემლით და ტკივილით სავსე დღეები სახეზე ეტყობა. ეტყობა როგორ იტანჯებოდა იმით რომ ცხოვრობდა კაცთან რომელიც შინაგანად სძულდა და საერთოს ვერ ნახულობდა მასთან საერთოს, მაგრამ აგრძელებდა მასთან ერთად თანაცხოვრებას. იმის და მიუხედავად რომ მართას შინაგანი მიუღებლობა აქვს შვილის მდგომარეობის მოქმედებაში ჩანს რომ მამიას მეტად ადანაშაულებს ელას სახლიდან გაგდებაში, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და მართა უძლური გახდა ქმრის წინაშე. ცდილობს დაიჭიროს შვილის მხარე, ეხუტება მის ჩანთას, უსმენს მის საყვარელ სიმღერებს. მაია ხორნაული, რომელიც ვფიქრობ ამ სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელია, იგი ოსტატურად იჭრება როლში. Დედა, რომლის დედური ინსტინქტი გადაერჩინა შვილი სოფლისგან ჩაკლა გარშემომყოფთა აზრმა, თითოეულმა ხელმა, რომელსაც დამცინავად და აგდებულად იშვერდნენ ელის ოჯახისკენ. Მაია ხორნაული ზუსტად გამოხატავს იმ მშობლის ტკივილს, რომელიც უძლური გახდა ყველაფერი იმის წინაშე, რაც მისი ოჯახის გარშემო ტრიალებდა. საკუთარ თავში ჩაიკლა სურვილი და სიყვარული იმისა რომ ელისთვის კიდევ ერთხელ დაეძახა შვილი, გაეგო და მიეღო ისეთი როგორიც იყო.
საბოლოოდ სპექტაკლის ბოლოს პერსონაჟებს რომლებიც დასაწყისში ვნახეთ ელის ამბავმა რაღაც ასწავლა, თითქოს უკეთ ესმით ერთმანეთის აღარ ბრაზობენ და მიხვდნენ რომ ამ მძიმე მომენტში საკუთარ თავებზე კი არა ელიზე უნდა ეფიქრათ, ეფიქრათ ადამიანზე, რომელიც აღარ არის და თუ სიცოცხლეში არა ახლა მაინც დაეფასებინათ. თითქოს თითოეულმა პერსონაჟმა დასაწყისიდან დასასრულამდე მეტამორფოზა განიცადა. Ამდენი მიუღებლობის, დარდის და ცრემლის შემდეგ მართა ელის აცმევს კაბას, რომლის ჩაცმაზეც მამია მკაცრ უარს აცხადება სპექტაკლის დასაწყისში, მაგრამ საბოლოოდ ნებდება. წითელი კაბა, რომელიც იქცა სიმბოლოდ გამარჯვების ხალხზე, თითოეულ ადამიანზე ვინც არ მიიღო, გარიყა, დაამცირა და უარყო ელი. გამარჯვება ყოველგვარ მიწიერ და არამიწიერ გრძნობაზე.